განაჩენი

სისხლის სამართლის 06.04.2018
საქმის ნომერი
080100118002354756
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/229-18 (№057250218001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

05.04.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

სტაჟიორ-პროკურორი - გ---–-----------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ლ--------–-–---–ი

მამის სახელი: ა-–----------

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ-----------------–------------------------–--–----------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------–--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ლ--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე ბაღდათის რაიონის სოფელ წ-----–---–----------------–-------- საცხოვრებელ სახლში ლ--------–-–---–მა ოჯახის წევრ, ორსულად მყოფი ქალის ლ---–--------ას მიმართ წინასწარი შეცნობით განახორციელა ძალადობა, კერძოდ ჩქმეტდა მკერდსა და მკლავების მიდამოებში, ასევე მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ---–--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 27 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლ--------–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ლ--------–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ლ--------–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---–--------ას გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა ე------------–------------------------------------------–-------- გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; შეტყობინებებით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით; პრეზიდენტის განკარგულებით; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით; ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ლ--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ლ--------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა. კერძოდ, ის ნასამართლევია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2012 წლის 22 ნოემბერს. სსკ-ის 79-ე მუხლის შესაბამისად, მძიმე დანაშაულისათვის განსაზღვრული 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და ის უნდა ჩაითვალოს ნასამართლევად.

სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ძალადობრივ ხასიათს, მისი გავრცელების ხარისხს, განსაკუთრებით - დანაშაულის ჩადენის მოტივს, ბრალდებულის წარსულ ნასამართლობას და მიიჩნევს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც ლ--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე და მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და დანიშნული სასჯელის ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.

 

ლ--------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ--------–-–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 თებერვლიდან ხოლო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა - პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე