გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210017002217942
# 2/336-2017 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.04.2018წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ზ----- ფ----–------ე, თ------ ფ----–------ე
წარმომადგენელი: ი--- კ---------ნ----–--ე
მოპასუხე: ნ----- ჩ------ე
წარმომადგენელი: გ---–-- ბ----–-–---–ი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა,აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა 1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ზ----- ფ----–------ემ (პ/ნ 5----------) და თ------ ფ----–------ემ (პ/ნ 6----------) მოპასუხედ მიუთითეს ნ----- ჩ------ე(პ/ნ 5----------) . მოსარჩელეები ითხოვენ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ოქროს ნივთების გამოთხოვას. 1.2. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებენ, რომ ზ----- ფ----–------ე და თ------ ფ----–------ე არიან დედა და შვილი. ისინი ცხოვრობენ ქალაქ ქუთაისში ზ----- ფ----–------ე წლებია წასულია სამუშაოდ საზღვარგარეთ და პერიოდულად ჩამოდის ქუთაისში . სახლში ცხოვრობენ ძირითადად თ------ ფ----–------ე, თ------ ფ----–------ის შვილი -ლ---- ფ----–------ე და ამირან ფ----–------ე თ------ ფ----–------ის მამა და ზ----- ფ----–------ის მეუღლე. თ------ ფ----–------ეს ჰყავდა მეუღლე თეა ჩ------ე , რომელთანაც ოფიციალურად დასცილდა 2017 წელში. ზ----- ფ----–------ე მიუთითებს, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში მას დაურეკა მისმა მეუღლემ და უთხრა, რომ მასთან და მის შვილთან მისული ყოფილა თ------ ფ----–------ის სიდედრი ნ----- ჩ------ე , რომელიც ცხოვრობს ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში და უთხოვია მისი და მისი შვილის კუთვნილი ნივთები, რადგან ჰქონდა შვილის ქორწილი და ფული სჭირდებოდა.. ამ ოქროს ბანკში ჩადებდა, ქორწილს გადაიხდიდნენ და ქორწილის შემდეგ შემოსული ფულით იმ ოქროს უკან დააბრუნებდა. მაშინ მათ შორის კარგი ურთიერთობა იყო რის გამოც ზ----- ფ----–------ემ ნება დართო შვილს მისი ოქროს ნივთები ეთხოვებია ნ----- ჩ------ისთვის. მოსარჩელეთა პოზიციით თ------ ფ----–------ემ გადასცა ნ----- ჩ------ეს შემდეგი ოქროს ნივთები: 1.საყურეები სამ თვლიანი, ბრილიანტის თვლით, რომელიც ზ----- ფ----–------ეს უყიდა დედამთილმა ციური ფ----–------ემ. 2.მაღჩა ბეჭედი, რომელიც ასევე აჩუქა ზ----- ფ----–------ეს დედამთილმა ციური ფ----–------ემ. 3. დუტის ჯაჭვი სამი სხვადასხვა ფერის ოქროთი 7 გრამიანი, რომელიც ზ----- ფ----–------ემ შეიძინა იტალიაში.4. ოქროს სამაჯური რომელიც ზ----- ფ----–------ემ შვილს გამოუგზავნა იტალიიდან 7 გრამიანი. 5. ათ გრამიანი ლენტის სამაჯური . ზ----- ფ----–------ემ იყიდა იტალიაში. 6. ოქროს რგოლი 9 გრამიანი, რომელიც ზ----- ფ----–------ემ გააკეთა ქუთაისში გადაადნო მისი და მისი დედამთილის ოქროები. 7 ზ----- ფ----–------ის შვილიშვილის ნათლობის ჯაჭვი, რომელიც გააკეთა ნათლობის დროს ნაჩუქარი ოქროს ნაწარმით. მოსარჩელეები ითხოვენ ნ----- ჩ------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მათი კუთვნილი ოქროს ნივთები: საყურეები სამ თვლიანი, ბრილიანტის თვლით, ბაღჩა ბეჭედი, დუტის ჯაჭვი სამი სხვადასხვა ფერის ოქროთი 7 გრამიანი, ოქროს სამაჯური 7 გრამიანი. ათ გრამიანი ლენტის სამაჯური , ოქროს რგოლი 9 გრამიანი, თ------ ფ----–------ის შვილის-ლ---- ფ----–------ის ნათლობის ჯაჭვი, რომელიც გაკეთებულია ნათლობის დროს ნაჩუქარი ოქროს ნაწარმით.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოპასუხე არასოდეს მისულა მოსარჩელეებთან სახლში, რადგან მას დამოუკიდებლად ტრანსპორტით გადაადგილება უჭირს. არც ქორწილის გადასახდელი ოქროს სათხოვნელად მისულა. ოქროები, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის შვილის თეა ჩ------ის საკუთრებაა, რომელიც ამ დავაში მხარეს არ წარმოადგენს, ხოლო ოქროს ნივთების ნაწილი ქმრისაგან დაოჯახების შემდეგ საჩუქრად მიიღო , რომელსაც 10 წელია ფლობს. მისი ყველა ნივთი ამჟამად მასთან იმყოფება.
ზ----- ფ----–------ის ინიციატივა იყო მისი რძალი უცხოეთში წასულიყო სამუშაოდ ოჯახის დასახმარებლად. ზ----- ჩ------ეს თეა ჩ------ისათვის ოქრო არ უჩუქებია, რადგან ზ----- ფ----–------ე შვილის ქორწილიდან სამი წლის შემდეგ ჩამოვიდა. თეა ჩ------ეს მეუღლემ თ------ ფ----–------ემ 2007 წელს გადასცა ოქროს სამკაულები. თეა ჩ------ემ უცხოეთში გამგზავრებამდე დედას-ნ----- ჩ------ეს შესანახად ჩააბარა ოქროს ნივთები: თეა ჩ------ის შვილის-ლ----ს ნათლობის ჯვარი ნათლიის ნაჩუქარი და ჯაჭვი რომელიც სხვადასხვა ოქროს ნაკეთობისგან იქნა დამზადებული; მეუღლის თ------ ფ----–------ის მიერ თეასადმი ნაჩუქარი 1 ცალი ქორწინების ბეჭედი და ბაღჩის ბეჭედი 1 ცალი; ოქროს სამაჯური 2 ცალი(ერთი 7 გრამიანი მეორე 10 გრამიანი; 1 ცალი დუტის ჯაჭვი 6 გრამიანი; საყურეები 1 ცალი 3 გრამიანი; 1 ცალი ოქროს ბეჭედი ( 8 გრამიანი ბრილიანტის თვალით, რომელიც იყო თ------ ფ----–------ისათვის სიდედრის ნაჩუქარი. აღნიშნული ნივთები მიბარებული ჰქონდა თეას დედამისთან. 2015 წლის მაისის თვეში მოპასუხის შვილი-თეა ჩ------ე და მისი მეუღლე -თ------ ფ----–------ე მივიდნენ ნ----- ჩ------ესთან და მოილაპარაკეს, რომ თეას ოქროს ნივთები, რომელიც ნ----- ჩ------ესთან იმყოფებოდა შესანახად, უნდა წაეღოთ დასალომბარდებლად, თეას უცხოეთში გასამგზავრებლად საჭირო ფინანსებისათვის. თ------ ფ----–------ის სახელზე მოხდებოდა ნივთების ჩადება ლომბარდში იმ იმედით, რომ თ------ ფ----–------ე ისევ უკან ჩააბარებდა შესანახად მოპასუხე ნ----- ჩ------ეს. ნივთები ლომბარდისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა რის გამოც ამ ნივთებს ნ----- ჩ------ემ, ია ჩ------ემ და პაატა კაშიამ თავიანთი ოქროს ნივთები დაამატეს, რის შემდეგაც ლომბარდში იქნა ჩადებული ეს ნივთები სანაცვლოდ კი მიიღეს 3100 ევრო. თეა ჩ------ის მიერ ერთი წლის განმავლობაში იქნა გადმოგზავნილი თანხა რის შემდგომაც ეტაპობრივად დაიხსნა რიკო ბანკიდან აღნიშნული ნივთები. ნივთები დაუბრუნდა მესაკუთრეებს თ------ ფ----–------ის მიერ . თეა ჩ------ის კუთვნილი ნივთებიდან არ დაბრუნდა ოქროს რკალი და დუტის ჯაჭვი.. თ------ ფ----–------ის განმარტებით მან აღნიშნული ნივთები პირადი საჭიროებისთვის ჩადო ლომბარდში. ეს ნივთები დღემდე არ დაბრუნებულა.
2017 წლის 11 ნოემბერს ნ----- ჩ------ემ შვილს -თეა ჩ------ეს კუთვნილი ნივთები უკან ჩააბარა უცხოეთიდან ჩამოსვლისთანავე. ნ----- ჩ------ე მიუთითებს, რომ არასოდეს მისულა მოსარჩელეებთან ოქროს სათხოვნელად. მოპასუხის განმარტებით ეს ნივთები ეკუთვნის თეა ჩ------ეს მის საკუთრებას არ წარმოადგენს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ----- ფ----–------ე და თ------ ფ----–------ე არიან შესაბამისად დედა და შვილი, ხოლო მოპასუხე ნ----- ჩ------ე არის თ------ ფ----–------ის ყოფილი სიდედრი. თ------ ფ----–------ე და თეა ჩ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 18 ოქტომბრიდან. მათ ქორწინებაში შეეძინათ ერთი შვილი-ლ---- ფ----–------ე, რომელიც დაბადებულია 2007 წლის 20 ნოემბერს. 2017 წლის 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ------ ფ----–------ესა და თეა ჩ------ეს შორის შეწყდა 2007 წლის 18 ოქტომბერს N0107893 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება(ს.ფ.16-19)
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეები დაობენ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ფოტოზე არსებულ ოქროს ნივთებზე, კერძოდ ფოტოზე გამოსახულია შემდეგი ნივთები: საყურეები; ბეჭედი; ოქროს სამაჯური ორი ცალი აქედან ერთი ლენტის, ოქროს რკალი (,,კალიცო“), ყელსაბამი ჯვარით, რომელიც მხარეთა გამარტებით წარმოადგენს თ------ ფ----–------ისა და თეა ჩ------ის შვილის-ლ----ს ნათლობის ოქროს ნაკეთობას. მოსარჩელის განმარტებით მოცემულ სურათზე არ არის ე.წ. დუტის ყელსაბამი.
დადგენილია, რომ თ------ ფ----–------ის მიერ 2015 წელს ლომბარდში ჩადებული ჰქონდა შემდეგი ნივთები : ბეჭედი 585 სინჯით 3,16 გრამი 60 ევროდ ღირებული, ბეჭედი 585 სინჯით 3,06 გრამი 60 ევროდ ღირებული, საქორწილო რგოლი 958 სინჯით 7,48 გრამი 236 ევროდ ღირებული, ყელსაბამი 750 სინჯით 7,34 გრამი 180 ევროდ ღირებული, ძეწკვი ჯვრით 585 სინჯით 21,73 გრამი 275 ევროდ ღირებული, სამაჯური 750 სინჯით 16,72 გრამი 360 ევროდ ღირებული, წყვილი საყურე 585 სინჯით 3,43 გრამი 55 ევროდ ღირებული . ასევე ლომბარდში ჩადებულია სხვა ოქროს ნივთებიც. ხუთი სესხი გახსნილია 2015 წლის 29 მაისს, სესხი გახსნილია 2015 წლის 30 ნოემბერს და ბოლო სესხი გახსნილია 2016 წლის 5 ოქტომბერს. ყველა სესხი დახურულია თ------ ფ----–------ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ.პ.ს. ,,რიკო ექსპრესის მიერ გაცემული დოკუმენტი ( ს.ფ.61-72)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.3. მოცემულ საქმეზე პოლიციიდან გამოთხოვილი იქნა ზ----- ფ----–------ის განცხადების ირგვლივ მოკვლეული მასალები, რაც მიღებული იქნა კიდეც შ.ს.ს. ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან. აღნიშნულ მასალებში, როგორც მოსარჩელეებს ასევე მოპასუხეებს იგივე პოზიცია გააჩნიათ , რაც სარჩელში და შესაგებელში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მასალები (ს.ფ. 92-114)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.4. მხარეთა ახსნა - განმარტებით დადგენილია და სადაო არ არის, რომ ნ----- ჩ------ის შვილის (ვაჟის) ქორწილი იყო 2016 წლის 12 ნოემბერს. ამირან და თ------ ფ----–------ეების ოჯახს საცხოვრებელი გააჩნიათ, როგორც წყალტუბოს რაიონის სოფელ სორმონში ასევე ქ.ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე . სადაო არ არის ის ფაქტი ასევე, რომ თეა ჩ------ე გაემგზავრა იტალიის რესპუბლიკაში 2015 წელს ივნის-ივლისის თვეში, რის გამოც თ------ ფ----–------ის მიერ ლომბარდში ჩადებული იქნა ოქროს ნივთები. ამ ოქროს ნივთებში ასევე იყო თეა ჩ------ის ნათესავების ოქროს ნივთებიც, რომლებიც ითხოვეს თ------ ფ----–------ემ და თეა ჩ------ემ და შემდგომ თ------ ფ----–------ემ დაუბრუნა თეა ჩ------ის ნათესავებს. დადგენილია ასევე, რომ ლომბარდში ოქროს ჩადებით მიღებული თანხა თ------ ჩ------ემ და თეა ჩ------ემ გამოიყენეს თეა ჩ------ის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- მოსარჩელეთა და მოწმეთა პირადობის მონაცემები(ს.ფ 118-119)
3.2.5. მოწმე ამირან ფ----–------ის ჩვენებით იგი არის თ------ ფ----–------ის მამა მას 2016 წლის ნოემბრის თვეში მის შვილს სადაო ოქროს ნივთები ჩაუტანა ქალაქ ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე ოჯახის კუთვნილ ბინაში და მისმა შვილმა აღნიშნული ნივთები მისი თანდასწრებით გადასცა ნ----- ჩ------ეს. ეს ნივთები იყო ზ----- ფ----–------ის საკუთრება, ხოლო ყელსაბამი და ჯვარი იყო მისი შვილის შვილისათვის გაკეთებული, რომელიც სხვადასხვა ოქროს ნივთების გადადნობის შედეგად გააკეთებია ზ----- ფ----–------ემ. სურათზე გამოსახული ნივთები არასოდეს ყოფილა თეა ჩ------ის საკუთრება. ეს ნივთები ოჯახის საჭიროებისათვის გამოიყენებოდა ლომბარდში ჩადებით როცა თანხის საჭიროება იყო. ეს ნივთები თ------ ფ----–------ემ გადასცა ნ----- ჩ------ეს იმისათვის , რომ მას ამ ნივთებით ლომბარდიდან თანხა უნდა გამოეტანა, რომელსაც მოიხმარდა შვილის ქორწილისათვის. ქორწილი 12 დან 14 ნოემბრამდე იყო. იგი ქორწილში არ ყოფილა. მან აღნიშნული ნივთები მოითხოვა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილის მოყვრებთან და ამიტომაც არ მოითხოვა უფრო ადრე.
მოწმე თეა ფ----–------ის ჩვენებით იგი არის თ------ ფ----–------ის და. იგი მიუთითებს, რომ ყველა სადაო ნივთი არის მისი დედის -ზ----- ფ----–------ის საკუთრება. სურათზე გამოსახული ყელსაბამი და ჯვარი ლ---- ფ----–------ისაა. მისთვის ცნობილია, რომ თ------ ფ----–------ეს მამის-ამირან ფ----–------ის თანდასწრების ქ. ქუთაისში დედის ნაყიდ ბინაში გადაუცია და უთხოვებია აღნიშნული ნივთები ნ----- ჩ------ისათვის , რომელსაც ეს ნივთები უნდა გამოეყენებია შვილის ქორწილისათვის ლომბარდში ჩადების გზით აღებული თანხის სარგებლობით. ეს ოქროს ნივთები თ------მა ასევე გამოიყენა თეა ჩ------ისათვის საზღვარგარეთ წასასვლელად ლომბარდიდან თანხის გამოტანით. ნივთების გადაცემას მოპასუხისათვის თვითონ არ დასწრებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები (იხ.ოქმი)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.6. მოწმე მოწმე ციური ფ----–------ის ჩვენებით იგი არის თ------ ფ----–------ის ბებია და ამირან ფ----–------ის დედა. იგი მიუთითებს, რომ სადაო ნივთები მათი ოჯახის საკუთრებაა. ეს ნივთები ზ----- ფ----–------ეს ეკუთვნის და ოჯახი იყენებს საჭიროების შემთხვევაში. ეს ნივთები თავის შვილსაც კი ათხოვეს ერთხელ სოფელ ბანოჯაში. ამ ნივთებიდან რამდენიმე ნივთი მისი ნაჩუქარია მისი რძლის ზ----- ფ----–------ისათვის. მისთვის გადმოცემით არის ცნობილი , რომ მოცემული ოქროს ნივთები გადასცეს ნ----- ჩ------ეს შვილის ქორწილისათვის და მას ეს ნივთები აღარ დაუბრუნებია. ეს ნივთები ზ----- ფ----–------ის საკუთრებაა. ეს ნივთები თეა ჩ------ის საკუთრება არასოდეს ყოფილა. თუ ჭკვიანად იქნებოდა თეა ჩ------ე ეს ნივთები მისი იქნებოდა.
მოწმე მარინა ცანავას ჩვენებით იგი არის თ------ ფ----–------ის მამიდა. იცის აღნიშნული ნივთების თაობაზე. მოცემული ნივთების ზ----- ფურცხვანიზის საკუთრებაა. ნივთების თაობაზე დეტალურად არ იცის. ნ----- ჩ------ე მისი ზმის ოჯახში სოფელ სორმონში უნახავს. სურათზე გამოსახული ნივთები ოჯახისაა. თეა ჩ------ეს ქორწილში აჩუქა ოჯახმა საყურეები, ბეჭედი, ყელსაბამი, თვლიანი ბეჭედიც იყო და ბაჯაღლოც. სადაო ნივთები თეა ჩ------ის არასოდეს ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები (იხ.ოქმი)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.7. მოწმე ი--- ღვალაძის ჩვენებით იგი ნ----- ჩ------ის ახლო მეზობელია. მისი ქმრის ოჯახი ამ ოჯახის ნათესავიცაა ნ----- ჩ------ის მამამთილი და მისი დედამთილი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. თეას თ------მა საქორწილო საჩუქრად აჩუქა თვლიანი ბეჭედი, ბაჯაღლო ბეჭედი, საყურეები, სამაჯური ერთი ლენტიანი, ბაღჩა ბეჭედი. ეს იქიდან იცის , რომ თეას ქორწილში იმყოფებოდა და ხლოდან ნახა თეა ჩ------ე. მისმა შვილმა ლექსი მოყვა და თეა ჩ------ესთან ახლოს იმყოფებოდა. თეამ საზღვარგარეთ წასასვლელად ოქროს მეშვეობით თანხა გამოიტანა ლომბარდიდან . ოქრო ლომბარდში თ------ ფ----–------ის სახელზე ჩაიდო. თავისი კუთვნილი ოქროს გარდა მან თავისი ნათესავებსაც გამოართვა ოქრო, რომელიც შემდეგ თ------მა დააბრუნა. 2016 წლის ოქტომბრის თვეში შვილის ქორწილამდე თ------ ფ----–------ემ ლომბარდიდან დახსნილი ოქრო ჩამოუტანა ნ----- ჩ------ეს სოფელში და გადასცა. მოწმე მიუთითებს, რომ ამ ფაქტს შეესწრო იგი. ოქროს ნივთები დაკვირვებით კარგად დაიმახსოვრა. სურათზე განთავსებული ყველა ოქრო ნახა იმ დღეს. თ------მა ასევე უთხრა, რომ ორი ნივთი ვერ დააბრუნა და იმ ნივთებსაც დააბრუნებდა, მაგრამ ამის შესახებ არ უნდა გაეგო თეას. 2017 წელში ჩამოვიდა თეა ჩ------ე და ეს ოქროს ნივთები ნ----- ჩ------ემ გადასცა თეას. მოწმე მიუთითებს, რომ არის ოჯახის ახლობელი დღეში სამჯერ და ოთხჯერ უწევს ნ----- ჩ------ესთან შესვლა. ფოტოზე გამოსახული ყველა ნივთი დააბრუნა იმ დღეს თ------ ფ----–------ემ ნ----- ჩ------ესთან.
მოწმე ია ჩ------ის ჩვენებით იგი არის თეა ჩ------ის და. ნივთები , რომელიც სურათზეა გამოსახული ლ----ს კუთვნილი ყელსაბამის გარდა, თ------ ფ----–------ემ აჩუქა თეა ჩ------ეს ქორწინების დროს. თეა ჩ------ის ოქროს ნივთები, ასევე მისი და სხვა ნათესავების ოქროს ნივთები თეას გამგზავრებისათვის ჩადებული იქნა ლომბარდში. თ------ ფ----–------ემ მოწმის კუთვნილი ოქროს ნივთები დააბრუნა. ია ჩ------ის განმარტებით თეას ოქრო რომ დააბრუნა თ------ ფ----–------ემ, თეა ჩ------ეს მან აცნობა. თ------ ფ----–------ემ ნ----- ჩ------ეს თეა ჩ------ის ოქროს ნივთები, დაუბრუნა ძმის ქორწილამდე. ია ჩ------ე მიუთითებს, რომ ნ----- ჩ------ეს ფ----–------ეების ოჯახიდან ოქრო არ წამოუღია. ნ----- ჩ------ეს დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. თეა ჩ------ის და თ------ ფ----–------ის შეთანხმებით ინახებოდა თეა ჩ------ის ოქროს ნივთები ნ----- ჩ------ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები (იხ.ოქმი)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.8. მოწმე კახაბერ ბიწაძის ჩვენებით იგი არის თეა ჩ------ის დის ქმარი და ადასტურებს, რომ იმისათვის, რომ თეა ჩ------ე გამგზავრებულიყო იტალიაში , მან და მისმა მეუღლემ ათხოვეს გარკვეული ოქროს ნივთები თეა ჩ------ეს და თ------ ფ----–------ეს. ეს ნივთები თ------ ფ----–------ემ დააბრუნა ცოლის ძმის ქორწილამდე. გადმოცემით იცის , რომ ნ----- ჩ------ეს დაუბრუნდა თეას კუთვნილი ოქროს ნივთები.
მოწმე პაატა კაშიას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის თეა ჩ------ის მამიდაშვილი . თეა ჩ------ის გამგზავრების შესახებ , რომ გაიგო არ მოეწონა, თუმცა თ------ ფ----–------ე და თეა ჩ------ე შეთანხმებული იყვნენ ამ საკითხზე. მოწმე მიუთითებს, რომ მანაც ათხოვა ოქროს ნივთები თეა ჩ------ეს, რომელიც მამიდაშვილის ქორწილამდე დაუბრუნეს. გადმოცემით იცის, რომ ნ----- ჩაჩანიზეს დაუბრუნდა თეა ჩ------ის კუთვნილი ნივთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები (იხ.ოქმი)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს არავითარი საფუძველი არ აქვს იმისათვის , რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიმართ. არ დასტურდება მოსარჩელეებისათვის დასახელებული ნივთების კუთვნილების ფაქტი . ასევე არ დასტურდება მოსარჩელეების მიერ მოპასუხისათვის ოქროს ნივთების თხოვების ფაქტი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 147-ე, 170-ე, 172-ე, , 615-ე, 621-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 ,102-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად მუხლის შესაბამისად ქონება, ამ კოდექსის მიხედვით არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
დადგენილია და სადაო არ არის, რომ ნ----- ჩ------ის ვაჟის ქორწილი იყო 2016 წლის 12 ნოემბერს. ამირან და თ------ ფ----–------ეების ოჯახს საცხოვრებელი გააჩნიათ, როგორც წყალტუბოს რაიონის სოფელ სორმონში ასევე ქ. ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე . სადაო არ არის ის ფაქტი ასევე, რომ თეა ჩ------ე გაემგზავრა იტალიის რესპუბლიკაში 2015 წელს ივნის-ივლისის თვეში, რის გამოც თ------ ფ----–------ის მიერ ლომბარდში ჩადებული იქნა ოქროს ნივთები. ამ ოქროს ნივთებში ასევე იყო თეა ჩ------ის ნათესავების ოქროს ნივთებიც, რომლებიც ითხოვეს თ------ ფ----–------ემ და თეა ჩ------ემ და შემდგომ თ------ ფ----–------ემ დაუბრუნა თეა ჩ------ის ნათესავებს. დადგენილია ასევე, რომ ლომბარდში ოქროს ჩადებით მიღებული თანხა თ------ ჩ------ემ და თეა ჩ------ემ გამოიყენეს თეა ჩ------ის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის შესაბამისად თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლის შესაბამისად მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.
თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან
დადგენილია, რომ მოსარჩელები დაობენ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ფოტოზე ასახულ ოქროს ნივთებზე, კერძოდ ფოტოზე გამოსახულია შემდეგი ნივთები: საყურეები; ბეჭედი; ოქროს სამაჯური ორი ცალი აქედან ერთი ლენტის, ოქროს რკალი (,,კალიცო“), ყელსაბამი ჯვარით, რომელიც მხარეთა გამარტებით წარმოადგენს თ------ ფ----–------ისა და თეა ჩ------ის შვილის-ლ----ს ნათლობის ოქროს ნაკეთობას. მოსარჩელის განმარტებით მოცემულ სურათზე არ არის ე.წ. დუტის ყელსაბამი.
მოსარჩელეთა განმარტებით თავიანთი ოქროს ნივთები მოსარჩელეებმა ათხოვეს მოპასუხეს, იმისათვის რომ გამოეყენებინა მოპასუხეს თანხის მიღებისათვის ,ხოლო შემდეგ დაებრუნებია მესაკუთრისათვის. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული არ იყო. ერთმნიშვნელოვანია, რომ თხოვების ხელშეკრულების დადება ზეპირადაც შეიძლება დაიდოს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების დადების დადასტურებისა და აღნიშნული ნივთების საკუთრების დადასტურების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა რადგან მოპასუხეები უარყოფენ ასეთი გარემოებების არსებობას.
მოსარჩელეთა მიერ აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილი იქნა იგივე სახისა და ხარისხის მტკიცებულებები, რა სახის მტკიცებულებებითაც მოპასუხეთა მიერ განხორციელდა ამ გარემოებების დადასტურების უარყოფა.
სადაო ოქროს ნივთები მოპასუხის განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებით ამჟამად იმყოფება თეა ჩ------ის მფლობელობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებმა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა თხოვების ხელშეკრულების არსებობა და სადავო ნივთებზე მათი საკუთრება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.
სასამართლო თვლის , რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადაო ნივთებზე მათი საკუთრების უფლება, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ----- ფ----–------ისა და თ------ ფ----–------ის სარჩელი ნ----- ჩ------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი