განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0--------------518
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--04.2--8 წელი ქ-----------ეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მარინა მეგრელიშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ----------ძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: ბ------------–-–--ლი
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: კ-----------------–--ე
მამის სახელი: ი-----ი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, დაბა ლ--------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილი (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2--7 წლის 18 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლ--------ში, საყანე ფართობში მისასვლელი გზის თაობაზე წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, კ-----------------–--ემ, ჯოხითა და ხელებით ცემა მ----- ბ-----ე, რომელსაც ცემის შედეგად განუვითარდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია და რამაც მ----- ბ-----ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
2.1. კ-----------------–--ემ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მ-------------ეს იცნობს ბავშვობიდან, როდესაც ცხოვრობდნენ ხულოს რაიონში. 2003 წლიდან, საცხოვრებლად გადავიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლ--------ში, სადაც ასევე მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა მ-------------ე. კ-----------------–--ემ განმარტა, რომ თავისმა შვილიშვილმა, ბ------ ბ-----ესგან იყიდა ის მიწის ნაკვეთი, რომლის შეძენა სურდა მ-------------ეს, რის გამოც მ-------------ემ უსაყვედურა მას და მათ შორის, არაერთხელ ქონდა ადგილი შელაპარაკებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც არ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. შემთხვევის დღეს, საქონელი უნდა შეეყვანა ეზოში, ხელში ეკავა ჯოხი და გაიგონა გინების ხმა და დაინახა მ-------------ე, რომელიც მიემართებოდა მისკენ. მისივე განმარტებით, მ-------------ე იყო მარტო, მიახლოება კი აღიქვა საფრთხედ და მოუქნია ჯოხი. კ-----------------–--ემ დაადასტურა, რომ პირველად მან დაარტყა მ----- ბ-----ეს, თუმცა განმარტა, რომ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში და თავს იცავდა. ზუსტად არ იცის როდის მოვიდნენ მ-----ის ოჯახის წევრები, თუმცა მ-----ის შვილმა ვ--------------ემ შებოჭა, ხოლო მ-------------ეს მეუღლეს სურდა თოხის დარტყმა, მაგრამ ხელი აიფარა და ხელზე მოხვდა თოხის ტარი და დაუზიანდა ხელი. მისივე ჩვენებით, ჩხუბის დროს, როგორც მ-------------ე სცემდა მას, ასევე თავადაც სცემდა მ-------------ეს, თუმცა რამდენჯერ დაარტყა ხელი ზუსტად არ ახსოვდა. კ-----------------–--ემ ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ მ-------------ეს მხოლოდ თავად სცემდა და სხვა პირს მ-----ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა განმარტა, რომ მ-----ისთვის ცხვირში ხელი არ დაურტყამს. კ-----------------–--ემ ჩვენების მიცემის დროს, დააზუსტა მ-------------ეს ოჯახის წევრების მისვლის მომენტი და აღნიშნა, რომ თოხის დარტყმის ფაქტს ადგილი ქონდა იმ დროს როდესაც ე---------------ე, გასაშველებლად მივიდა მათთან. კ-----------------–--ემ ასევე განმარტა, რომ ჩხუბის დროს ვ--------------ეც სცემდა. კ-----------------–--ემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მ-------------ეს მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მუქარის და შეურაცხყოფების ფაქტებზე, სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს.
დაზარალებულმა მ----- ბ-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2--7 წლის 18 მარტს, დასაბმელად წაიყვანა ცხენი თავის მიწის ნაკვეთში. ვიდრე თავის მიწის ნაკვეთში შევიდოდა უნდა გაევლო სხვისი მიწის ნაკვეთი, თუმცა კ-----------------–--ემ უთხრა, რომ არ გაევლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად გაფრთხილებისა გააგრძელა გზა, რა დროსაც კ--------მ შეაგინა, დაარტყა ჯოხი, ხოლო ხელი დაარტყა ცხვირში და სისხლი წამოუვიდა. მ----- ბ-----ემ აღნიშნა, რომ პირველად დაარტყა კ-----------------–--ემ ჯოხი და თან შეაგინა. დარტყმის გამო სწვდა ჯოხზე და ამ დროს დაარტყა კ--------მ ცხვირის არეში ხელი. თავად კი არ ახსოვდა დაარტყა თუ არა კ-----------------–--ეს. ხმაურის გამო მათთან მივიდნენ მეზობლები და ოჯახის წევრები. ა---------------ემ წაიყვანა კ-----------------–--ე, ხოლო თავად ცოლ-შვილთან ერთად წავიდა. მისი ოჯახის წევრებს კ-----------------–--ესათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მისივე ჩვენებით კ-----------------–--ე გაბრაზებული იყო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის გამო. მისივე ჩვენებით თავდასხმის ფაქტს კ-----------------–--ეს მიმართ არ ქონდა ადგილი.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვის დროს, ვ--------------ემ განმარტა, რომ არის მ-------------ეს შვილი. 2--7 წლის 18 მარტს, დაახლოებით 2 საათზე, იმყოფებოდა სახლში, შემოესმა კ-----------------–--ეს ხმამაღალი გინება. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ კ-----------------–--ემ დაარტყა ჯოხი მ-------------ეს, მხარის არეში. შემდეგ კი ხელი დაარტყა სახეში და მ-------------ეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მისივე განმარტებით, კ-----------------–--ეს და მ----- ბ-----ეს შორის უთანხმოება იყო მიწის ნაკვეთის გამო. მოგვიანებით კი მამამ უთხრა, რომ კ-------- არ აძლევდა უფლებას რომ გაევლო მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-- ბ-----ემ განმარტა, რომ არის მ-------------ეს შვილი. 2--7 წლის 18 მარტს, დაახლოებით 2 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმამაღალი საუბარი. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ კ--------მ დაარტყა ჯოხი მამას მხარში, შემდეგ კი ხელი დაარტყა სახეში. მ-------------ეს სისხლი სდიოდა და ტანსაცმელი შემოხეული ქონდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მაგული ბ-----ემ განმარტა, რომ არის მ-------------ეს მეუღლე. 2--7 წლის 18 მარტს, გაიგონა ხმამაღალი საუბარი. ხმაურზე გარეთ გავიდნენ შვილები ვ------ა და გ-- ბ-----ეები. როდესაც გარეთ გავიდა, ჩხუბი დამთავრებული იყო. დაინახა, რომ მ-------------ეს პერანგი შემოხეული ქონდა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ე---------------ემ განმარტა, რომ იცნობს კ-----------------–--ეს და მ-------------ეს, რომლებიც არიან მისი მეზობლები. 2--7 წლის 18 მარტს, დაახლოებით 2 საათზე, იმყოფებოდა სახლში, გაიხედა და დაინახა, რომ კ-------- და მ-----ი ჩხუბობდნენ. გარეთ როდესაც გავიდა ნახა, რომ მ-------------ე ურტყამდა კ-----------------–--ეს და გააშველა დაპირისპირებული მხარეები. როგორც მ-----ის ასევე კ--------ს ქონდათ დაზიანებები. მისივე ჩვენებით, როდესაც გარეთ გავიდა კ--------ს ხელში ჯოხი აღარ ეჭირა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ა---------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში. ბავშვმა დაიძახა, რომ კ-------- და მ-----ი ჩხუბობდნენ. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მისი სახლიდან დაახლოებით 80-100 მეტრში ჩხუბობდნენ კ-------- და მ-----ი. როდესაც მივიდა მათთან, მ-----ის შვილი აშველებდა მათ. თავადაც ჩადგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის და გააშველა ისინი. მისივე ჩვენებით კ-----------------–--ეს სახეზე ნაკაწრი ქონდა, ხოლო მ-----ის ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ა---------------ეს განმარტებით, გადმოცემით იცოდა, რომ კ--------ს და მ-----ის შორის მიწის ნაკვეთის თაობაზე იყო კონფლიქტი.
2--7 წლის 18 მარტის N 6----0 შეტყობინებით, კ-----------------–--ემ 112-ის ოპერატორს აცნობა, რომ მეზობლები თავს დაესხნენ ჯოხებით და მიაყენეს სხეულის დაზიანება.
2--7 წლის 30 მარტის დადგენილებით, მ----- ბ-----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად და განემარტა დაზარალებულის უფლება-მოვალეობები.
2--8 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ, გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სადავოდ მიიჩნია მხოლოდ შეტყობინება დანაშაულის შესახებ N6----0, დადგენილება მ----- ბ-----ეს დაზარალებულად ცნობის შესახებ, დადგენილება კ-----------------–--ეს ბრალდების შესახებ და შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, ხოლო ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული, მათ მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მითითებული მტკიცებულებები, სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
კ-----------------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებისა, აგრეთვე ადასტურებს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ----- ბ-----ეს მიმართ და კ-----------------–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, თანახმად პირადი შემოწმებისა (19.03.17 13:58 სთ), მ----- ბ-----ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში (ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში), რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მ-------------ეს მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება მოიისფრო მოწითალო ფერის, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 3.4X1.6 სმ. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯვენა ლავიწის ძვლის საპროექციო მიდამოში ზომით 2.2X2.6 სმ.
2--7 წლის 31 მარტის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, კ-----------------–--ე, ადვოკატთან ერთად, გაეცნო მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმს და თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები, ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან წავიდნენ დაბა ლ--------ში. კ-----------------–--ის მითითებით მივიდნენ დაბა ლ--------ის მე-7 რაიონში არსებულ ე. წ. ჩ--–---ის დასახლებაში, სადაც განმარტა, რომ სწორედ ამ დასახლებაში მოუვიდა ჩხუბი მ----- ბ-----ესთან. საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს არსებულ მიწის ნაკვეთზე კ-----------------–--ემ მიუთითა ადგილი, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაარტყა ხელი მ----- ბ-----ეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც კ-----------------–--ე მიუთითებს მ----- ბ-----ესთან მომხდარ ჩხუბის ადგილზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერია კ-----------------–--ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას რაიმე სახის შენიშვნა არ არის დაფიქსირებული.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებების მართებულობა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელმა და ოქმის შემდგენმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ--------------–---–მა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია კ-----------------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია კ-----------------–--ეს დამნაშავედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ კ-----------------–--ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ-----------------–--ეს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია კ-----------------–--ეს დანაშაულში მონაწილეობა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ კ-----------------–--ეს მიერ, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, პირველ რიგში, ადასტურებს ბრალდების მოწმეების, კერძოდ, მ----- ბ-----ეს, ვ--------------ეს, გ-- ბ-----ეს, ე---------------ეს და ა---------------ეს ჩვენებები.
მოწმე ე---------------ეს განმარტებით, დაინახა, რომ კ-------- და მ-----ი ჩხუბობდნენ. გარეთ როდესაც გავიდა ნახა, რომ მ-------------ე ურტყამდა კ-----------------–--ეს და გააშველა დაპირისპირებული მხარეები. როგორც მ-----ის ასევე კ--------ს ქონდათ დაზიანებები. მოწმე ა---------------ეს ჩვენებით, დაინახა, რომ მისი სახლიდან დაახლოებით 80-100 მეტრში ჩხუბობდნენ კ-------- და მ-----ი. როდესაც მივიდა მათთან, მ-----ის შვილი აშველებდა მათ. თავადაც ჩადგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის და გააშველა ისინი. მისივე ჩვენებით კ-----------------–--ეს სახეზე ნაკაწრი ქონდა, ხოლო მ-----ის ცხვირიდან სისხლი სდიოდა. სასამართლო აფასებს რა ემზარ და ა---------------ეების ჩვენებებს, განმარტავს, რომ მათ არ დაუნახავთ მ-------------ეს და კ-----------------–--ეს შორის ფიზიკური დაპირისპირების დაწყების მომენტი და არიან მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირების დაწყების შემდგომ, ბრალდებულს და დაზარალებულს შორის მიმდინარე ჩხუბის ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ადასტურებენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მ-------------ე და კ-----------------–--ე ერთმანეთს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
დაზარალებულ მ----- ბ-----ეს ჩვენებით დადგენილია, რომ კ-----------------–--ემ უთხრა, რომ არ გაევლო მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად გაფრთხილებისა გააგრძელა გზა, რის გამოც კ-----------------–--ემ შეაგინა და დაარტყა ჯოხი, ხოლო ხელი დაარტყა ცხვირში და სისხლი წამოუვიდა. მ----- ბ-----ემ აღნიშნა, რომ პირველად დაარტყა კ-----------------–--ემ ჯოხი და თან შეაგინა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის შვილების, ვ--------------ეს და გ-- ბ-----ეს ჩვენებებზე, რომლებიც წარმოადგენენ მ-----ის ბ-----ეს და კ-----------------–--ეს შორის ფიზიკური დაპირისპირების დაწყების თვითმხილველ მოწმეებს. ვ--------------ემ განმარტა, რომ კ-----------------–--ეს ხმამაღალი გინების გაგონებაზე, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ კ-----------------–--ემ დაარტყა ჯოხი მ-------------ეს მხარის არეში, შემდეგ კი ხელი დაარტყა სახეში და მ-------------ეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. გ-- ბ-----ემ განმარტა, რომ იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმამაღალი საუბარი, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ კ--------მ დაარტყა ჯოხი მამას მხარში, შემდეგ კი ხელი დაარტყა სახეში. მ-------------ეს სისხლი სდიოდა და ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა. ამდენად, ვ--------------ეს და გ-- ბ-----ეს ჩვენებები არის იდენტური და თანხვედრაშია დაზარალებულ მ-------------ეს ჩვენებასთან. დაზარალებულის და მისი შვილების, ვ--------------ეს და გ-- ბ-----ეს ჩვენებებს, შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებს სანდოობას და დამაჯერებლობას დაუკარგავდა. ვ--------------ეს და გ-- ბ-----ეს ჩვენებები, სადაც მიუთითებენ, რომ დაინახეს კ-----------------–--ემ, პირველმა, როგორ დაარტყა ჯოხი მხარში მამას, მ----- ბ-----ეს, ასევე თანხვედრაშია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნასთან, რომლის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მ-------------ეს მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოიისფრო მოწითალო ფერის, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 3.4X1.6 სმ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად კ-----------------–--ემ დაადასტურა, მ----- ბ-----ეს, ვ--------------ეს და გ-- ბ-----ეს ჩვენებები, რაც დაკავშირებულია ფიზიკური ძალადობის დაწყების მომენტთან და ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მ-------------ე იყო მარტო, მ-----ის მიახლოება კი აღიქვა საფრთხედ და მოუქნია ჯოხი. კ-----------------–--ემ დაადასტურა, რომ პირველად მან დაარტყა მ----- ბ-----ეს ჯოხი, თუმცა განმარტა, რომ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში და თავს იცავდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
აღნიშნული განმარტებების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ კ-----------------–--ეს მხრიდან მ----- ბ-----ეს ცემის ფაქტი დადასტურებულია, დაზარალებულ მ----- ბ-----ეს, ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ვ--------------ეს და გ-- ბ-----ეს და თავად ბრალდებულ კ-----------------–--ეს ჩვენებებით. სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით კი ასევე უტყუარად არის დადგენილი, რომ კ-----------------–--ეს მიერ ცემის შედეგად, მ----- ბ-----ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადოდ უნდა შეფასდეს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, კ-----------------–--ის თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მასში წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტებით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმის სახით ოქმის შემდგენი, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებების მართებულობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაეთანხმა ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულის მონაწილეობით, ადვოკატის თანდასწრებით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას. მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, მათთან ერთად კ-----------------–--ე და ბრალდებულის ადვოკატი, მოძრაობენ და გადაადგილდებიან შემთხვევის ადგილის მიმართულებით თვით ბრალდებულის მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებს ადგილს, სადაც მოუვიდა ჩხუბი მ----- ბ-----ესთან და ადგილს სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაარტყა ხელი მ----- ბ-----ეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ბრალდებულს არ აღუნიშნავს, რომ მ-------------ე თავს დაესხა და თავდაცვის მიზნით იძულებული იყო გამოეყენებინა ფიზიკური ძალა თავდამსხმელის მოსაგერიებლად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ----- ბ-----ეს და მოწმეების ვ--------------ეს და გ-- ბ-----ეს ჩვენებების დამაჯერებლობაზე და მიაჩნია, რომ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჩვენებებში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოება, ასევე დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც.
აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდგომ, გადასაწყვეტია მთავარი საკითხი, რომელსაც დაცვის მხარე მიუთითებს: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვაგვარად რომ ითქვას, კ-----------------–--ის ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ კ-----------------–--ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28.1 მუხლით, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას, (ხელყოფას). ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში კ-----------------–--ეს ქმედება არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობად, ვინაიდან აუცილებელი მოგერიების მთავარი კომპონენტები - თავდასხმა და თავდაცვის მიზანი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ-----------------–--ეს და მ----- ბ-----ეს შორის თავდაპირველად ადგილი ქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რა დროსაც კ-----------------–--ე ჯოხს ურტყამს მ----- ბ-----ეს და ამ მოქმედებით, ბრალდებული არის ფიზიკური დაპირისპირების დაწყების ინიციატორი. თავად ბრალდებულის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, როდესაც ის საუბრობს მ----- ბ-----ეს მხრიდან მიახლოებაზე ანუ მისი მიმართულებით წასვლაზე, არ წარმოქმნიდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას, რადგან მიახლოება, როდესაც მ----- ბ-----ეს ხელში არ უჭირავს რაიმე საგანი, რაც კ-----------------–--ისათვის საფრთხის მანიშნებელი გარემოება იქნებოდა, არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (ვინაიდან კანონი არ კრძალავს აღნიშნულ ქმედებას) და არ წარმოშობს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას (თავდასხმას), რაც თავის მხრივ აუცილებელი მოგერიების უფლებას წარმოქმნიდა, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულის მხრიდან ქმედების აუცილებელი მოგერიების ვითარებაში ჩადენასთან დაკავშირებით.
სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია კ-----------------–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, საფუძვლიანია.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ კ-----------------–--ის მიერ ნამდვილად ჩადენილია აღნიშნული დანაშაული - (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) - გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავი-----ალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-----------------–--ემ ჩაიდინა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია). ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
კ-----------------–--ეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კ-----------------–--ე არ არის ნასამართლევი, არის 68 წლის, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, კ-----------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმის სახით.
ამდენად, კ-----------------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ-----------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2--8 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ კ-----------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა