გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210117001940579
საქმე №2-1785/17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე სს ”თ----------ი”
წარმომადგენელი მ-----------–---–-
მოპასუხე ჯ----–------–--ე
მოპასუხე მ-----–-------–--ე
მოპასუხე კ-------------–--–--ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს სს ”თ----------ის” სასარგებლოდ 5241.75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3897.89 ლარი, პროცენტი 176.877 ლარი, ჯარიმა 1163.89 ლარი და დაზღვევა 3,10 ლარი.
1.2. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს სს ”თ----------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 12 აპრილიდან სესხის ძირ თანხაზე 3897.89 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 116,93 ლარს.
1.3. თავდებების მ-----–-------–--ის და კ-------------–--–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმაურ ოდენობად განისაზღვროს თითოეულისათვის 5850 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 02 მარტს სს ,,ბანკი კ----------ს“ და ჯ----–------–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №3216480-8274097 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. სესხების დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკების შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობათ განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო: ა) 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისას), ბ) დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, გადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- საბანკო კრედიტის №3216480-8274097 ხელშეკრულება
3.2.2. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 02 მარტს სს "ბანკი კონსტანტას" და მ-----–-------–--ეს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა მ-----–-------–--ემ ძირითად მსესხებელ ჯ----–------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 5850 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- თავდების განცხადება.
- თავდებობის ხელშეკრულება.
3.2.3. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 02 მარტს სს "ბანკი კონსტანტას" და კ-------------–--–--ეს შორის ასევე გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა კ-------------–--–--ემ ძირითად მსესხებელ ჯ----–------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 5850 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- თავდების განცხადება.
- თავდებობის ხელშეკრულება.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ პერიოდულად ირღვევიდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხოლო 2017 წლის 25 თებერვლის შემდეგ საერთოდ არ მომხდარა თანხის გადახდა. ბანკმა წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებებს, თუმცა უშედეგოდ.
ვინაიდან მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებდნენ თანხის გადახდის ვალდებულებას, ბანკმა შეწყვიტა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მოითხოვა მსესხებელზე და თავდებებზე არსებული დავალიანების დაკისრება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის 33216480-8274097 ხელშეკრულების და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 5241.75 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3897,89 ლარი, პროცენტი 176,877 ლარი, ჯარიმა 1163,89 ლარი და დაზღვევა 3,10 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- გაფრთხილების წერილები.
- ცნობა დავალიენების შესახებ.
- გადახდების ისტორია.
3.2.5. 2015 წლის 20 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ----------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბანკი კონსტანტანს’’ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროთ მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს სს ”თ----------ის”-ს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 4194,24 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი დავალიანებაა 3897,89 ლარი, პროცენტი - 176,87 ლარი, ჯარიმა - 116,38 ლარი და დაზღვევა - 3,10 ლარი; მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს დაეკისროთ სს „თობისი ბანკის" სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 12 აპრილიდან კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3897,89 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 116,93 ლარს. თავდებების მ-----–-------–--ის და კ-------------–--–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს თოთოეულისათვის 5850 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 463-ე, 465-ე, 873-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საკრედიტო ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, მოსარჩელესა და ჯ----–------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე 2016 წლის 02 მარტის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 4500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. წლიური 36%-ის დარიცხვით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 5241.75 ლარს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და დავალიენბის დაბრუნება;
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავემ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად "თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა. ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ. ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ. ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული. "
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
დადგენილია, რომ 2016 წლის 02 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხე ჯ----–------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრეს მოპასუხეებმა მ-----–-------–--ემ და კ-------------–--–--ემ. ამასთან დადგენილია, რომ ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად თითოეული თავდებისათვის განისაზღვრა 5850 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა მ-----–-------–--ე და კ-------------–--–--ე წარმოადგენენ რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეებს, რომლებმაც იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან მსესხებლის ვალდებულებებზე; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მათაც წაუყენოს მოთხოვნა თავდებობის დოკუმენტში მითითებული თავდებობის ზღვრული თანხის ოდენობამდე;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და ვალდებულების სრულად შესრულებამდე საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 1163,89 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 10-ჯერ. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხისა უნდა დაეკისროთ 116,38 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 283.54 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დაეკისროთ მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 252,05 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მათვე დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მოსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 336,14 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ”თ----------ის” სარჩელი ჯ----–------–--ის, მ-----–-------–--ის და კ-------------–--–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს სს "თ----------ის" სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 4194,24 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი დავალიანებაა 3897,89 ლარი, პროცენტი - 176,87 ლარი, ჯარიმა - 116,38 ლარი და დაზღვევა - 3,10 ლარი;
1.2. მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს დაეკისროთ სს "თ----------ის" სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 12 აპრილიდან კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3897,89 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 116,93 ლარს.
1.3. თავდებების მ-----–-------–--ის და კ-------------–--–--ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს თოთოეულისათვის 5850 ლარი.
2. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს ჯ----–------–--ეს, მ-----–-------–--ეს და კ-------------–--–--ეს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 252,05 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მოსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 336,14 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე