განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/211-16 წ.
გამოძიების N041260116001
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-------–----
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი--------------
ბრალდებული - კ---------------------------------------
პირადი N6----------
დაბადებული: 10.10.1967 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ-------------------–---–----------------------
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძვ. რედაქციით).
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
კ-------------------------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, ქ-------–--------------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში კ-------------------------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---------–--------, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ კ-------------------------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით).
აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ნ---------–--------, სასამართლოს უჩვენა, რომ 2016 წლის 25 იანვარს ჩამოვიდა საბერძნეთიდან და იმყოფებოდა ქალიშვილთან ნ-------–------------ რ---------–-ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა შვილი ნ-------–------- და შვილიშვილები - ლ-------------. ის ორი დღის მგზავრობის გამო დაღლილი იყო, ისვენებდა თან ჩაის სვამდა და საჩუქრებს აწვდიდა ბავშვებს. ამ დროს მისი ყოფილი სიძე კ------------------------- მივიდა და ნ-------–-------ს უთხრა: „გავიდეს დედაშენი ჩემი სახლიდან, თორემ დიდ უბედურებას დავატრიალებო“. აღნიშნული რამდენჯერმე განმეორდა, რის გამოც მან თავად დაუძახა კ-------------ს მისულიყო მასთან და ესაუბრათ, რათა გაერკვიათ სიტუაცია. კ------------- მივიდა და უთხრა, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა, თან მიმართავდა უშვერი სიტყვებით, რაზეც თავად მოწმე გაცხარდა და დააპირა ჩაის შესხმა სახეში, თუმცა არ გააკეთა. საპასუხოდ კი კ-------------------------- აიღო მოწმის მიერ ჩამოტანილი სათამაშო თვითმფრინავი და ესროლა მას გულმკერდის არეში. ნ---------–------- აღნიშნულზე წამოხტა, რის შემდეგაც კ------------- მას ყელში სწვდა და სახეში გაარტყა ერთი ხელი ერთი მხრიდან და მეორე ხელი მეორე მხრიდან მწარედ, რის შედეგადაც მოწმეს სიმწრისგან თავბრუ დაეხვა. შვილმა ნ-------–-------მ გაიყვანა კ------------------------- გვერდით ოთახში, საიდანაც ის განაგრძობდა ჩხუბს, ისროდა სკამს, მაგიდას. შემდგომ აიღო ვაზა და სროლას აპირებდა, როცა მოწმე მივარდა და ჭიდილში აღნიშნული ვაზა დაიმსხვრა. კ------------- ითხოვდა, რომ ნ---------–------- სახლიდან წასულიყო, თუმცა მან განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც იმყოფებოდნენ შეძენილი იყო მისი კუთვნილი თანხით. მოწმის განმარტებით, მომხდარის შემდეგ ის შევიდა საძინებელ ოთახში დასაძინებლად, სადაც მალევე შევიდა კ-------------------------, ფეხში მოჰკიდა ხელი, გადმოაგდო საწოლიდან და დაუწყო ცემა ფეხისა და თეძოს არეში, რითაც მიათრევდა. მას მივარდა ნ-------–------- და ეღობებოდა, როდესაც კ------------------------- ბავშვის ველოსიპედის დარტყმას ცდილობდა ნ---------–--------თვის. ამ დროის განმავლობაში ნ---------–------- ყვიროდა, ხოლო როდესაც შენიშნა, რომ კ------------------------- კართან იცდიდა, რომ განთავისუფლებულიყო ნ-------–-------საგან და გაეგრძელებინა მისი ქმედება, ნ---------–-------- დარეკა საპატრულო პოლიციაში. მოწმის განმარტებით, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მის ქალიშვილს სამი დღე ვერ დალაპარაკებია, ხოლო როცა ელაპარაკებოდა, დალურჯებები აღენიშნებოდა. ერთხელაც მას შვილმა უთხრა, რომ აღარ შეეძლო მსგავსი მდგომარეობის გაძლება და რომ თვითმკვლელობამდე იყო მისული. აღნიშნულის მოსმენის შემდეგ ნ---------–-------- გადაწყვიტა ჩამოსულიყო და როგორმე მოეგვარებინა სიტუაცია. ნაცემ ადგილებზე, კერძოდ გულმკერდის ადგილში, სიწითლე ჰქონდა, ხოლო სახის ერთ მხარეს სილურჯეები ეტყობოდა, რის შესახებაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. კ------------------------- მას ემუქრებოდა და უშვერ სიტყვებს ეძახდა, რის პასუხადაც თავად მოწმეც დაემუქრა კ-------------------------ს. მოწმის განმარტებით, მას გაურკვეველი საგანი ეჭირა ხელში, თუმცა რა საგანი იყო არ ახსოვს, მაგიდიდან აიღო რაც ხელში მოჰყვა. ბრალდებულის კითხვაზე, თუ რატომ არ ჩამოვიდა უფრო ადრე, როდესაც იცოდა ოჯახური კამათების შესახებ, განაცხადა, რომ თავდაპირველად არ უნდოდა ჩარევა ოჯახური ურთიერთობაში თუმცა, როცა უკვე გაუსაძლისი გახდა მდგომარეობა და მხოლოდ მის კისერზე იყო მთელი ოჯახი, მაშინ გადაწყვიტა ჩამოსვლა. ნ---------–-------- განმარტებით, მისი ჩამოსვლის შესახებ არავინ არ იცოდა. მან დატოვა სახლი და ჩამოვიდა თავის შვილთან. აღნიშნული ჩხუბის პერიოდში მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ, იყვნენ შეშინებულები და იმალებოდნენ. ნ--- იყო თავის ოთახში, ხოლო კ-------------ს შვილი - საწოლის უკან იმალებოდა. მათთან ერთად ცხოვრობდა მცირეწლოვანი დისშვილი ნ---, რომელიც მსგავსი ძალადობის შესწრებისას ერთხელ წაიწია, რადგან დეიდა დაეცვა, რის შემდეგაც კ------------------------- ემუქრებოდა ნ-------–-------ს, რომ მისი დისშვილი წასულიყო სახლიდან, თორემ სიცოცხლეს გაუმწარებდა, ნარკოტიკს ჩაუდებდა და პოლიციას შეატყობინებდა, რის შემდეგაც ციხეში ჩააჯენდა. მოწმის განმარტებით, კ------------- უპასუხისმგებლოდ იყო წასული წელიწადნახევარი სახლიდან, ისე რომ არც უკითხავს თავისი ოჯახის შესახებ, მხოლოდ ძალის გამოყენებით ცდილობდა სახლში შეღწევას და ყოფილ ცოლთან ურთიერთობას. პოლიციის პირველ განყოფილებაში მისვლის შემდეგ ნ---------–-------- ჩაუტარდა ექსპერტიზა.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------–-------მ სასამართლოს უჩვენა, რომ 2016 წლის 25 იანვარს მის საცხოვრებელ სახლში საბერძნეთიდან დაბრუნდა დედამისი ნ---------–-------, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა 10 წელი. საღამო ხანს მათთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე კ-------------------------, რომელთანაც წელიწადნახევრის დაშორებული იყო. ნ---------–-------- მას სთხოვა შესულიყო სახლში და მშვიდად ესაუბრათ მეუღლეებს შორის უთანხმოების შესახებ, თუმცა კ------------------------- ჩხუბითა და უშვერი სიტყვებით მიმართავდა მას და ეუბნებოდა, რომ თავისი სახლი იყო. სწორედ ამიტომ როცა უნდოდა მივიდოდა და როცა უნდოდა წავიდოდა, ასევე იმას იტყოდა რასაც თავად გადაწყვეტდა. კ------------- აგრძელებდა ჩხუბს და ეუბნებოდა მათ, რომ წასულიყო სახლიდან, რომელიც მოწმეს უყიდა დედამ - ნ---------–--------. შელაპარაკების დროს ნ---------–------- ბავშვს ეთამაშებოდა კარტს, კ------------------------- კი იგინებოდა. შემდეგ მან აიღო სათამაშო, რომელიც ბავშვს ჩამოუტანა ნ---------–-------- საბერძნეთიდან და ესროლა ნ---------–--------. რაზეც ისევ სთხოვა ნ-----მ წყნარად და მშვიდად ესაუბრათ და გადაეწყვიტათ საქმე. მოწმის განმარტებით, მას და კ-------------------------ს 10 წლის ცოლქმრობა აკავშირებთ და ჰყავთ 5 წლის შვილი. ბავშვი მათი ჩხუბის განმავლობაში დაძაბული იყო და იმალებოდა. კ-------------მ შელაპარაკებისას მუჭი მოუქნია ნ---------–-------- მარცხენა თვალის ქვედა მიდამოში, რის შედეგადაც ის სიმწრისგან წამოხტა და უთხრა შეჩერებულიყო, თორემ ჩაის შეასხამდა. ნ---------–-------- შესთავაზა ნორმალურად საუბარი, თუმცა კ------------------------- აცხადებდა, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და დაეტოვებინა სახლი ყველას, გარდა მისი შვილისა. კ------------- მისაღებ ოთახში გავიდა, სადაც სკამი აიღო და მოუქნია ნ---------–--------, თუმცა მან ხელი შეუშალა აღნიშნულის განხორციელებაში. შემდეგ მაგიდაზე მდგარ ვაზას მოჰკიდა ხელი სასროლად, თუმცა თავად ნ-------–------- და დედამისი ნ---------–------- შეეცადნენ ვაზის გამორთმევას და სწორედ ამ დროს დაიმსხვრა ვაზა. ამ დროს ნ---------–------- შეუძლოდ გახდა და დასვენება გადაწყვიტა ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფებოდა. კ-------------მ როგორც კი დაინახა, რომ ნ---------–------- საწოლზე იწვა, მივარდა მას ,,მხეცივით’’, გადახადა საბანი, მოჰკიდა ორივე ფეხში ხელები და სურდა გადმოეგდო. ამასთან, ის უშვერ სიტყვებს იძახდა და მიმართავდა ნ---------–--------, რომ დაეტოვებინა სახლი. მოწმის განმარტებით, ის ჩაერია ჩხუბში და გააშვებინა კ-------------------------ს ხელი დედამისისთვის. შემდეგ კ-------------მ დაავლო ხელი იქვე მდგომ ბავშვის ველოსიპედს და სურდა ნ---------–--------თვის დარტყმა, რათა სახლიდან გაეგდო. ამ ქმედების განხორციელებაშიც მოწმემ შეუშალა ხელი. მას არ უნდოდა რომელიმე მხარე დაშავებულიყო. ჩხუბისას ნ-------–-------მ დაურეკა კ------------- გ----------- დებს, რომ მოსულიყო რომელიმე და მისი ძმა დაერიგებინათ, რათა შეეწყვიტა ჩხუბი და მსგავსი ქმედებები, რომელიც სახლში ყოველდღიურად ხდებოდა. აღნიშნულ ჩხუბს ესწრებოდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელმაც ერთხელ მამას უთხრა, რომ არ მისულიყო სახლში, რადგანაც ის სულ ჩხუბობდა და დედას აგინებდა. საპატრულო პოლიცია გამოიძახა ნ---------–--------, რადგან კ------------- მოსაკლავად იმეტებდა მას. ტელეფონი მიუტანა მისმა დისშვილმა, ხოლო მისი შვილი დამალული იყო. პოლიციის გამოძახებისას კ------------------------- იმყოფებოდა საძინებელ ოთახში მასთან ერთად და უშვერი სიტყვებით იგინებოდა. მოწმემ განაცხადა, რომ ჩხუბის შემდეგ, თავად კომპიუტერის მაგიდასთან იჯდა, როდესაც კ-------------------------- მშვიდად და აუღელვებლად მიმართა ნ---------–--------: ,,ქალბატონო ნ-----, გახვალთ თუ არა ჩემი სახლიდან?“ რომლის გაგონებაც მას გაუკვირდა და შეხედა, რომ კ------------- ვიდეოს იღებდა, რაზეც მან ჰკითხა კ-------------ს, თუ რატომ არ გადაიღო ის მომენტები, როდესაც სცემდა და უშვერი სიტყვებით მიმართავდა ნ---------–--------. ველოსიპედის ჩარტყმას როდესაც ცდილობდა კ-------------------------, მან გამოსტაცა ხელიდან. ამ დროსაც ნ---------–------- კ-------------ს მიმართავდა, რომ შეეწყვიტა მისი ქმედებები. ეკითხებოდა თუ რას ერჩოდა, რომ მან ბევრი სიკეთე გაუკეთა, კერძოდ, სახლი უყიდა მათ, ეკონომიურად ეხმარებოდა, მათი შვილის მომავალზე ზრუნავდა და ის კი საპასუხოდ სცემდა და უშვერი სიტყვებით იხსენიებდა. ნ---------–-------- ასევე უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტა მსგავს ქმედებებს, მოკლავდა მას და მაგიდიდან აიღო ხის კოვზი, რითაც ცდილობდა თავის დაცვას კ------------- გ----------- მუჭებისაგან. ნ---------–-------- ეს ნივთი კ-------------სთვის არ დაურტყამს. კ-------------------------- და ნ-------–-------მ საბერძნეთში დაიწერეს ჯვარი, თუმცა ხელი მოწერილი არა აქვთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში რაც სახლი შეიძინეს, ეკონომიურად გაუჭირდათ, რის შემდეგაც შეექმნათ ერთმანეთში პრობლემები. შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, ხოლო უფულობის გამო კ-------------მ გაუშვა თურქეთში, სადაც მოუძებნა სამსახური მისი ძმაკაცის ცოლთან ერთად. აღნიშნული პერიოდის შემდეგ კ------------- გ-----------აგან უშვერი სიტყვებით მიმართვამ და ცემამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. 2014 წელს სექტემბრის ბოლოს დაშორდნენ ერთმანეთს და კ------------------------- სახლიდან წავიდა. სამი თვის შემდეგ კი ისევ გამოჩნდა და მიდიოდა მათთან კვირაში ორჯერ-სამჯერ. იმიზეზებდა რომ ბავშვი უნდა ენახა, ხოლო ბავშვის ნახვას არ უშლიდა ვინაიდან ბავშვს ძალიან უყვარდა მამა. ნ-------–------- თხოვდა, რომ წასულიყო კ-------------, თუმცა მიუხედავად მოწმის მოთხოვნისა, ის რჩებოდა მათთან. ის თავს არიდებდა თუმცა კ------------- აიძულებდა საღამო მასთან ერთად გაეტარებინა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას კ------------- საპასუხოდ სცემდა მას. მოწმის განმარტებით, ნ---------–------- მიღებული დაზიანებებით უჩიოდა თავბრუსხვევას, გულმკერდის არის ტკივილს, ასევე აღენიშნებოდა დალურჯებები. მან დაურეკა კ-------------ს დებს, რომელთა მისვლისას პატრული უკვე მისული იყო და დაკითხვას ახორციელებდა. ნ---------–-------- პატრულს განუცხადა, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. მიზეზი ფიზიკური შეურაცხყოფისა ის იყო, რომ კ------------------------- დაშორების შემდეგ სახლიდან აგდებდა ნ-------–-------ს და ემუქრებოდა, რომ დაუმტკიცებდა, რომ ის იყო ცუდი დედა, რომ თავად ზრდიდა შვილს ოთხი წლის განმავლობაში. მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა, თუმცა ერთხელაც, როდესაც მან დააპირა სახლიდან წასვლა, კ-------------მ იძულებით არ გაუშვა და ძალის გამოყენებით აიძულებდა მასთან დაწოლას. მითითებული საცხოვრებელი სახლი მისმა დედამ - ნ---------–-------- მზითვის სახით უყიდა ნ-------–-------სა და მის მეუღლეს. მას უნდოდა გადაეფორმებინა მისთვის საცხოვრებელი სახლი, თუმცა კ------------- უარს ეუბნებოდა. ასევე ეუბნებოდა: „უნდა გაგამწარო, უნდა გაგაგიჟო, შემდეგ საგიჟეში უნდა გაგამწესო და მთელი ქონება და შვილი მე დამრჩებაო“. მოწმემ განაცხადა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კერძოდ იანვრის თვეში, მასზე მიმდინარეობდა ყოველ საღამოს სისტემატიური ფიზიკური ძალადობა. მას ჰქონდა მცდელობა პოლიციაში დარეკვისა სამჯერ, თუმცა აღნიშნულის საშუალება არ მიეცა, ერთხელ სახლის ტელეფონი მოისროლა ძირს კ-------------მ, ერთხელაც მობილური ტელეფონი გამოართვა და გადაუგდო. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი 14 წლის დისშვილი, რომელიც გაფრთხილებული ჰყავდა, რომ, რაც არ უნდა გაეგონა, არ ჩარეულიყო. თუმცა ერთხელაც ვერ მოითმინა და უთხრა, თუ რას ერჩოდა დეიდამისს, რის შემდეგაც კ------------- ემუქრებოდა, რომ მის დისშვილს გაამწარებდა და გამოსასწორებელ კოლონიაში გაუშვებდა. მასთან ხანდახან რჩებოდა მისი ბიძაშვილის შვილი - გ-----------–-------, იმიტომ რომ მისი ყოფილი მეუღლე არ მისულიყო მასთან ყოველ საღამოს და არ „აეწიოკებინა“ იგი. გ------- როცა რჩებოდა მათთან, ის და მისი შვილი იძინებდნენ თავის ოთახში, ხოლო დისშვილი და ბიძაშვილის შვილი - მეორე ოთახში. მოწმის განმარტებით, ის კ-------------------------სთან წელიწადნახევრის დაშორებული იყო, მან სახლიდან წასვლისას ყველაფერი წაიღო, რაც ახალ საცხოვრებელ სახლში დასჭირდებოდა. მათ ჰქონდათ მორიგება, სადაც მას უნდა ეჩუქებინა ნახევარი, ანუ მოწმის ბინა დაებრუნებინა მისთვის, რათა ბავშვთან ერთად ეცხოვრა მშვიდად. კ-------------------------ს სიტყვიერად მოურიგდა, რომ არ შეაწუხებდა მას და არ მივიდოდა მასთან საცხოვრებელ სახლში. მათი ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ ბავშვის სანახავად როდესაც მიდიოდა, რჩებოდა მათთან და აიძულებდა მოწმეს მასთან ერთად ყოფილიყო, ასევე სცემდა და ძალადობას ახორციელებდა მასზე. დედამისი სწორედ აღნიშნულის გამო ჩამოვიდა, რომ „სკაიპში“ საუბრისას მას აღენიშნებოდა დალურჯებები. ნ---------–------- მათ შორის პრობლემის მოსაგვარებლად ჩამოვიდა. დედამისი დღემდე საქართველოში იმყოფება კ------------- გ----------- მუქარისაგან გამომდინარე შიშის გამო. მოწმის განმარტებით, დედამისის თვალზე დალურჯება შენიშნა, როდესაც ველოსიპედის დარტყმას ცდილობდა კ-------------, ამავე დროს შეამჩნია კ-------------ს ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც იყო მისი ფრჩხილისგან გაკაწრული.
კონფლიქტის არსებობის ფაქტი დადასტურდა ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხვისას ქ-------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ არის კ------------- გ----------- და. შემთხვევის დღეს, 2016 წლის 25 იანვარს, გვიანი ღამე იყო, როდესაც დარეკა ხაზის ტელეფონმა, აღმოჩნდა, რომ რეკავდა მისი ყოფილი რძალი ნ-------–------- განწირული ხმით: „სად ხარ მოდი, უშველე შენ ძმას, შენი ძმა საცოდავ მდგომარეობაშია, მოდი და გადაარჩინეო“. მან ვერ გაიგო რა ხდებოდა, გადარეკა დასთან და ბიძაშვილთან, რათა წასულიყვნენ და გაერკვიათ ყველაფერი. ძმასთან მისვლისას უკვე ბევრი ხალხი დახვდათ. ერთი ქალბატონი დაინახა ვარდისფერი ხალათით, რომელსაც არ იცნობდა და შემდეგ გაარკვია, რომ მ----------–---–- ყოფილა. ასევე იყო საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი. იქ იყო მისთვის იმ დროისათვის უცნობი ნ-------–-------ს დედა ნ---------–-------. ამბობდნენ: „ეს რა მოხდა, ეს რატომ მოხდა დღეს, ეს არ უნდა მომხდარიყო ესეთი ფორმით, ეს უნდა მომხდარიყო სხვა დროს“. იყო მსგავსი საუბარი და ჩოჩქოლი, როდესაც ის შევიდა ძმის სანახავად. კ------------------------- ძალიან დათრგუნული და გაოცებული იყო. სახეზე, მარცხენა მხარეს სისხლი მოსდიოდა. გრძელი ჩამონაკაწრი ჰქონდა, აწითლებული. მან კ-------------------------ს ჰკითხა თუ რა მოხდა, ხოლო კ-------------მ განუმარტა, რომ ბავშვის ველოსიპედი რომ არ აეფარებინა, ნ---------–-------- ნასროლი დანით ახლა დასერილ-დაჭრილი იქნებოდა. როგორც მოწმემ გაიგონა, ნ---------–------- ჰყვებოდა თავის ამბავს, რომ დანები აიღო, ბალიშის ქვეშ ამოდო და როდესაც კ------------- მივიდა თავად ნ-----მ დანები მოუქნია და ვაზაც ესროლა. ის ვარაუდობს, რომ კამათისას დედასა და ყოფილ მეუღლეს სწორედ ნ-------–------- აზავებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქ-------------------, ი-------------, ასევე ბიძაშვილი ლ-–------–----–-–---–-. კ-------------------------- გადაწყვიტა ჩვენების ჩაწერა, მაგრამ ამის ნება არ დართეს. უთხრეს: ჩვენ ვიწერთ ყველაფერს აქ რაც ითქმება, შენ თავი დაანებეო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნ---------–-------- ეკითხებოდნენ განიცადა თუ არა მან ტკივილი. იგი პასუხობდა, რომ არაფერი ტკივილი არ განუცდია, მისთვის კ-------------ს რა უნდა დაეშავებინა. მოწმის განმარტებით, ნ---------–------- ამაყად ყვებოდა თუ როგორ გადადიოდა იერიშზე კ------------- გ----------- წინააღმდეგ. მ----------–---–- ყველანაირად ცდილობდა და არიგებდა ნ---ს, რათა ნ-----ს ეთქვა რომ ტკიოდა. ნ---ც უყვიროდა დედამისს - ხომ გეტკინაო. ქ------- გ----------- განმარტებით, ნ---------–-------- არანაირი ფიზიკური დაზიანება არ ჰქონია. საპატრულო პოლიციამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა დანებს, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად აღნიშნული მათი კომპეტენცია არ იყო და დაურეკეს პირველ განყოფილებას. მოვიდა ეკიპაჟი. განუცხადეს, რომ საჭირო იყო ყველას გადაყვანა განყოფილებაში, მათი ჩვენებების დაწერა, რათა ხვალ ჩვენებები არ შეცვლილიყო. განყოფილებაში გადაყვანამდე კ-------------------------- იკითხა თუ სად იყო ნივთმტკიცება - დანები, რაზეც პასუხად მიიღო, რომ დანები მიჰქონდათ. ასევე კ-------------------------- ითხოვა, რომ ერთი ადამიანი სახლში ბავშვთან დარჩენილიყო, რადგან ცოდვა იყო ბავშვი განყოფილებაში წასაყვანად, რაზეც უარი მიიღო. წავიდნენ განყოფილებაში, პოლიციამ წაიყვანა ნ-------–------- და დედამისი, ხოლო კ-------------ს დები ბიძაშვილის მანქანით წავიდნენ. მოწმის განმარტებით, კ-------------ს მისი იქ ყოფნის პერიოდში შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ხოლო თავად „ქალბატონი“ ცდილობდა გამოეწვია კ-------------ს დები, მაგრამ უშედეგოდ. განყოფილებაში მისვლის შემდეგ მეორე სართულზე აიყვანეს დასაკითხად კ-------------------------, შემდეგ ექსპერტიზის ჩასატარებლად. კ-------------ს დები გააჩერეს განყოფილებაში, მათგან მოშორებით ჰყავდათ ნ---------–-------, რათა ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონოდათ, მაგრამ ნ---------–-------- დაიწყო მათ მხარეს სიარული და მათ უთხრა: „მე ერთადერთი დედა ვყავარ ნ---ს. ნ---ს შეუძლია ორასი მეუღლე გამოიცვალოს, მაგრამ მე უნდა დავიწყო მასთან ერთად ახალი ცხოვრება კ-----ს გარეშე, მე მაგათ დავაცილებ“. ქ-------------------ს არაფერი უთქვამს, მაგრამ ნ---------–------- კვლავ, მსგავსი სიტყვებით, მათ გასაგონად დადიოდა წინ და უკან. კ------------------------- ითხოვდა შემაკავებელს „ამ ქალბატონის“ წინააღმდეგ, რეკავდა სადღაც, მისი ვარაუდით 112-ში. ქ------------------- დიდი ხნის მანძილზე ელოდა თუ როდის დაკითხავდნენ, მაგრამ არავინ არ დაუძახა. განყოფილებაში იმყოფებოდა ნ-------–-------ს ადვოკატი - მ----------–---–-, ასევე მისი მეუღლე, ორივენი ხშირად გადაადგილდებოდნენ შენობაში, არკვევდნენ ამბებს, არიგებდნენ „ამ ქალს“. ქ------------------- ავიდა განყოფილების მეორე სართულზე, გაღებული იყო ნ-------–-------ს დასაკითხი ოთახის კარი, საიდანაც გაიგონა, რომ მ----------–---–- ზეწოლას ახდენდა ნ-------–-------ზე: „შენ ესე უნდა თქვა, როგორც საჭიროა“. ნ--- ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ ტყუილს ვერ იტყოდა და ტყუილზე ხელს ვერ მოაწერდა. მოწმე განმარტავს, რომ იმ დღეს ისე გამოუშვეს, რომ არც თვითონ და არც ნ---------–------- არ დაუკითხავთ. რა მოხდა განყოფილებაში ან ამოღებული დანები სად წავიდა, მან არაფერი არ იცის. მოწმის განმარტებით, ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ ნ---------–------- მივიდა კ-----ს სახლში, ჩაწვა მის საწოლში და ბალიშის ქვეშ ამოდებული დანით მოემზადა მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ნ-----ს სურდა კ----- გაეშვა სახლიდან, რადგან ნ---------–------- თვლიდა, რომ ეს მისი სახლი იყო. მოწმე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, რათა შემდგომ კ-----ს სასჯელი დაკისრებოდა. მოწმის განმარტებით, მას ამ შემთხვევამდე კ-------------სა და ნ-------–-------ს შორის არსებულ რაიმე სერიოზულ კონფლიქტზე არ სმენია.
მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–------–----–-–---–-- სასამართლოს უჩვენა, რომ კ------------------------- არის მისი მამიდაშვილი. 2016 წლის 24 ან 25 იანვარს, ზუსტად არ ახსოვს, ღამის პირველი საათი იქნებოდა, ეძინა, როდესაც მას დაურეკა მამიდაშვილმა ქ--------------------, რომელმაც უთხრა, რომ კ-------------------------სთან იყო მისული პატრული და თუ შეეძლო სიტუაციის გასარკვევად გასვლა. ლ-–------–----–-–---–- წავიდა ქ-------ის თხოვნის შესაბამისად. სახლთან დახვდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. შევიდა სახლში, სადაც შემოხვდა ნ---------–-------. მას ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ ეტყობოდა, ლ-–------–----–-–---–- შევიდა პირდაპირ ზალაში, სადაც დახვდა კ------------- ჩვეულებრივ მდგომარეობაში, კ-------------ს დები - ქეთინო და ი-------------ები, იყო ასევე პატრულის ერთი თანამშრომელი. კიდევ ერთი თანამშრომელი იყო „ლოჯში“ და იწყებდნენ ნ---------–-------- დაკითხვას. ნ---------–-------- დაკითხვისას ლ-–------–----–-–---–-- გაიგონა, რომ ნ----- ყვებოდა თუ როგორ დაიწყო შელაპარაკება, კ------------- ეუბნებოდა, რომ დაეტოვებინა სახლი, რაზეც ნ-----მ აიღო ვაზა და უნდოდა სროლა კ-------------სათვის, მაგრამ შუაში ჩაუდგა შვილი ნ-------–------- და ვაზა ძირს დაგდებით გატეხა. მას შემდეგ კი, როცა დაწვა ნ---------–-------, კ------------- ცდილობდა მის გარეთ გაყვანას, ნ---------–-------- აიღო დანა ხელში და ემუქრებოდა დანით კ-------------ს, ისევ ნ--- ჩაუდგა შუაში და შემდეგ უკვე გამოიძახეს პატრული, ნ---------–------- საუბრობდა ასევე კ------------- გ----------- მიერ ხელის აქნევის ფაქტზე, რომელიც არც მოხვედრია მას. როგორც მოწმეს ახსოვს, ასევე საუბარი იყო სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. მოწმეს არ დაუნახავს დაკითხვის რეჟიმი, მხოლოდ ესმოდა. ლ-–------–----–-–---–-ს მისვლისას სახლში ასევე იყო ნ-------–------- და მისი ადვოკატი, ქმართან ერთად. ნ-------–-------ს რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მოწმის სახით დაკითხვისას ი-------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ არის ბრალდებულის და. საქმესთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს გვიან ღამით პირველად მას დაურეკა ყოფილმა რძალმა ნ-------–-------მ, რომელმაც უთხრა, რომ „თუ შენი ძმა გეცოდება მოდი, თორემ აქ უბედურება დატრიალდებაო“. რადგანაც ი------------- მის ძმასთან კ-------------------------სთან ახლოს ცხოვრობს, ფანჯრიდან დაინახა როგორ შევიდა კ-------------ს ეზოში პატრული. მაშინვე წავიდა ი------------- მის ძმასთან, პარალელურად დარეკა დასთან. კ-------------სთან ი-------------მ მიასწრო მის დას. იქ მისულს დახვდა პოლიციის მანქანა. სახლში ასვლისას ი-------------ს წინ მიუძღვებოდა, როგორც შემდეგ შეიტყო, ნ-------–-------ს ადვოკატი მ----------–---–- და მისი მეუღლე. მოწმეს გაუკვირდა, როგორ მიასწრეს მისვლა ადვოკატმა და მისმა მეუღლემ, როცა ასე ახლოს ცხოვრობს ძმის სახლთან. სახლში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ერთმანეთში დაობდნენ. სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ გამოკითხვა უნდა მომხდარიყო ცალ-ცალკე. შესაბამისად დაკითხვისას ნ---------–-------- საუბარი ძალიან კარგად ესმოდა ი-------------ს, ვიზუალურად ვერ ხედავდა რა ფორმით მიმდინარეობდა გამოკითხვა. გაგონილის საფუძველზე ი------------- განმარტავს, რომ როდესაც კ------------------------- სახლში დაბრუნდა, იმ დღით ჩამოსული სიდედრი დახვდა სახლში, რომელსაც არ ელოდა. რადგანაც არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება, სთხოვა დაეტოვებინა მისი სახლი. ნ---------–-------- გაუწია წინააღმდეგობა, რომ სახლს არ დატოვებდა. გარკვეული დროის შემდეგ ნ---------–------- წავიდა დასაძინებლად და თან წაიღო დანები, კ------------- მივიდა და უთხრა, რომ ეს მისი საწოლი იყო და ამდგარიყო, ნ---------–------- კი დანით გაიწია კ-------------საკენ. კ-------------ს გადმოცემით იქვე ველოსიპედი იყო და აიფარა სახეზე, რათა დანა არ მოხვედროდა. შეკამათების დროს მათთან იმყოფებოდა ნ-------–-------. ნ---------–------- ასევე აღნიშნავდა, რომ ტკივილით მას არაფერი ტკიოდა და არაფერი არ აჩნდა, არც მოწმეს შეუნიშნავს მისთვის რაიმე დაზიანება. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა როდესაც მოისმინა ყოველივე, თქვა, რომ სახეზე იყო სერიოზული საქმე და საჭირო იყო პირების განყოფილებაში გადაყვანა და დაკითხვა. ნ---------–-------- გამოკითხვისას მიუთითა, რომ თავად ესროლა კ-------------ს ვაზა, რომელიც გატყდა, ასევე სურდა მისი მოკვლა, „ჩაი მედგა და შესხმა მინდოდაო“. კ-------------------------- ითხოვა ერთი ადამიანი სახლში ბავშვთან დარჩენილიყო, რაზეც უარი მიიღო. ასევე იკითხა მიჰქონდათ თუ არა დანები, პოლიციამ უთხრა: კი, მოგვაქვსო. სახლში კ------------- გ----------- გამოკითხვა არ მომხდარა. პოლიციის თანამშრომლებს კ------------- გ----------- დებისა და ბიძაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ისინიც უნდა დაკითხულიყვნენ. განყოფილებაში მისვლის შემდეგ მეორე სართულზე აიყვანეს კ------------------------- და ნ-------–-------. შენობაში იყვნენ ასევე მისი და ქ------------------- და ბიძაშვილი ლ-–------–----–-–---–-. მოშორებით იყვნენ ასევე ნ-------–-------ს დედა და მ----------–---–-ს მეუღლე, რომელიც ნ---------–-------- არ შორდებოდა. საუბრობდნენ, იცინოდნენ. შემდეგ მას კ-------------------------- დაუძახა და უთხრა, ვერ ვხედავ და წამიკითხეო. რაზეც ის ავიდა ზემოთ, რაღაცები წაუკითხა და ჩამოსვლის შემდეგ ნ---------–------- იძახდა „აი აქ რაღაცები მაჩნიაო“. ია გ----------- განმარტებით, ნ---------–-------- არ სურდა ნ---სა და კ-------------ს ერთად ყოფნა და შვილის ოჯახის დასანგრევად იყო ჩამოსული, სწორედ ეს მიაჩნია ი-------------ს ოჯახური დავის მიზეზად.
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა კ--------------------------, საქმის სასამართლო განხილვის დროს, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ კონფლიქტი ამ კონკრეტულ შემთხვევამდეც არსებობდა მასსა და ყოფილ სიდედრ ნ---------–-------- შორის. მისი მეუღლე იმყოფებოდა საბერძნეთში, ხოლო კ------------------------- მის შვილს 5 თვის ასაკიდან 2 წელი დამოუკიდებლად ზრდიდა. ამის შემდეგ ჩამოვიდა მეუღლე, მაგრამ პერიოდულად თურქეთში დადიოდა და ბავშვი ისევ მასთან იყო. მანამდეც, როცა დედას სკაიპში ელაპარაკებოდა მისი მეუღლე, ნ---------–------- ეკითხებოდა: ,,რა ქენი ჩვენი მოლაპარაკებისო“. მაგრამ მოწმე ხშირად ვერ ესწრებოდა დედა-შვილის საუბარს, რადგან ნ-------–------- ხან რას იმიზეზებდა ხან რას, რომ ცალკე ესაუბრა დედამისთან. ეუბნებოდა, თქვენ ჩხუბი მოგივათ და ჯობია მარტომ ვესაუბროო. ერთ მშვენიერ დღეს მეუღლემ განუცხადა, რომ მასთან ცხოვრება აღარ სურდა და უქმნიდა პირობებს ისე, რომ მის კუთვნილ ბინაში ვეღარ გაჩერებულიყო, სარჩელიც შეიტანა და ითხოვდა ბინის წართმევას. განქორწინების შესახებაც შეიტანა სარჩელი ნ-------–-------მ. ბავშვს რომ მათი გამუდმებული კონფლიქტისთვის არ ეყურებინა, კ------------------------- გადავიდა მშობლების სახლში საცხოვრებლად, ამის შემდეგ მეუღლემ დისშვილი და ბიძაშვილი მიიყვანა და ჩაასახლა მის კუთვნილ სახლში. ერთ დღეს მეუღლემ უთხრა, რომ დედამისი მოდიოდა საბერძნეთიდან, მან ჰკითხა თუ სად უნდა ეცხოვრა დედამისს. ნ-------–-------მ უპასუხა, რომ მის სახლში, რაზეც მოწმემ უკმაყოფილება გამოხატა და მეუღლეს უთხრა, სადაც უნდა იქ ეცხოვრა დედამისს ოღონდ მის სახლში ვერ მოვიდოდა. შემთხვევის დღეს ბრალდებულმა დაურეკა შვილს და ჰკითხა მოვიდეო? შვილმა უთხრა: იჩხუბებთ აქ და ნუ მოხვალო. კონფლიქტის ყურება არ უნდოდა ბავშვს, მაგრამ იმ დღეს მაინც წავიდა ბავშვის სანახავად. როცა მივიდა ნახა, რომ სიდედრი ნ---------–------- ჩამოსული იყო. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით მეუღლეს უთხრა დედამისი წასულიყო იქედან. მან უპასუხა, რომ იმდენ ხანს დარჩებოდა დედამისი იქ რამდენ ხანსაც მოესურვებოდა. შემდეგ უშუალოდ ნ---------–-------- მიმართა დაეტოვებინა სახლი, თუმცა მან სიცილი დაუწყო და უთხრა, რომ სახლი მისი ფულით ნაყიდი იყო და თუ ვინმე უნდა წასულიყო მხოლოდ ის. მოწმის განმარტებით, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რადგან მისი სიტყვა არაფრად ჩააგდეს. პოლიციის გამოძახება ეუხერხულა, რადგან 50 წლის კაცია და მოერიდა, რომ ეთქვა სიდედრი მავიწროვებსო და ამ მიზნით გამოეძახებინა პატრული. კ------------------------- ითხოვდა, რომ ნ---------–------- სასწრაფოდ წასულიყო სახლიდან, ნ---------–-------- კი აიღო დანა და წამოვიდა მისკენ მოსაკლავად. რეალურად დაარტყამდა, ნ-------–------- რომ არ ჩამდგარიყო შუაში. კ-------------------------- განმარტა, რომ მისი აზრით ყველაფერი ეს ხდებოდა მათი გეგმის მიხედვით, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. შემდეგ ვაზა მოისროლა ნ---------–-------- და გატყდა. ამის შემდეგ ნამგზავრი, წვირიანი ტანსაცმელებით ნ---------–------- გაეშურა მისი საწოლისკენ და დაწვა ჩექმებიანად. მან სთხოვა ამდგარიყო, მაგრამ ადგომის მაგივრად, საბანი როცა გადახადა, ნ---------–------- წამოხტა და დანა მოუქნია. მან თავდაცვის მიზნით ბავშვის ველოსიპედი აიფარა. ამ დროს ნ-------–------- მივარდა დედამისს და გამოართვა ეს დანა. როცა ვაზის ჩარტყმით ემუქრებოდა მაშინ ხელიც გაკრა, რა დროსაც მან სახეზე მიიღო დაზიანება. საწოლში როცა იყო ნ---------–-------, იქედან იძახდა პოლიციას უნდა გამოვუძახოო. კ-------------------------- უთხრა: კი ბატონო, გამოუძახეო და ნომერი პირადად მისცა. ხოლო ნ-------–-------მ დაურეკა ადვოკატ მ----------–---–- და კ------------- გ----------- დას. ბრალდებულის განმარტებით, ის დღემდე თვლის, რომ მსხვერპლი იყო იმ სიტუაციაში, მაგრამ დამნაშავედ გამოიყვანეს. მას ეგონა პატრულის მოსვლის შემდეგ შემაკავებელს ნ---------–-------- გამოუწერდნენ. როდესაც ყველანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შენობის ფანჯრიდან მან დაინახა ნ---------–------- და ადვოკატ მ----------–---–-ს მეუღლე ბესო შემოდიოდნენ გარედან და ამ დროს ნ---------–------- იკიდებდა ხელს სახეზე, სიწითლე აღენიშნებოდა და ამბობდა სიცილით, როგორ მტკივაო. მხოლოდ მაშინ შეამჩნია ეს კ-------------მ და გარეთ რა მოხდა არ იცის. ნ---------–--------გან მას იგივე დაზიანება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ის დღემდე დაუსჯელი რჩება.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წარმოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსა და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მათ შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N000430416 დასკვნით დადგენილია, რომ ნ---------–------- შემოწმებული იქნა 2016 წლის 26 იანვარს, 06:05-06:15 სთ-ზე და ჩატარებული პირადი შემოწმებისას, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სს საქმე, ს.ფ. 28-29.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N000431316 დასკვნით დადგენილია, რომ კ-------------------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, - განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სს საქმე, ს.ფ. 31-32.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N000430216 დასკვნით დადგენილია, რომ ნ-------–-------ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სს საქმე, ს.ფ. 25-26.
აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–--.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
დაზარალებულმა ნ---------–--------, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, 2015 წლის 25 იანვარს, ბრალდებულ კ------------- გ----------- მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედების ფაქტს. კერძოდ, კ-------------------------- აიღო მის მიერ ჩამოტანილი სათამაშო თვითმფრინავი და ესროლა მას გულმკერდის არეში. ნ---------–------- აღნიშნულზე წამოხტა, რის შემდეგაც კ------------- მას ყელში სწვდა და სახეში გაარტყა ერთი ხელი ერთი მხრიდან და მეორე ხელი მეორე მხრიდან მწარედ, რის შედეგადაც მოწმეს სიმწარისგან თავბრუ დაეხვა. შვილმა ნ-------–-------მ გაიყვანა კ------------------------- გვერდით ოთახში, საიდანაც ის განაგრძობდა ჩხუბს, ისროდა სკამს, მაგიდას. შემდგომ ვაზა აიღო და სროლას აპირებდა, როცა ის მივარდა და ჭიდილში აღნიშნული ვაზა დაიმსხვრა. კ------------- ითხოვდა მის წასვლას სახლიდან, თუმცა ნ---------–-------- განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლი სადაც იმყოფებოდნენ, შეძენილი იყო მისი კუთვნილი თანხით. აღნიშნულის შემდეგ ნ---------–------- შევიდა საძინებელ ოთახში დასაძინებლად, სადაც მალევე შევიდა კ-------------------------, ფეხში მოჰკიდა ხელი, გადმოაგდო საწოლიდან და დაუწყო ცემა ფეხისა და თეძოს არეში, რითაც მიათრევდა. იქვე მივარდა მისი შვილი და ეღობებოდა, როდესაც კ------------------------- ბავშვის ველოსიპედის დარტყმას ცდილობდა ნ---------–--------თვის. ამ დროს ნ---------–------- ყვიროდა. ხოლო როდესაც შენიშნა, რომ კ------------------------- კართან იცდიდა, რომ განთავისუფლებულიყო ნ-------–-------საგან და გაეგრძელებინა მისი ქმედება, ნ---------–-------- დარეკა საპატრულო პოლიციაში.
დაზარალებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები და კონფლიქტის შედეგად მიღებული მის სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობის ფაქტი, მთლიანად დადასტურებულია მოწმე ნ-------–-------ს ჩვენებით, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ჩატარებული პირადი შემოწმებისას, ნ---------–-------- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენლ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების ქ------- გ-----------, ია გ----------- და ლ-–------–----–-–---–-ს ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ ისინი არ არიან თვითმხილვევლი მოწმეები. ისინი კონფლიქტის ადგილზე მივიდნენ კონფლიქტის დასრულების შემდეგ და მათი ჩვენებები მთლიანად აგებულია მოსმენილ ამბებზე. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი ამავე დროს საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეები არიან, რომელთაც სურთ პასუხისმგებლობა აარიდონ კ-------------------------ს. ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ვიდეო მასალით შეუძლებელია უტყუარად დადასტურდეს, რომ ნ---------–-------- და ნ-------–-------მ სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები. პირიქით, ეს ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტს ადგილი ნ---------–--------ა და კ-------------------------ს შორის. ნ---------–-------- სხეულზე დარჩენილი კვალი - დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ადასტურებს, რომ კ-------------------------- ნამდვილად დაარტყა ნ---------–--------, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თვით ნ---------–--------. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კ-------------------------საც აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ მიუყენებია დაზიანება ნ---------–--------ათვის. ხოლო იმის გარკვევა, თუ ვინ მიაყენა კ-------------------------ს დაზიანებები, სცილდება მოცემული სისხლის სამართლის განხილვის ფარგლებს.
სასამართლო არ იზიარებს ასევე ბრალდებულ კ------------- გ----------- ჩვენებას იმ ნაწილში, თითქოს ის თავს იცავდა ნ---------–-------- თავდასხმისაგან, რომ ნ---------–------- მას დანით ემუქრებოდა მოკვლით და ა.შ. რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით. პირიქით, მისი ჩვენებით უტყუარად დადასტურდა, რომ მას და მის მეუღლეს ჰქონდათ ოჯახში კონფლიქტი, რაც გამოწვეული იყო ქონებრივი დავით. ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად საბერძნეთიდან ჩამოვიდა ნ---------–-------. ალექსანდრე გუმბერიძემ გაიგო რა ეს ფაქტი, მივიდა ნ-------–------------, რომ ნ---------–------- გამოეგდო სახლიდან ნებისმიერი გზით. ის არ მოერიდა იმასაც, რომ სახლში იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც შეშინებულები იმალებოდნენ.
საქმის მასალების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ------------- გ----------- მიერ მითითებული ქმედებები არ იყო განხორციელებული კანფლიქტის მოგვარებისა და თავდაცვის მიზნით, არამედ ნ---------–-------- სახლიდან გაგდების მიზნით, მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი მოქმედებებით, რაც ნ---------–-------- ცემაში გამოიხატა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძვ.რედ.) დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან, სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ კ------------- გ----------- მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. იგი გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იგი გულისხმობს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, რა დროსაც, აუცილებელია დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურდეს ან შეგნებულად უშვებდეს ფიზიკური ტკივილის მიყენებას სხვა პირის მიმართ.
ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე, კერძოდ, დაბეჟილობის, დალილავების ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს (რასაც არ მოჰყოლია შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, ასევე ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა), რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მთლიანად შეიცავს დანაშაულის ამ შემადგენლობისათვის საჭირო ყველა ნიშანს, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რადგანაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება ამ გარემოების დასადასტურებლად, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბრალდებულ კ------------- გ----------- მიერ, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული, მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რის გამოც, ბრალდებულ კ-------------------------ს მსჯავრი უნდა დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ რედაქციით).
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მრავალი საერთაშორისო აქტით, მათ შორის საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9, მე-14 მუხლებით) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5, მე-6) ევროპული კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის (47-ე მუხლით) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლიანი სასჯელი განსაზღვრა და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება კანონიერების პრინციპს და რომლის თანახმადაც, ყოველი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს და ყოველი სასჯელი, ან ზემოქმედების სხვა სახე, რომელსაც სასამართლო გამოიყენებს, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ჩადენის დროს, რაც, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი გამოყენებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი კანონი.
ბრალდებულ კ-------------------------ს იმ დროისათვის, როდესაც, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით) ამოღებული იქნა სსკ-ის 125-ე მუხლი, ამ უკანასკნელს უკვე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება და მის მიმართ, მიმდინარეობდა საქმის სასამართლო განხილვა. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილის ახალმა რედაქციამ, მთლიანად მოიცვა სსკ-ის 125-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა, მათ შორის ბრალდებულის მიმართ წარდგენილი 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გაამკაცრა ამ შემადგენლობისათვის გათვალისწინებული სანქციის ზომა და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოების ნაცვლად სასჯელი სახედ და ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო ამ მუხლის სხვა ალტერნატიული სასჯელები დარჩა უცვლელად, აღნიშნულის გათვალისწინებით არ მომხდარა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ქმედების დეკრიმინალიზაცია, არამედ, დამძიმდა ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა და იგი მოიცვა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილმა.
სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც წინათ მოქმედი კანონთან შედარებით ამკაცრებს სასჯელის ზომას, აგრეთვე არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა, რადგანაც, ამავე მუხლის თანახმად, უკუძალა გააჩნია მხოლოდ სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ-------------------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და არა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგანაც, ეს კანონი ამკაცრებს ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულ სასჯელი ზომას და აუარესებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ კ------------- გ----------- ქმედება შეფასებული უნდა იქნეს ცემად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მისი ქმედება სრულად მოიცავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამორკვეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რითაც, ბრალდებულმა კ-------------------------- ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------------- გ----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედ.) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ კ-------------------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.
ჯარიმის ოდენობას, სასამართლო განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაული სიმძიმისა და ბრალდებულების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბრალდებულ კ------------- გ----------- მიმართ გამოყენებული ჯარიმა უნდა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სრულად შეესაბამება, ბრალდებულის მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმეს და ამ უკანასკნელის მატერიალურ შესაძლებლობებს, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში კ------------- გ----------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-21 მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
კ------------- გ----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კ------------- გ----------- მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი - დათვალიერებისას წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში, როგორს მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე