განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2018
საქმის ნომერი
050100118002257625
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-0100---------625

საქმე N 1---18

განაჩენი

საქართველოს სახელით

1--04.20-- წელი ქ------------თი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მარინა მეგრელიშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: პ----------–------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: გ--------------–--ე, ზ---------------ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: ა---------–-------ე

მამის სახელი: ო-----ი

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: განათლების გარეშე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჩ-----------ი, სოფელი კ-------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 2017 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჩ-----------ის რაიონის კ-------ის თემის სოფელ წ-------ში მდებარე საკუთარ სახლში, თავისი არასრულწლოვანი შვილების დ-----, მ------ და დ---- ბ------ების თანდასწრებით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------–-------ემ, თავის მეუღლეს, მ---- ბ------ს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კამათის დროს შეაგინა დედისა და ახლობლების მისამართით, რის შემდეგაც ჯერ ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ შეშის ნაპობი მოარტყა სახეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.

 

1.2. 2017 წლის 04 დეკემბერს, ჩ-----------ის რაიონის კ-------ის თემის სოფელ წ-------ში მდებარე საკუთარ სახლში ყოფნის დროს, ა---------–-------ემ თავის მეუღლეს, მ---- ბ------ს, მოსთხოვა მისთვის შეუსაბამოდ მძიმე სამუშაოს შესრულება, კერძოდ ტყიდან შეშის მოტანაში დახმარება, რაზეც უარი მიიღო მ---- ბ-----ისაგან. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ა---------–-------ემ, 2017 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თავისი არასრულწლოვანი შვილების, მ------ და დ---- ბ------ების თანდასწრებით შეაგინა მ---- ბ------ს, მიმართა მას დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შეაგინა დედისა და ახლობლების მისამართით და სცემა სახის და მხრის მიდამოში ხელის რამდენიმე დარტყმით, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------–-------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ბრალდებულმა ა---------–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შეურაცხყოფა მეუღლის და შვილებისთვის არ მიუყენებია და მათ შორის, მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას ქონდა ადგილი. მისივე ჩვენებით, არასდროს დაურტყამს მ---- ბ------სათვის და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია.

 

2017 წლის 6 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მოწმე მ---- ბ------ს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა თანდასწრებით ხმამაღლა წაეკითხა მის მიერ, მოწმის სახით მიცემული ჩვენება და მიეცა წინადადება, რომ ჩვენებაში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერია მ---- ბ------ს და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების მიერ. ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თ-------------------------ემ განმარტა, რომ საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 0-.12.2017წ. 21:34-21:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ბ------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (03.12.2017წ.)).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა გ---------------მ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

2017 წლის 0- დეკემბრის N 2------ შეტყობინებით, მ---- ბ------მ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა, რომ მეუღლის მხრიდან ადგილი ქონდა ძალადობის ფაქტს.

 

3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 2--ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე, დაზარალებულმა, მ---- ბ------მ, ასევე მოწმეებმა ჟ--–-----------------ძემ, დ----- ბ------მ და ო----- ბ------მ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ა---------–-------ეს მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

ამდენად, დაზარალებულმა უარი განაცხადა რა ჩვენების მიცემაზე, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიიღო ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულ მ---- ბ------საგან, მის მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ან/და მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ა---------–-------ეს დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ა---------–-------ეს მხრიდან მ---- ბ-----ის მიმართ ძალადობის ფაქტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ა---------–-------ეს მხრიდან მ---- ბ-----ის მიმართ ძალადობა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------–-------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), წარდგენილ ბრალდებებში. ა---------–-------ეს უნდა განემარტოს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა---------–-------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

2. გაუქმდეს ბრალდებულ ა---------–-------ეს მიმართ გამოყენებული აღკეთის ღონისძიება გირაო.

 

3. ა---------–-------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა