გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2018
საქმის ნომერი
020310017002214534
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017002214534 (3/258-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.03.2018 წ ქ. ზ--გდიდი

შესავალი ნაწილი

ზ--გდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ივ------------ია

მოპასუხე სსიპ სო–---–-------------------------------------------–-----------------------–---–----------------------------------–------ი

წარმომადგენელი უტ-------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--------–------------------------------ ცენტრის 22.07.2--- წ ოჯახის დეკლარაციის ამონაწერის ს/ნ 0----------9 და 19.08.2--- წ ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ბათილად ცნობა.

 

1.2. მოპასუხისთვის ივ------------იას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის და სოციალური შემწეობის მიღების აღდგენა.

 

1.3. მოპასუხისთვის ივ------------იას კუთვნილი და გაუცემელი სოციალური დახმარების თანხების გაცემის დავალება.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მას მუდმივი საცხოვრებელი არა აქვს. იგი პერიოდულად სტუმრობს ნათესავებს და მათთან აფარებს თავს. შემოწმების დროს იგი ერთ–ერთი შვილის სახლში იმყოფებოდა, თუმცა ისინი ერთ ოჯახს არ წარმოადგენენ, რადგან ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურ დაყოფას. ივ------------ია არასწორ ინფორმაციას აწვდის შესაბამის თანამდებობის პირს. იგი ცხოვრობს შვილის კუთვნილ სახლი სხვა პირებთან ერთად და მისი სურვილია დეკლარაციაში მონაცემები შეიტანონ მასთან მცხოვრები პირების გაუთვალისწინებლად, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ივ------------ია არის არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი –პენსიონერი, ომის მონაწილე. მას დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (მე–2 ჯგ) უვადოდ და სარჩელის მითითებით ფაქტობრივად ცხოვრობს ქ------------------------------------–-.

 

მისივე განმარტებით აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნით მისი ერთ–ერთი შვილის ოჯახის წევრებს, რომელთანაც საერთო საოჯახო მეურნეობა არა აქვს. იგი ცხოვრობს საკუთარი მწირი სახსრებით, რაც წამლებისთვისაც არ ყოფნის და შეფარებულია ნათესავებს, მათ შორის ცალკეულ შემთხვევებში სხვა მისამართზეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–მოსარჩელის ახსნა განმარტება

–ივ------------იას პირადობის მოწმობა

–ივ------------იას საპენსიო მოწმობა

 

3.2. 15.06..2006 წ–დან ივ------------ია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

ამ რეგისტრაცის მიხედვით მისი ოჯახი ერთწევრიანია და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 21650.

 

ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად ფიქსირდება ქ. ზ-------------------------8.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ივ------------ია, გაცემის თარიღი 06.11.2006 წ.

 

3.3. 12.07.2--- წ ივ------------იამ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა პირველადი რეგისტრაციის განაცხადით ს/კ 0----------9, მისამართი ქ. ზ-------------------------8.

 

17.07.2--- წ განხორციელდა ივ------------იას ოჯახის დეკლარაციის შევსება. ამ მოქმედებას ასრულებდა სააგენტოს უფლებამოსილი პირი ნესტან ვერავა.

 

დეკლარაციის შევსებისას ივ------------იას განემარტა, რომ დეკლარირებული მონაცემები ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას დაკარგავს ავტომატურად.

 

ივ------------იამ მიუთითა, რომ ცხოვრობს არანათესავის ოჯახში, მისი ოჯახი ერთწევრიანია, შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის ფართობი 8 მ 2–ია, ჰყავს 5 სრულწლოვანი შვილი, რომელიც მასთან არ ცხოვრობს და ა.შ.

 

ნესტან ვერავას გადაწყვეტილებით ივ------------იას მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის შემოსავლების, გაწეული ხარჯების, საცხოვრისისა და სრულწლოვანი შვილების შესახებ საჭიროებდა დამატებით შესწავლას და მოხდა კონტროლის სიაში.

 

გადამოწმება დაევალა უფროს სოციალურ აგენტს ლე-------------ას. იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმის სახით. მისი განმარტებით რეალური გადამოწმება ვერ მოხერხდა, რადგან ივ------------ია გახდა აგრესიული, მას სურდა დეკლარაციის შევსება მისი შვილის და სხვა ოჯახის წევრების გაუთვალისწინებლად (რომლებიც გადამოწმების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ) და არ მისცა აგენტს დეკლარაციის სწორად შევსების საშუალება.

 

უფროსმა სოციალურმა აგენტმა ლე-------------ამ 19.08.2--- წ შეადგინა ოქმი ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მიზეზით – ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი და ივ------------იას ერთი წლის ვადით აეკრძალა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

– ოჯახის დეკლარაცია (პირველადი 17.07.2---, ს/კ 0----------9)

–მოხსენებითი ბარათი #5--, 14.02.2018 წ

–ოქმი ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 19.08.2--- წ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

გასაჩივრებული მოქმედებების განხორციელების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემისას არსებითად არ არის დარღვეული კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი, მე-3, მე-7, მე-16 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, მე-601, მუხლები, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.12.20-- წ # 7-- დადგენილება, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–ის #1-------------–ება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

ამ კანონის მე–3 მუხლით კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

 

კანონის მე–7 მუხლის მიხედვით 1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. 2. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 3. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

კანონის მე–16 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით სანისტრო შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.12.20-- წ # 7-- დადგენილების 1–ლი მუხლის მე–3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–ის #1-------------–ების შესაბამისად ფორმირებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გადამოწმების გრაფიკის დაწესება.

 

საყურადღებოა, რომ ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–ის #1-------------–ებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე–4–მე–6 მუხლების მიხედვით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები. მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით.

 

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადის ფორმის მაძიებლისათვის ხელმისაწვდომობას და მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადის მიღებას.

 

განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა : ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე - ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები; ბ) ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები; გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; ე) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო; ზ) ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად“ .

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ ივ------------იამ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა ტერიტორიულ ორგანოს დეკლარაციის შევსებისას, უფრო მეტიც იგი კონფლიქტში შევიდა სოციალურ აგენტთან, რის გამოც შეწყდა მისი ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში ივ------------იას ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ვერ განხორციელდება დეკლარაციის შესაბამის გრაფებით გათვალისწინებული აუცილებელი მონაცემების მოპოვების შესწავლის და გამოკვლევის გარეშე.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–ის #1-------------–ებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე–10 მუხლის მე–2 და მე–21 პუნქტებით სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობასი განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. სააგენტო უფლებამოსილია მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები და მოქმედებები არსებითად არ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჯის გადახდისგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ივ------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში ზ--გდიდის რაიონული სასამართლოს (მისამართი ქ. ზ--გდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა