განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2018
საქმის ნომერი
080100118002312770
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/138-18 (№041160118006)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

22.03.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - რ--------- ლ----ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ს------- კ-----ი

მამის სახელი: ნ---------

დაბადების თარიღი: 01.04.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ქ---------ს ქუჩა N3.

 

ადვოკატი - ი-----–- შ-----–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ს------- კ-----ის ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 16 იანვარს დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ქ---------ს ქ. N3-ში, საცხოვრებელ სახლში, ს------- კ-----იმ მათი არასრულწლოვანი შვილის, გ-------– კ-----ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ყოფილ მეუღლეს მ------ გ----–----ეს, კერძოდ: ჯერ გაშლილი ხელი და შემდეგ ფეხსაცმელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რამდენიმე წუთის შემდეგ ამავე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ს------- კ-----იმ კვლავ იძალადა ყოფილ მეუღლეზე - სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ გ----–----ემ განიცად ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 26 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ს------- კ-----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ს------- კ-----ის მისივე შუამდგომლობით, საპროცესო შეთანხმებაზე პროკურორთან მოლაპარაკების საწარმოებლად დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. თუმცა, ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ, ბრალდებულმა აღარ ისურვა მოლაპარაკების წარმოება ბრალდების მხარესთან, თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოითხოვა საქმის განხილვის დასრულება იმავე სხდომაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა მტკიცებულება დამტკიცდა როგორც უდავო მტკიცებულებები, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას არ საჭიროებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე აღარ მომხდარა ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა და მათ მიეცა სამართლებრივი შეფასება სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ გააანალიზა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ს------- კ-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება შემდეგი ერთმანეთთან შეთანხმებულ და უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ გ----–----ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა: თ---–- ს------–--ის, რ---- ჭ---–-----ის და დ----- მ-------ის გამოკითხვის ოქმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; ნასამართლობის ცნობით; 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ს------- კ-----იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ს------- კ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა. კერძოდ, ის ნასამართლევია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება გამოვლენილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - პირობითი სასჯელის გამოტანიდან 1 თვეში მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი, უკვე ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით - 2 წლით.

 

ამასთან, ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს ს------- კ-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს------- კ-----ის განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს------- კ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ს------- კ-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------- კ-----ის მოსახდელად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს------- კ-----ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 16 იანვრიდან.

ს------- კ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე