გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210617002010628
2-2698/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22/02/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი – ნინო ცინცაძე
განმცხადებელი: - ა---------------------------------–--------------------------------------------ო
წარმომადგენელი: - ზ---------------
განმცხადებლის მოთხოვნა: ქონების უპატრონოდ ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. განმცხადებლის მოთხოვნა:
ა---------------------------------–--------------------------------------------ო განცხადებით მოითხოვს უპატრონოდ იქნას ცნობილი და აჭ-------------------------------–--ას საკუთრებაში გადაეცეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972 და ”გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8.
განმცხადებელი თავისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით განმარტავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2009 წლიდან ფლობს ორ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ: - ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972 და ” გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8. ავტომანქანები აჭარის ა.რ. საკუთრებად რეგისტრირებული არაა. მათი მესაკუთრის დადგენის მიზნით ა---------------------------------–--------------------------------------------ომ გაატარა რიგი ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა ვერ შეძლო დაედგინა მისი მესაკუთრის ვინაობა. ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972 ვინმეს სახელზე რეგისტრირებული არაა, ხოლო ”გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ირიცხება გ------ ა----–--ის საკუთრებად. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------ ა----–--ე გარდაცვლილია. მან ავტომანქანა გაყიდა თავის სიცოცხლეში, მაგრამ მისი შემძენი ცნობილი არაა. ამდენად ავტომაქანების მესაკუთრეები ცნობილნი არარიან და გადასაწყვეტია მათი საკუთრების ბედი. ზემო აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განმცხადებელი მოითხოვს სატრანსპორტო საშუალებების უპატრონოდ აღიარებას და ა---------------------------------------------------ოს საკუთრებაში გადაცემას.
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. ა---------------------------------–--------------------------------------------ო
ფლობს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს. კერძოდ:
- ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972;
- ” გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება. (ს.ფ.1-2)
- ფოტოსურათები.
2.1.2. სსიპ ს----------–----–-----------------------------------------------------ოს არ აქვს ინფორმაცია ავტომანქანა ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972 რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ სატრანსპორტო საშუალება ვინმეს საკუთრებად რეგისტრირებული არაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- . სსიპ ს----------–----–-----------------------------------------------------ოს მომართვა.
2.1.3. ავტომანქანა ”გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ირიცხება გ------ ა----–--ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სსიპ ს----------–----–-----------------------------------------------------ოს მომართვა.
2.1.4. გ------ ა----–--ე გარდაიცვალა 2015 წლის 15 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ჟუჟუნა შალიკაძის მომართვა.
2.1.5. გ------ ა----–--ის მემკვიდრეობა მიიღო მისმა მეუღლემ ჟუჟუნა შალიკაძემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართვა.
2.1.6. შუშუნა შალიკაძეს ავტომანქანა ”გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ჟუჟნა შალიკაძის მომართვა.
2.1.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------ ა----–--ემ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ”გ---------------”ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, გაყიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ჟუჟუნა შალიკაძის მომართვა.
2.1.8. სატრანსპორტო საშუალება ”გ---------------ს” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, შემძენი ცნობილი არაა. მას სათანადო საფუძვლის გარეშე ფლობს აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე საფუძვლის გარეშე ფლობს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება.
2.1.9. აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სურვილი აქვს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები აღიარებული იქნას უპატრონოდ და საკუთრებაში გადაეცეს აჭარის არ რესპუბლიკას, რისთვისაც განცხადებით მომართა სასამართლოს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება. (ს.ფ.1-2)
2.1.10. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მიიღო გადაწყვეტილება გაზეთში უპატრონოდ ასაღიარებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ. ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ (შპს ,,თანადგომა - 1 გაზეთი საქართველოს რესპუბლიკის გამომცემელი“(ს/კ 202411808) ,,გაზეთი რესპუბლიკა). ამავე განჩინებით დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ თუ მათ დასახელებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ გააჩნიათ პრეტენზია, შეუძლიათ თავიანთი უფლებების შესახებ განაცხადონ ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინება.
2.1.11. ინფორმაცია გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა 2017 წლის 28 მარტის ნომერში. აჭ-------------------------------------------------ოს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ (”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972; ” გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8) სასამართლოსათვის არავის არ მოუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა“.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ უპატრონოდ უნდა იქნას ცნობილი და აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაეცეს აჭ-------------------------------------------------ოს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები:
- ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972;
- ” გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8)
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად ,ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;
დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა;
სასამართლომ იხელმძღვანელა, რა ზემოთ აღნიშნული მუხლით 2017 წლის 9 ნოემბერს მიიღო განჩინება აჭ-------------------------------------------------ოს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების (”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972; ” გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8) შესახებ ინფორმაციის გაზეთში გამოქვეყნების თაობაზე. აღნიშნული განჩინების თანახმად გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ 2017 წლის 28 ნოემბრის N241 ნომერში გამოქვეყნდა პუბლიკაცია ქონების შესახებ და დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ პრეტენზიის არსებობისას თავიანთი უფლებების შესახებ პუბლიკაციის დღიდან 3 თვის განმავლობაში უნდა განეცხადებინათ სასამართლოში;
მითითებულ ვადაში ქონებაზე პრეტენზია არავის განუცხადებია.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე მუხლით ,,თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს”.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ სატრანსპორტო საშუალებები აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მფლობელობაშია 2009 წლიდან. სატრანსპორტო საშუალებები უწინდელიმა მესაკუთრენ მიატოვა. მას აღარ მოუკითხავს სატრანსპორტო საშუალებების ბედი და არც სასამართლოში არ განუცხადებია ამ ნივთების მიმართ პრეტენზია.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას;
სასამართლო საქმეზე შეკრებილ, ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და განმცხადებლის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განცხადებაში მითითებული ქონების, კერძოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების:
- ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972;
- ” გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8)
მფლობელობას ახორციელებს აწარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეების დასადგენად გაწეულია ყველა ზომა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ დადგინდა მათი მესაკუთრის ვინაობა. მესაკუთრეებს ამ ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ ქონებას არ ყავს მესაკუთრე და ეს ქონება მესაკუთრის მიერ მიტოვებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლება, რის გამოც ა----------------------------------------------------ოს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტით უდაო წარმოების საქმეზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს 50 ლარს. საქ. სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე” პუნქტით ქონების უპატრონოდ ცნობის საქმე უდაო წარმოების საქმეს განეკუთვნება. შესაბამისად საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 50 ლარი. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 311-ე, 337-ე და 341-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ა---------------------------------–--------------------------------------------აოს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. უპატრონოდ იქნას ცნობილი და აჭ-------------------------------–--ას საკუთრებაში გადაეცეს შემდეგი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები:
- ”გ---------------”, ძარა: - 40842, ძრავი- 258972;
- ” გ---------------” ძარა: - 79246, ძრავი 101055, შასი: - 108144, გამოშვებული 1953 წელს, ყავისფერი 1/8)
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე