გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2018
საქმის ნომერი
231210918002421848
კატეგორია
დავის ტიპი
დავალიანების გადახდის შესახებ
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის № 231210918002421848

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში

ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ

 

30 აპრილი 2018 წელი ქ. ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - შოთა სირაძე

 

განმცხადებელი: შპს „-------,წარმომადგენელი: მ------ ნ---------,მოწინააღმდეგე მხარე: მოპასუხე ზ---– ჭ----------.

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენით განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 30 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით განცხადებით მომართა შპს ,,-------“ წარმომადგენელმა ლ---–- მ----–----–-----

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ------- მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,A-------, VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 1984, ფერი რუხი 5/8, რეგისტრაციის ნომერი O------, 13435.00 ლარად. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 10560 ლარის ოდენობით, თვეში 4.00 %-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 19 დეკემბრამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 558,49 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის: ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5 %-ის ოდენობით.

მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, ზ---– ჭ----------ს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 12487.88 ლარის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში ლიზინგის მიმღებმა არსებითად დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, კერძოდ: გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოს შპს ,,მ------- 2018 წლის 23 თებერვალს ცალმხრივად შეწყვიტა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და მოსთხოვა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაბრუნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს, რომ მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის მიმღების ზ---– ჭ----------ს მფლობელობიდან ლიზინგის გამცემის შპს ,,-------“ მფლობელობაში ლიზინგის საგნის - ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,A-------, VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 1984, ფერი რუხი 5/8, რეგისტრაციის ნომერი O------ დაბრუნებას. ასევე ითხოვს მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს შპს ,,-------“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 201.55 ლარი.

შპს "-------" განცხადებას თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, შპს ,,-------“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, ლიზინგის საგნის რეგისტრაციის მოწმობა, მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილი, შეტყობინების ჩაბარების დასტური, შპს ,,-------“ ამონაწერი სამეწარემო რეესტრიდან, შპს ,,-------“ მიერ გაცემული რწმუნებულება და სახ.ბაჟის გადახდის ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს '---------' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შპს ,,-------“ განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა სახის ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაა წამოყენებული. განცხადებას ერთვის წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-5806-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განმცხადებლის მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

''სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. შპს ,,-------“ განცხადება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. ლიზინგის საგნის გამცემს - შპს ,,-------“ დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - ზ---– ჭ----------ს სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,A------- , VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 1984, ფერი რუხი 5/8, რეგისტრაციის ნომერი O------.

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად.

4. ზ---– ჭ----------ს შპს ,,-------“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შპს ,,-------“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 201.55 ლარის ოდენობით.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში (მდებარე: ქ. ხობი, ც. დადიანის ქ.№192) მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე