გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
200210117002134483
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/781-17

№200210117002134483

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - სს ,,კ------- ბანკი“ წარმომადგენელი - ქ----------–---–ი მოპასუხე - კ--- მ-----–-–---–ი დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს 281.96 (ორას ოთხმოცდაერთი და ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 177.00 (ას სამოცდაჩვიდმეტი) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 2.82 (ორი და ოთხმოცდაორი) ლარს, ჯარიმა 102.14 (ას ორი და თოთხმეტი) ლარს.

1.2. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 15 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს 663.06 (ექვსას სამოცდასამი და ნოლ ექვსი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 354.14 (სამას ორმოცდათოთხმეტი და თოთხმეტი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 127.48 (ას ოცდაშვიდი და ორმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 11.32 (თერთმეტი და ოცდათორმეტი) ლარს, ჯარიმა 170.12 (ას სამოცდაათი და თორმეტი) ლარს.

1.3. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს 1,362.86 (ათას სამას სამოცდაორი და ოთხმოცდაექვსი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1,120.88 (ათას ას ოცი და ოთხმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 47.88 (ორმოცდაშვიდი და ოთხმოცდარვა) ლარს, ჯარიმა 194.10 (ას ოთხმოცდათოთხმეტი და ათი) ლარს.

1.4. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს 94.92 (ოთხმოცდათოთხმეტი და ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 48.00 (ორმოცდარვა) ლარს, ჯარიმა 46.92 (ორმოცდაექვსი და ოთხმოცდათორმეტი) ლარს.

1.5. კ--- მ-----–-–---–ს 2014 წლის 25 აპრილი განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 299.53 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი და ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 167.36 (ას სამოცდაშვიდი და ოცდათექვსმეტი) ლარს, პროცენტი 26.07 (ოცდაექვსი და ნოლ შვიდი) ლარს, დაზღვევა 4.84 (ოთხი და ოთხმოცდაოთხი) ლარს, ჯარიმა 101.26 (ას ერთი და ოცდაექვსი) ლარს.

1.6. მოპასუხეებს კ--- მ-----–-–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

1.8. მოპასუხეს კ--- მ-----–-–---–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯი - 37 ლარის ოდენობით (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ერთვის სარჩელს), მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100.00 (ასი) ლარის ოდენობით.

მოსარჩელე მხარის წარმომადენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობით შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ ძირითადი სესხისა და პროცენტის ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს და ითხოვა მისი შემცირება. (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 24 ოქტომბერს სს „კ------- ბანკსა“ და კ--- მ-----–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ნივთის განვადებით შესაძენად ისესხა 354 (სამას ორმოცდათოთხმეტი) ლარი 6 (ექვსი) თვის ვადით, 0.00% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებუკი გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 24 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 52-57)

 

3.1.2. მსესხებელმა 2016 წლის 24 ოქტომბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა. შესაბამისად მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მსესხებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი არც მიუღია რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

2016 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს: 281.96 (ორას ოთხმოცდაერთი და ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 177.00 (ას სამოცდაჩვიდმეტი) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 2.82 (ორი და ოთხმოცდაორი) ლარს, ჯარიმა 102.14 (ას ორი და თოთხმეტი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები; გადახდების ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ. 79-86)

 

3.1.3. 2016 წლის 15 ივნისს სს "კ------- ბანკსა" და კ--- მ-----–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ნივთის განვადებით შესაძენად ისესხა 1062.30 (ათას სამოცდაორი და ოცდაათი) ლარი 12 (თორმეტი) თვის ვადით, 1.48% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლის (ასევე 2016 წლის 24 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლის) საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყველა ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 58-61)

 

3.1.4. მსესხებელმა 2016 წლის 15 ივნისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა. შესაბამისად მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, ამის გამო მსესხებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი არც მიუღია რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

2016 წლის 15 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს: 663.06 (ექვსას სამოცდასამი და ნოლ ექვსი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 354.14 (სამას ორმოცდათოთხმეტი და თოთხმეტი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 127.48 (ას ოცდაშვიდი და ორმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 11.32 (თერთმეტი და ოცდათორმეტი) ლარს, ჯარიმა 170.12 (ას სამოცდაათი და თორმეტი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები; გადახდების ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ. 79-86)

 

3.1.5. 2016 წლის 13 ოქტომბერს სს "კ------- ბანკსა" და კ--- მ-----–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ნივთის განვადებით შესაძენად ისესხა 1281.00 (ათას ორას ოთხმოცდაერთი) ლარი 18 (თვრამეტი) თვის ვადით, 0.00% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%. მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 62-72)

 

3.1.6. მსესხებელმა 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა. ამის გამო მსესხებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი არც მიუღია რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს: 1,362.86 (ათას სამას სამოცდაორი და ოთხმოცდაექვსი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1,120.88 (ათას ას ოცი და ოთხმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 47.88 (ორმოცდაშვიდი და ოთხმოცდარვა) ლარს, ჯარიმა 194.10 (ას ოთხმოცდათოთხმეტი და ათი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები; გადახდების ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ. 79-86)

 

3.1.7. 2016 წლის 13 ოქტომბერს სს "კ------- ბანკსა" და კ--- მ-----–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მან ისესხა 60.00 (სამოცი) ლარი, 12 (თორმეტი) თვის ვადით, 0.00% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 6.1 მუხლის (ასევე 2016 წლის 24 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლის) საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მსგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 62-67)

 

3.1.8. მსესხებელმა 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა. ამის გამო მსესხებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი არც მიუღია რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს: 94.92 (ოთხმოცდათოთხმეტი და ოთხმოცდათორმეტი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 48.00 (ორმოცდარვა) ლარს, ჯარიმა 46.92 (ორმოცდაექვსი და ოთხმოცდათორმეტი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები; გადახდების ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ. 50-51)

 

3.1.9. 2016 წლის 25 აპრილს სს „კ------- ბანკსა“ და კ--- მ-----–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N WCC-9cbb067ff4, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა ბარათი 119941******3981, რომელზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 1020.00 (ათას ოცი) ა.შ.შ დოლარი, ბარათის მოქმედების ვადა 48 თვე, სარგებელი 1.5% თვეში. ხელშეკრულების 5.1 მუხლის (ასევე 2016 წლის 24 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლის) საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყველა ვადაგადაცილებაზე). ასევე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. მსესხებელმა ბარათზე არსებული ლიმიტი გამოიყენა შემდეგნაირად: 2016 წლის 20 მაისს შპს „ტექნო ბუმში“ ბარათის საშუალებით შეიძინა 242.21 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტი 499 ლარის ნივთები, რაზედაც ხელშეკრულების 1.13 პუნქტის შესაბამისად მსესხებელზე 2014 წლის 16 სექტემბერს გაიხსნა სესხი 189.01 (ას ოთხმოცდაცხრა და 01), აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სარგებელი 1.25% თვეში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 25 აპრილს NN WCC-9cbb067ff4 ხელშეკრულება, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტი, ბარათის ტრანზაქციის ისტორია (ს.ფ. 44-49)

 

3.1.10. მსესხებლის კ--- მ-----–-–---–ის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების მე-6 მუხლში განსაზღვრული პირობები, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად სესხი/ები კვლავაც არ არის გადახდილი. კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 25 აპრილი განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 299.53 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი და ორმოცდაცამეტი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 167.36 (ას სამოცდაშვიდი და ოცდათექვსმეტი) ლარს, პროცენტი 26.07 (ოცდაექვსი და ნოლ შვიდი) ლარს, დაზღვევა 4.84 (ოთხი და ოთხმოცდაოთხი) ლარს, ჯარიმა 101.26 (ას ერთი და ოცდაექვსი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები; გადახდების ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ. 79-86)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ------- ბანკს'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ-------'' ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რომ:

მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 281.96 (ორას ოთხმოცდაერთი და ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 177.00 (ას სამოცდაჩვიდმეტი) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 2.82 (ორი და ოთხმოცდაორი) ლარს.

მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 15 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს 663.06 (ექვსას სამოცდასამი და ნოლ ექვსი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 354.14 (სამას ორმოცდათოთხმეტი და თოთხმეტი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 127.48 (ას ოცდაშვიდი და ორმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 11.32 (თერთმეტი და ოცდათორმეტი) ლარს.

მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს 1,362.86 (ათას სამას სამოცდაორი და ოთხმოცდაექვსი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1,120.88 (ათას ას ოცი და ოთხმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 47.88 (ორმოცდაშვიდი და ოთხმოცდარვა) ლარს.

მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს 94.92 (ოთხმოცდათოთხმეტი და ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 48.00 (ორმოცდარვა) ლარს.

კ--- მ-----–-–---–ს 2014 წლის 25 აპრილი განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 299.53 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი და ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 167.36 (ას სამოცდაშვიდი და ოცდათექვსმეტი) ლარს, პროცენტი 26.07 (ოცდაექვსი და ნოლ შვიდი) ლარს, დაზღვევა 4.84 (ოთხი და ოთხმოცდაოთხი) ლარს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეს მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ უნდა დეკისროს შემცირებული ჯარიმა 10,2 (ათი და ოცი ) ლარი.

მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 15 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს შემცირებული ჯარიმა 17.00 (ჩვიდემტი) ლარი.

მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს შემცირებული ჯარიმა 19.4 (ცხრამეტი და ორმოცი) ლარი.

მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს შემცირებული ჯარიმა 4.7 (ოთხი და სამოცდაათი) ლარი.

კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 25 აპრილი განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს შემცირებული ჯარიმა 10.1 (ათი და ათი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 17 ოქტომბერს, საგადახადო დავალება N302 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100.00 ლარიდან - 83.40 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150;ბანკის კოდი TRESGE22;

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 16,60 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სარჩელი მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ის, მიმართ.

1.1. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს 281.96 (ორას ოთხმოცდაერთი და ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 177.00 (ას სამოცდაჩვიდმეტი) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 2.82 (ორი და ოთხმოცდაორი) ლარს, შემცირებული ჯარიმა 10,2 (ათი და ოცი ) ლარს.

1.2. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 15 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს 663.06 (ექვსას სამოცდასამი და ნოლ ექვსი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 354.14 (სამას ორმოცდათოთხმეტი და თოთხმეტი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 127.48 (ას ოცდაშვიდი და ორმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 11.32 (თერთმეტი და ოცდათორმეტი) ლარს, შემცირებული ჯარიმა 17.00 (ჩვიდემტი) ლარს.

1.3. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს 1,362.86 (ათას სამას სამოცდაორი და ოთხმოცდაექვსი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1,120.88 (ათას ას ოცი და ოთხმოცდარვა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი 47.88 (ორმოცდაშვიდი და ოთხმოცდარვა) ლარს, შემცირებული ჯარიმა 19.4 (ცხრამეტი და ორმოცი) ლარს.

1.4. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს 94.92 (ოთხმოცდათოთხმეტი და ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 48.00 (ორმოცდარვა) ლარს, შემცირებული ჯარიმა 4.7 (ოთხი და სამოცდაათი) ლარს.

1.5. კ--- მ-----–-–---–ს 2014 წლის 25 აპრილი განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 299.53 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი და ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 167.36 (ას სამოცდაშვიდი და ოცდათექვსმეტი) ლარს, პროცენტი 26.07 (ოცდაექვსი და ნოლ შვიდი) ლარს, დაზღვევა 4.84 (ოთხი და ოთხმოცდაოთხი) ლარს, ჯარიმა 10.1 (ათი და ათი) ლარს.

1.6. მოპასუხე კ--- მ-----–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯი - 37 ლარის ოდენობით და ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 17 ოქტომბერს, საგადახადო დავალება N302 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100.00 ლარიდან - 83.40 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150;ბანკის კოდი TRESGE22;

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 16,60 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4.გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე