განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
820100117002124378
დავის ტიპი
260 6 ა , 262 4 ა
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100117002124378

№1-243/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26.04.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - დ----- ხ------–---–ი

 

ბრალდებული - შ--- ა------–--ნი

ადვოკატი - პ----- ბ---–----ე

 

თარჯიმანი - დ--–--–- მ----–-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173190817002

 

ბრალდებული: შ--- ა------–--ნი

მამის სახელი: ტ-------;

დაბადებული: 27.02.1--- წელი;

პირადი ნომერი: 6----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

მცხოვრები: ქ. ქ------–----, რ---------–-- ქუჩა №162 ვ, ბინა №21.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. შ--- ა------–--ნმა თურქეთის რესპუბლიკაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ წონით - 0,5306 გრამი და უკანონოდ შეინახა კუთვნილ ავტომანქანა ,,ოპელ კორსას“ სახ. №Q-------- ჭერში არსებულ ლუქში, რის შემდეგაც 2017 წლის 19 აგვისტოს, 20:38 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე საბაჟო გამტარ პუნქტ ,,სარფის“ გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 2017 წლის 19 აგვისტოს სარფის საბაჟო გამტარი პუნქტის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანა ,,ოპელ კორსა“ სახ. №Q-------- დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი წონით - 0,5306 გრამი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.

 

2. მოწმის სახით დაკითხული, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე, ბ------ ბ------ის ჩვენების თანახმად 2017 წლის 19 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდან ,ოპელ კორსას“ მარკის, სახ. №Q-------- ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მესაკუთრე შ--- ა------–--ნი. მასთან გასაუბრების დროს შეატყო რომ შ--- ა------–--ნი რაღაცაზე ნერვიულობდა და იყო შეშინებული და მას როგორც პროფესიონალ მებაჟეს გაუჩნდა ეჭვი, რომ შ--- ა------–--ნს თან ჰქონდა აკრძალული ნივთი, ამიტომ მოახდინა ავტომანქანის დეტალური შემოწმება , რა დროსაც, ავტომანქანის სალონში, ლუქსა და საფარს შორის არსებულ სიცარიელეში აღმოაჩინა დამალული აბები და ფხვნილი. მისივე განმარტებით ამ დროს შ--- ა------–--ნმა მას სთხოვა დახმარება და მომხდარის პოლიციისთვის არ სეტყობინება.

 

3. მოწმის სახით დაკითხულმა ე--------- კ---------მა კატეგორიულად უარყო შ--- ა------–--ნის კუთვნილ ავტომანქანაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირი და განმარტა, რომ შ--- ა------–--ნი არის მისი მეგობარი და ნათესავი და 2017 წლის 19 აგვისტოს შ--- ა------–--ნმა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაზიანებული ავტომანქანის ნაწილის შესაკეთებლად ავტომანქანით ნამდვილად წაიყვანა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ტრაბზონში და მისი განმარტებით იგი ავტომანქანაში მარტო არ დარჩენილა.

 

4. 2017 წლის 19 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის თანახმად ავტომანქანა ,,ოპელ კორსაში“ სახ. №Q--------, რომელსაც მართავდა შ--- ა------–--ნი, აღმოჩნდა აბები და ფხვნილი.

 

5.მოწმე ბესიკ სოროზანაშვილის ჩვენების თანახმად მან გამოიკვლია ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 64 ცლი ტაბლეტი, თეთრი ფერის ერთი ცალი ტაბლეტი ჩამონატეხით, თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი და 2017 წლის 20 აგვისტოს გასცა ექსპერტიზის №ქ/346 დასკვნა, რომლის თანახმად, შ--- ა------–--ნის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 64 ცლი ტაბლეტი, თეთრი ფერის ერთი ცალი ტაბლეტი ჩამონატეხით, თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 26,5309 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,5306 გრამის ოდენობით.

 

6. მოწმე, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ჯ------- ბ--–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 19 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ შ--- ა------–--ნს ავტომანქანაში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

 

7 .მოწმე ლ--–- დ-----აძის ჩვენების თანახმად ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად შ--- ა------–--ნს ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.

 

8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

9. ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით და 0,5306 გრამი ,,ბუპრენორფინი” წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;

 

10.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

11. .შ--- ა------–--ნს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

12. 2017 წლის 20 აგვისტოს №21-10-11/127903 შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად 2017 წლის 19 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სარფის” კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ,,ოპელის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. №Q-------- რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე შ--- ა------–--ნი. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას აბები აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება სუბოქსინი.

 

13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად შ--- ა------–--ნმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 19.08.2017 წელი 20:38 საათი.

 

14. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.

 

15. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

 

16. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

17. შ--- ა------–--ნს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის”- საქართველოში შემოსატანად

 

18. შ--- ა------–--ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მოწმეების: გენადი მსხალაძის, გიორგი ბ---–----ის გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 20 აგვისტოს დაკავების ოქმით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების და დათვალიერების ოქმებით და საქმეზე დართული ნივთმტკიცებით.

 

19. სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს ბრალდებული შ--- ა------–--ნის მიერ საბოლოო სიტყვაში გაცხადებულ განმარტებას, რომლის თანახმადაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მისის აზრით ეკუთვნოდა მის მგზავრს, ე--------- კ---------ს. თუმცა ბრალდებულის აღნიშნულ განმარტებას სასამართლოს ვერ გაიზიარებს რადგან არ გამომდინარეობს სასამართლოში ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ავტომობილის მესაკუთერეა შ--- ა------–--ნი და იგი მართავდა ავტომობილს. დადგენილია ისიც, რომ ნარკოტიკული სასუალება დამალული იყო ავტომობილის სალონში, ლუქისა და მისი საცავის ქვეშ, დადგენილია ისიც, რომ მგზავრი ე--------- კ---------ი შ--- ა------–--ნის გარეშე ხსენებულ ავტომანქანაში მარტო არ მჯდარა, შესაბამისად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დამალვას ვერ შეძლებდა შ--- ა------–--ნის ნებართვის გარეშე. დადგენილია ისიც, რომ როდესაც ე--------- კ---------ი ქალაქ ტრაბზონში გადასული იყო ავტონაწილის შესაკეთებლად, შ--- ა------–--ნი დარჩა მარტო ავტომანქანაში დაახლოებით 15 წუთი. მებაჯე ოფიცერის ჩვენებით დადგენილია ისიც, რომ საბაჟო საზღვარზე შემოწმების დროს შ--- ა------–--ნის ავტომობილის დეტალური დათვალერების და შემოწმების აუცილებლობა გამოიწვია სწორედ შ--- ა------–--ნის ქცევამ, რადგან შ--- ა------–--ნს ეტყობოდა შიში და ნერვიულობა. დადგენილია ისიც, რომ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისას შ--- ა------–--ნმა მებაჟე ოფიცერს სთხოვა საქმის ადგილზე მოგვარება და პოლიციისთვის არ შეტყობინება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ--- ა------–--ნმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი”და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--- ა------–--ნის მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

21. შ--- ა------–--ნს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და სემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

22. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ შ--- ა------–--ნს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში.

 

23. შ--- ა------–--ნს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ--- ა------–--ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ--- ა------–--ნს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

მასვე, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ შ--- ა------–--ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. შ--- ა------–--ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 აგვისტოდან.

 

4.შ--- ა------–--ნის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,5306 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი