გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200210016001658238
საქმე N2/777-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი 2018 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - თ---------------–-------–-–---–ი
მოპასუხე - ნ--------–--ძე
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
თ---------------–-------–-–---–სა და ნ--------–--ძეს შორის 1986 წლის 06 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
მოსარჩელის განმარტებით, ნ--------–--ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1986 წლის 06 ნოემბრიდან. ერთად ცხოვრების დროს შეეძინათ ორი შვილი. დასაწყისიდან მათი ერთობლივი ცხოვრება ნორმალურად მიდიოდა. დაახლოებით ექვსი წელი არის უმუშევარი და აქედან დაეწყოთ ოჯახში უსიამოვნება და კონფლიქტი. მოპასუხე კომფლიქტურ სიტუაციაშია მის მშობლებთან, აყენებთ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცდილობს გააღვივოს კომფლიქტი მასსა და შვილებს შორის. დაახლოებით შვიდი წელია მოპასუხესთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. მისი და მისი მეუღლის ერთ ოჯახში ცხოვრება შეუძლებელია. არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობის აღსადგენად. ითხოვა ქორწინების შეწყვეტა ყოველგვარი შესარიგებელი ვადის გარეშე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო, მაგრამ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანხმობას აცხადებს მოსარჩელე მხარესთან განქორწინებაზე. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს. მისი მხრიდან ხორციელდებოდა ოჯახში უთანხმოება და კონფლიქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ---------------–-------–-–---–ი და ნ--------–--ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1986 წლის 6 ნოემბრიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს გაცემული ქორწინების მოწმობა N2----------, აქტის ჩანაწერი N1-- (ს.ფ. 15).
3.1.2. თ---------------–-------–-–---–ის და ნ--------–--ძის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 01 მაისის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 01 მაისის სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე, სადავო დადგენილი, ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხე ნ--------–--ძემ ცნო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმყოფილების საფუძველს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე თ---------------–-------–-–---–ი და ნ--------–--ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1986 წლის 06 ნოემბრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეებს, თ---------------–-------–-–---–სა და ნ--------–--ძეს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
მოპასუხე ნ--------–--ძემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთ ოჯახად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
ამდენად, თ---------------–-------–-–---–ის სარჩელი, მოპასუხე ნ--------–--ძის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე თ---------------–-------–-–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე ნ--------–--ძემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე თ---------------–-------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------------–-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ქორწინება თ---------------–-------–-–---–ს (დაბადებული: 1----–-–-------------ს, პირადი N2----------) და ნ--------–--ძეს (დაბადებული: 1----–-–----------------, პირადი N2----------) შორის, რეგისტრირებული 1----–-–----------------, სსგს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N1--.
3. თ---------------–-------–-–---–ს (პირადი N2----------) დაუბრუნდეს სარჩელზე 2016 წლის 23 დეკემბერს მის მიერ, სს „ტ--------–-“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (ანგარიშის N300853150).
4. მოპასუხე ნ--------–--ძე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი