განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002378449
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/142-18 11 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ---------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ზ----------------–------------------------–-------–-–--------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------------–------------------–-------------------------------------------------------–------–-–------
2.1.1 კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1.2 კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.2. ადვოკატი მ---------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
201--–-–---------------რს, დაახლოებით 10:00 საათზე ზუ--------------------------–-----–-–----ში ზ---- ბ------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ--–- რ-----ას, კერძოდ ორჯერ დაარტყა ფეხი მუცლის არეში, რის შედეგადაც დ--–- რ-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ძალადობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ფეხის დარტყმით.
ის, რომ ბრალდებულმა ზ---- ბ------ემ ორჯერ ფეხი დაარტყა მუცლის არეში დაზარალებულ დ--–- რ-----ას, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: ს----–------–----ს, რ---–--ა რ-----ას, ნ-----–- რ-----ას, დ--–- რ-----ას გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ზ---- ბ------ემ ფეხი დაარტყა მუცლის არეში დაზარალებულ დ--–- რ-----ას, რაც უნდა შეფასდეს ძალადობად.
2.2. რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობას, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა ფეხის მუცელში დარტყმით განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.
ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ფეხის მუცელში დარტყმის შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: ს----–------–----ს, რ---–--ა რ-----ას, ნ-----–- რ-----ას, დ--–- რ-----ას გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის დარტყმამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის განცდა.
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობაში არის მითითება სსკ-ის 120-ე მუხლზე, აუცილებელია ამ უკანასკნელის გაცნობაც. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულ დ--–- რ-----ას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, აღნიშნულის შესახებ არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა წარმოდგენილი, რა დროსაც მოქმედებს ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი ისევე, როგორც საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების დადასტურების თაობაზე პროკურორის მოვალეობის არსებობის პრინციპი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფეხის მუცლის არეში დარტყმის დროს ბრალდებული აცნობიერებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ - მართლსაწინააღმდეგო - ქმედებას და იმავდროულად ითვალისწინებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაზარალებულის ტკივილის შეგრძნება და სურდა ეს, რაც მიუთითებს ტკივილის განზრახ მიყენებაზე.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ცემის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ზ---- ბ------ემ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ---- ბ------ე უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---- ბ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, საპენსიო ასაკი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ქმედების ჩადენა დაზარალებულების მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი შელაპარაკების დროს აღელვების ნიადაგზე.
ზ---- ბ------ეს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების განხორციელების ხერხი - ფეხის ორჯერ ჩარტყმა მუცელში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულებს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისთვის ტკივილის მიყენება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ფეხის მუცლის არეში ორჯერ დარტყმა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ქვრივია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, აქვს მძიმე ოჯახური ვითარება), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო ხელი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას (ხასიათდება დადებითად, არის ასაკოვანი).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საკმარისია მინიმალური სახისა და ზომის სასჯელის განსაზღვრა.
II. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
201--–-–---------------რს, დაახლოებით 10:00 საათზე ზუ--------------------------–-----–-–----ში ზ---- ბ------ე სიცოცხლის მოსპობით, რასაც თან ახლდა დანის დემონსტრირება, დაემუქრა ნაირა რ-----ას, დ--–- რ-----ას და რ---–--ა რ-----ას, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა
ბრალდებული დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით რომ დაემუქრა დაზარალებულებს: ნაირა რ-----ას, დ--–- რ-----ას და რ---–--ა რ-----ას, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: ს----–------–----ს, რ---–--ა რ-----ას, ნ-----–- რ-----ას, დ--–- რ-----ას ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებული დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულებს.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულების მიმართულებით დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულების შეშინება და მათ მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.
2.3. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
სსკ-ის 151-ე მუხლი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ის, რომ დაზარალებულებს გაუჩნდათ ბრალდებულის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მოწმეების: ს----–------–----ს, რ---–--ა რ-----ას, ნ-----–- რ-----ას, დ--–- რ-----ას ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მუქარის შედეგად დაზარალებულებს გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება
საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულებს, რაც ამ უკანასკნელებმა აღიქვეს რეალურად.
ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ზ---- ბ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ---- ბ------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ---- ბ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, საპენსიო ასაკი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ქმედების ჩადენა დაზარალებულების მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი შელაპარაკების დროს აღელვების ნიადაგზე.
ზ---- ბ------ეს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს მუქარისათვის დანის გამოყენება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულებში შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ადამიანთა ფსიქიკური ხელშეუხებლობის, სიმშვიდისა და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლების ხელყოფა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დანის გამოყენებით 3 ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მუქარა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ქვრივია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მძიმე ოჯახური ვითარება), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას (ხასიათდება დადებითად, არის ასაკოვანი).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საკმარისია მინიმალური სახის სასჯელის განსაზღვრა მინიმალურთან მიახლოებული სასჯელის ზომის გამოყენებით.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. ამდენად, ზ---- ბ------ის სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---- ბ------ე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ---- ბ------ეს განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია