განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002395297
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/165-1 25 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ილია ტორუა
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ნიკა ვაგნერის ძე დარასელია, დაბადებული 1994 წლის 10 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №19001106916, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა N77, ბინა N32
2.1.1 კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატიური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი
2.2 ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2015 წლის 8 სექტემბრიდან ნიკა დარასელია და ქეთევან მითაგვარია იმყოფებიან ქორწინებაში. დაქორწინების დღიდან 2018 წლის 11 მარტამდე ნიკა დარასელია, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა მეუღლე ქეთევან მითაგვარიას, რამაც გამოიწვია ქეთევან მითაგვარიას ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ქეთევან მითაგვარიას, ბრალდებულ ნიკა დარასელიას, მოწმეების: თამარ ჭანტურიას და ვაგნერ დარსანიას ჩვენებებით, ქორწინების აქტის ჩანაწერით ირკვევა, რომ დაზარალებული ქეთევან მითაგვარია არის ბრალდებულ ნიკა დარასელიას მეუღლე.
უნდა აღინიშნოს, რომ შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება უნდა ხასიათდებოდეს სისტემატურობით.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ის, რომ ბრალდებულმა ნიკა დარასელია მეუღლის ქეთევან მითაგვარიას კონსტიტუციური უფლება - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება დაარღვია სისტემატიური შეურაცხყოფით, შანტაჟით და დამცირებით, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების: ნინო სამელიას, თამარ ჭანტურიას, ვაგნერ დარასელიას, ეკატერინე არაბიძის ჩვენებებით, ქორწინების აქტის ჩანაწერით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნიკა დარასელიამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება.
2.2. რამაც გამოიწვია ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ბრალდებულის მიერ სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების შედეგად დაზარალებულის ტანჯვა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის, დაზარალებულის, ნინო სამელიას, თამარ ჭანტურიას, ვაგნერ დარასელიას, ეკატერინე არაბიძის ჩვენებებით, ამბულატორიულ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ძალადობის შედეგად დაზარალებულმა ტანჯვა განიცადა.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებებში, არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვაზე, მის ხარისხზე ან ხანგრძლივობაზე, რა დროსაც მოქმედებს ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი ისევე, როგორც საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების დადასტურების თაობაზე პროკურორის მოვალეობის არსებობის პრინციპი. ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებულის ქმედებებს დაზარალებულის საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა მოჰყვა, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ნიკა დარასელიამ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ნიკა დარასელიას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ნიკა დარასელია ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნიკა დარასელიას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, დაზარალებულთან შერიგება, მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა.
ნიკა დარასელიას პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენსერთდროულად რამდენიმე ქმედების: შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის სისტემატურად განხორციელება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (მის მიერ დადგენილი წესებით მეუღლის მოქმედების გამოწვევა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტანჯვის გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ზომის სასჯელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
II. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2018 წლის 11 მარტს, დაახლოებთ 01 საათზე ქ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N77-ში მდებარე ბინა N32-ში საძინებელ ოთახში ნიკა დარასელიამ ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავისა და ტანის არეში მეუღლე ქეთევან მითაგვარიას, რის შედეგადაც ქეთევან მითაგვარიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ ნიკა დარასელია გავიდა აივანზე, საიდანაც დაბრუნდა დაახლოებით 20 წუთში და კვლავ განაგრძო ქეთევან მითაგვარიას ცემა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი თავისა და ტანის არეში, რის შემდეგაც, ნიკა დარასელია პერიოდულად, დროგამოშვებით გადიოდა აივანზე და დაბრუნების შემდეგ, იმ მიზნით, რომ ეღიარებინა ღალატი, განაგრძობდა მეუღლის ცემას, ურტყამდა მას ხელს თავისა და ტანის არეში, რაც გაგრძელდა დილამდე. ნიკა დარასელიას მიერ სისტემატური ცემის შედეგად ქეთევან მითაგვარიამ განიცადა ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
ბრალდებულისა და დაზარალებულების ოჯახის წევრობაზე უკვე გაკეთდა დასკვნა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე ბრალდებულის მიერ იმავე დაზარალებულებისადმი მიმართულ განსახილველ ქმედებაზეც.
2.2. სისტემატური ცემა
უნდა აღინიშნოს, რომ ცემა გულისხმობს სხვა პირის მიმართ იმგვარ ძალადობას, როცა სხეულზე არაერთჯერადი დარტყმა ხორციელდება.
სასამართლო განმარტავს, რომ 126-ე მუხლის 12 ნაწილის არსებობისათვის აუცილებელია ცემა იყოს სისტემატური. აქვე უნდა განიმარტოს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით.
ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ სისტემატური ცემა მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების: ნინო სამელიას, თამარ ჭანტურიას, ვაგნერ დარასელიას, ეკატერინე არაბიძის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნიკა დარასელია სისტემატიურად ცემდა დაზარალებულ ქეთევან მითაგვარიას.
2.2. რამაც გამოიწვია ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს სისტემატიურ ცემას, დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა სისტემატური ცემისგან განიცადა თუ არა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა.
ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის სისტემატური ცემის შედეგად დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულ ნიკა გვალიას ჩვენებით, ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების: ნინო სამელიას, თამარ ჭანტურიას, ვაგნერ დარასელიას, ეკატერინე არაბიძის ჩვენებებით, ამბულატროიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის სისტემატურმა ცემამ გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სისტემატური ცემის დროს ბრალდებული აცნობიერებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ - მართლსაწინააღმდეგო - ქმედებას და იმავდროულად ითვალისწინებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაზარალებულის ტანჯვის შეგრძნება და არაფერი უღონია ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, რაც მიუთითებს ტანჯვის განზრახ მიყენებაზე.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნიკა დარასელიას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ნიკა დარასელია ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნიკა დარასელიას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, დაზარალებულთან შერიგება, მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, ნიკა დარასელიას პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (მის მიერ დადგენილი წესებით მეუღლის მოქმედების გამოწვევა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სისტემატიური ცემა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტანჯვის გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის, ოჯახის წევრის მიმართ ქმედების ჩადენის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს დანიშნულ სასჯელზე მეტი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ვინაიდან არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული 2018 წლის 11 მარტიდან 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა დაკავებაში, რის გამოც ეს პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნიკა დარასელია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;
საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით - 1 წლით და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნიკა დარასელიას განესაზღვროს 1 წლის და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ნიკა დარასელიას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებულად ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 მარტიდან 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნიკა დარასელიას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნიკა დარასელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის №020734318002385611 (12/374-18) განჩინებით 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ უძრავი ქონებას (საკადასტრო კოდი 43.14.42.103) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია