გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
251210117002183909
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 251210117002183909

საქმე № 2/228-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2018 წელი ქ. ახმეტა

 

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - მიხეილ მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,-------- ბანკი"

წარმომადგენელი - ქეთევან იაშვილი

მოპასუხე - ლ--------–-----ი; თ--------–---–---–ი;

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ--------–-----სა და თ--------–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 1614.03 (ათასექვსასთოთხმეტი ლარი და სამი თეთრი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1025.66 ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი223.94 ლარს, დაზღვევა 43.14 ლარს, ჯარიმა 310.86 ლარს, საკომისიო 10.43 ლარს

1.2. ლევან კაიშურს და თ--------–---–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50.0 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის განსაზღვრული ბაჟი 50 ლარი. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯი 22 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავ ქონებაზე შეზღუდის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 42 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

1.3. 2016 წლის 18 მაისს სს ,,-------- ბანკსა" და ლ--------–-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1500.00 ლარი 18 თვის ვადით, 2.02% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თნხის 5%, ანუ თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო შენატანი. მსესხებელი იხდის მომსახურების საკომისიოს 10.3 მუხლის შესაბამისად. მსესხებელს ყავს ერთი თავდები, კერძოდ 2016 წლის 18 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხე თ--------–---–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. მსესხებელს და თავდებს 2016 წლის 18 მაისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2017 წლის 20 იანვრიდან დღემდე არ გადაუხდიათ. შესაბამისად, მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, ისე სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316,317 361, 400, 627, 895, 896 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდებიარაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი, არც მიუღიათ რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად. შპს ,,მ--------------" 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,----------------", ხოლო უკვე 2017 წლის მარტის თვეში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,-------- ბანკი". სარჩელზე წარმოდგენილი დოკუმენტები გაფორმებულია ცვლილებებამდე, რის გამოც ხელშეკრულებებში მხარედ მოხსენიებულია შპს ,,მისო კრედო". 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს ლ--------–-----სა და თ--------–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 1614.03 (ათასექვსას თოთხმეტი ლარი და სამი თეთრი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1025.66 ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 223.94 ლარს, დაზღვევა 43.14 ლარს, ჯარიმა 310.86 ლარს, საკომისიო 10.43 ლარს

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე ლ--------–-----ი ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება პროცენტს და ჯარიმას, მიაჩნია, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.შპს ,,მ--------------" 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,----------------", ხოლო უკვე 2017 წლის მარტის თვეში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,-------- ბანკი".

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან(ს.ფ.56)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 18 მაისს სს ,,-------- ბანკსა" და ლ--------–-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1500.00 ლარი 18 თვის ვადით, 2.02% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თნხის 5%, ანუ თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო შენატანი. მსესხებელი იხდის მომსახურების საკომისიოს 10.3 მუხლის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 18 მაისის სესხის ხელშეკრულება გადახდის გრაფიკთან ერთად (ს.ფ. 18-20);

 

3.2.2. მსესხებელს ყავს ერთი თავდები, 2016 წლის 18 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე თ--------–---–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 18 მაისის გაფორმებული თავდების ხელშეკრულება და განცხადება (ს.ფ. 21-22);

 

3.2.3. მსესხებელს და თავდებს 2016 წლის 18 მაისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2017 წლის 20 იანვრიდან დღემდე არ გადაუხდიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდების ისტორია(ს.ფ. 42);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 43);

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 25.41);

 

3.2.4. 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს ლ--------–-----სა და თ--------–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 1614.03 (ათას ექვსას თპთხმეტი და სამი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1025.66 ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 223.94 ლარს, დაზღვევა 43.14 ლარს, ჯარიმა 310.86 ლარს, საკომისიო 10.43 ლარს

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდების ისტორია(ს.ფ. 42);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 43);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,-------- ბანკის" სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,-------- ბანკსა“ და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხეებმა მოსარჩელე მხარისაგან სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად მიიღეს სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მათ არაჯეროვნად შეასრულეს ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვათ დავალიანება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,-------- ბანკი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,-------- ბანკი’'უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 1025,66 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 223,94 ლარს.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - - 31ლარის გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნისნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს სს ,,-------- ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 5.04 ლარის გადახდა მოსაჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.მოპასუხეებს სს ,,-------- ბანკის"სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ 50 ლარი სარჩელის უზრუნვეყოფისათვის გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად, ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 64 ლარის გადახდა.

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30.7 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს,ხოლო დანარჩენი ჩაითვალოს გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,-------- ბანკის" სარჩელი მოპასუხეების ლ--------–-----ის და თ--------–---–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1 მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N20160518LKAIS თანახმად შსს ,,-------- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხა-1025,66 ლარი, პროცენტი- 223.94 ლარი, პირგასამტეხლო 31 ლარი,დაზღვევა-43.14 ლარი,საკომისიო-10,43 ლარი, სულ - 1334.17 ლარი.

2. მოპასუხეებს სს ,,-------- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს 5.04 ლარის გადახდა მოსაჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

3.მოპასუხეებს სს ,,-------- ბანკის"სასარგებლოდ დაეკისროს -50 ლარის სარჩელის უზრუნვეყოფისათვის გადახდილი ბაჟის ასანაზრაურებლად, ასევე მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 64 ლარის გადახდა

4.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30.7 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს,ხოლო დანარჩენი ჩაითვალოს გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7.სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე