გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210016001425500
საქმე №2/862-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე ე-–---ა კ-----ე
წარმომადგენელი ვ-–ა ს-------–---–ი, კ--ა კ--–-----–--ე
მოპასუხე - მ--–--ზ კ-----ე, ე-----ა მ---–----–--ა
ე-----ა მ---–----–--ას წარმომადგენელი - ტ---ა რ------ე
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2016 წლის 09 ივნისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს და ყადაღისგან გათავისუფლდეს გორის რაიონის, სოფ. ა---–-----ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ქონება: 1. ”LG-ს” ფირმის ფერადი ტელევიზორი - 1ც; 2.”TOSHIBA”-ს ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, მაღლა საყინულით - 1ც;
მოსარჩელის განმარტებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებულ იქნა გორის რაიონის სოფ. ა---–-----ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ქონება. ხსენებული მოძრავი ნივთები დაყადაღდა გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 05 თებერვალს გაცემული №2/1037-14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მის შვილს, მ--–--ზ კ-----ეს, ე-----ა მ---–----–--ას სასარგებლოდ დაეკისრა 1339 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა. მოსარჩელე მუთითებს, რომ აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღბული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას, რის გამოც ადგილი აქვს საკუთრების უფლების ხელყოფას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მ--–--ზ კ-----ემ სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე ე-----ა მ---–----–--ას წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა,3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. დადგენილია,რომ მოსარჩელე ე-–---ა კ-----ე არის მ--–--ზ კ-----ის დედა და იგი ცხოვრობს გორის რაიონის სოფ. ა---–-----ში.
3.1.2. დადგენილია ისიც, რომ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 05 თებერვალს გაცემული №2/1037-14 სააღსრულებო ფურცელი,რომლის თანახმადაც მ--–--ზ კ-----ეს ე-----ა მ---–----–--ას სასარგებლოდ დაეკისრა 1339 აშშ დოლარისა და 2015 ლარის გადახდა.
3.1.3. 2016 წლის 09 ივნისს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 05 თებერვალს გაცემული №2/1037-14 სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე გორის რაიონის სოფ. ა---–-----ში შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლითაც დაყადაღდა: 1. ”LG-ს” ფირმის ფერადი ტელევიზორი - 1ც; 2.”TOSHIBA”-ს ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, მაღლა საყინულით - 1ც;
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ საგარანტიო მომსახურების ბარათით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 07 მატს ე-–---ა კ-----ემ შეიძნა ”TOSHIBA”-ს ფირმის მაცივარი.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 მარტის №04/5267 წერლით მ--–--ზი კ-----ის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ა---–-----ში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, დაადასტურეს მოპასუხე მ--–--ზ კ-----ემ და მოსარჩელე მხარემაც.
საქმეზე შეკრებილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მ--–--ზ კ-----ის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს გორის რაიონი სოფ. ა---–-----. აღნიშნულის გასაბათილებლად მიჩნეული ვერ იქნება ხსენებულ მისამართზე მ--–--ზ კ-----ის რეგისტრაციის ფაქტი, რამეთუ პირის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაცია უპირობოდ არ ადასტურებს ამ მისამართზე მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი:
4 შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები მიაჩნია, რომ სასარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფიდეს;
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქრთველოს კანონის 44-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა ან ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლო მოიხმობს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლს, რომლითაც ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, საგარანტიო ბარათის, 2013 წლის 07 მარტის სესხის ხელშეკრულების, გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 მარტის №04/5267 წერლისა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით სადავოდ ქცეული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს არა მ--–--ზ კ-----ე, არამედ ე-–---ა კ-----ე და ამდენად, მოვალე მ--–--ზ კ-----ის ვალის ანაზღაურების მიზნით ამ ნივთების აღსასრულებლად მიქცევა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და 2016 წლის 09 ივნისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები - 1. ”LG-ს” ფირმის ფერადი ტელევიზორი - 1ც; 2.”TOSHIBA”-ს ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, მაღლა საყინულით - 1ც;
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი სოლიდარულად (თითოეულს 25-25 ლარი) უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელე ე-----ა მ---–----–--ას სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 53-ე, 199’-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. 2016 წლის 09 ივნისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გორის რაიონის, სოფ. ა---–-----ში მდებარე მოძრავი ნივთები - 1. ”LG-ს” ფირმის ფერადი ტელევიზორი - 1ც; 2.”TOSHIBA”-ს ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, მაღლა საყინულით - 1ც;
22. მოპასუხე ე-----ა მ---–----–--ას და მ--–--ზ კ-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ე-–---ა კ-----ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე