განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002397778
№1/72-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ჩაჩიბაია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი: ნ---- გ--------,დაცვის მხარე, ადვოკატი: ნ----- პ---------,ბრალდებული: ლ-–- კ--–-------,მამის სახელი: ტ------–-,დაბადებული: 3----.1--- წელი,დაბადების ადგილი: გ---–-----–-,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლეობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ.ფოთი, გ------- ქუჩა N1---
კვალიფიკაცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს სისხლის სამართლის №045080418002 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ლ-–- კ--–-------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე ლ-–- კ--–------- ფარულად დაეუფლა ქ. ფოთში, მ--–------- სანაპირო ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში 20 ლარის ღირებულების ერთ ცალ ბეტონის ბორდიურის ფილას, რომელიც მოათავსა თავისი მართვის ქვემ მყოფ „ვ--------“ მარკის ავტომობილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-–- კ--–-------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 14 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც 2018 წლის 15 აპრილს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ბრალდებულმა ლ-–- კ--–-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- პ---------მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.
ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით, ადვოკატ ნ----- პ---------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 14 აპრილს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული ლ-–- კ--–------- აღიარებს დანაშაულს.
პროკურორმა მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, მისი ნასამართლობა, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ლ-–- კ--–------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 14 აპრილს ბრალდებულ ლ-–- კ--–-------სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
ლ-–- კ--–------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმეზე ამოღებული ერთი ცალი ბეტონის ბორდიურის ფილა, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაუბრუნდეს დაზარალებულ უ--- „ა--------------–---------“-ს.
საქმეზე ამოღებული „ვ--------“ მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით C------, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს ლ-–- კ--–-------ს.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და იგი ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე გ------ კ--------–--ს გამოკითხვის ოქმით, ავტომობილის ამოღების ოქმით, ავტომობილის ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მათში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ლ-–- კ--–-------ს შორის, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით, 2018 წლის 14 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ლ-–- კ--–------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ-–- კ--–-------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. მსჯავრდებულ ლ-–- კ--–-------ს ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
6. ლ-–- კ--–-------ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 15 აპრილიდან.
7. საქმეზე ამოღებული ერთი ცალი ბეტონის ბორდიურის ფილა, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაუბრუნდეს დაზარალებულ უ--- „ა--------------–---------“-ს.
8. საქმეზე ამოღებული „ვ--------“ მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით C------, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაუბრუნდეს ლ-–- კ--–-------ს.
9. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა, ლ-–- კ--–-------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე