განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
010100116001392403
დავის ტიპი
185 2 გ , 185 2 ბ , 180 1
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100116001392403

საქმე №1-606/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

19 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე _ ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი _ თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი _ ზ------ კ---–--–--ე

ადვოკატი – ს---–------ კ-----–--ე

 

ბრალდებული: ო----- ე-–----–ი (დასწრების გარეშე)

მამის სახელი: მ------

პირადი ნომერი: 1----------

დაბადებული: 1--0--1----–ელი

მოქალაქეობა: თ--------------------–-----------–---

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

განათლება: უ-----–---

მცხოვრები: თ--------------------–----------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი), 185-ე მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო----- ე-–----–მა ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 25 მარტს, ო----- ე-–----–ი დაბინავდა ქ. ბათუმში, ბ-------–---–----------ში მდებარე თ-----ა ხ------------ის საოჯახო სასტუმრო ,,ნ---------–-“. იგი სასტუმროს მეპატრონეს მოელაპარაკა, რომ სასტუმროში ცხოვრების საფასურს, რაც შეადგენდა დღე-ღამეში 50 ლარს გადაიხდიდა სასტუმროდან გასვლის დღეს. ო----- ე-–----–მა არ შესრულა პირობა. მან არ გადიხადა სასტუმრო ცხოვრების საფასური 1----–----ს ოდენობით და 2016 წლის 26 მარტს სასტუმროდან გაიპარა, რითაც თ-----ა ხ------------ე ქონებრივად დააზიანა მოტყუებით.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო----- ე-–----–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 26 მარტს, ქ. ბათუმში, ბ-------–---–----------ში მდებარე თ-----ა ხ------------ის საოჯახო სასტუმრო ,,ნ---------–-“, ო----- ე-–----–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სასტუმროს მეპატრონის, თ-----ა ხ------------ის ,,ს---------'' (გ--–-------“) ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

ო----- ე-–----–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ა) მოწმის სახით დაკითხული თ-----ა ხ------------ის (დაზარალებული) ჩვენების (უდავო მტკიცებულება) თანახმად, მისი ოჯახი ფლობს ქ. ბათუმში, ბ-------–---–-------ში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ნ----------’’. აღნიშნულ სასტუმროში ძირითადად ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები და თვითონ ახდენენ სტუმრის მიღება-დაბინავებას. დღის საათებში სასტუმროში დაქირავებული თანამშრომლები მუშაობენ, ხოლო საღამოს 18:00 საათის შემდგომ ძირითადად იგი და მისი მეუღლე არიან სასტუმროს მიმღებში. 2016 წლის 25 მარტს, დაახლოებით საღამოს 23:00 საათზე მათთან მივიდა სასტუმრო „ნ---------–-“ ნამყოფი ო----- ე-–----–ი და ითხოვა 2016 წლის 28 მარტამდე გაეჩერებინათ სასტუმროში, იმ პირობით, რომ გასვლის წინ გადაიხდიდა ფულს. სასტუმროში არ იყო და მისმა მეუღლემ მიიღო სტუმარი. დააბინავა პირველ სართულზე მდებარე N-----------------– ნომერში, რომელშიც მანამდე ცხოვრობდა და რომლის საფასური 24 საათში შეადგენს 50 ლარს. მეორე დღეს, 2016 წლის 26 მარტს, შუა დღით მივიდა სასტუმროში, ესაუბრა ო----- ე-–----–ს, რა დროსაც მან უთხრა, რომ 250 ლარი ჰქონდა გადასახდელი თურქეთის საკონსულოში საბუთებისათვის. ფულს გადაურიცხავდნენ 2016 წლის 28 მარტს. გადაიხდიდა საკონსულოში საბუთების ფულს და მათაც დაუფარავდა სასტუმროში ცხოვრების საფასურს. მისთვის კონკრეტულად არ უკითხავს რა საბუთებს ამზადებდა და ვის უნდა გამოეგზავნა მისთვის ფული, რადგან ო----- ე-–----–ი იყო ახალგაზრდა მ-----–-, მას შვილად აღვიქვამდა და ვერ წარმომედგინა თუ მოიტყუებოდა, ამასთან იგი სანდომიანად იქცეოდა და ეჭვს არ აღუძრავდა. ამ საუბარში იყვნენ, როცა ორივე ისხდნენ სასტუმროს მიმღებში. მან სთხოვა მისი კუთვნილი ,,ს-------- გ--–-------“ ფირმის მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით მეგობრებს უნდა დაკავშირებოდა. სასტუმროში აქვთ უსადენო ინტერნეტი, ამდენად შესაძლებელია მობილურით ინტერნეტში შესვლა. ამიტომ უარი არ უთქვამს და საკუთარი ხელით გადასცა მას მობილური ტელეფონი. ო----- ე-–----–ი იქვე მდგარ სავარძელში ჩაჯდა და ტელეფონით სარგებლობდა, თვითონ კი იქვე მიმღებში იმყოფებოდა და სასტუმროს დოკუმენტაციას აწესრიგებდა. ამ დროს სასტუმროში მოვიდა მისი შვილი ბ----- ბ-----ე, რომელიც დატოვა მიმღებში და გავიდა სხვა ოთახში. ო----- ე-–----–ი იქვე მიმღების წინ იჯდა სავარძელში და ტელეფონზე საუბრობდა. ამ მდგომარეობაში იყო დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. საღამოს ტელეფონი დასჭირდა და გავიდა სასტუმროს მიმღებში, სადაც ო-----ი აღარ დახვდა. მაშინვე ე-–----–ი მის მიერ დაქირავებულ ოთახში მოძებნა, თუმცა ის იქ არ დახვდა. საეჭვოდ მოეჩვენა მისი ასე გაუჩინარება და მაშინვე ნახა სასტუმროს შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო მეთვალყურეობის კამერის ჩანაწერები და გაარკვია, რომ დაახლოებით საღამოს 1---- საათზე, ო----- ე-–----–ი შედის მის მიერ დაქირავებულ ოთახში, რა დროსაც ხელში უჭირავს კუთვნილი მობილური ტელეფონი. რამდენიმე წუთს ყოვნდება მის ოთახში და შემდეგ გამოდის ნომრიდან, რა დროსაც მის ხელში მობილური ტელეფონი აღარ უჭირავს. ო----- ე-–----–ის ნომრიდან გამოსვლის დროს მისი შვილი ბ----ა ბ-----ე, რომელიც სასტუმროს მიმღებში იმყოფებოდა, მიდის სამზარეულოს მიმართულებით, ხოლო ო----- ე-–----–ი დგას მისი ნომრის კართან და რამდენიმე წამს ყოვნდება. ამ დროს ბ----- შედის სამზარეულოში, რა დროსაც ო----- ე-–----–ი სწრაფი ნაბიჯით ეშვება სასტუმროდან გასასვლელ კიბეებზე. აღნიშნული ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ მიხვდა, რომ ო----- ე-–----–ი აღარ აპირებდა მისი მობილური ტელეფონის დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ გაიპარებოდა. ო----- ე-–----–მა წასვლიდან რამდენიმე წუთში ტელეფონი გამორთო და აღარ ჩაურთავს. შესაბამისად, ზარიც არ გადიოდა როცა რეკავდა. ამ ფაქტის შემდგომ სასტუმროში აღარ მოსულა. მას არც მობილური ტელეფონი დაუბრუნებია და არც სასტუმროში ორი დღის ცხოვრების საფასური 1----–---- არ გადაუხდია.

 

ბ) მოწმის სახით დაკითხული დ------- შ----–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები და ბრალდებული, დაათვალიერა სასტუმროების ,,ა--------–--’’, ,,ნ-----------“ და ,,ი-–-----“ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ჟურნალები და ინვოისების ქსეროასლები, მობილური ტელეფონების ყუთები, დანიშნა სასაქონლო ექსერტიზა, მოიპოვა წერილობითი მტკიცებულებები და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

თ-----ა ხ------------ის მიერ წარმდგენილი მობილური ტელეფონის ყუთის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,ს-------- გ--–-------“ ფირმის მობილური ტელეფონის იმეი კოდია -3---------------

 

გ) მოწმე ნ-------- ი-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 26 აპრილს, თურქეთის მოქალაქე ო----- ე-–----–ისაგან შეიძინა ,,ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

დ) მოწმის სახით დაკითხული ნ---- ნ---------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის აპრილის თვეში მუშაობდა პოლიციის მე-3 განყოფილებაში. 2016 წლის 28 აპრილს მოწმის სახით გამოკითხა ნ-------- ი------ე, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ წარმოადგინა ნივთები - ო----- ე-–----–ისაგან შეძენილი ,,ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.

 

ნ-------- ი-------ს მიერ წარდგენილი მობილური ტელეფონის იმეი კოდი ემთხვევა თ-----ა ხ------------ის მობილური ტელეფონის იმეი კოდს.

 

ე) ექსპერტ რ----- ზ----ის ჩვენების და სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის N1---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,S-----------------ის’’ საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს 60 ლარს.

 

1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო----- ე-–----–მა ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 მარტს, ო----- ე-–----–ი დაბინავდა ქ. ბათუმში, გ------–---–-- ქ. N---ში მდებარე სასტუმრო ,,ა--------––-“. იგი სასტუმროს ადმინისტრაციას მოელაპარაკა, რომ სასტუმროში ცხოვრების საფასურს, რაც შეადგენდა დღე-ღამეში 1----–– დოლარს გადაიხდიდა სასტუმროდან გასვლის დღეს. ო----- ე-–----–მა არ გადაიხადა სასტუმროში ცხოვრებისა და მინი ბარის მომსახურების საფასური 1-----–----- ოდენობით და 2016 წლის 21 მარტს სასტუმროდან გაიპარა, რითაც სასტუმრო ,,ა--------–--’ ქონებრივად დააზიანა მოტყუებით და დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

ო----- ე-–----–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ა) მოწმე დ----- დ-----იანის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ. ბათუმში, გ------–---–-- N---ში მდებარე სასტუმრო „ა--------––-“ ადმინისტრატორის პოზიციაზე. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის სტუმრების მიღება, დაბინავება და სტუმრის სასტუმროს სარეგიტრაციო ჟურნალში გატარება. მისი სამუშაო ადგილი მდებარეობს სასტუმროს შესასვლელში და სასტუმროში მოსულ სტუმარს პირველად იგი ხვდება. სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ყოველდღე დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ორი დღის განმავლობაში, ხოლო მომდევნო ორი დღის განმავლობაში ისვენებს. 2016 წლის 17 მარტს იქნებოდა დაახლოებით 22:00 საათი, როცა სასტუმროში მოვიდა ახალგზარდა მ-----–-, რომელიც საუბრობდა ინგლისურ ენაზე და რომელსაც უნდოდა სასტუმროს ნომერი ოთხი დღით, ანუ 2016 წლის 21 მარტამდე. იგი დაბინავდდა სასტუმროს მე-3 სართულზე მდებარე ე. წ მინი ლუქსში, 305-ე ოთახში, რომელშიც 24 საათის ცხოვრების საფასური მაშინ იყო 1----–– დოლარი. მან განაცხადა, რომ ფული თან არ ჰქონდა და გადაიხდიდა სასტუმროდან გასვლის წინ, რაზეც მიიღო თანხმობა. სტუმარს თან არავითარი სახის ბარგი არ ჰქონდა გარდა ნოუთბუქისა. პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მას გამოართვა პირადობის მოწმობა, რომელზეც გადაიღო ასლი, გაატარა სასტუმროს სარეგისტრაციო ჟურნალში და გადასცა ნომრის გასაღები. პასპორტის მიხედვით, სტუმარი აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქე, ო----- ე-–----–ი. სტუმრის დაბინავების შემდგომ დაურეკა სასტუმროს მენეჯერს, ნ----------–ა ხ--–--–ს და უთხარა, რომ მიიღო ახალი სტუმარი, თურქეთის მოქალაქე ო----- ე-–----–ი, რომელსაც სურდა სასტუმროში ცხოვრების საფასური გადაეხადა გასვლისას, ანუ 2016 წლის 21 მარტს. მსგავსი სიტუაცია სასტუმროში არაერთხელ ყოფილა, როცა სტუმარი სასტუმროში ცხოვრობს და გასვლისას იხდის ნომრის და სხვა მომსახურების საფასურს ერთდროულად. ამიტომ მენეჯერსაც არ გაკვირვებია სტუმრის თხოვნა, გასვლისას გადაეხადა სასტუმროში ცხოვრების საფასური. ო----- ე-–----–ის სასტუმროში დაბინავებიდან მეორე დღეს გავიდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომლისაგან გაიგო, რომ სასტუმროში მცხოვრები ო----- ე-–----–ი აქტიურად იყენებდა სასტუმროს ნომერში არსებულ მინი-ბარს, ითხოვდა მის შევსებას და თანამშრომლები ამით გაკვირვებულები იყვნენ. 2016 წლის 21 მარტს, მენეჯერმა ნ----------–- ხ--–--–მა უთხრა, რომ ო----- ე-–----–ი გაიპარა სასტუმრო „ა--------–------“

 

ბ) მოწმის სახით დაკითხული ნ----------–- ხ--–--–ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, იგი არის სასტუმრო ,,ა--------–--’’ მენეჯერი, სადაც ნომრის ღირებულება შეადგენს 1----–– დოლარს. სასტუმროში მოსული სტუმარი ხელს აწერს გაფრთხილებას და ინფორმირებულია მინი ბარის შესახებ. 2016 წლის 17 მარტს სასტუმროში დაბინავდა ო----- ე-–----–ი. სტუმარმა განაცხადა, რომ თანხას გადაიხდიდა სასტუმროს დატოვების დროს, რადგან იყო მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის მონაწილე და ელოდებოდა თანხის ჩარიცხვას. მას 21 მარტს უნდა ჩაებარებინა ნომერი, მაგრამ 12:00 საათზე არ გამოცხადდა. კამერების გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ იგი გაიპარა წინ ღამეს.

 

გ) სასტუმრო ,,ა--------–--’’ სარეგისტრაციო ბარათით და ო----- ე-–----–ის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ო----- ე-–-----–ი 2016 წლის 17 მარტიდან 2016 წლის 21 მარტამდე ცხოვრობდა სასტუმრო ,,ა--------––-’’.

 

დ) ნ----------–- ხ--–--–ის მიერ წარმოდგენილი ,,-----------’ დასტურდება, რომ ო----- ე-–----–ის სასტუმრო ,,ა--------––-’’ ცხოვრების საფასური შეადგენს 1-----–----, რაც მის მიერ არ იქნა გადახდილი.

 

1.3 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო----- ე-–----–მა ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 2--------–-, ო----- ე-–-----–ი დაბინავდა ქ. ბათუმში, ზ. ბ-----ის ქ. N1--–- მდებარე სასტუმრო ,,ფ-----–-“. იგი სასტუმროს მეპატრონეს ჯ----– ი------ეს მოელაპარაკა, რომ სასტუმროში ცხოვრების საფასურს, რაც დღე-ღამეში შეადგენდა 50 ლარს, გადაიხდიდა სასტუმროდან გასვლის დღეს. ო----- ე-–----–მა არ შესრულა პირობა. მან არ გადიხადა სასტუმროში ცხოვრებისა საფასური 2----–----- ოდენობით და 2016 წლის 24 აპრილს სასტუმროდან გაიპარა, რითაც ჯ----– ი------ე ქონებრივად დააზიანა მოტყუებით და დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო----- ე-–----–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: შემდეგში: 2016 წლის 2--------–-, ო----- ე-–-----–ი ქ. ბათუმში, ზ. ბ-----ის ქ. N1--–- მდებარე სასტუმრო ,,ფ-----–-“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სასტუმროს მეპატრონის, ჯ----– ი-------ს ,,ს---------“ ფირმის მობილურს ტელეფონს.

 

ო----- ე-–----–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ა) სასტუმრო ,,ფ------’’ სარეგისტრაციო წიგნის მონაცემებით და ო----- ე-–-----–ის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ო----- ე-–----–ი, 2016 წლის 21 ა-----–----- 2--------–----- ცხოვრობდა სასტუმრო ,,ნ---------–-’’.

 

ბ) მოწმის სახით დაკითხული ჯ----– ი-------ს (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, იგი არის სასტუმრო ,,ფ------“ მეპატრონე, სადაც ღამის გათევა ღირს 50 ლარი. 2016 წლის 2--------–- სასტუმროში მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და განაცხადა, რომ პასპორტი დაკარგული ჰქონდა და 2 დღეში დედა გამოუგზავნიდა თანხას და გადაიხდიდა სასტუმროში ცხოვრების საფასურს. ო----- ე-–-----–ი რეგისტრაციაში გაატარეს და დააბინინავეს მე-4 სართულზე. 2016 წლის 24 აპრილს იგი სასტუმროდან ისე წავიდა, რომ არ გადაიხადა სასტუმროში ცხოვრების საფასური და სასტუმროდან წაიღო ჯ----– ი-------ს ,,ს---------’’ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

ჯ----– ი-------ს მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ყუთის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,ს-------- (გ--–--------) ფირმის მობილური ტელეფონის იმეი კოდებია - 3-----------------------------------

 

გ) მოწმე გ---ა ზ-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 24 აპრილს, თურქეთის მოქალაქე ო----- ე-–----–ისაგან შეიძინა ,,ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

დ) მოწმის სახით დაკითხული ნ---- ნ---------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის აპრილის თვეში მუშაობდა პოლიციის მე-3 განყოფილებაში. 2016 წლის 27 აპრილს მოწმის სახით გამოკითხა გ---- ზ-----ე, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ წარმოადგინა ნივთები - ო----- ე-–----–ისაგან შეძენილი ,,ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი, მისი პირადობის მოწმობის ასლი და ფოტოსურათი.

 

გ---- ზ-----ის მიერ წარდგენილი მობილური ტელეფონის იმეი კოდები ემთხვევა ჯ----– ი-------ს მობილური ტელეფონის იმეი კოდებს.

 

ე) ექსპერტ რ----- ზ----ის ჩვენების და სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის N 1---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,S---------ის საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს 130 ლარს.

 

1.4 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო----- ე-–----–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 2--------–-, ქ. ბათუმში, კ-------------------------ში მდებარე სასტუმრო ,,ი-–----–-“ ო----- ე-–-----–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ლ--- გ--------ის ,,ნ------’’ ფირმის მობილურს ტელეფონს.

 

ო----- ე-–----–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ა) მოწმის სახით დაკითხული ლ--- გ--------ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, იგი არის სასტუმრო ,,ი-–-----“ ადმინისტრატორი, სადაც ღამის გათევა ღირს 50 ლარი. 2016 წლის 2--------–-, სასტუმროში მოვიდა თურქეთის მოქალაქე, ო----- ე-–----–ი, რომელიც ადრეც იყო ნამყოფი და ითხოვა 3 დღით ნისიად დატოვება და კომპიუტერის მეშვეობით დედასთან დაკავშირება. შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც კომპიუტერით სარგებლობის შემდეგ, ო----- ე-–----–მა დატოვა სასტუმრო. კამერების გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან სასტუმროდან წაიღო ლ--- გ--------ის ,,ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

ბ) მოწმე რ---- ა–----–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 24 აპრილს, თურქეთის მოქალაქე ო----- ე-–----–ისაგან შეიძინა ,,ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

გ) მოწმის სახით დაკითხული დ------- შ----–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 28 აპრილს მოწმის სახით გამოკითხა რ---- ა–----–----, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ წარმოადგინა ნივთები - ო----- ე-–----–ისაგან შეძენილი ,,ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი და ო----- ე-–----–ის პირადობის მოწმობის ასლი.

 

დ) ექსპერტ რ----- ზ----ის ჩვენების და სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის N1---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,N----’’ საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით, შეადგენს 40 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- ე-–----–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ო----- ე-–----–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (სახეზეა დანაშაულის 6 ეპიზოდი) და შემამსუბუქებელ (არ გამოვლენილა) გარემოებებს და თვლის, რომ ო----- ე-–-----–ს საბოლოო სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობის წესით უნდა დაენიშნოს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-217-ე, 219-ე, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ო----- ე-–----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0-----------–-–-- ვადით.

 

2. ო----- ე-–----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0-----------–-–-- ვადით.

 

3. ო----- ე-–----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით (20---–-–-------------------------).

 

4. ო----- ე-–----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით (201--–-–------------–-------------).

 

5. ო----- ე-–----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0-----------–-–-- ვადით (2016 წლის 21 აპრილის ეპიზოდი).

 

6. ო----- ე-–----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0-----------–-–-- ვადით (2016 წლის 21 აპრილის ეპიზოდი).

 

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ო----- ე-–----–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0-----------–-–-- ვადით.

 

8. ო----- ე-–----–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

9. მსჯავრდებულ ო----- ე-–----–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

10. ნივთმტკიცებები: ო----- ე-–----–ის კუთვნილი პლასტიკური ბარათი, გ---- ზ-----ის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი, ნ-------- ი-------ს მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი, რ---- ა–----–----ს მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

11. ნივთმტკიცებები: გ---- ზ-----ის, რ---- ა–----–----ს და ნ-------- ი-------ს მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონები, სასტუმრო ,,ა--------–--’’, სასტუმრო ,,ფ------“, სასტუმრო ,,ნ-----------“ სარეგისტრაციო ჟურნალები, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

14. მსჯავრდებულ ო----- ე-–----–ის მიე მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი