განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 280100118002387400(1/19-2018)
განაჩენი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
სტაჟიორ-პროკურორ-გ----------------ას
ადვოკატ-რ------------------ს
ბრალდებულ ბ-------------------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გ---------------–---–თან შეთანხმებით ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--ს თანხმობით შემოსული ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ----------------ას შუამდგომ-ლობა
1.ბრალდებული:ბ-------------------ს მიმართ
მამის სახელი: ბ-------
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
საქართველოს მოქალაქე
სშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ქ-----ჩ-------–---
რეგისტრირებული: გ----------------------------------------------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართვე- ლოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ბ-------------------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 მარტის განაჩენით ,,ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის და მეტამფეტანის უკანონო მოხმარებისთვის ბ-------------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ“ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სხვა უფლებებთან ერთად, მიუხედავად აკრძალვისა, 2018 წლის 03 აპრილს, ბ------------------- ჩ-------–---ს რაიონის სოფელ ქ-----ჩ------–-----–-- მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ არსებული „ოპელ კორსას“ მარკის სახელმწიფო ნომრით G---------ვტომანქანით, რა დროსაც შეაჩერეს ჩ-------–---ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
2018 წლის 04 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ----------------ას ბრალდებულ ბ-------------------ს და ადვოკატ რ------------------ს შორის.
პროკურორი გ----------------ა შუამდგომლობს ბ-------------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული ბ------------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ბ-------------------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის გამოსაცდელი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ავტომობილი „ოპელ კორსა“ სახელმწიფო ნომრით G------- რომელიც ინახება შპს „სპეც-ავტოსადგომზე“, დაუბრუნდეს ბ-------------------ს ოჯახს.
ბ------------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ------------------ ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდებულ ბ-------------------ს წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ბ------------------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებული ბ------------------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულს განემარტა,რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბ-------------------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:
ბრალდებულ ბ-------------------ს აღიარებით.
2018 წლის 03 აპრილის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ (ს.ფ 15-23)
2018 წლის 03 აპრილის დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით (ს.ფ. 27).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 08 მარტის განაჩენით (ს.ფ.77-81).
მოწმეების ნ----------–----ს, რ---–-------–----------ს, გი------------–--ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ ბ-------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია ბ-------------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ბ-------------------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედვე- ლობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ბ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა თუ ბრალდებული მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმების დადების გარდა თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ბ------------------- საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, მასვე საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 საათის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 230 საათის ოდენობით;
სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 230 საათის ოდენობით.
ბ-------------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი 2018 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის „ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ავტომობილი „ოპელ კორსა“ სახელმწიფო ნომრით G------- რომელიც ინახება შპს „სპეც-ავტოსადგომზე“, დაუბრუნდეს ბ-------------------ს ოჯახს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გ---------------–---–თან შეთანხმებით ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--ს თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ----------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ----------------ას, ბრალდებულ ბ--------------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რ------------------ს შორის.
3.ცნობილი იქნას დამნაშავედ ბ------------------- (პირადი ნომერი 6----------) საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
4.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ბ-------------------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-
სუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის გამოსაცდელი ვადით.
5. ბ-------------------ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 03 აპრილის 20:25 საათიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად ბ-------------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ქ-----ჩ-------–---)
7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად ბ-------------------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
8. ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ავტომობილი „ოპელ კორსა“ სახელმწიფო ნომრით G------- რომელიც ინახება შპს „სპეც-ავტოსადგომზე“, დაუბრუნდეს ბ-------------------ს ოჯახს.
9. ბ-------------------ს განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
12.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ნატრული აკობია