განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
190100118002348654
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

№0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გიორგი ღონღაძე

 

სტაჟიორ-პროკურორი - სალომე ქემაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ე---------------ი, დაბადებული 1----–-–------ ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–---------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება (2017 წლის 02 დეკემბრის ეპიზოდი) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (2017 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 07 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი)

 

ადვოკატ - მაკა რევიას

 

თარჯიმან - ორხან რამაზანოვის

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

_ ე---------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------, რომელიც, 2017 წლის 02 დეკემბერს, ქ----------ში ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–------------ სამმართველოს თანამშრომლებს.

 

_ ე---------------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------, 2017 წლის 04 დეკემბერს, ქ----------–---------------------------ე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–------------ სამმართველოს თანამშრომლებს.

 

_ ე---------------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------, 2017 წლის 07 დეკემბერს, ქ----------ში ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–------------ სამმართველოს თანამშრომლებს.

 

_ ე---------------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------, 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 00:02 საათზე, თ---–----–-----–-----------------------–------------------–--------ზე, ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–------------ სამმართველოს თანამშრომლებს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შესაძლო შეძენა და გამოყენება.

 

ე---------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ა-–--------------------–-------------------------------–-------–--------–-----------–--------------------–------------–-----–-–---–----------------–------------------–---------–---–--------------------------–--------------------------------------------------------------------–---- გამოკითხვის ოქმები, რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, შსს მომსახურების სააგენტოს წერილი, ინტერპოლის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია, შსს ბაზიდან ამობეჭდილი დოკუმენტაცია, თავად ე---------------ის გამოკითხვის ოქმი და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ ე---------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------, რომელიც, 2017 წლის 02 დეკემბერს, ქ----------ში ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–------------ სამმართველოს თანამშრომლებს. ე---------------მა ასევე, 2017 წლის 04 დეკემბერს, ქ----------–---------------------------ე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, 2017 წლის 07 დეკემბერს, ქ. რუსთავში ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს და 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 00:02 საათზე, თ---–----–-----–-----------------------–------------------–--------ზე, ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–------------ სამმართველოს თანამშრომლებს. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულ ე---------------ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ე---------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. იგი შეიძლება ადასტურებდეს ან უარყოფდეს ამა თუ იმ ფაქტს, რომელიც წარსულს, აწმყოს ან მომავალს ეხება. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობებით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალური დოკუმენტია ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კერძო (პირადი) ხასიათის დოკუმენტი _ განცხადება, ხელწერილი, ხელშეკრულება, მინდობილობა.

 

სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი - მმართველობის წესს. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისევე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა, გაყალბება.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, მათ შორის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენებაში, რაშიც იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ე---------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ბრალდებულ ე---------------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

დაცვის მხარის მოსაზრებით სახეზეა განგრძობადი დანაშაული და არა დენადი დანაშაული, სახეზე არ გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობა და ბრალდებულ ე---------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ე---------------მა 2017 წლის 02 დეკემბერს, 2017 წლის 04 დეკემბერს, 2017 წლის 07 დეკემბერს და 2017 წლის 12 დეკემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–------------ სამმართველოს თანამშრომლებს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, რითაც მან გამოიყენა ყალბი მართვის მოწმობა და ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ოთხი ეპიზოდად, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქმედებებია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისას ე---------------ს არ ჰქონია ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ე---------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კერძოდ: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება (2017 წლის 02 დეკემბრის ეპიზოდი) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (2017 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 07 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი). სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეციდივი, ვინაიდან ე---------------ი ნასამართლევია 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და სახეზეა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ ე---------------ის მიმართ სასჯელის სახით თითოეული ეპიზოდისათვის შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენს, ვინაიდან არ გასულა განაჩენის გასაჩივრების ერთ თვიანი ვადა, სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ე---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ე---------------ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის ყალბი მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

2. ე---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 02 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 07 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 02 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 07 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე---------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

3. ე---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 02 მაისიდან.

 

4. სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ე---------------ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი