გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/643-17
№200210017002073125
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - მ------ ქ----–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----–ა ხ------ე
მოპასუხე - ჟ--–---ა დ---------–---–ი
წარმომადგენელი - უ–---ი გ--–--–---–ი
დავის საგანი - დაკრძალვის ხარჯების დაკისრება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–ს, როგორც ს---- დ---------–---–ის მემკვიდრეს, მოსარჩელე მ------ ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ს---- დ---------–---–ის დაკრძალვის ხარჯის - 960.00 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–ს, როგორც ს---- დ---------–---–ის მემკვიდრეს, მოსარჩელე მ------ ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გასტუმრებული ვალის 1100.00 ლარის და ადვოკატისათვის გადახდილი 600.00 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–ს მოსარჩელე მ------ ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე ადვოკატის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ხარჯის - 470 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
სარჩელის თანახმად, 2012 წლის ივლისის თვეში მოსარჩელე და აწ გარდაცვლილი ს---- დ---------–---–ი სიტყვიერად შეთანხმდნენ შემდეგზე: მოსარჩელეს უნდა ეცხოვრა მასთან, საცხოვრებელ სახლში მდებარე ა-----ა, ჭ-------ის ქ. N-- და გაეწია მისთვის მოვლა-პატრონობა. აღნიშნული შეთანხმება ცნობილი იყო და თანხმობა მიღებული ჰქონდა მისი ბიოლოგიური შვილის ჟ--–---ა დ---------–---–ისაგან. ს---- დ---------–---–ი იყო 100 წელს გადაცილებული, საწოლში მწოლიარე ავადმყოფი და საჭიროებდა მუდმივ მოვლა-პატრონობას და ყურადღებას. შეთანხმების შემდეგ მოსარჩელე გადავიდა ს---- დ---------–---–თან საცხოვრებლად და მას წლების განმავლობაში უვლიდა, როგორც საკუთარ დედას და არაფერს არ აკლებდა. ამ პერიოდში ს---- დ---------–---–ს ჰქონდა სამართლებრივი პრობლემა, რაც მდგომარეობდა შემდეგში: ა-----ის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მას დავალდებული ჰქონდა გ--–- მგ--–--–---–ის სასარგებლოდ 1100 ლარის გადახდა, თანხის გადახდამდე კი დაყადაღებული იყო მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ. იმის გამო, რომ ს---- დ---------–---–ი მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ დაპირდა საცხოვრებელი სახლის ½ წილის საკუთრებაში გადაცემას და სთხოვა, რომ ეს თანხაც მას გადაეხადა და გაეთავისუფლებინა სახლი ყადაღისაგან. მოსარჩელემ 2012 წლის 14 დეკემბერს მან ეს თანხა გადაიხადა და გადასცა მისი კრედიტორის რწმუნებულს (ძმას მ------ მგ--–--–---–ს). შესაბამისად მოსარჩელემ ქონება გაათავისუფლა ყადაღისაგან. პარალელურად ადვოკატს გადაუხადა ამ პროცედურებში ჰონორარის თანხა და ყადაღის მოხსნის რეგისტრაციის თანხა, საერთო ჯამში - 600 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ მხარეებმა 2003 წლის 8 ნოემბერს შეადგინეს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რაც ორივე მხარემ დაადასტურეს ხელმოწერით. ს---- დ---------–---–ის ავადმყოფობის და მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნის გამო აღნიშნული ხელშეკრულება ვერ წარადგინა საჯარო რეესტრში და არ განახორციელა მის საკუთრებაში რეგისტრაცია. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მემკვიდრემ ჟ--–---ა დ---------–---–მა 2017 წლის 7 მარტს მიიღო ს---- დ---------–---–ის დანაშთი ქონება და სრული მოცულობით საკუთრებაში დაირეგისტრირა საცხოვრებელი სახლი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა მას არ უნ და დაეკისროს, რადგან მას არ გაუღია მისის დედის დაკრძალვის დროს, დაკრძალვის ხარჯები გაღებული იქნა მის მიერ შეგროვილი თანხით, გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხით და დაკრძალვაზე მისული ნათესავების მიერ გაღებული თანხით. მისი განმარტებით მ------ ქ----–---–ს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება რომ გაიღო ეს ფულადი თანხა. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება თავისი ბუნებით ჯდება სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების ფარგლებში რაც საჭიროებს წერილობით ფორმას და რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ს---- დ---------–---–ი ნამდვილად იყო ასაკიანი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომელიც დახმარებასთან ერთად იღებდა სოციალურ შემწეობას. მ------ ქ----–---–ს არ გააჩნდა სახლი, ჰყავდა არასრულწოვანი შვილები, მოპასუხის დედა ს---- დ---------–---–ი იყო ძალიან კეთილი ადამიანი, მ------ი შეეცოდა და შეიკედლა საკუთარ სახლში. მოპასუხის განმარტებით, ს---- დ---------–---–ს ნამდვილად დაეკისრა გ--–- მგ--–--–---–ის სასარგებლოდ 1100 ლარის გადახდა, მაგრამ მ------ ქ----–---–ს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია არანაირი ჩუქების ხელშეკრულება. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება მის მიერ 960 ლარის გადახდასთან დაკავშირებით. მოპასუხემ როგორც ს---- დ---------–---–ის ერთადერთმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიმართა ნოტარიუს უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ და დაირეგისტრირა დედის დანაშთი ქონება.
მოპასუხე მხარემ ითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2012 წლის ივლისის თვეში მოსარჩელე და აწ გარდაცვლილი ს---- დ---------–---–ი სიტყვიერად შეთანხმდნენ შემდეგზე: მოსარჩელეს უნდა ეცხოვრა მასთან, საცხოვრებელ სახლში მდებარე ა-----ა, ჭ-------ის ქ. N-- და გაეწია მისთვის მოვლა-პატრონობა და სანაცვლოდ დაჰპირდა რომ სახლის ½ ნაწილს აჩუქებდა. აღნიშნული შეთანხმება ცნობილი მისი ბიოლოგიური შვილის ჟ--–---ა დ---------–---–ისთვისაც, რომელიც ასევე იყო თანახმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი(ს.ფ.1-8)
- მოსარჩელის განმარტება(ოქმი).
3.2.2. ს---- დ---------–---–ი იყო 100 წელს გადაცილებული, საწოლში მწოლიარე ავადმყოფი და საჭიროებდა მუდმივ მოვლა-პატრონობას და ყურადღებას. შეთანხმების შემდეგ მოსარჩელე გადავიდა ს---- დ---------–---–თან საცხოვრებლად და მას წლების განმავლობაში უვლიდა.
. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება, ცნობა (ს.ფ. 27)
3.2.3. ა-----ის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ს---- დ---------–---–ს დავალდებული ჰქონდა გ--–- მგ--–--–---–ის სასარგებლოდ 1100 ლარის გადახდა, თანხის გადახდამდე კი დაყადაღებული იყო მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ. იმის გამო, რომ ს---- დ---------–---–ი მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ დაპირდა საცხოვრებელი სახლის ½ წილის საკუთრებაში გადაცემას და სთხოვა, რომ ეს თანხა მას გადაეხადა და გაეთავისუფლებინა სახლი ყადაღისაგან. მოსარჩელემ 2012 წლის 14 დეკემბერს ეს თანხა გადაიხადა და გადასცა კრედიტორის გ--–- მგ--–--–---–ის რწმუნებულს (ძმას მ------ მგ--–--–---–ს),ამის შემდეგ ქონებას მოეხსნა ყადაღა.
მოსარჩელემ, იმის გამო რომ ს---- დ---------–---–ს სახლი გაეთავისუფლებინა ყადაღისაგან, გარდა კრედიტორისათვის 1100 ლარის გადახდისა, ასევე გაწია ხარჯი(ადვოკატის ჰონორარის თანხა და ყადაღის მოხსნის რეგისტრაციის თანხა) 600 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის განმარტება;
-ჟ--–---ა დ---------–---–ის 2014 წლის 04 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი(ს.ფ.)
3.2.4. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მემკვიდრემ ჟ--–---ა დ---------–---–მა 2017 წლის 7 მარტს მიიღო ს---- დ---------–---–ის დანაშთი ქონება და საკუთრებაში დაირეგისტრირა მთლიანი საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი(ს.ფ.1-8)
- მოსარჩელის განმარტება;
-საჯარო რეესტრის ამონაწერი;
3.2.5.მოსარჩელე მარაიმ ქ----–---–მა გაწია ს---- დ---------–---–ის დაკრძალვის ხარჯი 960 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის განმარტება;
-მოწეების ზ.ლ----------ის, რ.ოგ---–---–-სა და მ.ჭ-----ის ჩვენებები(იხ.ოქმი 2018წ.13 .03. 12:03:18-12:08:29; 12:09:56-12:17:55; 12:19:44-12:24:53;)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ჟ--–---ა დ---------–---–ის განმარტებას, რომ მ------ ქ----–---–ს არ გაუწევია ხარჯი ს---- დ---------–---–ის არც სახლის ყადაღის მოხსნისათვის და არც მის დაკრძალვაზე ვინაიდან სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია რომ მ------ ქ----–---–მა მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–ის დედას ს---- დ---------–---–ს, იმის გამო რომ მოპასუხე და დედამისი შეპირებულები იყვნენ ს---- დ---------–---–ის სახელზე რიცხული სახლის1/2 ნაწილის ჩუქებას, გადაუხადა ს---- დ---------–---–ს არა მარტო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა,არამედ მან გაწია ხარჯი იმისათვის, რომ მოეხსნა ყადაღა ს---- დ---------–---–ის სახლზე,რაც მთლიანად დაუჯდა 1600 ლარი და რასაც თვით ჟ--–---ა დ---------–---–ი 2014 წლის 04 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმითაც ადასტურებს.ასევე მ------ ქ----–---–მა გაწია ს---- დ---------–---–ის დაკრძალვის ხარჯი 960 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 987-ე, 991-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
დადგენილია, რომ მ------ ქ----–---–მა, მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–ი და დედამისი შეპირებულები იყვნენ ს---- დ---------–---–ის სახელზე რიცხული სახლის1/2 ნაწილის ჩუქებას, გადაუხადა ს---- დ---------–---–ს არა მარტო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, არამედ მან გაწია ხარჯი იმისათვის რომ მოეხსნა ყადაღა ს---- დ---------–---–ის სახელზე რიცხულ სახლზე, რაც მთლიანად დაუჯდა 1600 ლარი. ასევე მ------ ქ----–---–მა გაწია ს---- დ---------–---–ის დაკრძალვის ხარჯი 960 ლარის ოდენობით.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახემწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გამო რომ, მოსარჩელე მ------ ქ----–---–ს არ წარმუდგენია მტკიცებულება ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დასადასტურებლად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის 470 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916- 30921-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ქ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–ს მოსარჩელე მ------ ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2460(ორიათასოთხასსამოცი)ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
3. მოპასუხე ჟ--–---ა დ---------–---–ს მოსარჩელე მ------ ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 73,80 ლარის ანაზღაურება, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50.00 ლარის და სასამართლო ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. თელავი, აღმაშენებლის 41) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინე ცერცვაძე