გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010224017002171950
#2/4382-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.02.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე
განმცხადებელი - ი---თ ა-------–--ე
მხარდაჭერის მიმღები პირი - მ----–ე ა-------–--ე
მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - მ------------ე
მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - ლ-–--------–--ე
მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა, მხარდამჭერად დანიშვნა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული, მხარდაჭერის მიმღები პირის - მ----–ე ა-------–--ის მხარდაჭერის ფარგლების გაფართოება.
1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებთან ერთად, მ----–ე ა-------–--ის მხარდამჭერი პირისათვის - ი---თ ა-------–--ისათვის, დამატებითი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, შემდეგი მოცულობით:
ა) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სანოტარო ბიუროებში მხარდაჭერის მიმღები პირის სასარგებლოდ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიზნით (მათ შორის უფლებით - მიმართოს ნოტარიუსს განცხადებით მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ სამკივდროს მიღების თაობაზე, წარმოადგინოს და მოიპოვოს ნებისმიერი პერსონალური დოკუმენტი ნებისმიერი უწყებიდან, აიღოს სამკვიდრო მოწმობა).
ბ) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესების წარმოდგენის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.
გ) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესები წარმოადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქონების ექსპლოატაციაში შესვლასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში.
დ) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების მართვის უფლებით, მათ შორის უფლებით - წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი მისი კუთვნილი უძრავი ქონების კომუნალური მომსახურებების უზრუნველსაყოფად, ამ მიზნით აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები.
ე) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესების დასაცავად, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. მათ შორის მიენიჭოს უფლება მხარდაჭერის მიმღები პირის სახელით წარადგინოს სასამართლოში სარჩელი/განცხადება/ შუამდგომლობა/შესაგებელი, სააპელაციო/საკასაციო საჩივარი.
2. მხარდაჭერის მიმღები პირის, მისი ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
მხარდაჭერის მიმღებმა პირმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო კომუნიკაციის დამყარება, ხოლო მისმა ადვოკატმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი სრული მოცულობით დაკმაყოფილება.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი იმ მოცულობით, რაც განცხადებაშია მითითებული.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები პროცესის მონაწილეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ----–ე ა-------–--ე არის ი---თ ა-------–--ის და. მ----–ე ა-------–--ეს დადგენილი აქვს დიაგნოზი - ჭკუასუსტობა, გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა. მისი დაავადების მიმდინარეობა არის ქრონიკული, ამიტომ ესაჭიროება უწყვეტი მედიკამენტოზური მკურნალობა და მუდმივი მეთვალყურეობა. მ----–ე ა-------–--ეს მზრუნველობას უწევს ძმა ი---თ ა-------–--ე.
3.2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ი---თ ა-------–--ის განცხადება, მ----–ე ა-------–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარებისა და მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილდა. მ----–ე ა-------–--ე (პ/ნ 6---------------------------- წ.) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადება, შრომითი საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობა, სოციალური პაკეტით (პენსია, დახმარება და სხვა) სარგებლობა, წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელება საპენსიო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, უძრავი ქონების მართვა და განკარგვა (გარდა იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისებისა).
3.2.3. მ----–ე ა-------–--ეს (პ/ნ 6---------------------------- წ.) მხარდამჭერად დაენიშნა ძმა ი---თ ა-------–--ე (პ/ნ 6----------). ი---თ ა-------–--ეს მ----–ე ა-------–--ის მხარდაჭერისათვის განესაზღვრა უფლება-მოვალეობათა ფარგლები, შემდეგი მოცულობით:
ა) მიენიჭა მხარდაჭერის მიმღები პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობაში;
ბ) მიენიჭა მხარდაჭერის მიმღები პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სს ,,ლიბერთი ბანკში” და ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებაში, მხარდაჭერის მიმღები პირისაგან დამოუკიდებლად განახორციელოს ნებისმიერი საჭირო მოქმედება მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან სხვა სოციალური დახმარება) დანიშვნა-ცვლილება/მიღებასთან დაკავშირებით;
გ) მიეცა უფლება მხარდაჭერის მიმღები პირის სახელით მიმართოს ადმინისტრაციულ დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პირის პერსონალური მონაცემები);
დ) მიეცა უფლება მხარდაჭერის მიმღებ პირს გაუხსნას ანგარიში ბანკში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს მისი კუთვნილი პენსია, დახმარება ან/და სხვა ფულადი თანხები; განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე.
ე) წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი საქართველოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოში პირადი დოკუმენტების (პირადობის მოწმობის, პასპორტის) მისაღებად.
3.2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით და ი---თ ა-------–--ის, როგორც მხარდამჭერის უფლებამოსილების გადასინჯვის პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 08 მაისი.
3.2.5. 2017 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა მ----–ე ა-------–--ის დედა ხ------ე ა-------–--ე. ხ------ე ა-------–--ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მის კუთვნილ სამკვიდრო მასაზე, მათ შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. ბათუმი, ტ--------------- (სხვენი) ფართით - 99.40 კვმ. საკადასტრო კოდით - 0------------------.
3.2.6. ხ------ე ა-------–--ის სამკიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონება (ს/კ - 0------------------) წარმოადგენს მშენებარე ობიექტს და მშენებლობის დასრულების შემდეგ საჭირო გახდება მ----–ე ა-------–--ის, როგორც ხ------ე ა-------–--ის მემკვიდრის კანონიერი ინტერესების წარმოდგენა ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოში ქონების ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე ამ ქონებით სარგებლობისათვის შესაბამისი კომუნალური მომსახურების მიღების მიზნით გარიგებების დადება.
3.2.5. სასამართლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.02.2017 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №000945317 დასკვნის თანახმად, მ----–ე ა-------–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული, მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მ----–ე ა-------–--ეს ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. დღეის მდგომარეობით, მ----–ე ა-------–--ის ჯანმრთლეობის მდგომარეობა უცვლელია, მას უდავოდ ესაჭიროება მხარდაჭერა მემკიდრეობასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაციის მიზნით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----–ე ა-------–--ე საჭიროებს ამ სფეეროში მხარდაჭერას. მ----–ე ა-------–--ის ძმა ი---თ ა-------–--ე თანახმაა იყოს მისი მხარდამჭერი. მას გააჩნია ყველა ის ნიშან-თვისება, რაც აუცილებელია ჰქონდეს მხარდამჭერს და არ არსებობს მხარდამჭერად მისი დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება;
- ადვოკატის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- მ----–ე და ი---თ ა-------–--ეების დაბადების მოწმობები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება;
- ექსპერტიზის დასკვნა;
- ხ------ე ა-------–--ს გარდაცვალების მოწმობა;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ექსპერტთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოუსმინა განმცხადებელს, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დამცველ ადვოკატს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, მიიჩნევს, რომ განცხადება მ----–ე ა-------–--ის მხარდაჭერის ფარგლების გაფართოების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1280-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მ----–ე ა-------–--ე საჭიროებს მხარდაჭერას და მას მხარდამჭერად დანიშნული ყავს ოჯახის წევრი, ძმა ი---თ ა-------–--ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.
განსახილველ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები პირის, მ----–ე ა-------–--ის მხარდამჭერად დანიშნულია მისი ოჯახის წევრი, განმცხადებელი ი---თ ა-------–--ე, რომელიც თანახმაა იყოს დის მხარდამჭერი და იკისროს უფლება-მოვალეობები იმ ფარგლებში, რაც მოთხოვნილია განცხადებით და რაც აუცილებელია მხარდაჭერის მიმღები პირის მ----–ე ა-------–--ის, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრის უფლებების რეალიზების თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306.1-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
საქართველოს სკ-ის 1319-ე მუხლის მიხედვით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარებული მ----–ე ა-------–--ის დედის ხ------ე ა-------–--ის გარდაცვალებით 26.04.2017 წელს გაიხსნა მემკიდრეობა.
საქართველოს სამოქალაქო სპაროცესო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ------ე ა-------–--ე გარდაცვალებამდე საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში ტ----------------ში მდებარე უძრავ ქონებას.
საქართველოს სკ-ის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით კი, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღები პირი - მ----–ე ა-------–--ე არის აწ გარდაცვლილი ხ------ე ა-------–--ის შვილი. შესაბამისად, ის უფლებამოსილია ისარგებლოს ყველა იმ უფლებით რაც დადგენილია პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრისათვის. ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ მ----–ე ა-------–--ეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად არ შეუძლია განახორციელოს უფლება - მოვალეობები, უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და ინტერესების დაცვა/რეალიზაცია. შესაბამისდ, ამ სფეროში აუცილებელია მისთვის მხარდაჭერის დაწესება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ განცხადება მ----–ე ა-------–--ის მხარდამჭერის მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარების შესახებ აღძრულია მისი ოჯახის წევრის - ძმის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა, რაც დაცულია განმცხადებლის მიერ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.
განსახილველ საქმეზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.02.2017 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნით მ----–ე ა-------–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია, მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული, მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია. დასკვნის თანახმად მას ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. მხარდამჭერის გადასინჯვის ვადა კი რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნა მხარდაჭერის მიმღები პირის უშუალო მონაწილეობა სასამართლო პროცესში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლით, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
მითითებული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღები პირი საქმის განხილვისას უზრუნველყოფილი იყო ადვოკატით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.05.2017 წლის გადაწყვეტილებით მ----–ე ა-------–--ე ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად და განისაზღვრა მისი მხარდაჭერის ფარგლები. იმავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხარდამჭერი პირის ი---თ ა-------–--ის უფლება-მოვალეობების ფარგლები. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც უდავოდ მიუთითებენ მხარდამჭერი პირის უფლებების გაფართოების აუცილებლობაზე, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის მიზნით. შესაბამისად, სახეზეა მხარდაჭერის ფარგლების გაფართოების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე 257-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----–ე ა-------–--ის მხარდამჭერი პირის ი---თ ა-------–--ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე #010224016001565074; #3302-2016) განსაზღვრული მხარდაჭერის ფარგლები გაიზარდოს და მხარდაჭერის მიმღები პირის - მ----–ე ა-------–--ის (პ/ნ 6---------------------------- წ.) მხარდაჭერისათვის მხარდამჭერ პირს - ი---თ ა-------–--ეს (პ/ნ 6----------) დამატებით განესაზღვროს უფლება-მოვალეობები, შემდეგი მოცულობით:
ა) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სანოტარო ბიუროებში, მხარდაჭერის მიმღები პირის სასარგებლოდ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიზნით (მათ შორის უფლებით - მიმართოს ნოტარიუსს განცხადებით მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ სამკივდროს მიღების თაობაზე, წარმოადგინოს და მოიპოვოს ნებისმიერი პერსონალური დოკუმენტი ნებისმიერი უწყებიდან, აიღოს სამკვიდრო მოწმობა).
ბ) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესების წარმოდგენის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.
გ) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესები წარმოადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში.
დ) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების მართვის უფლებით, მათ შორის უფლებით - წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი მისი კუთვნილი უძრავი ქონების კომუნალური მომსახურებების უზრუნველსაყოფად, ამ მიზნით აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები.
ე) ი---თ ა-------–--ეს მიენიჭოს მ----–ე ა-------–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესების დასაცავად ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. მათ შორის მიენიჭოს უფლება, მხარდაჭერის მიმღები პირის სახელით წარადგინოს სარჩელი/განცხადება/შუამდგომლობა/შესაგებელი, სააპელაციო/საკასაციო საჩივარი.
3. მხარდამჭერ პირს განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
ა) მხარდამჭერი ვალდებულია სრულყოფილად იზრუნოს მხარდამჭერის მიმღებ პირზე, დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები, იყოს მზრუნველი და გაუწიოს ყველა აუცილებელი დახმარება, კეთილსინდისიერად გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება კანონიერი ინტერსების დაცვის მიზნებისათვის.
ბ) მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
გ) მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
დ) მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
4. მხარდაჭერის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით და ი---თ ა-------–--ის, როგორც მხარდამჭერის უფლებამოსილება გადაისინჯოს 2022 წლის 8 მაისამდე.
5. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
11. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
12. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).
14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი