განაჩენი

სისხლის სამართლის 06.04.2018
საქმის ნომერი
080100117002218907
დავის ტიპი
19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ , 19 - 177 2 ა
თარიღი
06.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/960-17 (N041091117002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

12.03.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი: გ-------- ტ---–--ე, რ--------- ლ----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული მ------ კ--------

მამის სახელი: მ------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ვ-----------–-ს ქ. N16

 

ადვოკატი: ნინო შ------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ------ კ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 09 ნოემბერს, ქუთაისში თ------------ ქუჩა N42-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 05:15 საათზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მ------ კ-------- და გამოძიებით დაუდგენელი პირი შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით უკანონო შეღწევის გზით, ფარულად დაუფლებოდნენ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ფულად თანხას 8367.50 ლარის ოდენობით. დანაშაულებრივი ქმედებით შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2017 წლის 27 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ------ კ--------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს მ------ კ--------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ------ კ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: გ--–- ჭ--–--ის, მ------ კ-----ის, დ----- პ-----ის, ლ---- ფ--------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გახსნა-დათვალიერების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და შესაბამისი განჩინებით; ვიდეო ჩანაწერის გახსნა დათვალიერების ოქმით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N3---დ დასკვნით; მიმართვის წერილებით და შესაბამისი პასუხებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა მ------ კ--------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------ კ--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: მ------ კ--------მ სრულად აღიარა დანაშაული, ის არის 20 წლის ახალგაზრდა, ნასამართლობის არმქონე პირი. დანაშაული აღკვეთილია მცდელობის სტადიაზე, რის გამოც ბრალდებულმა სისრულეში ვერ მოიყვანა განზრახვა - დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ------ კ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული უდაბლესი სასჯელის ზომა - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ------ კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------ კ--------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 09 ნოემბრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ------ კ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ე.წ. ნიღაბი; ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის მილი და დაზიანებული ჩაქუჩი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს.

- მ------ კ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის საფულე, საფულეში მოთავსებული მ------ კ--------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა; უნიქარდის ორი ცალი ბარათი; psp აფთიაქის ბარათი; სააფთიაქო მწვანე ბარათი; ლასვეგასის ბარათი; ოთხი ცალი ხატი; ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კუპიურების მიმღები ე.წ. ,,მეი“ და ჩარჩოს დეტალი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი; ორი ცალი მოშაო ფერის წინდა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 ცალ დისკად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად და ხელის ერთი კვალი, - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე