გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210118002321185
#2/68 -18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.04.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ფ-------ი ს-------–--ე
წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი
მოპასუხე: ნ--- კ--–--ე
წარმომადგენელი: გ--------- ჩ-------ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ფ-------ი ს-------–--ემ (პ/ნ.3----------) მოპასუხე - ნ--- კ--–--ის (პ/ნ. 3----------), მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს საჩხერე, სოფ. ი–----ს საავტომობილო გზაზე ნ--- კ--–--ე მართავდა თავის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რომელმაც ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და უკანა მხრიდან შეეჯახა იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას, რომელსაც მართავდა მოსარჩელე ფ-------ი ს-------–--ე. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაზიანდა ფ-------ი ს-------–--ის ავტომანქანა ოპელ ასტრა სახ. ნომრით - L------, რომლის აღდგენაც შეუძლებელია. აღნიშნულ ფაქტზე აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე N062100917001, რომელიც შეწყდა 2017 წლის 24 ოქტომბერს იმ მოტივით რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, თუმცა მძღოლის ნ--- კ--–--ის ქმედებაში გამოიკვეთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები და შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოპასუხე ნ--- კ--–--ე დაჯარიმებული იქნა ადმინისტრაციული წესით 2017 წლის 27 ოქტომბერს.
აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ქონებრივი ზიანი, რადგან ფ-------ი ს-------–--ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა რომელიც დაზიანდა არ ექვემდებარება აღდგენას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხესთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად მომართა სარჩელით სასამართლოს.
სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ქონებრივი ზიანის 3100 (სამიათას ასი) ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წინსაწარ გაღებული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ: ექსპერტიზის თანხის -170 ლარი, საჯარიმოზე გადასახდელი თანხა დაახლოებით - 250 ლარი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილი თანხა - 15 ლარი, საერთო ჯამში - 435 ლარი.
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 150 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ--- კ--–--ე თავისი შესაგებლით არ ცნობს სარჩელს. მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე განმარტავს, რომ იგი არ ეთანხმება მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, თუმცა მიუთითებს რომ აღნიშნული ოქმი შედგენილი იქნა მის მიმართ და გადახდილია შესაბამისი საჯარიმო თანხაც. ასევე მოპასუხე მხარე სადაოდ ხდის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია ზოგადი შინაარსით და მასში კონკრეტული გარემოებები დასაბუთებული არ არის.
მოპასუხე მხარე თვლის რომ სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს საჩხერე, სოფ. ი–----ს საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ავტომანქანას (ოპელ ასტრა) სახ. ნომრით - L------ მართავდა მოსარჩელე - ფ-------ი ს-------–--ე (პ.ნ.3----------), ხოლო ავტომანქანას სახ. ნომრით W-------- მართავდა მოსარჩელე - ნ--- კ--–--ე (პ.ნ.3----------). ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც შეწყდა 2017 წლის 24 ოქტომბერს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. თუმცა მძღოლის ნ--- კ--–--ის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-11)
- შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის წერილი (ს.ფ.14)
- მხარეთა განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხე - ნ--- კ--–--ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nბა000033479, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ივანე გაბაძის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად. წარმოდგენილი ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს 20:40 საათზე საჩხერე, სოფ. ი–----ს საავტომობილო გზაზე მოძრაობისას მძღოლმა ნ--- კ--–--ემ ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და უკანა მხრიდან შეეჯახა იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას. დადგენილია, რომ ავტომანქანას (ოპელ ასტრა სახ. ნომრით - L------) რომელსაც შეეჯახა მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ--- კ--–--ის მართვის ქვეშ არსებული ავტომაქანა, მართავდა მოსარჩელე - ფ-------ი ს-------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nბა000033479 (ს.ფ.15)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის №619/ა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ფ-------ი ს-------–--ეს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ნ--- კ--–--ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა №619/ა (ს.ფ.32-35);
3.2.4. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N000448418. წარმოდგენილი დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილია, 1993 წელს დამზადებული ავტომობილი „OPEL ASTRA”, სახ.N:L--7---M-, საიდენტიფიკაციო N (VIN): W----------------, ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ ძარის მარცხენა გვერდის მთელ პერიმეტრზე აღენიშნება ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, დეფორმირებულია მარცხენა წინა და უკანა ფრთა, მარცხენა წინა და უკანა კარი, მარცხენა შუა ვერტიკალური დგარი, ძარის სახურავი, მარცხენა ზედა ჰორიზონტალური დგარი, ძარის იატაკი, მარცხენა ლავგარდანი და ა.შ.
ექსპერტიზის წინაშე დასმულია შეკითხვა, დაზიანებული ავტომანქანა სარეგისტრაციო ნომრით L--7---M-, ექვემდებარება თუ არა აღდგენას.
ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1993 წელს დამზადებული ავტომობილი „OPEL ASTRA”, სახ.N:L--7---M-, საიდენტიფიკაციო N (VIN): W----------------, ძარაზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.16-19)
3.2.5. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N000501218. წარმოდგენილი დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილია, 1993 წელს დამზადებული ავტომობილი „OPEL ASTRA”, სახ.N:L--7---M-, საიდენტიფიკაციო N (VIN): W----------------, ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძარის მარცხენა გვერდის მთელ პერიმეტრზე აღენიშნება ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, დეფორმირებულია მარცხენა წინა და უკანა ფრთა, მარცხენა წინა და უკანა კარი, მარცხენა შუა ვერტიკალური დგარი, ძარის სახურავი, მარცხენა ზედა ჰორიზონტალური დგარი, ძარის იატაკი, მარცხენა ლავგარდანი და ა.შ.
ექსპერტიზის წინაშე დასმულია შეკითხვა, დადგინდეს დაზიანებული ავტომანქანის (სარეგისტრაციო ნომრით L--7---M-, ) იდენტური ავტომობილის საბაზრო ღირებულება (დაუზიანებლის).
ექსპერტიზის დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის „OPEL ASTRA”, სახ.N:L--7---M-, საიდენტიფიკაციო N (VIN): W----------------, გამოშვების წელი 1993, მსგავსი დაუზიანებელი-ექსპლოატაციაში მყოფი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება მისი დაუზიანებელი ნაწილებიდან გამომდინარე, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრება 3100 (სამი ათას ასი) ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.20-25)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ფ-------ი ს-------–--ის სარჩელი ნ--- კ--–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ მოპასუხე - ნ--- კ--–--ეს უნდა დაეკისროს ფ-------ი ს-------–--ის სასარგებლოდ 3100 (სამი ათას ასი) ლარის ანაზღაურება. სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის 15 ლარის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური) და წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი 62 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას ხარჯების დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 992-ე. 999-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის შესაბამისად „მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.”
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხე - ნ--- კ--–--ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nბა000033479, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ივანე გაბაძის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად. წარმოდგენილი ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს 20:40 საათზე საჩხერე, სოფ. ი–----ს საავტომობილო გზაზე მოძრაობისას მძღოლმა ნ--- კ--–--ემ ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და უკანა მხრიდან შეეჯახა იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას. დადგენილია, რომ ავტომანქანას (ოპელ ასტრა სახ. ნომრით - L------) რომელსაც შეეჯახა მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ--- კ--–--ის მართვის ქვეშ არსებული ავტომაქანა, მართავდა მოსარჩელე - ფ-------ი ს-------–--ე.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანი, რომელიც განიცადა მოსარჩელე ფ-------ი ს-------–--ემ მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებით.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის №619/ა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ფ-------ი ს-------–--ეს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ნ--- კ--–--ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 -ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმით დადგენილი გარემოებები სახეზეა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 -ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამ შემთხვევაში სახეზეა და დადგენილია, რომ ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 -ე მუხლის ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.“.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N000448418 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1993 წელს დამზადებული ავტომობილი „OPEL ASTRA”, სახ.N:L--7---M-, საიდენტიფიკაციო N (VIN): W----------------, ძარაზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.“
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს დამდგარი ზიანის ანაზღაურებას, რაც მან მიიღო ავტომანქანის დაზიანებით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის „OPEL ASTRA”, სახ.N:L--7---M-, საიდენტიფიკაციო N (VIN): W----------------, გამოშვების წელი 1993, მსგავსი დაუზიანებელი-ექსპლოატაციაში მყოფი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება მისი დაუზიანებელი ნაწილებიდან გამომდინარე, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრება 3100 (სამი ათას ასი) ლარით.
ამდენად სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.“
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლოს გარეშე ხარჯების ფარგლები განსაზღვრული იყო მოსარჩელის მიერ, კერძოდ მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ უნდა ანაზღაურდეს ექსპერტიზის თანხის -170 ლარი, საჯარიმოზე გადასახდელი თანხა დაახლოებით - 250 ლარი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილი თანხა - 15 ლარი, საერთო ჯამში - 435 ლარი, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 150 ლარი.
სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 15 (თხუთმეტი) ლარის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური) გადახდა, ნ--- კ--–--ეს ასევე უნდა დაეკისროს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი 62 (სამოცდაორი) ლარის ოდენობით ფ-------ი ს-------–--ის სასარგებლოდ .
სასამართლოს ხარჯებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა , შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 49-ე. 243-244-ე,248-ე 250-ე, 257-ე, 264-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფ-------ი ს-------–--ის (პ.ნ.3----------) სარჩელი ნ--- კ--–--ის (პ.ნ. 3----------) მიმართ დაკმაყოფილდეს :
1.1. ნ--- კ--–--ეს (პ.ნ. 3----------) დაეკისროს ფ-------ი ს-------–--ის სასარგებლოდ 3100 (სამი ათას ასი) ლარის გადახდა.
1.2. სასამართლოს გარეშე ხარჯების ნაწილში ნ--- კ--–--ეს (პ.ნ.3----------) დაეკისროს ფ-------ი ს-------–--ის სასარგებლოდ 15 (თხუთმეტი) ლარის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური) გადახდა, ნ--- კ--–--ეს ასევე დაეკისროს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი 62 (სამოცდაორი) ლარის ოდენობით ფ-------ი ს-------–--ის სასარგებლოდ გადახდა. სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ნ--- კ--–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 93 (ოთხმოცდაცამეტი) ლარის გადახდა.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი