განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002331268
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/66-18 24 აპრილი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019260218001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ირაკლი გულდედავა
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ვალერიან ასპანიძე
ბრალდებული: პ-–---- მ--------ი
მამის სახელი: ი-–---
დაბადებული: 1----–-–----------
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი ქვემო ბოლნისი 26-ე 1-ლი ჩიხი, N14
თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში, პ-–---- მ--------მა, შელაპარაკებისას, მამას-ი-–--- მ--------ს მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მუშტი დაარტყა ორჯერ თავის არეში, რითაც ი-–--- მ--------მა ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 2018 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში, პ-–---- მ--------ი, შელაპარაკებისას, მამას-ი-–--- მ--------ს მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სიტყვიერად და ნაჯახის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ი-–--- მ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულის ი-–--- მ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გულუზარ ნანაჯანოვას, ფახრადინ კულიევის, ელმარ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 26 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ი-–--- მ--------ს პ-–---- მ--------მა მუშტი დაარტყა ორჯერ თავის არეში.
დაზარალებულ ი-–--- მ--------ის განმარტებით მან განიცადა ტკივილი ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად.
მოწმეთ ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პ-–---- მ--------ი და ი-–--- მ--------ი არიან მამა-შვილი.
შესაბამისად დადგინდა, რომ ოჯახის ერთმა წევრმა პ-–---- მ--------მა, ოჯახის მეორე წევრს ი-–--- მაედოვს - მამას მიმართ მუშტის ორჯერ თავში დარტყმით განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.
2.2 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულუის ი-–--- მ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გულუზარ ნანაჯანოვას, ფახრადინ კულიევის, ელმარ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 26 თებერვლის პ-–---- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 26 თებერვლის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცება - ნაჯახით დადგენილია, რომ პ-–---- მ--------მა ი-–--- მ--------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქრა, რაც ი-–--- მ--------მა აღიქვა რეალურად. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ნაჯახის დემონსტრირებით პ-–---- მ--------ის მას ემუქრებოდა, რაც მან აღიქვა რეალურად.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა პ-–---- მ--------მა წარდგენილ ბრალდებებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა პ-–---- მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ პ-–---- მ--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულუის ი-–--- მ--------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების გულუზარ ნანაჯანოვას, ფახრადინ კულიევის, ელმარ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 26 თებერვლის პ-–---- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 26 თებერვლის დათვალიერების ოქმს, ამოღებული ნივთმტკიცება -ნაჯახს. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა პ-–---- მ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, პ-–---- მ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ პ-–---- მ--------მა ი-–--- მ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. პ-–---- მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასითს და მიიჩნევს, რომ პ-–---- მ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. პ-–---- მ--------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასაარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. საბოლოოდ კი მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, პ-–---- მ--------ს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხი:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ამოღებული ნაჯახი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ-–---- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით.
პ-–---- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ პ-–---- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
პ-–---- მ--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პ-–---- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. 2018 წლის 5 მარტს ოფელია ბაირამოვას(პ/ნ28001085598) მიერ გადახდილი გირაო 2000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ოფელია ბაირამოვას.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნაჯახი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე