გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 240210018002329901 (2/187-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.04.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი სოფიო კირცხალია
მოსარჩელე - ლო----------ა
წარმომადგენელი - ნი---------ა
მოპასუხე - ნე-----------ა
ადვოკატი - ივ-–----------–--–-ვა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკოსროს ნე-----------ას, ლო----------ას სასარგებლოდ 3200 (სამიათას ორასი) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე გაშენებული ჰქონდა ჩაის პლანტაცია და ყოველწლიურად აბარებდა რამდენიმე ათასი ლარის ჩაის ფოთოლს; მა-------–-ს რაიონ სოფელ კი–--ში, 2700 ლარის ღირებულების ჩაი დიდ--------ს ჩაის გადამამუშავებელ მიკროსაწარმოს დირექტორს ნე-----------ას მიყიდა 1992-1993 წლებში, იმ პირობით, რომ თანხას გადაუხდიდა ახლო მომავალში; მისივე განმარტებით იგივე პერიოდში ნე-----------ას ასევე ზეპირსიტყვიერი პირობით მიჰყიდა 500 ლარის ღირებულების რკინის სასწორი და დღეის მდგომარეობით მოპასუხეს მის წინაშე გააჩნია 3200 ლარი დავალიანება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნე-----------ას ადვოკატმა ივ-–----------–--–-ვამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და უსაფუძვლოა, ვინაიდან გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და ამასთან, სასწორის მიყიდვის ფაქტს კოოპერატივზე ან პირადად ნე-----------აზე ადგილი არ ქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1992-1993 წლებში როდესაც ნე-----------ა იყო კოოპერატივ ,,თ------–-ს“ ჭყ----ს ჩა------------–--------–------ს დირექტორი, მხარეთა აღიარებით დადგენილია, რომ სადაო პერიოდში ლო----------ამ ჩსაბარებლად მიიტანა ამ ნე-----------ასათან ჩაის გადასამუშავებელი ფოთოლი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შენდეგი მტკიცებულებებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, ნე-----------ას მის მიმართ დღეის მდგომარეობით გააჩნია 3200 ლარის დავალიანება,- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე,132-ე, 137-ე-138-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება თუ:
ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.
ბ)სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა.
გ)კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდომარეობაში.
დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საქმის გარემოებებით და მხარეების განმარტებით არ დადასტყრდა, რომ სადაო შემთხვევაში ადგილი ქონდა ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან მისი შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს, სასამართლო მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი სამწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1993 წლიდან ან მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის დღიდან.
გამოდინარე აღნიშნულიდან მოსარჩელემ მა-------–-ს შსს სამართველოს დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართა 2018 წლის 06 თებერვალს, ხოლო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტს, ე.ი. 25 (ოცდახუთი) წლის შემდეგ. რითაც დასტურდება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლო----------ას მოთხოვნა არის ხანდაზმული, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ლო----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ლო----------ას სასარჩელო მოთხოვნა ნე-----------აზე თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე