გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017001834874 (3-32/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი. 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე: ენ---- ზა-------ე
წარმომადგენელი: ლა------ ძი------–-–---–ი, შე-------- გრ-----–-–---–ი
მოპასუხე: ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისია.
წარმომადგენელი: სუ-–-----------ძე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა პირველი სარჩელით
1.1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 07 თებერვლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N28.
1.1.2. დაევალოს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას - საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რომლითაც ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მა----–---ში მდებარე 507 კვადრატული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ენ---- ზა-------ე საკუთრების უფლება იქნება აღიარებული.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა მეორე სარჩელით
1.2.1. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 10 მარტის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თვითნეურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N55.
1.2.2. დაევალოს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რომლითაც ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მა----–---ში მდებარე 1600 კვადრატული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ენ---- ზა-------ე საკუთრების უფლება იქნება აღიარებული.
თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2016 წ 15 ნოემბერს მოსარჩელე - ენ---- ზა-------ის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლები უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქედა, სოფ. ქვედა მა----–---ი. განმცხადებელი თანახმა იყო დოკუმენტაცია გადაგზავნილიყო აღიარების კომისიაში. 2017წ 3 თებერვალს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება და 2017წ 7 თებერვალს გამოსცა განკარგულება, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე ანიშნავს, რომ 2017წ 3 თებერვლის აღნიშნული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ უწყება მოსარჩელე ენ---- ზა-------ეს ჩაბარდა და 2017წ 4 თებერვალს, რის გამოც არ მიეცა კანონით გათვალისწინებული უფლება, როგორც მას ასევე მის წარმომადგენელს მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.02.2017 წლის N28 განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქმის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სათანადო წესით არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულება და დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. ამ საფუძვლით ითხოვს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.02.2017 წლის N28 განკარგულების ბათილად ცნობას.
მეორე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს შემდეგ გარემოებებს:
2016 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელე - ენ---- ზა-------ემ წარმომადგენელის მეშვეობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტაცია უძრავ ნივთზე, 1600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობებზე მდებარე - ქედა, ქვედა მა----–---ი.
2017წ 18 იანვარს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება და საქმის სირთულის გამო მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის განხილვის ვადა გაგრძელებულიყო 60 დღით, მეორე განხილვა გაიმართა 2017 წლის 9 მარტს და 2017 წლის 10 მარტს გამოსცა განკარგულება N55, რომლის თანახმად ყოველგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განმცხადებლის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა სხდომაზე არ იქნა წარმოდგენელი, გამოკვლეული და შესაბამისად შეფასებული გარკვეული მტკიცებულებები, უარის თქმას საფუძვლად დაედო აღნიშული მიწის ნაკვეთის მდინარის წყალდაცვითი ზოლის საზღვრებში მდებარეობა, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთად და ბუნებრივი (ბუნების) ძეგლად მიიჩნევა და სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდად მიიჩნევა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად შეისწავლა საკითხი, დათვალიერების აქტში სრულყოფილად არ არის აღწერილი მოსარჩელის მიერ მოწყობილი და მიწის ნაკვეთზე არსებული ინფრასტრუქტურა; მოწყობილი ტერასები, ღია საზაფხულო სასადილო მოედნები, ფერდობების გამაგრებითი სამუშაოები და ღობე. მოსარჩელე და მისი წარმომადგენელები მიუთითებენ სხვა გარემოებებზეც და მიიჩნევენ, რომ ენ---- ზა-------ეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მის მიერ დაკავებულ 1600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების საკუთრების უფლებით აღიარებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელების მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნები უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 07 თებერვლის N28 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სარჩელში აღნიშნული გარემოება, რომ კომისიამ არ მოიწვია დაინტერესებული პირი ენ---- ზა-------ე და ისე მიიღო გადაწყვეტილება და ამ საფუძვლით იქნეს ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, უსაფუძვლოა, რადგან ენ---- ზა-------ემ შეგნებულად აარიდა თავი მოწვევის ჩაბარებას, სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოკრული იყო საინფორმაციო დაფაზე, რაც ითვლება შეტყობინებად, ასევე ვერ მოხდებოდა მოთხოვნილი 507 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ენ---- ზა-------ის საკუთრებად აღიარება, რადგან ის უკვე განკარგულია და სახელმწიფო საკუთრებად არის დარეგისტრირებული 2015 წლის 06 ივლისიდან. აღნიშნულ ტერიტორია წარმოადგენს უშუალოდ ჩანჩქერის ტერიტორიას მდებარეობს ზედ მდინარის პირას და მის გასაუმჯობესებლად მუნიციპალიტეტის გამგეობას აქვს გაწეული ხარჯები.
მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს რომ ენ---- ზა-------ეს მოთხოვნილი აქვს 1600 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება. კომისიამ ადგილზე დათვალიერებითა და წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაადგინა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ორი შენობა ნაგებობა წარმოადგენს არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც არ გამოიყენება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მეურნეობის წარმოებისათვის. მიწის ნაკვეთი მთლიანობაში არ არის შემოსაზღვრული ღობით, ხოლო ტერიტორიაზე აშენებული ერთ ერთი შენობა კაფე- ბარი მოხვედრილია სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებში, მეორე შენობა კი განთავსებულია წყალდაცვით ზოლში - მდინარის კალაპოტთან. ნახაზში ასახული ტერიტორიის ნაწილი არის უშუალოდ ჩანჩქერის ტერიტორია, არის საზოგადოებრივი და დასასვენებელი ადგილი, მა----–---ის ჩანჩქერი არის ბუნებრივი ძეგლი, რომელსაც ყავს ათასობით უცხოელი და ადგილობრივი დამთვალიერებელი და მისი საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონს. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და მოსარჩელეს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასა და სხვა მოთხოვნებზე უნდა ეთქვას უარი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1.საქმეზე მესამე პირი არ ყოფილა ჩართული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2016 წ 15 ნოემბერს მოსარჩელე - ენ---- ზა-------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლები უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 507 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
განმცხადებელმა წარადგინა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი და თანხმობა განაცხადა მასალები გადაგზავნოდა აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ენ---- ზა-------ის განცხადება თანდართული მასალებით.
4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 20 იანვარს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის საფუძველზე, ენ---- ზა-------ის მასალები განსახილველად გადაეგზავნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 იანვრის წერილი.
4.1.3. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების აღიარების კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N2 საოქმო გადაწყვეტილებით ენ---- ზა-------ეს უარი ეთქვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 507 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზით საკუთრებაში მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მთლიანობაში ზედდებაში მოდის ტყის მასივის კონტურთან, ასევე არ დგინდება საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობის ფაქტი, მიწის ნაკვეთში არ არის განთავსებული საცხოვრებელი ან არა საცხოვრებელი შენობა ნაგებობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N2 საოქმო გადაწყვეტილება.
4.1.4. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 07 თებერვლის N 28 განკარგულებით ენ---- ზა-------ეს უარი ეთქვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 507 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 07 თებერვლის N 28 განკარგულება.
4.1.5. 2017წ 08 თებერვალს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიღებული განკარგულება გადაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.02.2017 წლის N28 განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 14 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
4.1.6. 2016 წ 21 დეკემბერს მოსარჩელე - ენ---- ზა-------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლები უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ შენობა ნაგებობაზე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ენ---- ზა-------ის წარმომადგენლის შე-------- გრ-----–-–---–ის 2016 წლის 21 დეკემბრის განცხადება.
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის საფუძველზე, ენ---- ზა-------ის მასალები განსახილველად გადაეგზავნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების კომისიას.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 მარტის N04 საოქმო გადაწყვეტილებით ენ---- ზა-------ეს უარი ეთქვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ შენობა ნაგებობაზე საკუთრების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ დადგენილად მიიჩნია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზით საკუთრებაში მოთხოვნილი 1600 კვ. მეტრი და მასზე დამაგრებული ორი ერთეული შენობა ნაგებობა წარმოადგენს არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მიწის ნაკვეთი არ არის მთლიანობაში შემოსაზღვრული შემაკავებელი ზღუდით, კაფე ბარი მოხვედრილია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, მეორე შენობა ნაგებობა საპირფარეშო განთავსებულია მდინარის წყალდაცვით ზოლში, ტერიტორია წარმოადგენს დასასვენებელ ადგილს, მიმდებარედ არსებული მა----–---ის ჩანჩქერი არის ბუნებრივი ძეგლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების კომისიის 2017 წლის წლის 9 მარტის N04 საოქმო გადაწყვეტილება.
4.1.4. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის N 55 განკარგულებით ენ---- ზა-------ეს უარი ეთქვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ N1-7.5 კვ. მეტრი და N2 40.46 კვ.მ. შენობა ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის N 55 განკარგულება.
4.1.5. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის N 55 განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 16 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
4.1.6. ენ---- ზა-------ემ 2017 წლის 09 მარტს სარჩელით მომართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 07 თებერვლის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N28 განკარგულება ენ---- ზა-------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ 507 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.
ასევე, 2017 წლის 03 აპრილს ენ---- ზა-------ემ სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 10 მარტის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N55 ენ---- ზა-------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობებზე საკუთრების აღიარების უარის თქმის შესახებ და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.
აღნიშნული საქმეები ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ენ---- ზა-------ის სარჩელები ადმინისტრაცილ საქმეზე
-რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინება.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 07 თებერვლის N28 განკარგულების მიღებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელე მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაბამისად მოსარჩელე სადავოდ ხდის მის კანონიერებას.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს კანონით დადგენილი წესით არ იქნა განხილვაზე მოწვეული დაინტერესებული პირი ენ---- ზა-------ე და მის წარმომადგენელი, არ მიეცათ საშუალება წარედგინათ მტკიცებულები და მიეცათ განმარტება კომისიისათვის.
მოპასუხე საწინააღმდეგოს ამტკიცებს და აღნიშნავს რომ ენ---- ზა-------ე და მისი წარმომადგენელი ინფორმირებული იყვნენ საკითხის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, ენ---- ზა-------ემ შეგნებულად აარიდა თავი შეტყობინების ჩაბარებას, კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოკრული იყო საინფორმაციო დაფაზე.
თავისი განმარტების დასადასტურებლად მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა მიუთითა შესაგებელზე თანდართულ მტკიცებულებებზე- გამგეობის საინფორმაციო დაფის გადაღებული სურათის ასლზე, რითაც ამტკიცებს რომ ინფორმაცია კომისიის სხდომის შესახებ გამოკრული იყო გამგეობის საინფორმაციო დაფაზე.
მოსარჩელე მხარეს თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ანუ საკითხი, რაზეც მხარეები დავობენ, წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს, თუმცა მოცემულ შემთხვეაში სასამართლოს მოსაზრებით, ენ---- ზა-------ის ან მისი წარმომადგენლის კომისიის სხდომაზე მოწვევა და მათი მონაწილეობა ვერ გაამჯობესებდა მოსარჩელის მდგომარეობას. სასამართლომ ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ სადავო 503 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს უშუალოდ ჩანჩქერის ტერიტორიას, მდინარის ნაპირს და მოიცავს ჩანჩქერის დაცემის ადგილზე დაგუბებული წყლის ნაპირს, ქვა- ლოდებს და ჩანჩქერის ძირში დამთვალიერებლების გასაჩერებელი ადგილი ბეტონით მოსწორებულია მუნიციპალიტეტის მიერ. მართალია ნაკვეთის ნაწილზე განთავსებულია პატარა ფარდულის ტიპის შენობა, რომელიც აგებულია ენ---- ზა-------ის მიერ, მაგრამ ის არ არის მყარად დამაგრებული და ვერ გამოდგება საკურების უფლების აღიარების საფუძვლად. შესაბამისად, მხარის მოწვევა ვერ შეცვლიდა გარემოებებს და ვერ წარმოშობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტებები
- მოპასუხის შესაგებელი
- ადგილზე დათვალიერების ოქმი.
4.2.1. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების კომისიის 2017 წლის 10 მარტის N55 განკარგულებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის კომისიის დათვალიერების ოქმს და აცხადებს რომ კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულები, დათვალიერების ოქმში სრულყოფილად არ არის ასახული ადგილის რეალური მდგომარეობა. არ იმსჯელა, რომ ადგილს ადრიდანვე ფლობდა და სარგებლობდა ენ---- ზა-------ის ოჯახი, არ განსაზღვრა კონკრეტულად რომელი ტერიტორია წარმოადგენს ტყის მასივს და სადაა საზღვარი ტყის მასივთან, დათვალიერებაცა და კომისიის სხდომაც ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რადგანაც განცხადების განხილვა მიმდინარეობდა ორ თვეზე მეტ პერიოდში და საკითის შესწავლა უნდა დაწყებულიყო ადგილზე დათვალიერებით, რომელიც კომისიამ განახორციელა 7 მარტს, სხდომის წინა დღეს. მოსარჩელის მტკიცებით ასევე გაურკვეველია ადგილზე ბუნებრივი ძეგლის სტატუსი, რადგან ბუნების ძეგლი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული დაცული ტერიტორიების რიგს მიეკუთვნება და საჭიროებს სპეციალური სტატუსის მინიჭებას.
მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს ამტკიცებს, აცხადებს რომ კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია საკითხი, შეისწავლა მტკიცებულებები და გამოარკვია, რომ მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მოთხოვნებს და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულებები: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 19 თებერვლის N135 ბრძანება, რითაც დგინდება, რომ ქედის რაიონის სოფ მა----–---ში ლუ----- ზა-------ის საკუთრებაში არსებული 1600 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი შეეცვალა კატეგორია მასზე საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობის მიზნით. წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი ნახაზები, მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი, სამკვიდრო მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილები. დასახელებული მტკიცებულებებით მოსარჩელე მხარე ადასტურებს სადავო ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების დიდი ხნის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს.
მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი განმარტების სიზუსტის დასადასტურებლად მიუთითებს წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზებზე, რითაც დგინდება ზედდება ტყის მასივის კონტურთან, ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ლუ----- ზა-------ეზე, ენ---- ზა-------ეზე, გუ-–---- ზა-------ეზე, ამ----- ზა-------ესა და ზუ---- ზა-------ეზე ქედის რაიონის სოფელ მა----–---ში 0.16 ჰექტარი მიწის ფართობის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დათვალიერების აქტზე, ქედის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ენ---- ზა-------ემ მა----–---ში, ჩანჩქერის მიმდებარედ, საცალფეხო ხიდთან თვითნებურად დაამონტაჟა რკინის ჭიშკარი, რაც სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა სამართალდარღვევად. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოადგინა ფოტო მასალა, სადაც ჩანს რომ მდინარის ნაპირზე ჩანჩქერზე ასასვლელი ბილიკი უშუალოდ მდინარის ნაპირის გასწვრივაა და ამ ადგილის საკუთრებაში აღიარებას ითხოვს მოსარჩელე.
გარდა მხარეთა მიიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლოს მიერ გარემოებათა სრულყოფილ შესწავლისათვის ადგილზე იქნა დათვალიერებული უფლებაასაღიარებელი უძრავი ქონება და დადგინდა, რომ ადგილი განთავსებულია ჩანჩქერის მიმართულებით მდინარის მარცხენა მხარეს. მდინარის გასწვრივ ჩანჩქერისაკენ მიდის დაახლოებით 1,5 მეტრი სიფართის ბეტონით მოპირკეთებული ფეხით სავალი გზა. აღნიშნული გზის გვერდით მარცხნივ არის დეკორატიული ქვით აშენებული მყარი კედლები, რომლებიც წარმოადგენს ხელოვნურად მოწყობილი დავაკებების (ტერასების) საყრდენს. 1600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებაში რეგისტრაციასაც ითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენს ფერდობს, თუმცა ჩანს რომ ხელოვნურად გაკეთებულია ვაკე ტერასები, სადაც განთავსებულია ხის ღია შენობები, რომელშიც სიგრძეზე განთავსებულია მაგიდა და გრძელი სკამები და გამოიყენება კაფე ბარად. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ყველა შენობა-ნაგებობა აშენებულია ენ---- ზა-------ის მიერ. ამავე ტერიტორიაზე შევაკებულ ადგილებზე ხურმის, მსხლისა და ვაშლის მრავალწლოვანი ნარგავებია გაშენებული, რომელიც მოსარჩელის განმარტებით ძალიან დიდი ხნის უკან არის მის მიერ დარგული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე დათვალიერებისას მხარეებმა ზუსტად ვერ განსაზღვრეს უშუალოდ რომელი ადგილია ტყის მასივთან ზედდებაში.
დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ენ---- ზა-------ის ოჯახი დიდი ხნიდან, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, მის მიერაა აგებული შენობა ნაგებობებიც, რომლებიც გამოიყენება კაფე ბარად, სამზარეულოდ, მის მიერაა დარგული მრავალწლოვანი ხე-ხილის ნარგავები და მიწის ნაწილი გამოიყენება ამ დანიშნულებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და დაგენილი საქმის გარემოებები, შესაბამისად ამ ნაწილში არსებობს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, რომლის დასაბუთება ასახული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
-ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საოქმო გადაწყვეტილება და განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
7.2. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
7.3. ამავე კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებული არის, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.4. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.
7.5. ზემო დასახელებული კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ენ---- ზა-------ის წარმომადგენელმა 2016 წ 15 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლები უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 507 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 20 იანვარს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის საფუძველზე, ენ---- ზა-------ის მასალები განსახილველად გადაეგზავნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების კომისიას.
ასევე 2016 წ 21 დეკემბერს მოსარჩელე - ენ---- ზა-------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლები უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მა----–---ში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ. მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ შენობა ნაგებობაზე . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის საფუძველზე, ენ---- ზა-------ის მასალები განსახილველად გადაეგზავნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების კომისიას. შესაბამისად, კომისიაში იქნა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
მოცემულ შემთხვევაში, 503 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოვლენილ დარღვევაზე, რომ ის დადგენილი წესით არ იქნა ჩაბმული ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ იქნა მოწვეული კომისიის სხდომაზე და არ ეცნობა სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე ჩამოაყალიბებული იქნა მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ეს მტკიცება გაზიარებულიც რომ იქნეს, მაინც ვერ იქნება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგანაც ვერ დადგება მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგი. დადგენილია, რომ სადავო 503 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს უშუალოდ ჩანჩქერის ტერიტორიას, მდინარის ნაპირს და მოიცავს ჩანჩქერის დაცემის ადგილზე დაგუბებული წყლის ნაპირს, ქვა- ლოდებს. მასზე არ არის განთავსებული მყარად ნაგები შენობა- ნაგებობა, ნაკვეთი არ მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
7.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110.1 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
7.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის წლის 9 მარტის N04 საოქმო გადაწყვეტილებისა 2017 წლის 10 მარტის N 55 განკარგულების მიღებისას არ შეასრულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემო დასახელებული მუხლების მოთხოვნები. უარის თქმის საფუძვლებად მიეთითა გარემოებები, რომ ნაკვეთი არის არა სასოფლო- სამერუნეო დანიშნულების, ასვე აღინიშნა, რომ ნაკვეთის კონტური ზედდებაშია ტყის მასივთან. კომისიამ კონკრეტულად არ დაუდგინა მოსარჩელეს რა ნაწილია ზედდებაში. ცხადია ის ადგლები, სადაც აგებულია კაფე ბარი და ფარდულები, განთავსებულია მაგიდები, წარმოადგენს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 19 თებერვლის N135 ბრძანებით აღნიშნულ ნაკვეთს შეეცვალა კატეგორია მასზე საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობის მიზნით. ასევე დადაგენილია, რომ ენ---- ზა-------ის ოჯახი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნულ ნაკვეთს. იყენებდა მას სხვადასხვა დანიშნულებით. ნაკვეთში დგას მრავალწლოვანი ხეხილის ნარგავები, რომელიც არ არის ასახული კომისიის დათვალიერების აქტში. კომისიამ ისე უთხრა მოსარჩელეს უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომ არ იმსჯელა ნახაზის დაკორექტირებაზე, რომელშიც არ იქნებოდა მოყოლილი წყალდაცვითი ზოლი, და ასახული იქნებოდა ის ადგიელბი სადაც დარგულია მრავალწლოვანი ნარგავები, განთავსებულია შენობა ნაგებობები.
7.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
7.12. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 9 მარტის N04 საოქმო გადაწყვეტილება და 2017 წლის 10 მარტის N55 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რითაც დაირღვა მოსარჩელე ენ---- ზა-------ის კანონიერი უფლება და ინტერესი, მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მერიის) საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
7.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის N55 განკარგულება ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა მა----–---ში მცხოვრებ ენ---- ზა-------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ სენობა ნაგებობაზე საკუთთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ენ---- ზა-------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ შენობა ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, ორ სარჩელზე 100-100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ერთ სარცელზე მოსარცელეს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, სესაბამისი ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მეორე სარჩელზე, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე უზრუნველყყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ენ---- ზა-------ის სარჩელის მოთხოვნა ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 07 თებერვლის N28 განკარგულების ბათილად ცნობისა და სოფ. ქვედა მა----–---ში მდებარე 507 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე არ დაკმაყოფილდეს
2. ენ---- ზა-------ის სარჩელის მოთხოვნა ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის N55 განკარგულების ბათილად ცნობისა და სოფ. ქვედა მა----–---ში მდებარე 1600 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის N55 განკარგულება ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა მა----–---ში მცხოვრებ ენ---- ზა-------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ შენობა ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
4. ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ენ---- ზა-------ის განცხადებაზე, მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 1600 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ ორ ერთეულ შენობა ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
5. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ენ---- ზა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა.
6. ენ---- ზა-------ის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟის ნაწილი 150 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე