გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2018
საქმის ნომერი
100210117002232488
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210117002232488

#2/347 -2017 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

12. 04. 2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, თ----- ბ---ი“

წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“, ნ---- ს-------ა

 

მოპასუხე: ზ------ მ--–----ე

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „თ----- ბ---ი“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხე - ზ------ მ--–----ის (პ.ნ.5----------) მიმართ, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩლე განმარტავს, რომ სს „ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2015 წლის 30 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.5%-ით, კრედიტის ვადა -2020 წლის 05 იანვრამდე . კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე .

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით ზ------ მ--–----ე პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2017 წლის 5 სექტემბერის შემდეგ არ მომხდარა არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 1459.63 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-12.85 ლარი, პროცენტი-72.81 ლარი, ჯარიმა-98.81 ლარი და დაზღვევა 2.54 ლარი.

სს“ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 504.97 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 0%-ით.

ზ------ მ--–----ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სა 2017 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 18 ოქტომბრის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 78.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-42.09 ლარი, ჯარიმა-34.94 ლარი .

მოსარჩელის განმარტებით სს“ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 19 დეკემბერს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 388 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 0%-ით.

ზ------ მ--–----ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 137.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-85.77 ლარი, ჯარიმა-51.98 ლარი .

 

მოსარჩლე სარჩელში განმარტავს, რომ სს „ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 11 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2050 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 17 აპრილამდე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სა 2017 წლის 21 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა.

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 11აპრილის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 1630.56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1476.10 ლარი, პროცენტი- 62.69 ჯარიმა-89.1 ლარი და დაზღვევა -2.67 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომი მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს:

საბანკო კრედიტის 2015 წლის 30 დეკემბრის N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების- 1456.47 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-1285.47 ლარი, პროცენტი-72.81 ლარი, ჯარიმა-98.81 ლარი და დაზღვევა 2.54 ლარი.

 

2015 წლის 30 დეკემბრის N 2599690-8217652 ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის 20 დეკემბრიდან( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-1285.47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.5 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-20.88ლარს.

 

2015 წლის 30 დეკემბრის N 2599690-8217652 ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის 20 დეკემბრიდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-1285.47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0,5% გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-6.42 ლარს. ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.

 

2017 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების- 76.61 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-42.09 ლარი და ჯარიმა-34.52 ლარი .

 

2017 წლის 19 დეკემბრის N 2599690-8684232 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების- 136.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-85.77 ლარი და ჯარიმა-51.13 ლარი.

 

2016 წლის 11 აპრილს საბანკო კრედიტის N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების- 1630.53 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-1476.1 ლარი პროცენტი- 62.69 ლარი, და ჯარიმა-89.07 ლარი და დაზღვევა-2.67 ლარი.

 

2016 წლის 11 აპრილს საბანკო კრედიტის N 2599690-8319196 ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის 20 დეკემბრიდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) მოსარჩელის სასარგებლოდ ძირ თანხაზე-1476.1 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16.5 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-20.29 ლარს.

 

2017 წლის 20 დეკემბრიდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 11 აპრილს საბანკო კრედიტის N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ ძირ თანხაზე-1476.1 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 0.5% გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-7.38 ლარს, ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე ზ------ მ--–----ემ , სადაც მიუთითებს , რომ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, შესაგებელში განმარტავს, რომ ნამდვილად გაფორმდა მხარეებს შორის სარჩელში მითითებული ხელშეკრულებები საბანკო მომსახურების შესახებ.

მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, 2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელსეკრულებიდან ეთანხმება ძირ თანხას 1 285,47 ლარის ოდენობით გადახდას. პროცენტსა და ჯარიმას არ ეთანხმება, ვინაიდან არის შეუსაბამოდ დიდ და არაადეკვატური. იგი მიუთითებს, რომ აღებული სესხის დაფარვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ მოხერხდა, მხოლოდ იმის გამო, რომ გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა, რაც იმის დასტურია, რომ 2017 წლის 05 სექტემბრამდე იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი.

 

მოპასუხე ასევე ეთანხმება 2017 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- ძირი თანხის-42.09 ლარის გადახდას, ხოლო 2017 წლის 19 დეკემბრის N 2599690-8684232 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- ძირი თანხის-85.77 ლარის გადახდას.

 

მოპასუხე ასევე ეთანხმება 2016 წლის 11 აპრილს საბანკო კრედიტის N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- ძირი თანხის-1476.1 ლარის გადახდას.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ აღებული სესხების დაფარვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხდა იმის გამო, რომ გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა და ორი მცირეწლოვანი ბავშვით აღმოჩნდა უკიდურეს მდგომარეობაში.

 

მოპასუხის მითითებით, მზაობას გამოხატავს სს „ თ----- ბ---ს“ გადაუხადოს მხოლოდ და მხოლოდ აღებული სესხების ძირი თანხის, 2889.93 ლარი , რომლის გადახდასაც შეძლებს ეტაპობრივად. გამომდინარე მისი მატერიალური მდგომარეობიდან, ხოლო რაც შეეხება ჯარიმას და პირგასამტეხლოს მის გადახდას არ ეთანხმება რაც არის შეუსაბამოდ დიდი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2015 წლის 30 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.5%-ით, კრედიტის ვადა -2020 წლის 05 იანვრამდე . კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე .

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ .

 

ზ------ მ--–----ე პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2017 წლის 5 სექტემბერის შემდეგ არ მომხდარა არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას .

 

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 1459.63 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-12.85 ლარი, პროცენტი-72.81 ლარი, ჯარიმა-98.81 ლარი და დაზღვევა 2.54 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი(ს.ფ.19-26)

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.72)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ სს“ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 504.97 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 0%-ით. კრედიტის ვადა -357 დღე (12 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვში ყოველთვიური 43.59 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე.

 

ზ------ მ--–----ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სა 2017 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას.

 

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 18 ოქტომბრის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 78.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-42.09 ლარი, ჯარიმა-34.94 ლარი .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ.34-38)

-დავალიანების ცნობა(ს.ფ.72)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელის განმარტებით სს“ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 19 დეკემბერს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 388 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 0%-ით. კრედიტის ვადა -312 დღე (9 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 27 რიცხვში ყოველთვიური 43.12 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.50% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე.

 

ზ------ მ--–----ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა.

 

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 137.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-85.77 ლარი, ჯარიმა-51.98 ლარი .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ.44-47)

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.72)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩლე სარჩელში განმარტავს, რომ სს „ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 11 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2050 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, კრედიტის ვადა -2020 წლის 17 აპრილამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე .

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ .

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სა 2017 წლის 21 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა, რის საფუძველზეც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ ს.ს. სადაღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოდინგში“

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 11აპრილის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 1630.56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1476.10 ლარი, პროცენტი- 62.69 ჯარიმა-89.1 ლარი და დაზღვევა -2.67 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება, ცნობა (ს.ფ.48)

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.72)

- გრაფიკი(70-71)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ ოთხივე ხელშეკრულების ფარგლებში ცნო სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის სულ 2889 ლარისა 93 თეთრის ნაწილში დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება. ამასთან მოსარჩელის მიერ გამოყენებული უძრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის გადახდილია საზღაური 20 ლარის ოდენობით. ასევე გადახდილია საადვოკატო მომსახურების საფასური ოთხას თორმეტი ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შესაგებელი (ს.ფ.82)

- ქვითრები(ს.ფ.81)

- მხარის განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,თ----- ბ---ი“-ს სარჩელი ზ------ მ--–----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს და სარგებლის დაკისრებასთან დაკავშირებით თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში შემცირების საკითხი განხილული იქნას ინდივიდუალურად, კერძოდ .ზ------ მ--–----ეს უნდა დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2015 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო N2599690-8217652 ხელშეკრულება) 1459 (ათასოთხასორმოცდაცხრამეტი) ლარის და 63 (სამოცდასამი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1285,47 ლარი არის ძირი თანხა, 72,81 ლარი არის პროცენტი, პირგასამტეხლო არის 98 ლარი და 81 თეთრი, დაზღვევა 2,54 ლარი)

2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან, მოპასუხე - ზ------ მ--–----ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 88 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 250 ლარისა და 56 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).

ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს.,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულება) 46(ორმოცდაექვსი) ლარისა და 29 (ოცდაცხრა) თეთრის გადახდა (საიდანაც 42,09 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 4,2 ლარი ).

ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) 94(ოთხმოცდათოტხმეტი) ლარის და 34(ოცდათოთხმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 85,77 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 8,57ლარი).

ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 11 აპრილის საბანკო ხელშეკრულება) 1630(ათასექვსასოცდაათი) ლარის და 56 (ორმოცდათექვსმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1476,1 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 62,69ლარი, პირგასამტეხლო არის 89,10 ლარი, დაზღვევა არის 2,67 ლარი).

2016 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან, მოპასუხე - ზ------ მ--–----ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 29 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 243( ორასორმოცდასამი) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 403-ე, 405-ე, 407-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”

 

6.3. დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2015 წლის 30 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულება მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.5%-ით, კრედიტის ვადა -2020 წლის 05 იანვრამდე . კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე .

 

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს საბ---ო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 1459.63 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-12.85 ლარი, პროცენტი-72.81 ლარი, ჯარიმა-98.81 ლარი და დაზღვევა 2.54 ლარი.

 

6.4.დადგენილია, რომ სს“ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 504.97 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 0%-ით. კრედიტის ვადა -357 დღე (12 გადახდა) ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე.

 

ზ------ მ--–----ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას.

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 18 ოქტომბრის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 78.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-42.09 ლარი, ჯარიმა-34.94 ლარი .

6.5. დადგენილია, რომ სს“ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 19 დეკემბერს დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 388 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 0%-ით. კრედიტის ვადა -312 დღე (9 გადახდა) . ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.50% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე.

ზ------ მ--–----ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა.

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 137.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-85.77 ლარი, ჯარიმა-51.98 ლარი .

 

6.6. დადგენილია, რომ რომ სს „ თ----- ბ---სა“ და ზ------ მ--–----ეს შორის 2016 წლის 11 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულება მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2050 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, კრედიტის ვადა -2020 წლის 17 აპრილამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე .

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ .

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სა 2017 წლის 21 სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა, რის საფუძველზეც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ ს.ს. სადაღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოდინგში“

2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ზ------ მ--–----ეს 2016 წლის 11აპრილის საბანკო კრედიტის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 1630.56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1476.10 ლარი, პროცენტი- 62.69 ჯარიმა-89.1 ლარი და დაზღვევა -2.67 ლარის ოდენობით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.” მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ სადაო ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო სარგებელი. სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“ უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი .

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა 2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან და 2016 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირისა და საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის ნაწილში კანონიერია, შესაბამისად უნდა მოხდეს ძირისა და პროცენტის სახით მოთხოვნილი თანხების მოპასუხე მხარეზე სრულად დაკისრება.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ასევე კანონიერია ნარჩენი სადაზღვევო შენატანის დაკისრება.

6.8. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

 

სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.

 

2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან, მოპასუხე - ზ------ მ--–----ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 88 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 250 ლარისა და 56 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).

 

2016 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან, მოპასუხე - ზ------ მ--–----ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 29 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 243( ორასორმოცდასამი) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი).

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციით, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ 2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან და 2016 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს ფიქსირებული სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ასევე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 %-ს დაკისრებას სასამართლო არ თვლის მიზანშეწონილად, რადგან ფიქსირებული თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად შეესაბამება აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით დარჩენილი ძირითადი თანხის ოდენობას, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ დამატებით პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გარკვეული თანხის დაკისრება ვალდებულების შესრულებამდე, იქნებოდა შეუსაბამო მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობასთან. დანარჩენი ორი ხელშეკრულების შემთხვევაში ( 2017 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება და 2017 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულება ) სასამართლო თვლის რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გადასახდელი ძირი თანხის ათ პროცენტამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ზ------ მ--–----ეს 2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან, გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 98,81 ლარი, 2016 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან გამომდინარე -89,10 ლარი, 2017 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8,57 ლარი, ხოლო 2017 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4,2 ლარი.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ ყველა ხელშეკრულებაზე ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,,თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 86(ოთხმოცდაექვსი) ლარი და 70 (სამოცდაათი) თეთრი ზ------ მ--–----ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარისა და 16 (თექვსმეტი) თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან), 50 (ორმოცდაათი) ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 (ოცი) ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.

 

ზ------ მ--–----ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 74 (სამოცდათოთხმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს.ს. ,,თ----- ბ---ის“-ს (ს/კ2--------) სარჩელი ზ------ მ--–----ის (პ.ნ.5----------) მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2015 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო N2599690-8217652 ხელშეკრულება) 1459 (ათასოთხასორმოცდაცხრამეტი) ლარის და 63 (სამოცდასამი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1285,47 ლარი არის ძირი თანხა, 72,81 ლარი არის პროცენტი, პირგასამტეხლო არის 98 ლარი და 81 თეთრი, დაზღვევა 2,54 ლარი)

 

2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის, N 2599690-8217652 ხელშეკრულებიდან, მოპასუხე - ზ------ მ--–----ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 88 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 250(ორასორმოცდაათი) ლარისა და 56 (ორმოცდათექვსმეტი) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).

 

1.2.ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) დაეკისროს სს.,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულება) 46(ორმოცდაექვსი) ლარისა და 29 (ოცდაცხრა) თეთრის გადახდა (საიდანაც 42,09 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 4,2 ლარი).

 

1.3. ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) 94(ოთხმოცდათოტხმეტი) ლარის და 34(ოცდათოთხმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 85,77 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 8,57ლარი).

 

1.4. ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 11 აპრილის საბანკო ხელშეკრულება) 1630(ათასექვსასოცდაათი) ლარის და 56 (ორმოცდათექვსმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1476,1 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 62,69ლარი, პირგასამტეხლო არის 89,10 ლარი, დაზღვევა არის 2,67 ლარი).

 

2016 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის, N 2599690-8319196 ხელშეკრულებიდან, მოპასუხე - ზ------ მ--–----ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 29 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 243( ორასორმოცდასამი) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).

 

1.5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სს. ,, თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 86(ოთხმოცდაექვსი) ლარი და 70 (სამოცდაათი) თეთრი (საგადასახადო დავალება N2; გადამხდელის ბანკი - სს „თ----- ბ---ი“, გადახდის თარიღი 20.12.2017წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 309 ლარი 31 თეთრი, გადამხდელი - სს „თ----- ბ---ი“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.

 

3. ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარისა და 05 (ხუთი) თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან), 50 (ორმოცდაათი) ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 (ოცი) ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.

 

ზ------ მ--–----ეს (პ.ნ.5----------) დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების 74 (სამოცდათოთხმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი