გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2018
საქმის ნომერი
010210117002114443
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117002114443

2-3710/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28/03/2018 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ზ------ თ----------–--ე

წარმომადგენელი: ე------------

მოპასუხე: ე------ ყ----–-----ე, რ----- ყ----–-----ე

წარმომადგენელი: პ----------–-----

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ზ------ თ----------–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- ბათილად იქნას ცნობილი ე------ ყ----–-----ესა და რ----- ყ----–-----ეს შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;

- გარიგების ბათილად ცნობის შემდეგ უძრავი ქონება მდებარე დაბა ჩ-------------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი 20.48.06.4--), აღირიცხოს ე------ ყ----–-----ის საკუთრებად.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2017 წლის 30 მარტს ზ------ თ----------–--ესა და ე------ ყ----–-----ეს შორის სანოტარო წესით დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე------ ყ----–-----ემ აღიარა, რომ მას ზ------ თ----------–--ისათვის გადასახდელი აქვს 26 700 ლარი. ვალის გადახდის თარიღად გათვალისწინებული იქნა 2017 წლის 15 მაისამდე პერიოდი. შეთანხმებულ ვადაში სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.05 %. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ მასზედ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს.

 

ე------ ყ----–-----ემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და შეთანხმებულ ვადაში სესხი არ დაფარა. მან 2017 წლის 2 ივნისს კუთვნილი ქონება მდებარე დაბა ჩ-------------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი 20.48.06.4--) აჩუქა მის შვილს რ----- ყ----–-----ეს. გარდა აღნიშნული ქონებისა, ე------ ყ----–-----ეს გააჩნდა უძრავი ქონება მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩ--------ში. მას სხვა ქონება აღარ აქვს. შესაბამისად ამ გზით ე------ ყ----–-----ემ მოსპო თანხის ამოღების გონივრული შესაძლებლობა. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ჩუქება არ წარმოადგენს ნამდვილ გარიგებას. ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მოჩვენებითად. მისი მიზანი იყო ქონების ე------ ყ----–-----ის საკუთრებიდან განრიდება. მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ------ თ----------–--ე ვალს ამოიღებდა ე------ ყ----–-----ის ქონებიდან. იმისათვის, რომ მას თავიდან აეცილებინა ქონების გაყიდვა და მიღებული თანხით ზ------ თ----------–--ის ვალის დაფარვა, მან კუთვნილი ქონება ფორმალურად გადააფორმა მისი შვილის რ----- ყ----–-----ის საკუთრებად. მიიჩნევს, რომ ამ გზით დადებული გარიგება ბათილი გარიგებაა. მოითხოვს გარიგება ბათილად იქნას ცნობილი და უძრავი ქონება კვლავინდებურად აღირიცხოს ე------ ყ----–-----ის საკუთრებად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ე------ ყ----–-----ე სარჩელს არ სცნობს. ამტკიცებს, რომ მან რ----- ყ----–-----ეს ქონება ნამდვილად აჩუქა და არარსებობს ჩუქების ხელშეკრულების გაბათილების საფუძველი.

2.2. რ----- ყ----–-----ე სარჩელს არ სცნობს. ამტკიცებს, რომ ის ე------ ყ----–-----ემ დაასაჩუქრა უძრავი ქონებით და ამ გარიგებაში კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობა არარსებობს. შესაბამისად მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 2017 წლის 30 მარტს ზ------ თ----------–--ესა და ე------ ყ----–-----ეს შორის სანოტარო წესით დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე------ ყ----–-----ემ აღიარა, რომ მას ზ------ თ----------–--ისათვის გადასახდელი აქვს 26 700 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება. ს.ფ. 17-19

 

3.1.2. ხელშეკრულების მიხედვით ვალი გადახდილი უნდა იქნას 2017 წლის 15 მაისამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება. ს.ფ. 17-19

 

3.1.3. 2017 წლის 15 მაისამდე ვადაში სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.05 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება. ს.ფ. 17-19

 

3.1.4. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ მასზედ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება. ს.ფ. 17-19

 

3.1.5. ე------ ყ----–-----ემ ნაკისრი მოვალეობა ვერ შეასრულა და შეთანხმებულ ვადაში (2017 წლის 15 მაისამდე) სესხი ვერ დაფარა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.6. საქმეში არაა წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2017 წლის 5 ივნისამდე დაბა ჩ---–----------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ №20.48.06.4-- საკადასტრო კოდი რეგისტრირებული უძრავი ქონება, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩ--------ში საკადასტრო კოდით №20.49.01.0-- რეგისტრირებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ე------ ყ----–-----ის საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.7. რ----- ყ----–-----ემ, 2017 წლის 2 ივნისს გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 5 ივნისიდან დაბა ჩ---–----------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ №20.48.06.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩ--------ში საკადასტრო კოდით №20.49.01.0-- რეგისტრირებული უძრავი ქონება აღირიცხა რ----- ყ----–-----ის საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება.ს.ფ. 29-32

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 34-37

 

3.1.8. ე------ ყ----–-----ე და რ----- ყ----–-----ე არიან მამა-შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. ე------ ყ----–-----ე ამტკიცებს, რომ ქონების გაჩუქება ხელს არ უშლის ვალის დაფარვას. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ე------ ყ----–-----ეს სხვა ქონებაც აქვს და შეძლებს ვალის დაფარვას. შესაბამისად ქონების გაჩუქება არაა დაკავშირებული ვალის გადახდის თავიდან აცილებასთან. აღნიშნული ფაქტი ერთერთი სადაო გარემოებაა.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გასხვისებული ქონების გარდა, ე------ ყ----–-----ეს საკუთრებაში სხვა ქონება რომ აქვს, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ე------ ყ----–-----ეს. ამ ფაქტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ ქონების საკუთრების დამადასტურბელი მტკიცებულებებით. შესაბამისად მან უნდა წარმოადინოს ტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ აქვს ვალის დაფარვის რესურსი.

3.2.3. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.4. ე------ ყ----–-----ის წარმომადგენელმა პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ ე------ ყ----–-----ეს სხვა ქონებაც აქვს. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ ვალის გადასახდელად მას სხვა ქონებაც აქვს და გაჩუქებული ქონება არაა ვალთან დაკავშირებული. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

 

3.2.5. ე------ ყ----–-----ეს, უძრავი ან მოძრავი ქონების, ან ვალის გადახდისათვის გამოსაყენებელი რაიმე ტიპის რესურსის დამადასტურებელი მტკიცებულება, არ წარმოუდგენია. შესაბამისად მისი არგუმენტები მხოლოდ ზეპირ განმარტებას ეყრდნობა. მისი ზეპირი განმარტება არაა სარწმუნო და დამაჯერებელი. თუ მას სხვა ქონება აქვს და ამ ქონების საშუალებით შეძლებს ვალის დაფარვას, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს ასეთი მტკიცებულება. ე------ ყ----–-----ეს ასეთი მტკიცებულება არ აქვს.

 

3.2.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთერთი მთავარი სადაო საკითხია ჩუქების ნების გამოვლენის ნამდვილობა. აღნიშნული საკითხი არაა ფაქტობრივი გარემოება. ჩუქება არის თუ არა ნამდვილი, ამ საკითხის დადგენა დამოკიდებულია დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე. სწორედ მის სამართლებრივ შეფასებაზეა დამოკიდებული სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ე------ ყ----–-----ესა და რ----- ყ----–-----ეს შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა. მისი გაბათილების შემდეგ უძრავი ქონება მდებარე დაბა ჩ-------------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი 20.48.06.4--), უნდა აღირიცხოს ე------ ყ----–-----ის საკუთრებად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო მხარეებს მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ე------ ყ----–-----ეს მისი ვალი აქვს. მას 2017 წლის 15 მაისამდე უნდა გადაეხადა 26 700 ლარი და ამ გზით დაეფარა დავალიანება. ე------ ყ----–-----ემ ვალი არ გადაიხადა. უფრო მეტიც, მან კუთვნილი ქონებები გაასხვისა და მოსპო მისგან ვალის ამოღების შესაძლებლობა. ამტკიცებს, რომ უძრავი ქონების ჩუქება არაა რეალური გარიგება. მისი მიზანია ვალის გადახდას აარიდოს თავი. სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა, აღიარებითი სარჩელია. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლომ აღიაროს გარიგების ბათილობის საფუძველის არსებობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელს აქვს იურიდიული ინტერესი. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მასში მდგომარეობს, რომ მოსარჩელეს შეუძლია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ე------ ყ----–-----ის ქონებით. ვალის დაფარვა პირველ რიგში დამოკიდებულია ე------ ყ----–-----ის ნებაზე - ნებაყოფილებით დაფაროს დავალიანება. თუ ე------ ყ----–-----ე ასეთ ნებას არ გამოხატავს, მაშინ მოსარჩელეს დაჭირდება მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ამ ფორმით თანხის ამოღება დამოკიდებულია ე------ ყ----–-----ის მატერიალურ აქტივებზე, რომელთა რეალიზაციითაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ ე------ ყ----–-----ეს არ ექნება ქონებრივი აქტივები, მაშინ იძულებით აღსრულება ვეღარ განხორციელდება, რადგანაც აღარ იარსებებს ე------ ყ----–-----ისაგან თანხის ამოღების რესურსი. თუ ე------ ყ----–-----ემ ქონება იმის გამო გაასხვისა, რომ ვალის გადახდას აარიდოს თავი, მოსარჩელეს უფლება აქვს იდაოს მოსარჩელის მიერ ფორმალურად გასხისებული ქონების ისევ პირვანდელ მესაკუთრეზე აღრიცხვის თაობაზე. სწორდედ მასშია გამოხატული მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.

 

6.2. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ 2017 წლის 30 მარტს ზ------ თ----------–--ესა და ე------ ყ----–-----ეს შორის სანოტარო წესით დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე------ ყ----–-----ემ აღიარა, რომ მას ზ------ თ----------–--ისათვის გადასახდელი აქვს 26 700 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით ვალი გადახდილი უნდა იქნას 2017 წლის 15 მაისამდე. ე------ ყ----–-----ემ ნაკისრი მოვალეობა ვერ შეასრულა და შეთანხმებულ ვადაში (2017 წლის 15 მაისამდე) სესხი ვერ დაფარა. მან კუთვნილი უძრავი ქონება გააჩუქა მის შვილზე- რ----- ყ----–-----ეზე. რ----- ყ----–-----ის საკუთრების უფლება სადაო გახადა მოსარჩელემ. ის განმარტავს, რომ რ----- ყ----–-----ე ქონების მესაკუთრეა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე. ზოგადად მოჩვენებითი გარიგება ბათილი გარიგებაა, ანუ თუ მხარე გარიგებას დებს ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე და ეს გარიგება შეიცავს მოჩვენებითი გარიგების ნიშნებს, ასეთი გარიგება ბათილად უნდა იქნას ცნობილი. მიუხედავად ამისა გარიგების მიჩნევა მოჩვენებითად, მხოლოდ ზეპირი განმარტებით დაუშვებელია. ამისათვის აუცილებელია გარიგება ბათილად იყოს ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილებით. რომც არსებობდეს მოჩვენებითი გარიგების შემადგენლობა, ასეთ შემთხვევაშიც კი გარიგება ავტომატურად გაბათილებულად არ ითვლება. ამისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა დავა წამოიწყოს გარიგების წინააღმდეგ და სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდეს გარიგების მოჩვენებით დადება. ანუ უნდა დადასტურდეს რ----- ყ----–-----ის საკუთრების ჩანაწერის უსწორობა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის გათვალისწინებით რ----- ყ----–-----ე ითვლება მესაკუთრედ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”. ასევე ერთერთ საფუძვლად მიუთითებს საქ. სკ-ის 68-ე მუხლის საფუძველს, რომლის მიხედვითაც ,,გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოსახატავად უნდა გამოხატოს ნება მასზედ, რომ ქონების საკუთრება გადასცეს დასაჩუქრებულს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე განმარტავს, რომ ჩუქება არაა ნამდვილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალქო სამართალი ამ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებერივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას, სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთის მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორეს მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში — ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. მოჩვენებით დადებული გარიგება არ წარმოადგენს ნების ნამდვილ გამოვლინებას. ნების ასეთი გამოვლენა გარიგების ბათილად ცნობას იწვევს.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, დაფარულ გარიგებას მოჩვენებით დადებული გარიგება ჰქვია. მოჩვენებითი გარიგება ერთი მხარის მიერ არ დაიდება. მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ე------ ყ----–-----ე და რ----- ყ----–-----ე არიან მამა-შვილი. ე------ ყ----–-----ემ ქონება გააჩუქა მას შემდეგ, რაც დადგა მოსარჩელისათის 26700 ლარის გადახდის ვადა. სწორედ ეს გარემოება ზრდის ეჭვის საფუძველს. არსებობს ლოგიკური კითხვა: - რატომ გააჩუქა ე------ ყ----–-----ემ ქონება მის შვილზე? ერთერთი ლოგიკური ვარადია ის, რომ ქონება გააჩუქა ვალის დაფარვის თავიდან ასაცილებლად (მოსარჩელის პოზიციაც ესაა). რათქმაუნდა არსებობს სხვა შესაძლო ვარიანტებიც, თუნდაც ის, რომ ე------ ყ----–-----ემ კეთილგანწყობის ნიშნად კუთვნილი ქონება აჩუქა შვილს. ასეთი რამ რეალურად, რომაც არსებობდეს ვალის გადახდის ვადის დადგომის კრედიტორს აუცილებლად ექნება ჩუქების რეალურობასა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები. აუცილებელია მოპასუხეებმა დაამტკიცონ, რომ ჩუქების მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილგანწყობა და რომ მისი მიზანი ვალის გადახდისაგან თავის არიდება არაა.

 

6.5. სასამართლომ გაანალიზა მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე------ ყ----–-----ესა და რ----- ყ----–-----ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად არ იყო ორიენტირებული ჩუქების სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ. ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო სესხზე დავის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილება. ე------ ყ----–-----ემ შეთანხმებულ ვადაში სესხი ვერ დაფარა. სესხის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ არსებობდა დიდი ვარაუდი იმისა, რომ ზ------ თ----------–--ე მოითხოვდა სააღსრულებო ფურცელს და ე------ ყ----–-----ისაგან 26 700 ლარის იძულებით ამოღებას. ბუნებრივია იძულებით აღსრულება დამოკიდებული იქნებოდა ე------ ყ----–-----ის კუთვნილი ქონების რეალიზაციაზე. მას ორი ქონება გააჩნდა, მაგრამ ორივე ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა რ----- ყ----–-----ე, რითაც თავი აარიდა მისთვის არასასიამოვნო პროცესს - ქონების გასხვისების გზით ზ------ თ----------–--ის ვალის გადახდას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ დაბა ჩ---–----------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ №20.48.06.4-- საკადასტრო კოდი რეგისტრირებული უძრავი ქონება იქნებოდა ე------ ყ----–-----ის საკუთრებაში, მაშინ ზ------ თ----------–--ე უპირობოდ, გართულებების გარეშე ქონების რეალიზაციის გზით ამოიღებდა იმ ფულს, რაც ე------ ყ----–-----ეს მასზე აქვს გადასახდელი. იმისათვის, რომ ზ. თ----------–--ეს, ქონების გამოყენებით არ მოეხდინა თანხის ამოღება, ე------ ყ----–-----ემ ქონება გაასხვისა მისთვის სანდო ადამიანზე - შვილზე, რითაც თავიდან აირიდა უძრავი ქონების გასხვისების რისკი. ქონების გასხვისებამ გავლენა იქონია შედეგებზე, რაც მასში გამოიხატება, რომ ამ ქონების გასხვისების შედეგად ზ------ თ----------–--ემ დაკარგა თანხის ამოღების რესუსრი. მართალია მოპასუხეები ამტკიცებდენ, რომ ე------ ყ----–-----ეს აქვს სხვა ქონება და სესხის დაფარვის რესურსი, მაგრამ მათ ვერ დაასახელეს რა რესურსი აქვთ და ე------ ყ----–-----ე რით დაფარავს ვალს. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თანხის ამოღების რესურსი სწორედაც ის უძრავი ქონებაა, რომელიც ე------ ყ----–-----ემ გადააფორმა მის შვილზე. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ქონებას ვითომ გაჩუქების გზით ასხვისებს. სინამდვილეში არავითარ ჩუქებას არ აქვს ადგილი. მოცემულ შემთხვევაში სადაო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ე------ და რ----- ყ----–-----ეები არიან მამა-შვილი, ორივე ერთად ცხოვრობს ერთ მისამართზე, საერთო აქვთ მეურნეობა და მათ არანაირი ჩუქება არ სჭირდებობათ. ჩუქების ხელშეკრულების დადებით მათთვის ფაქტიურად არაფერი არ შეცვლილა. ისევე ცხოვრობენ ერთად, როგრც ცხოვრობდენ ჩუქებამდე. ანუ არარსებობდა მამა-შვილს შორის ჩუქების აუცილებლობა. მართალია კანონი არ კრძალავას ჩუქებას, მაგრამ მათი ერთად ცხოვრება, ფულადი რესურსის საერთო მიზნებისათვის გამოყენება და საერთო ინტერესი, ჩუქების თაობაზე დადებულ გარიგებას დასაბუთებულად საეჭვოს ხდის. მით უმეტესს ორივემ კარგად იცოდა ზ------ თ----------–--ის ვალის არსებობა. ასევე ისიც, რომ ქონების გასხვისება წარმოადგენდა ზ------ ზ------ თ----------–--ის ვალის დაფარვის თავიდან აცილების საშუალებას.

6.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა არ არის საჭირო, რომელიც მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა. იგი შეფასებითი კატეგორიისაა და უნდა დგინდებოდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. ისეთ სიტუაციაში, როცა დადგა სესხის დაფარვის ვადა, ზ------ თ----------–--ეს გაუჩნდა უფლება სააღსრულებო ფურცლის მიღების გზით მოითხოვოს ქონების გასხვისება და ვალის დაფარვა, იმავდროულად, როცა ე------ ყ----–-----ემ ვალის დაფარვის ნაცვლად ქონება გაასხვისა მის შვილზე, მაღალია იმის დასაბუთებული ალბათობა, რომ ქონების სხვა პირზე გასხვისება გაგებული იქნას, როგორც მცდელობა მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილებისა.

6.7. ყოველივე აღნიშნულზე მითითებით ჩანს, რომ მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორდა სწორედ ზ------ თ----------–--ის ვალის ამოღების ხელის შესაშლელად. ჩუქების ხელშეკრულების მხარეების განზრახვა იყო თავი აერიდებინათ იმ პასუხისმგებლობისგან, რაც უკავშირდება ვალის დაფარვას. აღნიშნულიდან გამომდინარე დაბა ჩ-------------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი 20.48.06.4--) მდებარე უძრავი ქონების ჩუქებაზე დადებული ხელშეკრულება შეიცავს ბათილად ცნობის საფუძველს და იგი უნდა გაბათილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1035 ლარი. სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. მათვე უნდა დაეკისროთ საქმეზე სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი ბაჟის თანხა 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რ----- ყ----–-----ეს (პ/ნ 61004063245) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქობულეთი, დაბა ჩ-------------–---–ის ქ№26-ის მიმდებარედ (ს/კ - 20.48.06.4--), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. სარჩელი დაკმაყოფილდა. მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ზ------ თ----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი ე------ ყ----–-----ესა და რ----- ყ----–-----ეს შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე დაბა ჩ-------------–---–ის ქ. №26-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი 20.48.06.4--), აღირიცხოს ე------ ყ----–-----ის საკუთრებად.

3. მოპასუხეებს ე------ ყ----–-----ესა და რ----- ყ----–-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1035 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახილი 50 ლარის ანაზღაურება.

4. საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე