განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002394677
1-344/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - ო-–--- მ------–--ლი
ბრალდებული - მ------ შ------აია
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 075070917002
ბრალდებული: მ------ შ------აია
მამის სახელი: შ--–--
დაბადებული: 21.01.1-----–--–---------–-------------------–--------------------------------------------–-------–----–-----------------------------------------–-------–----–--------------------------–--------–-----
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 16 თებერვალს მ------ შ------აიამ მ---- ს--–----ას პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში, რაშიც მხილებული იქნა 2017 წლის 07 სექტემბერს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ შ------აიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქ. სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაული ჩადენაში გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ შ------აიას ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების ბარათი, დათვალიერების ოქმი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის განჩინება, ცნობა საზღვრის კვეთაზე, მოწმეების მ---- ს--–----ას, ვ-–-----ერ მ------ძის, ც---ნა შ------აიას, მ-----ან შ------აიას ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებეთა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ შ------აიამ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ანუ მმართველობის წესი რომელიც არეგულირებს ოფიციალური დოკუმენტით, ბეჭდით, შტამპით ან ბლანკით სარგებლობას. აღნიშნული მუხლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, რაც გულისხმობს პირადი მითითებული დოკუმენტის უკანონოდ ამოღებას სხვისი მფლობელობიდან როგორც მისაკუთრების მიზნით, ისე მის გარეშე ნებისმიერი ხერხით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, ნივთის გატაცება გულისხმობს კონკრეტული პირისგან მის კუთვნილებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის სხვა პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. მოცემულ შემთხვევაში მ---- ს--–----ამ ნივთი - პირადობის მოწმობა თვითონ გადასცა მ------ შ------აიას, რომელმაც იგი გამოიყენა საზღვრის გადასაკვეთად, რაც თავის მხრივ არამართლზომიერი ქმედებაა, მაგრამ მას პირადობის მოწმობა არ გაუტაცია მისი მესაკუთრე მარინა კილასონიასგან.
ამავე საკითხზე საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლში მსჯავრდებული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე 2009 წლის 22 ოქტომბრის N382აპ-09 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ "...ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცება, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მოტივსა და სხვისი დოკუმენტების დაუფლების მიზანს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო დაუფლების გარეშე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სხვა პირთან აღმოჩენა, ან ამ პირის მიერ სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება ნებისმიერი მიზნით შესაძლოა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც არაგონივრული და სამართლებრივად გაუმართლებელია.
გარდა ამისა სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალო ობიექტი, რომელსაც ადგება ზიანი პირადობის მოწმობის გატაცებისას ეს არის თვით პირადობის მოწმობის მესაკუთრე. დაზარალდა თუ არა მ------ შ------აიას მოქმედების შედეგად მ---- ს--–----ა ბრალდების მხარეს შეფასება არ მიაუცია. მ---- ს--–----ას სტატუსი სისხლის სამართლის სამეში ბრალდების მხარის მიერ განსაზღვრულია, როგორც მოწმე და არა როგორც დაზარალებული. ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ მ------ შ------აიამ დანაშაული ისე ჩაიდინა და ისე გასტაცა მ---- ს--–---ვას პირადობის მოწმობა, რომ მ---- ს--–----ას ინტერესი არ დარღვეულა. სასამართლო სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილის ამგვარ შეფასებას ვერ გაიზიარებს, რადგან პირადობის მოწმობის გატაცება გულისხმობ პირველ რიგში პირადობის მესაკუთრისგან დოკუმენტის ნების და მისი ინტერესების საზიანოდ დოკუმენტის ამოღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომ მ------ შ------აიამ ჩაიდინა პირადობის მოწმობის გატაცება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ------ შ------აია საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ გადაკვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
მ------ შ------აიას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ მ------ შ------აიას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა მ------ შ------აიამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
მ------ შ------აიას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
მ------ შ------აიას მიმართ პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის დასაბუთება:
ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მ------ შ------აიას უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
მ------ შ------აიას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, რითაც მან პასუხისმგებლობა იკისრა ჩადენილი დანაშაულისათვის, იმადროულად ჩადენილია არაძალადობრივი და ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მის ყოფაქცევას და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1 ნაწილით მას ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული მ------ შ------აია ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბრალდებული მ------ შ------აია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მ------ შ------აიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მ---- ს--–----ას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი