განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
080100118002403371
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/315-18 (N041290318002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

07.05.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული თ------ ქ------ე

მამის სახელი: ნ--------

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, კ---–----ის მე-2 შესახვევი N10

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ------–-–---–ის ქუჩა N11/23

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ------ ქ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის და ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა თ------ ქ------ემ 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ ბინა N76-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი შვილის, ლ--- ქ------ის, თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი მეუღლის დედას, თ--- ბ------ეს, კერძოდ, შეაგინა და ხელი დაარტყა მას მარჯვენა მხრის არეში, რითაც თ--- ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ ბინა N76-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში თ------ ქ------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი მეუღლის დედას, თ--- ბ------ეს, რის შემდეგაც თ--- ბ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 27 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ თ------ ქ------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, მას შემდეგ, რაც მხარეებმა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება ცნო უდავოდ სსსკ-ის 220-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად(წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს თ------ ქ------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების არცერთ ეპიზოდში და განმარტა, რომ მან შემთხვევის დროს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის სიდედრს თ--- ბ------ეს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ იქნა მიჩნეული, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ამ მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა და მათ მიეცა სამართლებრივი შეფასება იმ სახით, როგორაც არიან წარმოდგენილი საქმის მასალებში.

 

კერძოდ, შემთხვევის თვითმხილველი პირების: დაზარალებულ თ--- ბ------ის გამოკითხვის ოქმით და მოწმეების თ---- ქ------ის და ლ--- ქ------ის გამოკითხვის ოქმებით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ მთვრალმა თ------ ქ------ემ 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ ბინა N76-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვან ლ--- ქ------ის, თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი მეუღლის დედას, თ--- ბ------ეს, კერძოდ, შეაგინა და ხელი დაარტყა მას მარჯვენა მხრის არეში, რითაც თ--- ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტის დროს თ------ ქ------ემ აიღო მაგიდაზე არსებული დანა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს თ--- ბ------ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია და ამყარებენ დასახელებულ მოწმეთაგან მიღებულ ინფორმაციას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით თ------ ქ------ე ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, თ------ ქ------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა თ------ ქ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის და ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც სასჯელის სახით დაენიშნა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მაქსიმალური ზომით, თუმცა ამ სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა - ბრალდებულის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ვინაიდან მსჯავრდებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები ოჯახის წევრის მიმართ. პასუხისმგებლობის დამამძიმებელია და მხედველობაში მისაღებია ის გარემოებებიც, რომ თ------ ქ------ემ დანაშაულები ჩაიდინა სიმთვრალეში და ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

თ------ ქ------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის(ბრალს არ აღიარებს).

 

ამრიგად, დანაშაულების ჩადენის გარემოებების, და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.

 

ვინაიდან სსკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ------ ქ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

- სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით (უფრო მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ნაკლებად მკაცრი სასჯელიდან 3 თვე) თ------ ქ------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

თ------ ქ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

თ------ ქ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე