გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/602-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ქე------ ჭე-–---;
წარმომადგენელი - ციცინო ბაბუნაშვილი;
მოპასუხე - გ------ი ა---–------ი;
წარმომადგენელი - მიხეილ ნემსაძე;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ------ი ა---–------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 01 იანვარს დაბადებული ლ---- ა---–------ისა და 2010 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ-----–--ზ ა---–------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულზე 250-250 ლარის ოდენობით;
მოსარჩელე ქე------ ჭე-–---ს მითითებით, 2007 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გ------ი ა---–------თან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2008 წლის 01 იანვარს დაბადებული ლ---- ა---–------ი და 2010 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ-----–--ზ ა---–------ი, მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა 2015 წლის 14 სექტემბერს. მოპასუხე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილების მიმართ, არ ზრუნავს მათზე და მონაწილეობას არ იღებს მათ აღზრდაში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე დასაქმებულია კერძო სექტორში, თუმცა რომელ კომპანიაში მისთვის უცნობია, თავად კი არის უმუშევარი და რაიმე შემოსავალი არ გააჩნია, რის გამოც ითხოვს მოპასუხე გ------ი ა---–------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 01 იანვარს დაბადებული ლ---- ა---–------ისა და 2010 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ-----–--ზ ა---–------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულ შვილზე 250-250 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ვინაიდან არის უმუშევარი, თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს თითოეულ შვილზე 50-50 ლარი (18.04.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ქე------ ჭე-–--- არასრულწლოვან შვილებთან ლ---- ა---–------თან და ნ-----–--ზ ა---–------თან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, არ მუშაობს და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოპასუხე გ------ი ა---–------ს ჰყავს მეორე მეუღლე, არ გააჩნია სამუშაო ადგილი, ცხოვრობს მშობლების სახლში და ოჯახი იმყოფება მხოლოდ მამის კმაყოფაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (18.04.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
- განქორწინების და დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 14-16);
- ამონაწერი სოციალურად დაუცელი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 17);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თანაცხოვრების პერიოდში ქე------ ჭე-–---ს და გ------ი ა---–------ს შეეძინათ ორი შვილი - 2008 წლის 01 იანვარს დაბადებული ლ---- ა---–------ი და 2010 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ-----–--ზ ა---–------ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 15-16).
3.2.2. მოპასუხე გ------ი ა---–------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი აღარ მუშაობს, არის ავად, რის გამოც არ შეუძლია მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება, ამასთან ჰყავს მეორე მეუღლე, რაც შეეხება მშობლებს, დედა არის ავად, მწოლიარე მდგომარეობაში და ოჯახი იმყოფება მხოლოდ მამის კმაყოფაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მტკიცებულებები მისი და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ წარმოუდგენია, თავის მხრივ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები გ------ი ა---–------ის სამუშაოს და ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მათ მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ავადმყოფობის და დასაქმების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება თითოეული შვილის სასარგებლოდ 250-250 ლარის ოდენობით, თუმცა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, გ------ი ა---–------ის შემოსავლების და დასაქმების თაობაზე, მოპასუხემ სარჩელი ცნო 50-50 ლარის ნაწილში, მისი ფინანსური და ჯანმრთელობის, ასევე ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა მტკიცებულებები არც მას წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამასთან, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესები. მოსარჩელის მოთხოვნაა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მოპასუხეზე ალიმენტის სახით თითოეულზე 250-250 ლარის გადახდის დაკისრება, თუმცა გ------ი ა---–------ის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო 100 ლარის ნაწილში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა თვეში 200 ლარის ოდენობით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 36 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ქვითრით არ დასტურდება თუ რა საქმეზეა გადახდილი ადვოკატის მომსახურების საფასური, ქვითარს თან არ ახლავს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება და ამასთან მასზე არ არის მითითებული ქე------ ჭე-–---ს პირადი ნომერი, შესაბამისად მოპასუხეს ადვოკატის მომსახურების თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქე------ ჭე-–---ს სარჩელი გ------ი ა---–------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გ------ი ა---–------ს ქე------ ჭე-–---ს სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების – 2008 წლის 01 იანვარს დაბადებული ლ---- ა---–------ის (პ/ნ 60101163040) და 2010 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ-----–--ზ ა---–------ის (პ/ნ 60850010329) რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულზე 100-100 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
2. მოპასუხე გ------ი ა---–------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 36 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე