გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002292292
საქმე #2/371-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.03.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ნ-----–---------–---–ი;
მოპასუხეები - ზ-----------–---–ი, სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი- გ--------–------;
დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 23 იანვრის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ქ. ქუთაისში, რ---------–-------------ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. ზალის კარადა ე.წ. „სტენკა„ მინებიანი მუქი ფერის- 1 ცალი; 2. მუქი ფერის „დესაუ„- 1 ცალი; 3. მუქი ფერისხის სკამები რბილი ნაჭრით- 8 ცალი; 4. „LG„-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შავი ფერის- 1 ცალი; 5. მუქი ფერის მინის ჟურნალის მაგიდა- 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი ასუსის ფირმის, კლავიატურა, მაუსი, ქეისი- 1 ცალი; 7. გაზქურა ყავისფერი - 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „SAMSUNG“-ს ფირმის - 1 ცალი; 9. მუქი ფერის ოვალური მაგიდა გასაშლელი- 1 ცალი; 10. ღია ფერის ნაჭრის სამეული- 1 ცალი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 23 იანვრის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ქ. ქუთაისში, რ---------–-------------ში დაყადაღებული იქნა მოძრავი ნივთები. ნ-----–---------–---–ის განმარტებით ზემოაღნიშნული ნივთები არ წარმოადგენს ზ-----------–---–ის საკუთრებას. ნივთების ნაწილი, კერძოდ „LG„-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შავი ფერის- 1 ცალი; 5. მუქი ფერის მინის ჟურნალის მაგიდა- 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი ასუსის ფირმის, კლავიატურა, მაუსი, ქეისი- 1 ცალი; 7. გაზქურა ყავისფერი - 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „SAMSUNG“-ს ფირმის - 1 ცალი; 10. ღია ფერის ნაჭრის სამეული- 1 ცალი, შეძენილია მის მიერ, ხოლო ზალის კარადა ე.წ. „სტენკა„ მინებიანი მუქი ფერის- 1 ცალი; მუქი ფერის „დესაუ„- 1 ცალი; მუქი ფერისხის სკამები რბილი ნაჭრით- 8 ცალი; მუქი ფერის ოვალური მაგიდა გასაშლელი- 1 ცალი; შეძენილია დედის მიერ, რომლებსაც მისი გარდაცვალების შემდეგ თვითონ ფლობს და სარგებლობს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სს „ს----------–--------მა„ სარჩელი ცნო. (იხ. შესაგებელი).
2.2. მოპასუხე ზ-----------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და ის არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ-----–---------–---–ი არის ქ. ქუთაისში, რ---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. სს ს----------–--------ი არის კრედიტორი, ხოლო ზ-----------–---–ი მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 23.01.2018წ. აღიწრა და დაყადაღდა ქ. ქუთაისში, რ---------–-------------ში არსებული მოძრავი ნივთები: 1. ზალის კარადა ე.წ. „სტენკა„ მინებიანი მუქი ფერის- 1 ცალი; 2. მუქი ფერის „დესაუ„- 1 ცალი; 3. მუქი ფერისხის სკამები რბილი ნაჭრით- 8 ცალი; 4. „LG„-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შავი ფერის- 1 ცალი; 5. მუქი ფერის მინის ჟურნალის მაგიდა- 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი ასუსის ფირმის, კლავიატურა, მაუსი, ქეისი- 1 ცალი; 7. გაზქურა ყავისფერი - 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „SAMSUNG“-ს ფირმის - 1 ცალი; 9. მუქი ფერის ოვალური მაგიდა გასაშლელი- 1 ცალი; 10. ღია ფერის ნაჭრის სამეული- 1 ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
2018 წლის 23 იანვრის აქტი (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ).
3.1.3. ზ-----------–---–ი არის ნ-----–---------–---–ის შვილი. ისინი ქ. ქუთაისში, რ---------–-------------ში ერთად ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
2018 წლის 05 თებერვლის აღმასრულებელ ნინო ლოთაძის პასუხი;
მოცემულ საქმეში მოპასუხეთაგან სს ს----------–--------ის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი. მოპასუხე ზ-----------–---–ს არც შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც სასამართლოს აზრით იმას ნიშნავს, რომ ის სადავოდ არ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მტკიცებულება:
- სს ს----------–--------ის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 44-ე მუხლით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი, ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის სწორედ აღნიშნული პირი. დადგენილია, რომ ნივთები რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში.
სააღსრულებო კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორია სს „ს----------–--------ი„ ხოლო მოვალეა ზ-----------–---–ი;
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები 1. ზალის კარადა ე.წ. „სტენკა„ მინებიანი მუქი ფერის- 1 ცალი; 2. მუქი ფერის „დესაუ„- 1 ცალი; 3. მუქი ფერისხის სკამები რბილი ნაჭრით- 8 ცალი; 4. „LG„-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შავი ფერის- 1 ცალი; 5. მუქი ფერის მინის ჟურნალის მაგიდა- 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი ასუსის ფირმის, კლავიატურა, მაუსი, ქეისი- 1 ცალი; 7. გაზქურა ყავისფერი - 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „SAMSUNG“-ს ფირმის - 1 ცალი; 9. მუქი ფერის ოვალური მაგიდა გასაშლელი- 1 ცალი; 10. ღია ფერის ნაჭრის სამეული- 1 ცალი წარმოადგენს ნ-----–---------–---–ის საკუთრებას.
ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით ნ-----–---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 23 იანვრის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ზ-----------–---–ის ვალდებულებების გამო, ქ. ქუთაისში, რ---------–-------------ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები - 1. ზალის კარადა ე.წ. „სტენკა„ მინებიანი მუქი ფერის- 1 ცალი; 2. მუქი ფერის „დესაუ„- 1 ცალი; 3. მუქი ფერისხის სკამები რბილი ნაჭრით- 8 ცალი; 4. „LG„-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შავი ფერის- 1 ცალი; 5. მუქი ფერის მინის ჟურნალის მაგიდა- 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი ასუსის ფირმის, კლავიატურა, მაუსი, ქეისი- 1 ცალი; 7. გაზქურა ყავისფერი - 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „SAMSUNG“-ს ფირმის - 1 ცალი; 9. მუქი ფერის ოვალური მაგიდა გასაშლელი- 1 ცალი; 10. ღია ფერის ნაჭრის სამეული- 1 ცალი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2. მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე დროს, მოპასუხემ ცნო სარჩელი, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ-----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 23 იანვრის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ქ. ქუთაისში, რ---------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები - 1. ზალის კარადა ე.წ. „სტენკა„ მინებიანი მუქი ფერის- 1 ცალი; 2. მუქი ფერის „დესაუ„- 1 ცალი; 3. მუქი ფერის ხის სკამები რბილი ნაჭრით- 8 ცალი; 4. „LG„-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შავი ფერის- 1 ცალი; 5. მუქი ფერის მინის ჟურნალის მაგიდა- 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი ასუსის ფირმის, კლავიატურა, მაუსი, ქეისი- 1 ცალი; 7. გაზქურა ყავისფერი - 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „SAMSUNG“-ს ფირმის - 1 ცალი; 9. მუქი ფერის ოვალური მაგიდა გასაშლელი- 1 ცალი; 10. ღია ფერის ნაჭრის სამეული- 1 ცალი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე