განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/153-18 (N069040118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
16.04. 2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გ--------ე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი დ----- ს--–----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული თ------ ჯ----–--ე
მამის სახელი: თ------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი ჟ------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თ------ ჯ----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბერში წყალტუბოს სოფელ ჟ------ში, თ------ ჯ----–--ემ სათანადო ნებართვის გარეშე განახორციელა ხე-ბუჩქნარის, კერძოდ 213 ძირი თხმელის ჯიშის ხის უკანონოდ გაჩეხვა, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1102,40 ლარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 06 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ თ------ ჯ----–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს თ------ ჯ----–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, თ------ ჯ----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: შ----- კ-------ის, კ------- გ--------ის, მ----- ხ---------ის, ა----–--- გ-------ის და ბრალდებულ თ----- ჯ----–--ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის დისკის დათვალიერების ოქმით; ეროვნული სატყეო სააგენტოს N12/31003 წერილით; აქტით და უკანონო ჭრის უწყისით; გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებით; მიმართვებით და შესაბამისი პასუხებით; ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა თ------ ჯ----–--ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: თ------ ჯ----–--ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; პირველადაა სამართალში, რაც მის კანონმორჩილ ცხოვრების წესზე მიუთითებს. ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი და ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია. ამასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გაჩეხილი ხეების ოდენობის(მოჭრილია 213 ძირი ხე, 15 კუბური მეტრი მოცულობით, რომლის გადატანას 4 რეისი სატვირთო ავტომობილი დასჭირდა) გათვალისწინებით სასჯელის პრევენციულ მიზანს უზრუნველყოფს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება და დღემდე ვერ შეძლო გარემოსათვის მიყენებული ზიანის თუნდაც ნაწილობრივ ანაზღაურება, ვერ იქნება ეფექტური ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ასევე ვერ დაენიშნება გამასწორებელი სამუშაო, ვინაიდან მსჯავრდებულს არ გააჩნია სამუშაო ადგილი, სადაც უნდა მოიხადოს ეს სასჯელი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თ------ ჯ----–--ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ამ ეტაპზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ------ ჯ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
თ------ ჯ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ------ ჯ----–--ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების CD-R დისკი, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, მოხდეს სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული თხმელის ჯიშის ხის ნაჭრების (ინახება წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში), როგორც დანაშაულის საგნის საპროცესო კონფისკაცია.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე