განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2018
საქმის ნომერი
140100118002399761
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002399761

N1/459-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

18.04.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი

სხდომის სახე დახურული სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ო----- ხორგუაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ხვიჩა ქოთოლაშვილი

 

ბრალდებული - ვ--–---- ბ------–ის ძე კ----------ი, დაბადებული 1--- წლის 1 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დაოჯახებული, ტექნიკური განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–-------------ი.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ--–---- კ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-----------------------–------------–ი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვ--–---- კ----------მა, არასრულწლოვანი შვილიშვილების - ე-–--ა კ----------ისა და მ----- კ----------ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ----- ა----------ს ხელი და ფეხი რამდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ----- ა----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ--–---- კ----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება ვ--–---- კ----------ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ ვ--–---- კ----------მა ოჯახში ძალადობა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილების - ე-–--ა და მ----- კ----------ების თანდასწრებით ჩაიდინა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა ვ--–---- კ----------მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, მიუთითა, რომ მართალია, 2017 წლის 28 სექტემბერს, მან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, კ-----------------------–------------–ი, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, განახორციელა ძალადობა მეუღლის - მ----- ა----------ს მიმართ, თუმცა, აღნიშნულ ქმედებას მისი არასრულწლოვანი შვილიშვილები - ე-–--ა და მ----- კ----------ები არ შესწრებიან.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა ბრალდების შესახებ დადგენილების და ბრალდებულ ვ--–---- კ----------ის დაკითხვის ოქმებისა (ჩვენებისა), სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–---- კ----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც, კერძოდ, მოწმეების - დ------–--- კ----------ის, ო----- მ-----–-–---–ის, რ----–------------ას, რ------ ბ------– კ-----, გ----ა ა-–------- კ-----, ს----ა გ--------ის და ზ------ კ--–-------–---–ის, არასრულწლოვან ე-–--ა კ----------ის, დაზარალებულ მ----- ა----------ს დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ვ--–---- კ----------ის ჩვენებით, მ----- ა----------ს და ვ--–---- კ----------ის კუთვნილი ტანსაცმლის ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-----------------------–------------–ი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვ--–---- კ----------მა მეუღლეს - მ----- ა----------ს ხელი და ფეხი რამდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ----- ა----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება, რომ ვ--–---- კ----------მა აღნიშნული დანაშაული არასრულწლოვანი შვილიშვილების - ე-–--ა კ----------ისა და მ----- კ----------ის თანდასწრებით ჩაიდინა.

 

დაზარალებულ მ----- ა----------ს დაკითხვის ოქმში, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ერთი მხრივ, მითითებულია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს, კ-----------------------–------------–ი, ვ--–---- კ----------ის მიერ მისი ცემის დროს, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები - მ----- და ე-–--ა კ----------ები არ ყოფილან, მეორე მხრივ, კი აღნიშნულია, რომ ხმაურზე სახლიდან გამოვიდნენ მათი რძალი - ს----- გ--------ი და მისი არასრულწლოვანი შვილიშვილები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ სცემდა მას ბრალდებული ვ--–---- კ----------ი.

 

დაზარალებულის ჩვენებას ეწინააღმდეგება არასრულწლოვან ე-–--ა კ----------ის, მისი დედის - ს----- გ--------ის და მისი მამიდის - რ------ ბ------– კ----- მიერ დაკითხვისას აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც ბრალდებული ვ--–---- კ----------ი თბილისიდან სახლში, კ-----------------------–------------–ი დაბრუნდა, რ------ ბ------– კიზიმ ს----- გ--------ი და მისი არასრულწლოვანი შვილები - ე----, მ----- და ე-–--ა კ----------ები ეზოდან სახლში, მათ ოთახში შეიყვანა, შესაბამისად, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს. არასრულწლოვანმა - ე-–--ა კ----------მა დაკითხვისას განმარტა, რომ ოთახში შესვლისას მას ეზოდან ესმოდა ბებიის - დაზარალებულ მ----- ა----------ს და პაპის - ბრალდებულ ვ--–---- კ----------ის ყვირილის ხმა, თუმცა, ვერ გაარკვია ისინი რას იძახდნენ ან რაზე ჩხუბობდნენ. რამდენიმე წუთში ეს ხმა გაჩერდა და ისინი ეზოში გამოვიდნენ, თუმცა, მ----- ა---------- იქ აღარ დახვდათ, ვ--–---- კ----------ი კი შესული იყო თავის ოთახში და ტელევიზორს უყურებდა. არასრულწლოვან მ----- კ----------ის განმარტებით, იგი არ შესწრებია და შესაბამისად, არ იცის მიაყენა თუ არა ვ--–---- კ----------მა დაზარალებულს ფიზიკური ან სიტყვიერი შერურაცხყოფა, რადგან ამ დროს იგი და-ძმასთან, დედასთან და მამიდასთან ერთად, სახლში, ოთახში იმყოფებოდა.

 

რაც შეეხება სხვა არასრულწლოვნებს, საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ზ------ ა--–------ის მიერ 2017 წლის 29 სექტემბერს შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ სოციალური მუშაკის - ნ---- ჩ---------ის, ფსიქოლოგის - ა----–--–---–---–-- და თარჯიმნის - ამხალ ჯაფაროვის მონაწილეობით არასრუწლოვნების - ე---- და მ----- კ----------ების დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან ისინი დასმულ კითხვებზე პასუხს ვერ სცემდნენ, ვერ საუბრობდნენ და ვერ გადმოსცემდნენ შემთხვევის დეტალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება, რადგან მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებსაც მხარეები წარმოადგენენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ვ--–---- კ----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ მ----- ა----------ს დაკითხვის ოქმის სახით. თუმცა, დაზარალებულის ზემოთ მიმოხილული ორაზროვანი ჩვენება სასამართლომ რომც გაიზიაროს, აღნიშნული არ არის გამყარებული სხვა ურთიერთთავსებადი, თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულებით. სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმე არ მიუთითებს იმის შესახებ, რომ ვ--–---- კ----------მა ბრალად შერაცხული დანაშაული არასრულწლოვანი შვილიშვილების - ე-–--ა კ----------ისა და მ----- კ----------ის თანდასწრებით ჩაიდინა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სახეზეა დაზარალებულ მ----- ა----------ს არათანმიმდევრული, ორაზროვანი ჩვენება, ხოლო მეორე მხრივ, შემთხვევის ადგილზე მყოფი არც ერთი მოწმე არ ადასტურებს ვ--–---- კ----------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია მხოლოდ ის, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-----------------------–------------–ი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვ--–---- კ----------მა მეუღლეს - მ----- ა----------ს ხელი და ფეხი რამდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ----- ა----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ზემოთ მიმოხილული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა არასრულწლოვნების თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ჩადენაში ვ--–---- კ----------ის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება, რამდენადაც დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა ურთიერთთავსებადი, თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულებით (მტკიცებულებებით). მხოლოდ დაზარალებულის თუნდაც თანმიმდევრული, დამაჯერებელი ჩვენება, ვ--–---- კ----------ის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები კი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, ვერ აკმაყოფილებს გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონით დადგენილ, უალტერნატივო, კონსტიტუციურ სტანდარტს.

 

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განმარტებით №510აპ-14 საქმეზე, რომლის თანახმადაც, „12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება მოწმე ზ. ს-ს ჩვენების სახით. მხოლოდ ამ მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ. მ-მ მისთვის უცნობ მოქალაქეს ჯიბიდან ფარულად ამოაცალა საფულე და გადასცა გ. ძ-ს; 18. თავად გ. მ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი არ შეიცავს ისეთი ხასიათის ინფორმაციას, რაც შეიძლება გ. მ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტის დადგენის საშუალება იყოს. პირადი ჩხრეკის დროს მისგან არ ამოღებულა არანაირი სახის საეჭვო ნივთმტკიცება ქურდობაში მისი ბრალეულობის დასადასტურებლად; 21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ს დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ--–---- კ----------ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. შესაბამისად, ვ--–---- კ----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ვ--–---- კ----------ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სწორედ მ----- ა----------ს მიმართ ძალადობის ჩადენა და ამ გზით მისი დამორჩილება წარმოადგენდა, რაც მან, ძალადობრივი ქმედებებით, სისრულეში მოიყვანა.

 

მოწმეთა უდავო ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ ვ--–---- კ----------ის ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (მ----- ა----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამასთან, მან მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ--–---- კ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის ნაწილობრივი აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.

 

სასამართლო ვ--–---- კ----------ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებად მიიჩნევს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მის ნასამართლობას, ასევე, სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის ჩადენას მეუღლის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის მიზანშეწონილია ვ--–---- კ----------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:

 

გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.

 

2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, -

 

საქმეში ბეგანოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Beganovic v. Croatia, No. 46456/06, 25.6.09) სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც კერძო პირების მიერ მიყენებული ძალადობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს მე-3 მუხლი, ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მოქმედების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არ იქნა შესრულებული განმცხადებელზე სერიოზული თავდასხმის პასუხად გატარებული ღონისძიებებით, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოწვეული გაჭიანურების გამო, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.

 

საქმეში A.T. v. Hungary (2005 წლის 26 იანვრის განჩინება), სადაც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე (ჩვეულებითი სამართლის მიხედვით) და მისი ორი შვილის მამა მას ფიზიკურაც უსწორდებოდა და ემუქრებოდა 1998 წლიდან მოყოლებული, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა მიმართა უნგრეთს "უზრუნველეყო მომჩივანისა და მისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი შეუვალობა" ისევე როგორც მიეცა მისთვის ბავშვებთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებელი და ბავშვის დახმარება, იურიდიული დახმარება და გაეცა კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევის პროპორციულად. კომიტეტმა ასევე წარუდგინა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნგრეთს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ქალთა დაცვის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეფექტიანი გამოძიების, სამართლებრივი და მართლმსაჯულების პროცესების დადგენისა და მკურნალობისა და დახმარების რესურსების გაზრდის გზით.

 

საქმეში კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia, No. 7510/04, 31.5.07) პოლიციამ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ საჩივრებსა და სატელეფონო ზარებზე გადაუდებელი დახმარების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო მისი ქმრის მიერ ფიზიკური ხელყოფით; მათ არ დაარეგისტრირეს საჩივარი, არ ჩაიწერეს ზარები, არ დაიწყეს გამოძიება და არ აღძრეს სისხლისსამართლებრივი წარმოება. სასამართლომ შესაბამისად დაადგინდა, რომ დაირღვა მე-2 მუხლი, მას შემდეგ რაც ქმარმა სროლის შედეგად მოკლა მათი ორი შვილი.

 

კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე საქმეში ბრანკო ტომაშიცი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Branko Tomazic and others v. Croatia, No. 46598/06, 15.1.09), სადაც მამაკაცმა შეასრულა თავისი მუქარა და მოკლა თავისი პარტნიორი და თავიანთი ახალშობილი ქალიშვილი. ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ საფრთხის სერიოზულობის შესახებ, მაგრამ ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური მოვალეობები...არავითარი რისკების შეფასება არ მომხდარა უშუალოდ მისი (მამაკაცის) გათავისუფლების წინ.

 

საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. განმცხახდებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება იქამდე დაწყებული იქნა განმცხადებლის ქმრის მიმართ, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. ისევე როგორც ამ სიტუაციაში, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს კანონი არ აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინა სისხლის სამართალწარმოება, რადგან სადაო ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობას ან შრომმისუნარიანობის დაკარგვას 10 დღით ან მეტი ვადით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სქესზე დაფუძნებული ძალადობა. აღნიშნულ საქმეზე კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, როგორც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.

 

სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დაზარალებული, რომელიც დაოჯახების დღიდან იყო დიასახლისი, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ღალატის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვ--–---- კ----------ის მიმართ გამოხატავდა სამართლიან უკმაყოფილებას, საპასუხოდ კი იღებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და განიცდიდა მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ყურადსაღებია, რომ ვ--–---- კ----------ის ძალადობრივი ქმედების შემდეგ მ----- ა----------მ მინის ნატეხით ხელის არეში მიიყენა თვითდაზიანებები, რის გამოც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს შსს კასპის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით ვ--–---- კ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენი ვ--–---- კ----------ის მიმართ დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ--–---- კ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის განკარგულებით, შეწყალების საფუძველზე, ვ--–---- კ----------ს მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა და იგი 2011 წლის 27 ივნისს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან კალენდარულად საპატიმრო სასჯელის მოხდის გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვ--–---- კ----------მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ჩაიდინა 2017 წლის 28 სექტემბერს, მაშინ, როდესაც იგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით თანახმად, ჯერ კიდევ ითვლებოდა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ვ--–---- კ----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით ვ--–---- კ----------ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ვ--–---- კ----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–---- კ----------ის მიმართ შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის 2017 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით მოცემული სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მ----- ა----------ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე, რომელზეც ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან მ----- ა----------ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციონაწილი

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 50-ე, 53-ე, 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ--–---- კ----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. ვ--–---- კ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. განაჩენის გამოცხადებისთანავე, გორის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის მანდატურთა მიერ მსჯავრდებული ვ--–---- კ----------ი დაპატიმრებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის მიზნით უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესახლება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

4. მსჯავრდებულ ვ--–---- კ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 18 აპრილის 17:35 საათიდან.

 

5. მსჯავრდებულ ვ--–---- კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს - დ------–--- კ----------ს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან მ----- ა----------ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე