გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2018
საქმის ნომერი
110210017002220356
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210017002220356

N 2/949-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.03..2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზ------------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი ნათია ლუტიძე

მოსარჩელე ა---------– კ-----ე,წარმომადგენელი მ------ ა-------ე;

მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- მერია,წარმომადგენელი მ--- გ-------–ი;

მოპასუხე ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- ს----–-,წარმომადგენელი დირექტორი ს------ მ--–---ე,დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა, ნივთის უკან გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის როიალის მესაკუთრედ ცნობა;

 

1.2. უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- სკოლის მფლობელობიდან მოძრავი ნივთის - როიალის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის დაბრუნება.

 

მოსარჩელის პოზიცია

საქართველოს კომკავშირის ზ------------ რაიკომის პირველ მდივნად მისი მუშაობის პერიოდში ქალაქ ზესტაფონში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო გალერეის სარდაფში გახსნეს ახალგაზრდული კლუბი, სადაც სტუმრების მისაღებად და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად სახლიდან მიიტანა მისი კუთვნილი გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის როიალი.

პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ იგი გადავიდა საცხოვრებლად თბილისში და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, მისმა მეგობარმა მ----- მ----------მა როიალი ინათხოვრა მისგან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის. ზეპირი შეთანხმებით მან როიალი ათხოვა მ----- მ----------ს დროებით, უსასყიდლოდ სარგებლობაში და შეთანხმდნენ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, როგორც კი შეიძენდა ახალ როიალს, დაუბრუნდებოდა მისი კუთვნილი ნივთი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი შეიცვალა და ახალმა დირექტორმა ლ-- თ--------–---–მა მას დაუდასტურა, რომ ძველმა დირექტორმა მ----- მ----------მა დაუტოვა როიალი, რომელიც ა---------– კ-----ისაგან ჰქონდა ნათხოვარი და სთხოვა თუ შესაძლებელი იყო როიალი კიდევ დაეტოვებინა - ეთხოვებინა მათთვის, იგიც დაეთანხმა.

შემდეგ გაიგო, რომ მისი კუთვნილი როიალით სარგებლობდა ხ--–-------- ს----–-, მისმა დირექტორმა ე-–----- შ--–---------- სთხოვა კიდევ რამდენიმე წლით ენათხოვრებინა როიალი და იგიც დაეთანხმა, ვინაიდან იგი ცხოვრობდა თბილისში და როიალი არ ესაჭიროებოდა.

ხ--–-------- სკოლის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ ახალმა დირექტორმა ს------ მ--–---ემ უარი განუცხადა როიალის დაბრუნებაზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთი - როიალი ზ------------ მ----–----–-------- გამგეობას აუყვანია თავის ბალანსზე, რაც მიაჩნია უკანონოდ და მოითხოვს მისი კუთვნილი ნივთის დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- მერიის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს იმ მოტივით, რომ სადავო მოძრავი ნივთი გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის როიალი ირიცხება ზ------------ მ----–----–-------- მერიის ბალანსზე და თხოვების ხელშეკრულებით სარგებლობაში აქვს გადაცემული ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- ს----–-ს.

მოსარჩელე ვერ ადასტურებს როიალის მისადმი კუთვნილების და განათხოვრების ფაქტს შესაბამისი დოკუმენტებით, ხელშეკრულებით. როიალი კანონიერადაა აყვანილი ზ------------ მ----–----–-------- გამგეობის ბალანსზე და არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

 

2.2. მოპასუხე ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- სკოლის დირექტორი ს------ მ--–---ე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს: გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის როიალი, რომ მოსარჩელის საკუთრებაა დადასტურებული არ არის. ზ------------ მ----–----–-------- გამგეობასა და ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- სკოლის დირექტორს შორის 2008 წლის 20 მარტს გაფორმებული თხოვების ხელშეკრულებით აღნიშნული როიალი, რომლის ღირებულებაც იყო 164.58 ლარი, დროებით სარგებლობაში გადმოეცა ს----–-ს. როიალი იყო ხმარებისათვის უვარგისი და მან საკუთარი, პირადი ხარჯებით აღადგინა იგი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა---------– კ-----ემ, მუშაობდა რა საქართველოს კომკავშირის ზ------------ რაიონის პირველ მდივნად, ზესტაფონში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო გალერეის სარდაფში ახალგაზრდული კლუბის ფუნქციონირებისათვის, სახლიდან მიიტანა მისი კუთვნილი გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის წითელი ფერის როიალი დროებითი სარგებლობის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება.

მოწმეების მ----- მ----------ის, ლ-- თ--------–---–ის, ლ--–- ს--------ის ჩვენებები.

 

3.2.2. პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ა---------– კ-----ე საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, შემდეგ კი წავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორთან მ----- მ----------სა და მოსარჩელე ა---------– კ-----ეს შორის 1987 წელში შედგა ნივთის თხოვების ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმადაც ა---------– კ-----ემ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს უსასყიდლოდ, დროებითი გამოყენების მიზნით ათხოვა სამხატვრო გალერეის სარდაფში განთავსებული ყოფილი ახალგაზრდული კლუბში განთავსებული მისი კუთვნილი გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის წითელი ფერის როიალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება.

მოწმეების მ----- მ----------ის, ლ-- თ--------–---–ის, ლ--–- ს--------ის ჩვენებები.

 

3.2.3 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თანამდებობაზე მ----- მ----------ი შეცვალა ლ-- თ--------–---–მა, რომელსაც გადააბარეს როიალი და იცოდა, რომ იგი ეკუთვნოდა ა---------– კ-----ეს და როდესაც მოითხოვდა უნდა გაეტანებინა. როიალი იყო გამართულ მდგომარეობაში და მასზე ამეცადინებდნენ სიმღერის გუნდის ბავშვებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება.

მოწმეების მ----- მ----------ის, ლ-- თ--------–---–ის ჩვენებები.

 

3.2.4 ერთი ცალი როიალი შეფასებული 164.58 ლარად, რომელიც იმყოფებოდა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობაში აღრიცხულ-- ზ------------ მ----–----–-------- გამგეობის ბალანსზე და წარმოადგენს გამგეობის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

მოპასუხეთა განმარტება,მოწმე ბ------ ჭ------ის ჩვენება.

საინვენტარიზაციო აღწერის და შესადარი უწყისი N1 1998 წლის;

საინვენტარიზაციო ბარათი.

 

3.2.5. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებული ინვენტარის ნაწილი, მათ შორის როიალი ღირებული 164.58 ლარად, თხოვების ხელშეკრულებით გადასცა 2008 წელში ზ------------ მ----–----–-------- გამგეობამ ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- ს----–-ს და აღნიშნული როიალი დღემდე ხ--–-------- სკოლის მფლობელობაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

მოპასუხეთა განმარტება,მოწმე ბ------ ჭ------ის ჩვენება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მასალებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლ--ნობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა---------– კ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 168-ე, 170-ე, 172-ე, 186-ე, 187-, 190-ე, 615-ე, 621-ე, 622-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 131-ე, 132-ე

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილ--. დაუშვებელ-- საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით განმტკიცებულ-- საკუთრების უფლების არსი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლ--, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლ-- მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკუთრების სანივთო სამართლებრივ დაცვის საშუალებებს მიეკუთვნება სავინდიკაციო სარჩელი, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულ-- ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172- ე მუხლების შესაბამისად, სარჩელის საფუძვლ--ნობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ა. ნივთის მესაკუთრეა; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სამივე ელემენტის არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლ--ნად. ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის პირველი ორი საფუძვლის დადასტურება, ხოლო მესამე ელემენტზე მითითების ვალდებულება გააჩნია და ნივთის ფლობის კანონიერების დადასტურება მოპასუხის ვალდებულებაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლ--ნობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, როდესაც შელახულ-- ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოძრავი ნივთი, რომელიც სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება. მოსარჩელე მხარემ დაადასტურა მოწმეების ლ--–- ს--------ის, მ----- მ----------ის და ლ-- თ--------–---–ის ჩვენებებით, რომ მოძრავი ნივთი გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის წითელი ფერის როიალი არის მისი საკუთრება, რომელიც ზ------------ რაიონის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად მუშაობის პერიოდში 80-იან წლებში დროებით განათავსა ახალგაზრდულ კლუბში საზეიმო ღონისძიებების მოწყობის მიზნით.

 

მოწმეების მ----- მ----------ის, ლ-- თ--------–---–ის, ლ--–- ს--------ის ჩვენებებით ასევე დადგენილ--, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების შემდეგ ა---------– კ-----ემ დატოვა რაიონი. ვინაიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს არ ჰქონდა მუსიკალური ინსტრუმენტი - როიალი და პიანინო, არც მათი შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა მ----- მ----------მა ინათხოვრა ა---------– კ-----ისაგან ახალგაზრდულ კლუბში არსებული მისი კუთვნილი როიალი და განათავსა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობაში, სადაც ასევე ფუნქციონირებდა მუსიკალური ს----–-ც, შემდეგში ,,ხ--–-------- ს----–-“. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ა---------– კ-----ის კუთვნილი როიალის გარდა სხვა როიალი ან პიანინო არ არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლისა და 621-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის. მონათხოვრე კი მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე, 621-ე მუხლების შესაბამისად, რომელიც არ ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულების სავალდებულო წერილობით ფორმას, მოსარჩელემ თხოვების ზეპირი ხელშეკრულებით მისი კუთვნილი მოძრავი ნივთი როიალი ათხოვა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორს დროებითი გამოყენების მიზნით უსასყიდლოდ.

 

სამოქალქო კოდექსის 621-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეთა შორის კონკრეტული ვადა არ განსაზღვრულა და შეთანხმდნენ, რომ გამნათხოვრებელი როიალს დაიბრუნებდა როდესაც იგი მოითხოვდა ნებისმიერ დროს. აღნიშნული შეთანხმების არსებობას ადასტურებს მოწმე ლ-- თ--------–---–იც, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თანამდებობაზე შეცვალა მ----- მ----------ი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის წითელი ფერის როიალი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და თხოვების ხელშეკრულებით გადასცა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორს. მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლ-- მოითხოვოს მისი დაბრუნება.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო მოძრავი ნივთი მოპასუხეების მფლობელობაშია, დადასტურებულ-- მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი შესაგებლებით, სასმართლო სხდომაზე მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- მერიის წარმომადგენლის მ--- გ-------–ის და ,,ხ--–-------- სკოლის“ დირექტორის ს------ მ--–---ის განმარტებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლ-- როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილ-- წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

მოპასუხეები როგორც შესაგებლებით ასევე სასამართლო სხდომაზე ადასტურებენ მოძრავი ნივთის გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის წითელი ფერის როიალის ფლობის ფაქტს და ზ------------ მ----–----–-------- მერია პრეტენზიას აცხადებს მასზე საკუთრების უფლებაზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე კარის მესამე თავი ადგენს საკუთრების შეძენას მოძრავ ნივთებზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- მერიამ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება მოძრავ ნივთზე გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის როიალზე საკუთრების შეძენის შესახებ.

 

წარმოდგენილი საინვენტარიზაციო აღწერისა და შესადარი უწყისი და საინვენტარო ბარათი არ წარმოადგენს სრულყოფილ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს, შეუძლებელ-- დადგინდეს მათი გამცემი ორგანო და ვერ ჩაითვლება სადავო როიალზე მოპასუხის მესაკუთრედ ცნობის საფუძვლად. აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება მოძრავი ნივთის გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის როიალის შეძენა მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- გამგეობის მიერ.

 

მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველ-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მესაკუთრის მიერ ნამდვილი უფლების საფუძველზე ნივთის გადაცემა შემძენზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- გამგეობა/მერია ვერ ჩაითვლება სადავო მოძრავი ნივთის როიალის კეთილსინდისიერ შემძენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებული უცხოური წარმოების როიალი არ იყო მისი საკუთრება, წარმოადგენდა ნათხოვარ ნივთს. მოწმე ბ------ ჭ------ის ჩვენებით დგინდება, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიკვიდაციის გამო განხორციელებული აღწერა ინვენტარიზაციას არ ესწრებოდა დირექტორი ლ-- თ--------–---–ი. მან იქ არსებული ინვენტარი და ნივთები, მათ შორის როიალი, შეიტანა აქტში ისე, რომ მისთვის უცნობი იყო მის საკუთრებაზე პრეტენზია ვის ჰქონდა. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიკვიდაციის შემდეგ სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სადავო მოძრავი ნივთი ზ------------ მ----–----–-------- გამგეობას უნდა დაებრუნებინა მესაკუთრისათვის ა---------– კ-----ისათვის, რაც არ განხორციელებულა.

 

მოსარჩელე ა---------– კ-----ეს სადავო მოძრავ ნივთზე როიალზე მფლობელობა არ მიუტოვებია საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით და შესაბამისად მასზე საკუთრების უფლებას ვერ შეიძენდა მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- გამგეობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე მუხლის თანახმად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------------ მ----–----–-------- გამგეობამ სხვისი ნივთი აღრიცხა თავის საკუთრებაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთი წარმოადგენდა რა მოსარჩელის საკუთრებას, ზ------------ მ----–----–-------- გამგეობა არ იყო უფლებამოსილი გაენათხოვრებინა სხვისი კუთვნილი ნივთი. შესაბამისად მოპასუხე ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- ს----–- არამართლზომიერად ფლობს მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ ნივთს გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის“ ფირმის როიალს.

 

6.6. მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის უფლება სადავო მოძრავი ნივთზე. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხის მიმართ. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილ--, სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ მოძრავ ნივთზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- გამგეობამ სხვისი ნივთი აღრიცხა თავის საკუთრებაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად სადავო მოძრავ ნივთს როიალს ფლობს კანონისმიერი და ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე მოპასუხე ა(ა)იპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- ს----–-, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს მოძრავი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის საკუთრების და მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა მოწმეთა ჩვენებებით სადავო მოძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი, როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით გამართულ--.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ა---------– კ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება, შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ა---------– კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1 მოსარჩელე ა---------– კ-----ე (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნას მოპასუხე ზ------------ მ----–----–-------- მერიის და ააიპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- სკოლის მფლობელობაში არსებული გერმანულ-უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის" ფირმის წითელი ფერის როიალის მესაკუთრედ;

 

1.2. უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხე ააიპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- სკოლის (ს/კ 2--------) (დირექტორი ს------ მ--–---ე) მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უნგრული წარმოების ,,გერბსტადტის" ფირმის წითელი ფერის როიალი და დაევალოს მოპასუხეებს ზ------------ მ----–----–-------- მერიას (ს/კ 2--------) და ააიპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- ს----–-ს (ს/კ 2--------) აღნიშნული როიალი დაუბრუნოს მოსარჩელე ა---------– კ-----ეს (პ/ნ 6----------).

 

2. მოპასუხეებს ზ------------ მ----–----–-------- მერიას (ს/კ 2--------) და ააიპ ზ------------ მ----–----–-------- ხ--–-------- ს----–-ს (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე ა---------– კ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ------------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ------------ რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

მოსამართლე: ელენე ოსაძე