გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210016001277174
№ 2/410-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს ”პ------------- ბა---”;
წარმომადგენელი - ლე--- გ--------ე;
მოპასუხეები - ჯ---–ი ჯა---–--ე, თე----- ჯა---–--ე და გი------ ჯა---–--ე;
კანონიერი წარმომადგენელი - ნ--ა თა---ე;
მოპასუხე - ნ--ა თა---ე;
წარმომადგენელი - ი--- გი-------ე;
მოპასუხე - თ-----ი ჯა---–--ე;
წარმომადგენელი - ნ---- შა-----–--ე;
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, დავალიანების დაკისრება,იპოთეკის საგნის რეალიზაცია;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს სს „პ------------- ბანკსა“ და კ---- ჯა---–--ეს შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული №1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;
1.2. შეწყდეს სს „პ------------- ბანკსა“ და კ---- ჯა---–--ეს შორის 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული №1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;
1.3. მოპასუხეებს ჯ---–ი ჯა---–--ეს, თე----- ჯა---–--ეს, გი------ ჯა---–--ეს და თ----- ჯა---–--ეს სს „პ------------- ბა---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 75 503.1 აშშ დოლარის გადახდა.
1.4. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ნ--ა თა---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ჭ---------ს ქუჩა №8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------ გი------ ჯა---–--ის, თე----- ჯა---–--ის და ჯ---–ი ჯა---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელი ტ------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 29----------- ნ--ა თა---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი დ. ა----–----ლის გამზირი №81/32, ქ. ქუთაისი გ. ბ--–------–ეს ქ. №2/32, ნაკვეთი №1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------ რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.5. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს მსესხებლისა და სოლიდარული მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბა---ს მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2011 წლის 31 აგვისტოს სს „პ------------- ბანკს“ და კ---- ჯა---–--ეს შორის დაიდო №1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა №1.4384 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მოპასუხე კ---- ჯა---–--ემ სესხის სახით მიიღო კრედიტი 18000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით, 97 თვის ვადით, ასევე №78.9 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, 22248 აშშ დოლარზე, წლიური 14% დარიცხვის პირობით, 41 თვის ვადით. მხარეებს შორის 10.10.2012 წელს ასევე გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კ---- ჯა---–--ემ სესხის სახით მიიღო კრედიტი 23000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 13% სარგებლის დარიცხვის პირობით, 97 თვის ვადით.
№1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია №120030769-0222; №400039251-021; №120030769-021 იპოთეკის ხელშეკრულებებით და 500112177-041 ხელშეკრულებით სოლიდარული ვალდებულების შესახებ, ასევე №1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია №120034192-021 იპოთეკის ხელშეკრულებით და №500112177-0442 ხელშეკრულებით სოლიდარული ვალდებულების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და მათი დავალიანება სს „პ------------- ბა---ს“ წინაშე შეადგენს 75505.1 აშშ დოლარს, საიდანაც 54642.95 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 18611.65 აშშ დოლარი სარგებელი, 2248.5 აშშ დოლარი ჯარიმა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ--ა თა---ემ, რომელიც ასევე არის არასრულწლოვანი შვილების ჯ---–ი, თე----- და გი------ ჯა---–--ეების კანონიერი წარმომადგენელი - დედა, შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით ვალის დაფარვას ვერ შეძლებენ უსახსრობის გამო, ხოლო უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში დარჩებიან თავშესაფარის გარეშე.
2.2. მოპასუხე თ----- ჯა---–--ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით მართალია ხელი მოაწერა თავდებობის ხელშეკრულებას, მაგრამ შვილის გარდაცვალების გამო იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში და არ შეუძლია ვალის გადახდაზე საუბარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 31 აგვისტოს სს ”პ------------- ბანკს” და ი.მ. კ---- ჯა---–--ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება FW1.189, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 50 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 36%.
3.1.2. 2012 წლის 10 ოქტომბერს, FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.4384, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 18 000 აშშ დოლარის ოდენობით, 97 თვის ვადით, წლიური 14.1% სარგებლის დარიცხით;
3.1.3. 2014 წლის 25 ნოემბერს FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №78.9, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 22248 აშშ დოლარის ოდენობით, 41 თვის ვადით, წლიური 14.7% სარგებლის დარიცხვით;
3.1.4. FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 31 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა ნ--ა თა---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი დ. ა----–----ლის გამზირი №81/32, ქ. ქუთაისი გ. ბ--–------–ეს ქ. №2/32, ნაკვეთი №1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------;
3.1.5. FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 27 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა კ---- ჯა---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელი ტ------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 29-----------
3.1.6. FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 25 ნოემბერს იპოთეკით დაიტვირთა ნ--ა თა---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ჭ---------ს ქუჩა №8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------
3.1.7. FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მოპასუხე თ-----ი ჯა---–--ესთან (პირადი №5----------).
3.1.8. 2012 წლის 10 ოქტომბერს სს ”პ------------- ბანკს” და ი.მ.კ---- ჯა---–--ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება FW1.558, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 150 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 36%.
3.1.9. 2012 წლის 10 ოქტომბერს FW1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.4359, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 23000 აშშ დოლარის ოდენობით, 97 თვის ვადით, წლიური 14.3% სარგებლის დარიცხვით;
3.1.10. FW1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 10 ოქტომბერს იპოთეკით დაიტვირთა მურმან თირქიას სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ჭ---------ს ქუჩა №8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------
3.1.11. FW1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მოპასუხე თ-----ი ჯა---–--ესთან (პირადი №5----------).
მტკიცებულებები:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება FW1.189 (ს.ფ 12-21);
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.4384 (ს.ფ 22-29);
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №78.9 (ს.ფ 30-34);
- 2011 წლის 31 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 52-60);
- 2012 წლის 27 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 43-49);
- 2014 წლის 25 ნოემბერის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 35-41);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 61-64);
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება FW1.558 (ს.ფ 65-71);
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.4359 (ს.ფ 73-79);
- 2012 წლის 10 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება(ს.ფ 80-85);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 86-88);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ კ---- ჯა---–--ის დავალიანება შეადგენს 75503.10 აშშ დოლარს, საიდანაც 54642.95 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 18611.65 აშშ დოლარი არის პროცენტი, 2248 აშშ დოლარი ჯარიმა. №1.4384 სესხი ვადაგადაცილებაშია 2015 წლის 11 მაისიდან, №1.4359 სესხი - 2015 წლის 11 მაისიდან, ხოლო №78.9 სესხი - 2015 წლის 24 მარტიდან.
მტკიცებულებები:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ.94-95);
3.2.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მარტს გარდაიცვალა კ---- ჯა---–--ე, 2016 წლის 31 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, მისი არასრულწლოვანი შვილების ჯ---–ი ჯა---–--ის, თე----- ჯა---–--ის და გი------ ჯა---–--ის სახელზე.
მტკიცებულებები:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.89-93);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 301-ე, 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 455-ე, 463-465-ე, 867-868-ე, 873-ე,895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
უდავოა, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს სს ”პ------------- ბანკს” და ი.მ.კ---- ჯა---–--ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება FW1.189, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 50 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 36%. 2012 წლის 10 ოქტომბერს, FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.4384, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 18 000 აშშ დოლარის ოდენობით, 97 თვის ვადით, წლიური 14.1% სარგებლის დარიცხით, ასევე 2014 წლის 25 ნოემბერს იანვარის FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №78.9, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 22248 აშშ დოლარის ოდენობით, 41 თვის ვადით, წლიური 14.7% სარგებლის დარიცხვით.
2012 წლის 10 ოქტომბერს იგივე მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება FW1.558, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 150 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 36%, 2012 წლის 10 ოქტომბერს FW1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1.4359, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 23000 აშშ დოლარის ოდენობით, 97 თვის ვადით, წლიური 14.3% სარგებლის დარიცხვით.
დადგენილია, რომ კ---- ჯა---–--ის დავალიანება შეადგენს 75503.10 აშშ დოლარს, საიდანაც 54642.95 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 18611.65 აშშ დოლარი - პროცენტი, 2248 აშშ დოლარი - ჯარიმა. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მარტს კ---- ჯა---–--ე გარდაიცვალა, 2016 წლის 31 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, მისი არასრულწლოვანი შვილების ჯ---–ი ჯა---–--ის, თე----- ჯა---–--ის და გი------ ჯა---–--ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 31 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, კ---- ჯა---–--ის არასრულწლოვანი შვილების ჯ---–ი ჯა---–--ის, თე----- ჯა---–--ის და გი------ ჯა---–--ის სახელზე, შესაბამისად, მათ წარმოეშვათ კ---- ჯა---–--ის ვალის დაფარვის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, მიღებული აქტივების ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. მოპასუხეთა წარმომადგენლის ი--- გი-------ის განმარტებით, სასამართლო ვერ იმსჯელებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან უცნობია რამდენია მემკვიდრეობით მიღებული აქტივების ღირებულება, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1485-ე მუხლით, მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ. ამდენად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მემკვიდრეებს, რაც მათ არც განმარტებით და არც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით არ განუხორციელებიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით, 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელემ გაუშვა მითითებული მუხლით გათვალისწინებული ვადა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან არაა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სს „პ------------- ბა---სათვის“ ცნობილი იყო კ---- ჯა---–--ის გარდაცვალების შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ხომ არ ყოფილა გაშვებული ერთწლიანი ვადა მოთხოვნის ვადის დადგომიდან. საქმეში არსებული დავალიანების ცნობის მიხედვით, №1.4384 სესხი ვადაგადაცილებაშია 2015 წლის 11 მაისიდან, №1.4359 სესხი - 2015 წლის 11 მაისიდან, ხოლო №78.9 სესხი - 2015 წლის 24 მარტიდან, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 11 მარტს, ამდენად, დაცულია მოთხოვნის წარდგენის ერთწლიანი ვადა. ყოველივე აღნიშნულიდან მოსარჩელის მოთხოვნა კ---- ჯა---–--ის მემკვიდრეების მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით.
უდავოა, რომ FW1.558 და FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მოპასუხე თ----- ჯა---–--ესთან (პირადი №5----------), ვინაიდან მსესხებელმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა თავდები პირის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი, ამდენად, მოთხოვნა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, FW1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 31 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა ნ--ა თა---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი დ. ა----–----ლის გამზირი №81/32, ქ. ქუთაისი გ. ბ--–------–ეს ქ. №2/32, ნაკვეთი №1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------, ასევე 2012 წლის 27 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა კ---- ჯა---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელი ტ------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 29.17.38.012, ასევე 2014 წლის 25 ნოემბერს იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ჭ---------ს ქუჩა №8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 03.04.25.030, ნ--ა თა---ის წილი. FW1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 10 ოქტომბერს იპოთეკით დაიტვირთა მურმან თირქიას სახელზე რიცხული უძრავი ქონების წილი, მდებარე ქ. ქუთაისი ჭ---------ს ქუჩა №8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 03.04.25.030.
ვინაიდან მსესხებელმა ვერ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის და ამ გზით დავალიანების დაფარვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. აღსრულების წესის განსაზღვრა - მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.4 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკმა შესაძლებელია იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის კუთვნილ ნებისმიერ (მათ შორის არაუზრუნველყოფილ) ქონებაზე, ბა---ს გადაწყვეტილებით შესაძლებელია იძულებითი აღსრულება თავდაპირველად დაიწყოს მსესხებლის კუთვნილ სხვა ქონებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც, განსახილველ შემთხვევაში სს „პ------------- ბანკსა“ და კ----ს ჯა---–--ეს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულებების 13.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან მოსარჩელემ სახელწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 5000 ლარი და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს ჯ---–ი ჯა---–--ეს, თე----- ჯა---–--ეს, გი------ ჯა---–--ეს და თ----- ჯა---–--ეს სს „პ------------- ბა---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ”პ------------- ბა---ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. შეწყდეს სს „პ------------- ბანკსა“ და კ---- ჯა---–--ეს შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული №1.189 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;
1.2. შეწყდეს სს „პ------------- ბანკსა“ და კ---- ჯა---–--ეს შორის 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული №1.558 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;
1.3. მოპასუხეებს ჯ---–ი ჯა---–--ეს, თე----- ჯა---–--ეს, გი------ ჯა---–--ეს და თ----- ჯა---–--ეს სს „პ------------- ბა---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 75 503.1 აშშ დოლარის გადახდა.
1.4. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ჭ---------ს ქუჩა №8, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------ უძრავი ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელი ტ------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 29----------- უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი დ. ა----–----ლის გამზირი №81/32, ქ. ქუთაისი გ. ბ--–------–ეს ქ. №2/32, ნაკვეთი №1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0------------------; რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.5. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს მსესხებლისა და სოლიდარული მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბა---ს მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;
2. მოპასუხეებს ჯ---–ი ჯა---–--ეს, თე----- ჯა---–--ეს, გი------ ჯა---–--ეს და თ----- ჯა---–--ეს სს „პ------------- ბა---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
3. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე