გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2018
საქმის ნომერი
030310117002150007
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310117002150007

№ 3/139-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე სსიპ ,,შემოსავლების სამსახური“

წარმომადგენელი ნ--- ბ------

მოპასუხეები: შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------)

შპს ,,ვ----------“ (ს/ნ 4--------)

შპს ,,ლ-------“ (ს/ნ 4--------)

თ----–- გ--------- (პ/ნ 4----------)

გ---- გ-------- (პ/ნ 4----------)

შპს ,,ლ------ მ----“ (ს/ნ 4--------)

წარმომადგენელი დ----- კ--–---ი

დავის საგანი ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: მოპასუხეები: შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ--------- (პ/ნ 4----------), გ---- გ-------- (პ/ნ 4----------) და შპს ,,ლ------ მ----“ (ს/ნ 4--------).

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ,,მ–------–-ს“ ქონებაზე გავრცელებული იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,მ–------–-“ დივიდენდის სახით გაცემული აქვს 114986 ლარი საწარმოს დამფუძნებლებზე თ----–- გ---------სა და გ---- გ--------ზე.

 

წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,ვ----------ს“ ქონებაზე გავრცელებულ იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო მოთხოვნას. თუმცა შპს ,,ვ----------ს“ დივიდენდის სახით გაცემული აქვს 20000 ლარი საწარმოს დამფუძნებელზე გ---- გ--------ზე და ხელფასის სახით გასცა 4000 ლარი თ----–- გ---------ზე. შპს ,,ვ----------“ წყვეტს საქმიანობას.

 

ასევე, შპს ,,ლ-------“ წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდგომ წყვეტს საქმიანობას. ხოლო ბალანსზე რიცხული სამშენებლო სამეურნეო ქონება ელ. სასაქონლო ზედნადებებით გადააწერა ტრანსპორტირების გარეშე შპს ,,ლ------ მ----ს“. შპს ,,ლ-------ს“ დამფუძნებელი და დირექტორია გ---- გ--------. ასევე, ის არის შპს ,,ლ------ მ----ში“ 30 % წილის მფლობელი და დირექტორი.

 

მოპასუხეებს აქვთ საქმიანობის სფერო ,,მედიკამენტებით ვაჭრობა“, აქვთ ერთი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ყავთ ერთი და იგივე დამფუძნებლები და დირექტორები თ----–- გ--------- და გ---- გ--------. შპს ,,ლ------მა“ სამშენებლო სამეურნეო ქონება გადასცა შპს ,,ლ------ მ----ს“, ასევე გ---- გ--------მ შეიძინა უძრავი ქონება და იჯარით გადასცა იმავე შპს ,,ლ------ მ----ს“.

 

შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“, თ----–- გ---------ს, გ---- გ--------ს და შპს ,,ლ------ მ----ს“ განსხვავება ერთმანეთისგან პრაქტიკულად შეუძლებელია, საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორებს თ----–- გ---------ს და გ---- გ--------ს გააჩნდა ერთი საერთო მიზანი - გაერიდებინათ თანხები საწარმოდან, რათა არ მომხდარიყო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მათზე, კერძოდ საწარმო შპს ,,ლ------ მ----“ თ----–- გ---------ს და გ---- გ--------ს მიერ გამოყენებულ იქნა იმ მიზნით, რომ შპს ,,მ–------–-“, შპს ,,ვ----------ს“ და შპს ,,ლ------ს“ თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის, შედეგად შეუძლებელი აღმოჩნდა შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“ საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და დღეის მდგომარეობით შეუსრულებელი რჩება ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე პირები შპს ,,მ–------–-“, შპს ,,ვ----------“, შპს ,,ლ-------“, თ----–- გ---------, გ---- გ-------- და შპს ,,ლ------ მ----“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. მათ შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა გავლენა მოახდინა მათი საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე. კერძოდ, პირებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების მეშვეობით მათ განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეების: შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------), გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) და შპს ,,ლ------ მ----ს“ (ს/ნ 4--------) წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან უსაფუძვლოა და არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეები არიან ცრუმაგიერი პირები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 01 ნოემბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,მ–------–-ს“ დირექტორი და 50% წილის მფლობელი არის თ----–- გ--------- (პ/ნ 4----------), ხოლო 50% წილის მფლობელი გ---- გ-------- (პ/ნ 4----------).

 

3.1.2. 2011 წლის 28 ოქტომბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ვ----------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის გ---- გ-------- (პ/ნ 4----------).

 

3.1.3. 2016 წლის 09 სექტემბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ლ-------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის გ---- გ-------- (პ/ნ 4----------).

 

3.1.4. 2017 წლის 30 აგვისტოს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ლ------ მ----ს“ დირექტორი და 30% წილის მფლობელი არის გ---- გ-------- (პ/ნ 4----------), 20% წილის მფლობელი - მ--- მ------–---–ი, 20% წილის მფლობელი - ფ-------- ბ-------–--ე, 30% წილის მფლობელი - ზ------ ხ---------. შპს ,,ლ------ მ----ს“ იურიდიული მისამართი არის ქ--------- ჭ----------ს ქ.N--.

 

3.1.5. 2017 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ-------–-, ჭ----------ს ქ.N---ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან ზ------ ხ--------- (1/2 წილი) და გ---- გ-------- (1/2 წილი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 19 მაისის N022-71 ბრძანების შესაბამისად, ყადაღა დაედო შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------, იურიდიული მისამართი: ქ--------- ჩ------- ქ.N2-) ქონებას.

 

3.2.2. შპს ,,მ–------–-ს“ 2014 წლის 29 მაისის განცხადების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს ეცნობა, რომ საზოგადოებას (შპს ,,მ–------–-“) საკუთრებაში ან ბალანსზე რიცხული არანაირი ქონება არ გააჩნია.

 

3.2.3. 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,მ–------–-ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 55987.25 ლარს.

 

3.2.4. 2014 წლის 19 მაისის N022-80 ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 4--------) ქონებას.

 

3.2.5. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–------–-“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით გ---- გ--------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი.

 

3.2.6. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–------–-“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით თ----–- გ---------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი.

 

3.2.7. 2015 წლის 15 ოქტომბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N022-80/1 აქტის შესაბამისად, განხორციელდა ყადაღის დადება შპს ,,ვ----------ს“ ქონებაზე, კერძოდ: კონდენციონერზე, კომპიუტერის მონიტორზე (2 ცალი), კომპიუტერის კლავიატურაზე, თაგვზე (მაუსი), კომპიუტერის პროცესორზე (2 ცალი).

 

3.2.8. 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ვ----------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 8536.49 ლარს.

 

3.2.9. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,ვ----------ს“ საწარმოს დამფუძნებელზე გ---- გ--------ზე დივიდენდის სახით 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული აქვს 20000 ლარი.

 

3.2.10. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,ვ----------ს“ ხელფასის სახით გაცემული აქვს 4000 ლარი 2012-2013 წლებში თ----–- გ---------ზე.

 

3.2.11. 2017 წლის 04 ივლისის N022-753 ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი: ქ--------- ჩ------- ქ.N2-) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

3.2.12. 2017 წლის 11 ივლისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N1 აქტის შესაბამისად, განხორციელდა ყადაღის დადება შპს ,,ლ-------ს“ ქონებაზე, კერძოდ: საკონტროლო სალარო აპარატზე.

 

3.2.13. 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ლ-------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 39865.96 ლარს.

 

3.2.14. 2017 წლის 08 მაისის Nელ-0303774898, 2017 წლის 10 მაისის Nელ-0304229982, 2017 წლის 23 მაისის Nელ-0306749654, 2017 წლის 13 აპრილის Nელ-0299396083, 2017 წლის 20 ივნისის Nელ-0312458783, 2017 წლის 17 მაისის Nელ-0305535071, 2017 წლის 11 მაისის Nელ-0304371846, 2017 წლის 31 მაისის Nელ-0308312509, 2017 წლის 17 მაისის Nელ-0305591026, 2017 წლის 17 მაისის Nელ-0305533801, 2017 წლის 12 ივნისის Nელ-0310692867, 2017 წლის 06 ივნისის Nელ-0309437393, 2017 წლის 22 იანვრის Nელ-0284584848, 2017 წლის 13 მარტის Nელ-0293248344, 2017 წლის 24 იანვრის Nელ-0284907191, 2016 წლის 12 ნოემბრის Nელ-0272838308, 2017 წლის 13 თებერვლის Nელ-0288253190, 2017 წლის 29 აპრილის Nელ-0302102219 სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, შპს ,,ლ------მა“ შპს ,,ლ------ მ----ს“ გადასცა საქონელი.

 

3.2.15. 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ვ----------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 8881.20 ლარს.

 

3.2.16. 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,მ–------–-ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 57547.19 ლარს.

 

3.2.17. 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ლ-------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 43006.92 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

-აღიარებულ უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ--------- (პ/ნ 4----------) და გ---- გ-------- (ს/ნ 4----------).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დანარჩენ ნაწილში (შპს ,,ლ------ მ----ს“ სხვა მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში) არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრული სარჩელი, შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------), გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) და შპს ,,ლ------ მ----ს“ (ს/ნ 4--------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, სწორედ აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რომლის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ამ ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი კომპეტენციიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

 

გადასახადის გადახდის კონსტიტუციური ვალდებულება აისახა საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები.

 

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, საქმეზე, საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ,,განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელთა მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების - საგადასახადო დავალიანების შესრულების ეტაპზე შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სახის დაბრკოლებები, რამაც შეაფერხოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გადამხდელთა მიერ შეგნებულად, მიზანმიმართულად იქნას არიდებული კუთვნილი ვალდებულებების შესრულება. ასეთ შემთხვევათა პრევენციის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთა ქონების მეშვეობით საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 35-ე თავში. მოცემული ნორმატიული აქტის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ვალდებულების უზრუნველყოფა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ქონებით, ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მეშვეობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსით ზემოაღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება გათვალისწინებულია, როგორც გადასახადის გადამხდელთა ქონების მიმართ, ასევე, მესამე პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ გადასახადის გადამხდელთა ვადამოსული დავალიანება (240-ე მუხლი). გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კოდექსი წინასწარ დადგენილ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები სხვა მესამე პირთა მიმართაც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამდენად, მოცემული ნორმა პირთა ცრუმაგიერად ცნობის კომპეტენციას მიაკუთვნებს სასამართლოს. სასამართლოს მიერ პირთა ცრუმაგიერად ცნობის შემთხვევაში, კი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უზრუნველყოფის ღონისძიება ამ პირთა მიმართ.

 

მოსარჩელე მხარის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------), გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) და შპს ,,ლ------ მ----ს“ (ს/ნ 4--------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის (აღიარების) საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ,,მ–------–-ს“ ქონებაზე გავრცელებული იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,მ–------–-“ დივიდენდის სახით გაცემული აქვს 114986 ლარი საწარმოს დამფუძნებლებზე თ----–- გ---------სა და გ---- გ--------ზე. წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,ვ----------ს“ ქონებაზე გავრცელებულ იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო მოთხოვნას. თუმცა შპს ,,ვ----------ს“ დივიდენტის სახით გაცემული აქვს 20000 ლარი საწარმოს დამფუძნებელზე გ---- გ--------ზე და ხელფასის სახით გასცა 4000 ლარი თ----–- გ---------ზე. შპს ,,ვ----------“ წყვეტს საქმიანობას. ასევე, შპს ,,ლ-------“ წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდგომ წყვეტს საქმიანობას. ხოლო ბალანსზე რიცხული სამშენებლო სამეურნეო ქონება ელ. სასაქონლო ზედნადებებით გადააწერა ტრანსპორტირების გარეშე შპს ,,ლ------ მ----ს“. შპს ,,ლ-------ს“ დამფუძნებელი და დირექტორია გ---- გ--------. ასევე, ის არის შპს ,,ლ------ მ----ში“ 30 % წილის მფლობელი და დირექტორი. მოპასუხეებს აქვთ საქმიანობის სფერო ,,მედიკამენტებით ვაჭრობა“, აქვთ ერთი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ყავთ ერთი და იგივე დამფუძნებლები და დირექტორები თ----–- გ--------- და გ---- გ--------. შპს ,,ლ------მა“ სამშენებლო სამეურნეო ქონება გადასცა შპს ,,ლ------ მ----ს“, ასევე, გ---- გ--------მ შეიძინა უძრავი ქონება და იჯარით გადასცა იმავე შპს ,,ლ------ მ----“. შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“, თ----–- გ---------ს, გ---- გ--------ს და შპს ,,ლ------ მ----ს“ განსხვავება ერთმანეთისგან პრაქტიკულად შეუძლებელია, საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორებს თ----–- გ---------ს და გ---- გ--------ს გააჩნდა ერთი საერთო მიზანი - გაერიდებინათ თანხები საწარმოდან, რათა არ მომხდარიყო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მათზე, კერძოდ საწარმო შპს ,,ლ------ მ----“ თ----–- გ---------ს და გ---- გ--------ს მიერ გამოყენებულ იქნა იმ მიზნით, რომ შპს ,,მ–------–-“, შპს ,,ვ----------ს“ და შპს ,,ლ------ს“ თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის, შედეგად შეუძლებელი აღმოჩნდა შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“ საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და დღეის მდგომარეობით შეუსრულებელი რჩება ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

სასამართლო აღნიშნავს, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იქნება განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს და უტყუარად დადგინდეს მოპასუხეთა ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კანონით დაწესებულ რეგულაციებთან, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი:

 

პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან, ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ, ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა, ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია ურთიერთდამოკიდებული პირების ცნება: ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე ნორმის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

 

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

 

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

 

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

 

დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;

 

ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;

 

ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

 

ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

 

თ) პირები ნათესავები არიან;

 

ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან:

 

ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა;

 

ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი,შვილი,და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;

 

გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

ნათესაობის განსაზღვრისას გერი დები (ძმები) გათანაბრებული არიან ღვიძლ დებთან (ძმებთან), ხოლო შვილად აყვანილები – ღვიძლ შვილებთან. ამასთანავე, სამეურვეო ურთიერთობები გათანაბრებულია საოჯახო ერთობასთან (რომლის დროსაც პირები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები), რომელიც, თავის მხრივ, უთანაბრდება ნათესაურ ურთიერთობას. აღნიშნულ პირებს შორის საოჯახო ერთობის შეწყვეტა მხედველობაში არ მიიღება მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისას ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ გ---- გ-------- და თ----–- გ--------- არიან მეუღლეები, რომლებიც იყვნენ შპს ,,მ–------–-ს“ დამფუძნებლები, დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–------–-“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით გ---- გ--------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–------–-“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით თ----–- გ---------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი. 2014 წლის 19 მაისის N022-71 ბრძანების შესაბამისად, ყადაღა დაედო შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------, იურიდიული მისამართი: ქ--------- ჩ------- ქ.N2-) ქონებას. შპს ,,მ–------–-ს“ 2014 წლის 29 მაისის განცხადების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს ეცნობა, რომ საზოგადოებას (შპს ,,მ–------–-“) საკუთრებაში ან ბალანსზე რიცხული არანაირი ქონება არ გააჩნია. 2011 წლის 28 ოქტომბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ვ----------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის გ---- გ-------- (პ/ნ 4----------). დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,ვ----------ს“ საწარმოს დამფუძნებელზე გ---- გ--------ზე დივიდენდის სახით 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული აქვს 20000 ლარი. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,ვ----------ს“ ხელფასის სახით გაცემული აქვს 4000 ლარი 2012-2013 წლებში თ----–- გ---------ზე. 2014 წლის 19 მაისის N022-80 ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 4--------) ქონებას. 2015 წლის 15 ოქტომბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N022-80/1 აქტის შესაბამისად, განხორციელდა ყადაღის დადება შპს ,,ვ----------ს“ ქონებაზე, კერძოდ: კონდენციონერზე, კომპიუტერის მონიტორზე (2 ცალი), კომპიუტერის კლავიატურაზე, თაგვზე (მაუსი), კომპიუტერის პროცესორზე (2 ცალი). 2016 წლის 09 სექტემბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ლ-------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის გ---- გ-------- (პ/ნ 4----------). დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–------–-“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით თ----–- გ---------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი. 2017 წლის 04 ივლისის N022-753 ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი: ქ--------- ჩ------- ქ.N2-) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. 2017 წლის 11 ივლისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N1 აქტის შესაბამისად, განხორციელდა ყადაღის დადება შპს ,,ლ-------ს“ ქონებაზე, კერძოდ: საკონტროლო სალარო აპარატზე. ყოველივე ზემოაღნიშნული მიზნად ისახავდა გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღიარებულ უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ--------- (პ/ნ 4----------) და გ---- გ-------- (ს/ნ 4----------).

 

რაც შეეხება შპს ,,ლ------ მ----ს“ სხვა მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 2017 წლის 30 აგვისტოს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ლ------ მ----ს“ დირექტორი და 30% წილის მფლობელი არის გ---- გ-------- (პ/ნ 4----------), 20% წილის მფლობელი - მ--- მ------–---–ი, 20% წილის მფლობელი - ფ-------- ბ-------–--ე, 30% წილის მფლობელი - ზ------ ხ---------. შპს ,,ლ------ მ----ს“ იურიდიული მისამართი არის ქ--------- ჭ----------ს ქ.N--. 2017 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ-------–-, ჭ----------ს ქ.N---ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან ზ------ ხ--------- (1/2 წილი) და გ---- გ-------- (1/2 წილი). 2017 წლის 08 მაისის Nელ-0303774898, 2017 წლის 10 მაისის Nელ-0304229982, 2017 წლის 23 მაისის Nელ-0306749654, 2017 წლის 13 აპრილის Nელ-0299396083, 2017 წლის 20 ივნისის Nელ-0312458783, 2017 წლის 17 მაისის Nელ-0305535071, 2017 წლის 11 მაისის Nელ-0304371846, 2017 წლის 31 მაისის Nელ-0308312509, 2017 წლის 17 მაისის Nელ-0305591026, 2017 წლის 17 მაისის Nელ-0305533801, 2017 წლის 12 ივნისის Nელ-0310692867, 2017 წლის 06 ივნისის Nელ-0309437393, 2017 წლის 22 იანვრის Nელ-0284584848, 2017 წლის 13 მარტის Nელ-0293248344, 2017 წლის 24 იანვრის Nელ-0284907191, 2016 წლის 12 ნოემბრის Nელ-0272838308, 2017 წლის 13 თებერვლის Nელ-0288253190, 2017 წლის 29 აპრილის Nელ-0302102219 სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, შპს ,,ლ------მა“ შპს ,,ლ------ მ----ს“ გადასცა სამშენებლო და სამეურნეო საქონელი; სატრანსპორტო ზედნადების გარეშე. შპს ,,ლ------ მ----ს" მიერ თანხა გადახდილია. შპს ,,მ–------–-ს" და შპს ,,ვ----------ს" სახელმწიფოს წინაშე დავალიანების წარმოშობიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ დაფუძნდა შპს ,,ლ------". განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რაოდენობის საქონელი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით გადაეცა შპს ,,ლ------ მ----“ ვერ დასტურდება ამ უკანასკნელის სხვა მოპასუხეებისაგან განსხვავების შეუძლებლობა. შპს ,,ლ------ მ----ს“ 70% წილის მფლობელები არიან პირები, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ შპს ,,მ–------–თან“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------სთან“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ------თან“ (ს/ნ 4--------) და მათ სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებებთან. კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებები და ის გარემოება, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან, ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით, არ დასტურდება.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არ ქმნიან შპს ,,ლ------ მ----ს“ სხვა მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

39-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

 

მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს: შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------) და გ---- გ--------ს (ს/ნ 4----------) უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო: - თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 601 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები N1 და N2 საკადასტრო კოდი: 0----------- მისამართი: ქ--------- ჩ------- ქ.N--; 2. სავაჭრო ფართი 61.20 კვ.მ საკადასტრო კოდი: 0------------------ მისამართი: ქ--------- ფ--------- მ----- ქ.N--- სართული I N3; - თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებს სს ,,თ----------ში“; - გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 390 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 675 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------- მისამართი: ქ--------- ჭ----------ს ქ.N--, გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ ½ წილს; - გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს: 1. ავტომანქანა M------------ 6---- სახ. ნომრით Y------, 2. ავტომანქანა M------------ M--------- სახ. ნომრით J------; - გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებს: სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,თ----------ში“, ,,პ------------------ში“; - შპს ,,ლ------ მ----ს“ (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშებს: სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,თ----------ში“.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,ლ------ მ----ს“, გ---- გ--------ს და თ----–- გ---------ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N030310117002150007 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.

 

ნაწილობრივ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N030310117002150007 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა: - თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებს სს ,,თ----------ში“; - გ---- გ--------ს (პ/ნ 4----------) საბანკო ანგარიშებს: სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,თ----------ში“, ,,პ------------------ში“; - შპს ,,ლ------ მ----ს“ (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშებს: სს ,,ს----------–--------ში“, სს ,,თ----------ში“.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 25-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

-აღიარებულ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ--------- (პ/ნ 4----------) და გ---- გ-------- (ს/ნ 4----------).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დანარჩენ ნაწილში (შპს ,,ლ------ მ----ს“ სხვა მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში) არ დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებს: შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4--------), თ----–- გ---------ს (პ/ნ 4----------) და გ---- გ--------ს (ს/ნ 4----------) დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე