გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002036619
N2/781-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე მ--------–-ია
წარმომადგენელი ი------–-----–ია
მოპასუხე გ-----------ია
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული
განყოფილება
წარმომადგენელი ი---------ა
დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი
შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს მ--------–-იასა (პ/ნ 6----------) და გ-----------იას (პ/ნ 6----------) შორის 2002 წლის 05 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. მ---------–---–--------------- ბ--------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ--------–-იას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ხობის რაიონი, კ---–--------------–---.
1.3.გ-----------იას მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------–- დაბადებული ლ---–-----------იას, 2----–-–---------------- დაბადებული მ--------------იას და 2----–-–-------------------------–----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა გ-----------იას მისი არასრულწლოვანი შვილების ლ---–-----------იას, მ--------------იას და მ----- ბ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე 75 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მ--------–-ია და მოპასუხე გ-----------ია 2002 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქორწინებიდან რამდეინმე თვეში მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც დროთა განმვალობაში მოპასუხის მხრიდან ძალადობრივ ქმედაბაში გადაიზარდა, რომელიც როგორც მოსარჩელეზე ასევე მის არასრულწლოვან შვილებზე ხორციელდებოდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ-----------იამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. იგი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნებს ქორწინების შეწყვეტისა და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. რაც შეეხება ალიმენტს, მისი განმარტებით ის არის იძულებით გადაადგილებული პირი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, არ მუშაობს და ალიმენტის თანახს ვერ გადაიხდის.
3.მესამე პირის პიზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მ--------–-ია და გ-----------ია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 05 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ქორწინების მოწმობა - მნ N206147;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.2. მ--------–-იას და გ-----------იას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–------------–- დაბადებული ლ---–-----------ია, 2----–-–---------------- დაბადებული მ--------------ია და 2----–-–-------------------------–----------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ნ--------, N6---------- და N4---------- დაბადების მოწმობები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.3. მხარეთა შორის წარმოიშვა ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მ--------–-ია ცხოვრობს ქ. ხობი, კ---–--------------–---ში, მოპასუხე თანახმაა, რომ შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ--------–-იას საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.4. დადგენილია, რომ მ--------–-იასა და გ-----------იას შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეებს არ სურთ ერთად ცხოვრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.5.სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების 2018 წლის 19 თებერვლის დასკვნის მიხედვით, მ----------------- ბ--------ი ბიოლოგიურ დედასთან იზრდებიან, ისინი პირველადი საჭიროებებით დაკმაყოფილებული არიან, მ------- ირიცხება სკოლაში, მ----- კი დაყავთ კერძო ბაღში, ოჯახს ქ. ხობში, კ---–--------------–---ში აქვს ოროთახიანი ბინა საერთო საცხოვრებელში, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, აქვთ აუცილებელი ავეჯი და ტანსაცმელი, ზამთარში თბებიან შეშით. მ--------–-ია ეწევა სეზონურ სამუშაოებს (თხილის აღება, სიმინდის დამუშავება, აღება), ასევე, კერძო სალონში დადის სტაჟიორად, სადაც გეგმავს სტილისტად მუშაობის დაწყებას. მ--------–-ია სათნოების სახლის ბენეფიციარია და ცხელი სადილი სახლში მიაქვს. მისი არყოფნისას ბავშვებს უვლის მ---ს დედა, რომელიც საცხოვრებლად მათთან გადავიდა. ლ---–-----------ია ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ც-–--–-, ბებია და ბაბუასთან (მამის მშობლებთან), საიდანაც დადის ქ. ხობში, კერძო სკოლა "ა----–-", სკოლის დირექციის ინფორმაციით, ის არ აცდენს გაკვეთილებს, მოწესრიგებულია და კარგად სწავლობს. არასრულწოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის საუკეთესო გარემო სრულფასოვანი ოჯახია და სასურველია, ბავშვების ნორმალური ფსიქო-სოციალური და სრულფასოვანი გარემოს უზრუნველსაყოფად, მშობლებმა საკუთარი ინტერესები და წყენა დაივიწყონ, რათა შვილები ერთობლივი მზურველობის ქვეშ გაზარდონ და შეუქმნან სათანადო პირობები აღზრდა-განვითარებისათვის და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სოციალური მუშაკის დასკვნა N04-09-05/194;
4.1.6.2017 წლის 27 ივლისს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, გ-----------ია, მ--------–-ია, ლ---–-----------ია, მ-----მ ბ------- და მ----- ბ------- რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მათი მოქმედი სარეტინგო ქულა არის 4650.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან.
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მხარეთა ცალ-ცალკე ცხოვრების განმავლობაში, გ-----------ია არასრულწლოვან შვილებს ფინანსურად არ დახმარებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.2. გ-----------ია ამჟამად არსად მუშაობს. ის რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, მას არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-სოციალური მუშაკი დასკვნა N1446;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მ--------–-იას სარჩელი გ-----------იას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
უნდა შეწყდეს მ--------–-იასა (პ/ნ 6----------) და გ-----------იას (პ/ნ 6----------) შორის 2002 წლის 05 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (მნ N206147).
გ-----------იას მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------–- დაბადებული ლ---–-----------იას, 2----–-–---------------- დაბადებული მ--------------იას და 2----–-–-------------------------–----------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე 60 ლარის გადახდა (სულ 180 ლარი), სარჩელის აღძვრის დღიდან -2017 წლის 03 აგვისტოდან, ბავშვების სრულწოვანებამდე.
მ---------–---–--------------- ბ--------ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის - მ--------–-იას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ხობის რაიონი, კ---–--------------–---.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1.უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება, როგორც პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ამდენად, კონსტიტუციით დაცულია ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტები სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფს მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ეს ნორმა ადგენს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე და სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა.
ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებენ ამ უფლების განხორციელებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ამდენად, ქორწინების არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია მეუღლეთა თავისუფლება, ნებაყოფლობითობა, რომლის ნათელი გამოვლინებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. განქორწინებით მეუღლეები პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზების მიზნით ავლენენ ნებას ქორწინების შეწყვეტის შესახებ. აქვე ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე პუნქტის განმარტებით, სასამართლომ უნდა მიიღოს ყველა ზომა მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება ყოველგვარი შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
წარმოდგენილი სარჩელითა და შესაგებლით დადგენილია, რომ მხარეებს აღარ სურთ ერთად ცხოვრება და ქორწინებაში ყოფნა, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება და ერთ ოჯახად ცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარის ნებათა შერწყმის პროცესს. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სულიერი ინტერესებისა და ზნეობრივი იდეალების, გემოვნებისა და მისწრაფებების ერთიანობა, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ასეთ შემთხვევაში განქორწინება წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს. საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ნებათა შერწყმის პროცესს, ქორწინებაში მყოფი ინდივიდების თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია, შესაბამისად, მათივე ნებაზეა დამოკიდებული განქორწინებაც. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის გარდა სარჩელი ცნო ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნების ფარგლებში სარჩელის ცნობა კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.
7.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან; ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობა, რადგან ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი.
საერთაშორისო სამართლებრივი აქტით - გაეროს კონვენციით ბავშვის უფლებათა შესახებ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომელიც ასევე საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია, რეგულირდება ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები. კერძოდ:
კონვენციის მე-3.1. მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
კონვენციის 27.2 მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ თითოეულზე ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის და საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 60 ლარი.
8. საპროცესო ხარჯები
მოპასუხე გ-----------იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ.ბაჟის 64,80 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მ--------–-იას სარჩელი გ-----------იას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს მ--------–-იასა (პ/ნ 6----------) და გ-----------იას (პ/ნ 6----------) შორის 2002 წლის 05 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (მნ N206147).
3. გ-----------იას მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------–- დაბადებული ლ---–-----------იას, 2----–-–---------------- დაბადებული მ--------------იას და 2----–-–-------------------------–----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე 60 ლარის გადახდა (სულ 180 ლარი), სარჩელის აღძვრის დღიდან -2017 წლის 03 აგვისტოდან, ბავშვების სრულწოვანებამდე.
4. მ---------–---–--------------- ბ--------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ--------–-იას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ხობის რაიონი, კ---–--------------–---.
5. მოპასუხე გ-----------იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 64,80 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე