განაჩენი

სისხლის სამართლის 27.04.2018
საქმის ნომერი
010100117002168886
დავის ტიპი
236 3 , 236 2 , 120 , 117 1
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100117002168886

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ადილარ წირღვავა

 

ბრალდებული - რამაზ ხი-–--–---–ი

ადვოკატი - პაატა ბო-–---ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: რამაზ ხი-–--–---–ი

მამის სახელი: ბეჟანი

დაბადებული: 05.02.1966 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 61-------96

რეგისტრა–-ის მისამართი: ქ. ბათუმი, ი. ჯა----–---–ის ქ. N65, ბინა N7

ფაქტ. მისამართი: ქ. ბათუმი, ი. ჯა----–---–ის ქ. N4ა, ბინა N133

 

დაკავების თარიღი და დრო: 07.10.2017 წ 13:15 საათი

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

111-120-ე მუხლი;

 

აღწერილობით-სამოტივა–-ო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. რამაზ ხი-–--–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღი - გამოსაყენებლად ვარგისი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - მაკაროვის სისტემის პისტოლეტისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა ქ. ბათუმში და ამოღებული იქნა 2017 წლის 07 ოქტომბერს, მისი პირადი ჩხრეკის დროს.

 

2. 2017 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათის შემდგომ რამაზ ხი-–--–---–ი, რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით მივიდა ქ. ბათუმში, ფირ------ის ქუჩა N18-ბ კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–ასი“-ს ოფისში, სადაც მის ხელთ არსებული პისტოლეტიდან განზრახ ორჯერ გასროლით ჯ------- ზო---ს მიაყენა დაზიანებები - მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ქვემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ზემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

3. 2017 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათის შემდგომ რამაზ ხი-–--–---–ი, რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით მივიდა ქ. ბათუმში, ფირ------ის ქუჩა N18-ბ კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–ასი“-ს ოფისში, სადაც მის ხელთ არსებული პისტოლეტიდან განზრახ გასროლით მარჯვენა ბარძაყის მიდამოში განზრახ დაზიანება მიაყენა მის ძმას ალექსანდრე ხი-–--–---–ს, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

4. რამაზ ხი-–--–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღი - გამოსაყენებლად ვარგისი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - მაკაროვის სისტემის პისტოლეტისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა ქ. ბათუმში და ამოღებული იქნა 2017 წლის 07 ოქტომბერს, მისი პირადი ჩხრეკის დროს.

 

5. 2017 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათის შემდგომ რამაზ ხი-–--–---–ი, რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით მივიდა ქ. ბათუმში, ფირ------ის ქუჩა N18-ბ კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–ასი“-ს ოფისში, სადაც მის ხელთ არსებული პისტოლეტიდან განზრახ ორჯერ გასროლით ჯ------- ზო---ს მიაყენა დაზიანებები - მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ქვემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ზემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

6. 2017 წლის 07 ოქტომბერს, რამაზ ხი-–--–---–ს, ქ. ბათუმში, ფირ------ის ქუჩა N18-ბ კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–ასი“-ს ოფისში, მისი ძმის ალექსანდრე ხი-–--–---–ისათვის არ მიუყენებია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება:

 

7. რამაზ ხი-–--–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 07 ოქტომბერს, რამაზ ხი-–--–---–ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შაფი ფერის პისტოლეტის მაგვარი საგანი, თავისი მჭიდით, მჭიდში არსებული 5 ცალი ვაზნით.

 

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, ფირ------ის ქუჩა N18-ბ კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–ასი“-ს ოფისიდან ამოღებული იქნა სამი ცალი მასრა.

 

9. ბალისტიკური ექსპერტიზის N85/ბ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი:

 

ა) იარაღი მჭიდით არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

ბ) 5 (ხუთი) ვაზნა - არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნები, განკუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინი“-ს სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის. ხუთივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

გ) 3 (სამი) მასრა - არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების შემადგენელი ნაწილი მასრები, განკუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის და „სტეჩკინი“-ს სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის. სამივე მასრა ვარგისია იდენტიფიკა–-ისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტში.

 

10. დადგენილია, რომ რამაზ ხი-–--–---–ს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვის ან ტარების თაობაზე.

 

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რამაზ ხი-–--–---–მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასა-–--.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის:

 

12. დაზარალებულ ჯ------- ზო--ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებად, დადასტურებულია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა რამაზ ხი-–--–---–მა.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თემურ ზო---მ აღნიშნა, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს იმყოფებოდა შპს „რეალ პა-–--ის“ ოფისში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მისი ბიძაშვილი ჯ------- ზო---. იმყოფებოდა ჯ------- ზო--ის კაბინეტში, სადაც მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრა. უშუალოდ შეესწრო იმ ფაქტს, რომ რამაზ ხი-–--–---–ი შევიდა კაბინეტში, უცენზურო სიტყვებით მიმართა ჯ------- ზო---ს და ორჯერ გაისროლა მისი მიმართულებით. მოახერხა გარეთ გასვლა და 112-ში დარეკვა. როდესაც შებრუნდა ოფისში დაინახა ფეხში დაჭრილი ალექსანდრე ხი-–--–---–ი, რომლის განმარტებით რამაზ ხი-–--–---–ზე იარაღის წართმევას ცდილობდა და ამ დროს მოხვდა ტყვია ფეხში. მოწმის განმარტებით, რამდენიმე წუთში მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ჯ------- ზო--- გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თე---------------ემ აჩვენა, რომ არის კომპანია შპს ,,რა–-ო’’-ს დამფუძნებელი. 2017 წლის 07 ოქტომბერს, გარკვეულ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა შპს „რეალ პა-–--ის“ ოფისში, დამფუძნებლის ჯ------- ზო--ის სამუშაო კაბინეტში. შეხვედრის დასრულების შემდეგ კაბინეტში შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც გაიარა მის ზურგს უკან, გაიგონა იარაღის გადატენვის ხმა და იმწამსვე მოხდა გასროლა ჯ------- ზო--ის მიმართულებით. შეშინებული გაიქცა ოფისიდან, როდესაც გონს მოეგო და დაბრუნდა ოფისში დაინახა კიდევ ერთი დაჭრილი მამაკა–-. როგორც ოფისის თანამშრომლებისგან გაიგო იგი იყო იმ პიროვნების ძმა, რომელმაც გასროლა მოახდინა. მოწმის განმარტებით, ასევე „რეალ პა-–--ის“ ოფისის თანამშრომლებისგან გაიგო, რომ იარაღიდან გასროლა მოახდინა რამაზ ხი-–--–---–მა.

 

15. 2017 წლის 07 ოქტომბერს, შპს „რეალ პა-–--ი“-ს ოფისში გასროლის ხმა გაიგონეს და ჯ------- ზო--ის და ალექსანდრე ხი-–--–---–ის დაჭრის ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს „რეალ პა-–--ი“-ს მენეჯერმა ლეონა რიჟვაძემ და ბუღალტერმა მაია ბო-–---ძემ. მათივე განმარტებით, როგორც შემდეგ გაირკვა გასროლა მოახდინა შპს „რეალ პა-–--ი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ლევან ხი-–--–---–ს ძმამ რამაზ ხი-–--–---–მა.

 

16. შპს „რეალ პა-–--ი“-ს ოფისში რამაზ ხი-–--–---–ის მისვლის ფაქტი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შპს „რეალ პა-–--ი“-ს მძღოლმა ჯ------- ხი-–--–---–მა. მისი განმარტებით, დაინახა თუ როგორ შევიდა რამაზ ხი-–--–---–ი ჯ------- ზო--ის კაბინეტში, შემდგე კი გაიგონა გასროლის ხმა. რამაზ ხი-–--–---–ის დამშვიდებას და იარაღის წართმევას ცდილობა მისი ძმა ალექსანდრე ხი-–--–---–ი, რა დროსაც იგი დაიჭრა ფეხში.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზუ-------------ძემ აჩვენა, 2017 წლის 07 ოქტომბერს იმყოფებოდა „რეალ პა-–--ი“-ს ოფისში, ჯ------- ზო---სთან საქმიან შეხვედრაზე. მოულოდნელად ოთახში შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება და ორჯერ გაისროლა ჯ------- ზო--ის მიმართულებით, რა მიზეზით მისთვის უცნობია.

 

18. 2017 წლის 08 ოქტომბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზუ-------------ძემ ამოიცნო რამაზ ხი-–--–---–ი, პირი რომელმაც განახორციელა გასროლა ჯ------- ზო--ის მიმართულებით.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ა--------------------------------–--------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

20. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №005892617 დასკვნის თანახმად, ჯ------- ზო--- 2017 წლის 07 ოქტომბერს მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ქვემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ზემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის (ჭურვების) გასროლის შედეგად და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

21. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღუ--------------–--ლმა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა სამედიცინო დოკუმენტა–-ის - პა–-ენტის სამედიცინო ბარათის საფუძველზე. სამედიცინო დოკუმენტა–-აში მითითებული იყო დაზიანებები და დადასტურებული იყო რენტგენოლოგიური გამოკვლევებით, რაც მის მიერ სრულად იქნა გაზიარებული დასკვნაში.

 

22. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რამაზ ხი-–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ჯ------- ზო---ს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ნაწილში:

 

23. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის.

 

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს დამნაშავეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უკანონოდ აქვს თუ არა შეძენილი და შენახული, საჭიროა ორი პირობის არსებობა, კერძოდ: ა) ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი უნდა იყოს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ; და ბ) ის შენახული უნდა იყოს იმ პირის მიერ ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ ჰქონდა.

 

25. იმისთვის რათა დადგინდეს დამნაშავე ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასა-–-- უკანონოდ ატარებს თუ არა საჭიროა ერთი პირობის არსებობა, კერძოდ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარება ნებადართული უნდა იყოს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

26. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რამაზ ხი-–--–---–ს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვის ან ტარების თაობაზე.

 

27. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი - ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამაზ ხი-–--–---–ისგან ამოღებული პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შეძენილია "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და მას იარაღის შენახვის კანონიერი უფლება არ ჰქონდა. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარება "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მას ნებადართული არ ჰქონდა.

 

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რამაზ ხი-–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რის გამოც იგი მითითებული კვალიფიკა–-ით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის:

 

29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

30. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

32. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული დაზარალებულ ჯ------- ზო--ის გამოკითხვის ოქმით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რამაზ ხი-–--–---–მა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯ------- ზო--ის მისამართით ისროლა ორჯერ, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის დაზიანებები. სამედიცინო ექსპერტიზის №005892617 დასკვნის თანახმად, ჯ------- ზო--- გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - რამაზ ხი-–--–---–მა განზრახ მიაყენა დაზიანება ჯ------- ზო---ს, მიყენებული დაზიანებები სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაზ ხი-–--–---–ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ჯ------- ზო--ის ჯანმრთელობის დაზიანებასთან.

 

34. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რამაზ ხი-–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და იგი მითითებული კვალიფიკა–-ით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უყალიბდება.

 

36. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და რამაზ ხი-–--–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის და 117-ე მუხლის ნაწილში გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ:

 

37. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.

 

ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ძმა ითვლება ოჯახის წევრად.

 

38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ალექსანდრე ხი-–--–---–ის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს იმყოფებოდა შპს „რეალ პა-–--ი“-ს ოფისში, სადაც მივიდა მისი ძმა რამაზ ხი-–--–---–ი. უნდოდა ჯ------- ზო--ის ნახვა და წერილის გადაცემა, უთხრეს შეხვედრაზეა და მოგვიანებით შეხვდებიო. რამაზ ხი-–--–---–მა გადაწყვიტა თვითონ შეეტანა ეს წერილი და შევიდა ჯ------- ზო--ის კაბინეტში. შიგნით არ შეყოლია და რა მოხდა არ იცის, თუმცა გაიგონა ორჯერ გასროლის ხმა. დააპირა შესვლა, მაგრამ რამაზ ხი-–--–---–ი ამ დროს გამოდიოდა და შეხვდა კარებში. შეეცადა იარაღის წართმევას, მოუწიათ ჭიდაობა და ამ დროს შეთხვევით დაიჭრა. დაზარალებულის განმარტებით ძმასთან კონფლიქტი და უთანხმოება არასდროს არ ჰქონია და არ ჰქონდა მიზეზი, რომ ძმას განზრახ ესროლა მისთვის. იარაღის გამორთმევას იმიტომ ცდილობდა, რომ კიდევ არ მომხდარიყო რამე.

 

39. ბრალდებულმა რამაზ ხი-–--–---–მა დაადასტურა ალექსანდრე ხი-–--–---–ის დაჭრის ფაქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. მისი ძმა ცდილობდა იარაღის წართმევას და ამ დროს მოხდა გასროლა, განზრახ არ უსვრია ძმის მისამართით.

 

40. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №005892417 დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ხი-–--–---–ი 2017 წლის 07 ოქტომბერს მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ბარძაყის ოთხთავა კუნთის დაზიანება. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

41. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.

 

42. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რამაზ ხი-–--–---–ს არ ჰქონია ალექსანდრე ხი-–--–---–ის სხეულის დაზიანების განზრახვა და აღნიშნული განხორციელდა მისგან დამოუკიდებლად, შემთხვევითი გასროლით, რასაც თვით დაზარალებულიც ადასტურებს.

 

43. როგორც ზემოთ აღინიშნა, ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

44. ამდენად, ბრალდებული რამაზ ხი-–--–---–ი საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

45. რამაზ ხი-–--–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

46. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან ა–-ლება და დამნაშავის რესოციალიზა–-ა. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზა–-ას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიმართ შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზა–-ის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

47. სასამართლო მიიჩნევს რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან ა–-ლებისა და დამნაშავეების რესოციალიზა–-ის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რამაზ ხი-–--–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრა–-ის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე, 63-ე და 64-ე მუხლებით, სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რამაზ ხი-–--–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდებული რამაზ ხი-–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თვისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რამაზ ხი-–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

რამაზ ხი-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

რამაზ ხი-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 07 ოქტომბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები ერთ პაკეტად, ბრალდებულ რამაზ ხი-–--–---–ისაგან აღებული დენთის კვალის ნიმუში და ჯ------- ზო--ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი მასრა, ბრალდებულ რამაზ ხი-–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, ექიმ რაულ პაქსაძისაგან ამოღებული ტყვია ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

რამაზ ხი-–--–---–ისაგან ამოღებული ტანისამოსი და დოლია კა–-ასაგან ამოღებული ჯ------- ზო--ისა და ალექსანდრე ხი-–--–---–ის ტანისამოსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

რეალ პა-–--ის ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და 04 ცალი ლაზერული დისკი სადაც განთავსებულია ფოტოსურათები, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელა–-ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი