გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050224017002218416
საქმე №2-996-17 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.04.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
განმცხადებელი - მამუდა კვაჭანტირაძე;
მხარდაჭერის მიმღები პირი - ირმა კვაჭანტირაძე;
მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი-ინგა ყიფიანი;
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - მაია ჯაში;
მოთხოვნა - მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა
აღწერილობითი ნაწილი :
1. განმცხადებლის მოთხოვნა:
მამუდა კვაჭანტირაძე (პ/ნ 33001058680) ცნობილ იქნას მისი მამიდის - ირმა კვაჭანტირაძის (დაბ. 07.01.1969წ. პ/ნ 33001058700) მხარდამჭერ პირად, შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, მიღებისა და განკარგვის, ასევე ბანკებიდან პენსიის მიღების, აღებისა და განკარგვის, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში;
2. სასამართლო სხდომაზე მხარდაჭერის მიმღები პირის ირმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ინგა ყიფიანმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მაია ჯაშმა მხარი დაუჭირა განმცხადებლის მოთხოვნას სრულად, მისი განმარტებით ირმა კვაჭანტირაძე აღიარებული უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად და დაენიშნოს მას მხარდამჭერად განმცხადებელი მამუდა კვაჭანტირაძე მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, მიღებისა და განკარგვის, ასევე ბანკებიდან პენსიის მიღების, აღებისა და განკარგვის, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. განმცხადებლის მამუდა კვაჭანტირაძის და ირმა კვაჭანტირაძის პირადობის მოწმობების და დაბადების მოწმობების ასლებით დასტურდება, რომ ირმა კვაჭანტირაძე არის განმცხადებლის მამუდა კვაჭანტირაძის მამიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის მოწმობის ასლები, დაბადების მოწმობის ასლი.
3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №001030518 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირმა კვაჭანტირაძეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ირმა კვაჭანტირაძეს მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ირმა კვაჭანტირაძეს სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული. ირმა კვაჭანტირაძეს მდგომარეობის გაუმჯობესება-გაურესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, მას ესაჭიროება მხარდამჭერი წვრილმანი გარიგების დადების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხობის გამოთქმის, საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/დახმარების მიღების სფეროებში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა.
3.2.3. სასამართლო სხდომაზე განხორციელდა სკაიპის საშუალებით ექსპერტების დაკითხვა, დაკითხვის დროს ერთერთი ექსპერტი, კერძოდ ქეთევან დიასამიძე არ იმყოფებოდა, მისი მონაწილეობის გარეშე მოხდა სხვა ექსპერტების დაკითხვა რაზედაც მხარეებმა თანხმობა განაცხადეს. ექსპერტმა მერი კონცელიძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მის მიერ ჩატარებული ფსიქიატრიული გამოკვლევა. ასევე განმარტა, რომ ირმა კვაჭანტირაძის შეფასება მოხდა დიაგნოზიდან გამომდინარე და მისი მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მერი კონცელიძის ჩვენება.
3.2.5. თერაპევტმა ბელა საბაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მის მიერ ჩატარებული ოკუპაციური თერაპევტის გამოკვლევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბელა საბაძის ჩვენება.
3.2.6. სოციალურმა მუშაკმა ნინო სალუქვაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპრტიზის დასკვნაში მითითებული მის მიერ ჩატარებული სოციალური მუშაკის შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნინო სალუქვაძის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36316-ე, 36318-ე, 36319-ე, 36321-ე მუხლები.
6.სამართლრბრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის თანახმად, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36320-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის შედეგად დადგენილი იქნა რომ ირმა კვაჭანტირაძეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილოებას სხვებთან თანაბარ პირობებში. ირმა კვაჭანტირაძეს ფსიქიკური (გონებრივ ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, წვრილმანი გარიგების დადების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმის, საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/დახმარების მიღების სფეროებში, მნიშვნელოვნადაა გამოხატული. ირმა კვაჭანტირაძეს მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია უკიდურესად. ირმა კვაჭანტირაძეს გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ირმა კვაჭანტირაძეს სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად არის დაქვეითებული. ირმა კვაჭანტირაძეს მდგომარეობის გაუმჯობესება-გაურესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. ირმა კვაჭანტირაძეს ესაჭიროება მხარდამჭერი წვრილმანი გარიგების დადების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმის, საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/დახმარების მიღების სფეროებში. ირმა კვაჭანტირაძეს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სფეროში. რაც ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილე ფსიქიატრმა, თერაპევტმა და სოციალურმა მუშაკმა.
ამდენად, ირმა კვაჭანტირაძე ცნობილი უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მამუდა კვაჭანტირაძე არის მხარდაჭერის მიმღების ირმა კვაჭანტირაძის მამიდა, რომელიც განცხადებით ითხოვს ცნობილ იქნას მისი მამიდის ირმა კვაჭანტირაძის მხარდამჭერ პირად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
6.7. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მამუდა კვაჭანტირაძის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 36313-36324 -ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მამუდა კვაჭანტირაძის (პ/ნ 33001058680) განცხადება დაკმაყოფილდეს.
1.1. ირმა კვაჭანტირაძე (დაბ. 07.01.1969წ. პ/ნ 33001058700) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად.
1.2. მამუდა კვაჭანტირაძე (პ/ნ 33001058680) ცნობილ იქნას მისი მამიდის - ირმა კვაჭანტირაძის (დაბ. 07.01.1969წ. პ/ნ 33001058700) მხარდამჭერ პირად, შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, მიღებისა და განკარგვის, ასევე ბანკებიდან პენსიის მიღებუის, აღებისა და განკარგვის, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში;
1.3. მამუდა კვაჭანტირაძე (პ/ნ 33001058680) დაინიშნოს ირმა კვაჭანტირაძის (დაბ. 07.01.1969წ. პ/ნ 33001058700) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისთვის, მინიჭებული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
3. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
4.მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
5. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს აღნიშნული უფლება-მოვალეობები.
6. ირმა კვაჭანტირაძის მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32) გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე