განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
020100118002404223
დავის ტიპი
212 2 ა
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002404223

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/178-18 14 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე

1.1. პროკურორი მ---------–--------–-

 

2. დაცვის მხარე

2.1. ბრალდებული ვ--–----------------------------–---–---------------–-------–-–-------------------------------–----------–-----------------------------------–-----------–---------------------–--------------–------–----------------------------------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

20---–-–----------ოს თვეში ვ--–--------------–---–-ა გასაღების მიზნით შეიძინა დიდი ოდენობით, დაახლოებით 21 000 ლარის ოდენობით ყალბი ვალუტის კუპიურები, რასაც ინახავდა გასაღების მიზნით.

20---–-–-----------ს ქა-–-------------–-----–--------------–---–-- 2 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, საერთო ჯამში 200 ლარის ოდენობით გაასაღა ლ-–--–---------ზე.

მანვე 201--–-–-----------ს ზუ--------------–----–----------------–---------–----ს ტერიტორიაზე 180 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, საერთო ჯამში 18 000 ლარის ოდენობით გაასაღა პ-------–-------ზე, ხოლო 11 ცალ ყალბ 100 ლარიან კუპიურას, საერთო ჯამში 1100 ლარის ოდენობით, გასაღების მიზნით ინახავდა პირადად, რაც ამავე დღეს ამოღებული იქნა ვ--–--------------–---–--გან პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

დანაშაულის საგანია ვალუტა. საქართველოში ფულის ერთეულს წარმოადგენს ლარი, რომლის ემისიასაც აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

შეძენა გულისხმობს ყალბი ფულის მოპოვებას სხვადასხვა გზით - ყიდვით, გაცვლით პოვნით და სხვა.

შენახვა გულისხმობს ყალბი ფულისთვის ამა თუ იმ ფორმით ადგილსამყოფელის მიჩნევას - ბინაში, სპეციალურ საცავში და სხვა.

შეძენა ან შენახვა დანაშაულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ მას გასაღების მიზანი აქვს.

ყალბი ფულის გასაღება გულისხმობს მათ მიმოქცევაში გაშვებას, ე. ი. მათ გამოყენებას როგორც ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ისე ქონებრივი უფლებების უშუალოდ განხორციელებაში, აგრეთვე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისთვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ. ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთ მოქმედებაში, როგორიცაა რაიმეს ყიდვა, ვალუტის გაცვლა, ფულის დახურდავება და სხვა.

ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება დამთავრებული დანაშაულია მათი ერთჯერადი გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან.

ბრალდებულმა ყალბი ვალუტა რომ შეიძინა და შეინახა, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: ლ-–--–---------ს, პ-------–-------ს, ვ-–---------------ს, ვ--–--------------–---–--, ვ--–-------------ს, ა-------------ას ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ცნობა-ანოტაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ვ--–--------------–---–-ა 2017-–-–-----------ოს თვეში შეიძინა ყალბი ვალუტის კუპიურები, საიდანაც შემდგომში 2 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა გაასაღა ლ-–--–---------ზე, 180 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა გაასაღა პ-------–-------ზე, ასევე გასაღების მიზნით ინახავდა 11 ცალ ყალბ 100 ლარიან კუპიურას.

 

2.2. დიდი ოდენობით

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია, რომ დიდ ოდენობად ითვლება ყალბი ვალუტა, რომლის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება ათი ათას ლარს.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა რომ შეიძინა და შეინახა, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ლ-–--–---------ს, პ-------–-------ს, ვ-–---------------ს, ვ--–--------------–---–--, ვ--–-------------ს, ა-------------ას ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ცნობა-ანოტაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ვ--–--------------–---–-ა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა შეიძინა და შეინახა.

 

2.3. გასაღების მიზანი

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა რომ შეიძინა და შეინახა გასაღების მიზნით, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: ლ-–--–---------ს, პ-------–-------ს, ვ-–---------------ს, ვ--–--------------–---–--, ვ--–-------------ს, ა-------------ას ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკნით, ცნობა-ანოტაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ვ--–--------------–---–-ა შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა ყალბ 100 ლარიან კუპიურებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა, ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება მოქმედების ჩადენაში, ყალბი ფულის შეძენა, შენახვა, გასაღებაში.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით და კონკრეტული მიზნით - გასაღების მიზნით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. კონკრეტული მიზნის არსებობა მიუთითებს პირდაპირ განზრახვაზე.

განსახილველ შემთხვევაში ვ--–--------------–---–ს შეგნებული ჰქონდა, რომ ჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას - ყალბი ფულის შეძენას, შენახვასა და გასაღებას, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - მის მიერ გასაღებული ფულის მიმოქცევაში შესვლის - შესაძებლობას და სურდა ეს შედეგი. უფრო მეტიც, მისი ქმედებები სწორედ ამ შედეგისკენ იყო მიმართული.

პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდეულმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა შეიძინა და შეინახა გასაღების მიზნით და გაასაღა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის ვ--–--------------–---–-- მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ვ--–-------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვ--–--------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

ვ--–--------------–---–-- პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრისთვის დაწესებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან მოკლე დროში; დანაშაულის შემადგენლობით გათვალისწინებული ერთდროულად რამდენიმე ქმედების განხორციელება; ყალბი ფულის გასაღების გზებისა და მიღებული შემოსავლის განკარგვის მიმართულებების, ამ სახის საქმიანობის გაფართოების შესახებ დანაშაულებრივი გეგმების და დანაშაულებრივი კავშირების არსებობა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მძიმე მატერიალური მდგომარეობა), მიზანს (ყალბი ფულის გასაღება და შემოსავლის მიღება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ქმედებია ჩადენილია პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვით), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფულის დამზადებისა და მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა, გასაღება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული კეთილსინდისიერი პირებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის შექმნა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ყალბი ფულის როგორც შეძენა, შენახვა, ასევე გასაღება), წარსულ ცხოვრებას (ნასამართლევია მძიმე დანაშაულისთვის - თაღლითობისთვის), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს ჩადენილს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

კონკრეტული ზომის სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა ახალი ქმედება ჩაიდინა წინა დანაშაულისთვის ნასამართლობის ვადის გასვლამდე, რის გამოც არსებობს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევა.

ასეთ ვითარებაში სასჯელის დანიშვნისას გამოიყენება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი. კერძოდ, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმზე სულ მცირე ერთი წლით მეტი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად მიაჩნია 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

ამასთან, ვინაიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრისთვის დაწესებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ, ბოლო დანაშაული არის წინა დანაშაულთან შედარებით უფრო მძიმე, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და ისე განისაზღვროს საბოლოო სასჯელი. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ახალი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილ იქნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან მოკლე ვადაში. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ახალი დანაშაული წინა დანაშაულის მსგავსი ნიშნებით ხასიათდება - ორივე დაკავშირებულია მოტყუებით სხვისთვის ზიანის მიყენებით შემოსავლის მიღების სურვილთან. ამასთან, ახალი დანაშაული არის უფრო მძიმე, ვიდრე წინა დანაშაული, რაც მიუთითებს მსჯავრდებულის პიროვნების განვითარების მიმართულებაზე. იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელი, ერთი მხრივ, იყოს კანონიერი, შეესაბამებოდეს მოქმედი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი იყოს სამართლიანი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელთა სრულად შეკრების წესის გამოყენება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ყალბი 100 ლარიანი კუპიურები, დვდ, სიდი და სიდერ დისკები, აუდიო ჩანაწერები, ქვითარი, 10 ლარიანი და 5 ლარიანი კუპიურები და მობილური ტელეფონი. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 100 ლარიანი კუპიურები უნდა განადგურდეს. 10 ლარიანი და 5 ლარიანი კუპიურები, მობილური ტელეფონი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეს. რაც შეეხება დვდ, სიდი და სიდერ დისკებს, აუდიო ჩანაწერებს, ქვითრებს, ისინი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ--–--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ვ--–--------------–---–--თვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 201--–-–---------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ--–--------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვ--–--------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 20---–-–--------------ან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ყალბი 100 ლარიანი კუპიურები განადგურდეს; დვდ, სიდი და სიდიერ დისკები, აუდიოჩანაწერები, ქვითარი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით; 10 ლარიანი და 5 ლარიანი კუპიურები, მობილური ტელეფონი დაუბრუნდეთ მესაკუთრეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია