გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2018
საქმის ნომერი
020210117002109832
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210-1700210-832 (2/1739-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 20-8 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი’’

წარმომადგენელი - ბე-----------ა

 

მოპასუხეები: ნა---------------ა, გო-----------ვა, ბა-----------ნია, ნი----–--–-მი, ნა----------ა, იზ---------ა, ელ----------ხია

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნა---------------ას, გო-----------ვას, ბა-----------ნიას, ნი----–--–-მის, ნა----------ას, იზ---------ას და ელ----------ხიასათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2----–-–---------–---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8--------–– დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე ნან---------------სათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2----–-–----------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1-------–-----------------;

 

1.3.მოპასუხე ნან---------------სათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2----–-–----------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5----- ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ნა---------------ამ ცნო სარჩელი სოლიდარული ვალდებულებიდან მხოლოდ ძირი თანხის - 5--------–– დოლარის ნაწილში, ამასთან, სრულად დაეთანხმა სარჩელს ინდივიდუალურად მასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების ნაწილში.

 

2.2.მოპასუხე გო-----------ვამ, ნი----–--–-მმა, ბა-----------ნიამ, იზ---------ამ და ელ----------ხიამ სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ მატერიალური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ ვალდებულების შესრულება.

 

2.3.მოპასუხე ნა----------ამ სარჩელი არ ცნო, რადგან მისი განმატებით, მისთვის უცნობი იყო 2----–-–---------–---- ხელშეკრულების თაობაზე.

 

(იხ. შესაგებლები, 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2----–-–---------–--- შპს ,,მი----------------------------–-----------სა’’ (უფ-–--------–ვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე ნა---------------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 5------––------–-------------------------------------------–-–---------–-----------–---- ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 2------ ასევე, მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა მსესხებლის მიერ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 5----------------–--- (ჯარიმის), ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0-------- ოდენობით პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის თაობაზე.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკებში გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია აშშ დოლარში.

 

ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები - 7--–– დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 57);

-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2.ნა---------------ასთან 2----–-–---------–--- გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გო-----------ვას, ბა-----------ნიას, ნი----–--–-მის, იზ---------ას და ელ----------ხიასთან შპს ,,მი----------------------------–-----------’’-ს (უფ-–--------–ვლე - სს ,,კრ----------ი’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 32-37, 40-43);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.3.მსესხებელმა ნა---------------ამ 2----–-–-- მარტის თვიდან შეწყვიტა სესხის გადახდა, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2-.0-.2----–-–-- მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც შპს ,,მი----------------------------–-----------’’-ს უფლ--------–--–-ს წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 5--------–– დოლარს, პროცენტის სახით - 3--------––------–----, სიცოცხლის დაზღვევის სახით - 2-7--–– დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 1--,2- აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 69-70);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.4.2----–-–----------------- შპს ,,მი----------------------------–-----------სა’’ (უფ-–--------–ვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე ნა---------------ას შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის №- დანართის მიხედვით, ,,ნატვრის ბარათზე’’ 4------- ვადით ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 9----–------------- სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, რო---------–--ემ გაიტანა თანხები 2----–-–----------------–-----------–-–--------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-31);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.5.მსესხებელმა რო---------–--ემ 2----–-–-- აპრილის თვიდან შეწყვიტა 2----–-–-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, რის გამოც 2-.0-.2----–-–-- მდგომარეობით მისი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც შპს ,,მი----------------------------–-----------’’-ს უფლ--------–--–-ს წინაშე შეადგენს შემდეგს:

 

1)20---–-–----------------–- გატარებულ სესხზე - 2-7,9- ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1-------–--------–--–--–-------------- - 9,0- ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 6------–-----

 

2)2----–-–------------- გატარებულ სესხზე - 2-8,6- ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1----- ლარი, პროცენტი - 1------–--------–--–--–-----------------------–----------–-----------------–------------–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-ამონაწერები ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 72-73);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.6.2----–-–----------------- სს ,,მი----------------------------–-----------სა’’ (უფ-–--------–ვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე ნა---------------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 2----–----- ოდენობით, 1---------------, 20-7 წლის 0- ივლისის ჩათვლით, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.7.მსესხებელმა ნა---------------ამ 2----–-–-- მარტის თვიდან შეწყვიტა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, რის გამოც 2-.0-.2----–-–-- მდგომარეობით მისი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც სს ,,მი----------------------------–-----------’’-ს უფლ--------–--–-ს წინაშე შეადგენს 1-------–-------აიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7---- ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3-----–---ი, ხოლო პირგასამტეხლო - 5-----–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 71);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1.დადგენილია, რომ ნა---------------ასთან 2----–-–---------–--- გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფილია ნა----------ასთან შპს ,,მი----------------------------–-----------’’-ს (უფ-–--------–ვლე - სს ,,კრ----------ი’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-39);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა); მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 62--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ნა---------------ას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს უნდა მიეღო ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, ნა---------------ა, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადონ ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის, პროცენტის და სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდევინება, ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნა---------------ას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალეების (მოპასუხეების) გო-----------ვას, ბა-----------ნიას, ნი----–--–-მის, ნა----------ას, იზ---------ას და ელ----------ხიას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მითითებული დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. რაც შეეხება ნა----------ას პოზიციას მასზედ, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ნა---------------ასთან 2----–-–---------–--- ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, სასამართლოს მოსაზრებით იგი დაუსაბუთებელია. სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, ივარაუდება, რომ მხარეები გაცნობილი არიან ხელშეკრულების შინაარსს და იციან ხელშეკრულების პირობების თაობაზე. ასევე ივარაუდება, რომ ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე. ის გარემოება, რომ ნა----------ამ საქმეში არსებული თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით იკისრა სწორედ 2----–-–---------–--- ნა---------------ასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სოლიდარულად შესრულების ტვირთი, დადასტურებულია სასამართლოს სხდომაზე როგორც მოპასუხე (მსესხებელი) ნა---------------ას განმარტებით, ასევე მოწმის სახით დაკითხული სს ,,მი----------------------------–-----------’’-ს თანამშრომლის ნი---------–-ას ჩვენებით, რომელმაც გააცნო და მოაწერინა ხელი თავდებობის ხელშეკრულებაზე ნა----------ას. ამ უკანასკნელს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოუდგენია. 6.3.და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ნა---------------ამ სარჩელი სოლიდარული ვალდებულებიდან ძირი თანხის 5--------–– დოლარის და ინდივიდუალური ვალდებულებებიდან გამომდინარე თანხების დაკისრების ნაწილში ცნო. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხოლოდ ნა---------------ას მიერ სასარჩელის ნაწილობრივ ცნობისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარული ვალდებულების ნაწილში მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 6----- ლარის გადახდა, საიდანაც 4-------–----- სოლიდარულად ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ყველა მოპასუხეს, ხოლო ინდივიდუალური ვალდებულებიდან გამომდინარე, უშუალოდ ნა---------------ა ვალდებულია დამატებით აუნაზღაუროს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი 2- ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეებს ნა---------------ას, გო-----------ვას, ბა-----------ნიას, ნი----–--–-მს, ნა----------ას, იზ---------ასა და ელ----------ხიას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბ-–---------–-----, ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის - 2---–----ს და აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის - 4---–----- ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,კრ----------ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.მოპასუხეებს ნა---------------ას, გო-----------ვას, ბა-----------ნიას, ნი----–--–-მს, ნა----------ას, იზ---------ასა და ელ----------ხიას მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–---------–---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8--------–– დოლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხე ნა---------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 7-------–----------------

 

2.მოპასუხეებს გო-----------ვას, ბა-----------ნიას, ნი----–--–-მს, ნა----------ას, იზ---------ასა და ელ----------ხიას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6----- ლარის ანაზღაურება, საიდანაც 4-------–----- ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისროს ყველა მოპასუხეს;

 

3.მოპასუხეებს ნა---------------ას, გო-----------ვას, ბა-----------ნიას, ნი----–--–-მს, ნა----------ას, იზ---------ასა და ელ----------ხიას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბ-–---------–-----, ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის - 2---–----ს და აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის - 4---–----- ანაზღაურება;

 

4.მოპასუხე ნა---------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2- ლარის ანაზღაურება;

 

5.სს ,,კრ----------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 2-/0-/20-7 წელს №2----- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 5---–-------- 2- ლარი, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ”სა---------–--------ი”, სახაზინო კოდი: 3----------------------------------

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №-2) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა