გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117002080474
№2-3467/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.05.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - ი-----–ი ჯ-----ე
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხეები - ო---- ზ----------ი, თ----ა კ-------ე, თ---რ კ-------ე, შ---ი ზ----------ი, ლ---–ა ზ----------ი
წარმომადგენელი - ე-------------–---–--ე
დავის საგანი - გარიგებათა ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოსარჩელე ი-----–ი ჯ-----ესა და მოპასუხე ო---- ზ----------ს შორის 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ნასყიდობის #110807928 ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. მოპასუხე ო---- ზ----------სა და თ----ა კ-------ეს შორის 2012 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.3. თ----ა კ-------ის წარმომადგენელ ო---- ზ----------სა და თ---რ კ-------ეს შორის 2013 წლის 17 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ნასყიდობის #130034862 ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.4. თ---რ კ-------ეს და შ---ი ზ----------ს შორის 2013 წლის 5 მარტს გაფორმებული უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.5. შ---ი ზ----------ის მიერ ქ. ბათუმში, ა-----ს დასახლებაში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ლ---–ა ზ----------ისათვის ჩუქების შესახებ 2014 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.6. ქ. ბათუმში, ა-----ს დასახლებაში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) უძრავი ნივთის მესაკუთრედ ი-----–ი ჯ-----ის აღიარება. ო---- ზ----------სა და ი-----–ი ჯ-----ეს შორის 2011 წლის 2 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა 36.200 აშშ დოლარზე და ქ. ბათუმში, ა-----ს მე-2 ჩიხი №--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) იპოთეკით დატვირთვა ო---- ზ----------ის სასარგებლოდ;
1.7. მოსარჩელე ი-----–ი ჯ-----ის სასარგებლოდ ქირის სახით გადახდილი თანხის - 21 600.00 აშშ დოლარისა და მოსარჩელის საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივად გადაცემამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხეებისათვის;
მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს „მისო სვის კაპიტალის“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხე ო---- ზ----------თან დადო გარიგება, რომლის მიხედვით ო---- ზ----------ი მას სესხის სახით გადასცემდა 40 000 აშშ დოლარს, 3 თვის ვადით, 6 000 აშშ დოლარის ოდენობით სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო მისი კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - ს/კ 0-----------.
2011 წლის 2 აგვისტოს მივიდნენ ნოტარიუსთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რა დროსაც მას შესთავაზეს, რომ სესხის თანხად ხელშეკრულებაში მიეთითებინათ 46 000 აშშ დოლარი, რათა თავიდან აერიდებინათ სარგებლის (6000 აშშ დოლარის) მითითების შემთხვევაში, მისი დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით. ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს - 2011 წლის 3 აგვისტოს ო---- ზ----------მა შპს "სვის კაპიტალში" გადარიცხა 30 267.25 აშშ დოლარი ი-----–ი ჯ-----ის დავალიანების დაფარვის მიზნით. გარიგებით გათვალისწინებული თანხის 40 000 აშშ დოლარის დარჩენილი ნაწილი - 9732.75 აშშ დოლარი კი ი-----–ი ჯ-----ისათვის დღემდე არ გადაუცია.
ი-----–ი ჯ-----ემ მოგვიანებით შეიტყო, რომ მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, მხარეთა შორის გაფორმდა არა სესხისა და იპოთეკის, არამედ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შინაარსს გარიგებაზე ხელმოწერისას მოსარჩელე არ გასცნობია.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ო---- ზ----------თან მოტყუებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ზნეობის საწინააღმდეგო, ამორალურ გარიგებას, ვინაიდან ამ გარიგების საფუძველზე რეალურად 300 000.00 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხა 30 367.25 აშშ დოლარად.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეებს ო---- ზ----------სა და თ----ა კ-------ეს, თ----ა კ-------ის წარმომადგენელ ო---- ზ----------სა და თ---რ კ-------ეს, თ---რ კ-------ეს და შ---ი ზ----------ს შორის უძრავი ნივთთან (ს/კ 0-----------) დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაფორმებული ნასყიდობის გარიგებები, ასევე შ---ი ზ----------ის მიერ უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ლ---–ა ზ----------ისათვის ჩუქების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს ნათესავებს შორის გაფორმებულ მოჩვენებით გარიგებებს, რაც ამ გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველია.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა მასსა და ო---- ზ----------ს შორის დადებული გარიგების თვალთმაქცურ ხასიათზე და აღნიშნა, რომ ო---- ზ----------ი დაინტერესებული არ იყო ნასყიდობის იურიდიული შედეგის დადგომით, მას უძრავი ნივთის გადაცემა გარიგების დადებისთანავე არ მოუთხოვია და მხოლოდ სესხის თაობაზე გარიგებით შეთანხმებული ვადის ამოწურვის შემდეგ დააყენა მოთხოვნა უძრავი ნივთის გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეთა განმარტებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მხარეებმა ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მყიდველისთვის (ო---- ზ----------ისათვის) ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემას ისახავდა მიზნად. გასაჩივრებული ყველა გარიგება ნამდვილია, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი-----–ი ჯ-----ე საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში, ა-----ს მე-2 ჩიხი №--ში მდებარე უძრავი ქონებას, საკადასტრო კოდით - 0-----------. 2010 წლის 5 ივლისს ი-----–ი ჯ-----ესა და შპს „პიეფეს ჰოლდინგს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი-----–ი ჯ-----ეზე გაიცა სარგებლიანი სესხი 9000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ი-----–ი ჯ-----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ა-----ს ქუჩა მე-2, ჩიხი 3, საკადასტრო კოდით 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 05.07.2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 30-42.
3.2.2. 2011 წლის 11 იანვარს, 2011 წლის 04 მარტს, 2011 წლის 29 აპრილსა და 2011 წლის 9 ივნისს შპს „მისო სვის კაპიტალს“ (ყოფილი შპს „პიეფეს ჰოლდინგი“) და ი-----–ი ჯ-----ეს შორის გაფორმდა სარგებლიანი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. სარგებლიანი სესხის ოდენობა მთლიანობაში განისაზღვრა 14 264.66 აშშ დოლარით. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა იპოთეკით უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ა-----ს ქუჩა მე-2, ჩიხი 3, საკადასტრო კოდით 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 11.01.2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 43-56;
- 04.03.2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 57-71;
- 29.04.2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 72-85;
- 09.06.2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 86-100;
3.2.3. 2011 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელე ი-----–ი ჯ-----ესა და მოპასუხე ო---- ზ----------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომ---- #1108079280). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 46 000 აშშ დოლარით. 2011 წლის 10 აგვისტოს უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა ო---- ზ----------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 02.08.2011 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს. ფ. 22-25;
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ - ს. ფ. – 102;
3.2.4. ო---- ზ----------მა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 30 267.25 აშშ დოლარის ოდენობით, 2011 წლის 3 აგვისტოს ჩარიცხა შპს „ მისო სვის კაპიტალის“ ანგარიშზე, კომპანიასა და ი-----–ი ჯ-----ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვისა და სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) იპოთეკისაგან გათავისუფლების მიზნით. დავალიანების დაფარვის დღესვე, 03.08.2011 წელს შპს „მისო სვის კაპიტალის“ მოთხოვნით გამოიცა სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვით, შპს „მისო სვის კაპიტალის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა მსესხებლის (ო---- ზ----------ის) მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო უძრავ ნივთზე (ს/კ 0-----------) პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რიგის იპოთეკის შესახებ არსებული ჩანაწერების გაუქმებას.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ამონაწერი ო---- ზ----------ის ანგარიშიდან - ს. ფ. 101;
- სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ - ს. ფ. 26-29;
3.2.5. 2012 წლის თებერვლის თვეში, ო---- ზ----------მა, როგორც უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) მესაკუთრემ მიმართა საქართველოს შსს ორგანოებს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგო----ეობაში გადმოცემა. პოლიციის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ი-----–ი ჯ-----ემ უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგო----ეობაში გადასცა მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს. 2012 წლის 5 სექტემბერს მოპასუხე ო---- ზ----------სა და მოპასუხე თ----ა კ-------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 43 000 აშშ დოლარით. უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა თ----ა კ-------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 05.09.2012 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს. ფ. 104-105;
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ - ს. ფ. 103;
3.2.6. 2013 წლის 17 იანვარს თ----ა კ-------ის წარმომადგენელ ო---- ზ----------სა და თ---რ კ-------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ნასყიდობის #130034862 ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარით. უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა თ---რ კ-------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 17.01.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს. ფ. 107-110;
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ - ს. ფ. 106;
3.2.7. 2013 წლის 5 მარტს თ---რ კ-------ეს და შ---ი ზ----------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 28 000 აშშ დოლარით. უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა შ---ი ზ----------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 05.03.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს. ფ. 111;
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ - ს. ფ. 112;
3.2.8. შ---ი ზ----------მა ქ. ბათუმში, ა-----ს დასახლებაში მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ 0-----------) ჩუქების შესახებ 2014 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა ლ---–ა ზ----------ს. უძრავი ნივთი (ს/კ 0-----------) საჯარო რეესტრში აღირიცხა ლ---–ა ზ----------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 15.11.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს. ფ. 113-114;
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ - ს. ფ. 112;
3.2.9. ი-----–ი ჯ-----ესა და ო---- ზ----------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა რა გარიგების ბათილად ცნობა, მიუთითა, რომ მას უძრავი ნივთის რეალიზაციის განზრახვა არ ქონია და არც ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გასხვისების ნება გამოუხატავს. მასსა და ო---- ზ----------ს შორის არსებობდა გარიგება სესხის თაობაზე, ის ენდობოდა ო---- ზ----------ს და შესაბამისად ნოტარიუსთან გაფორმებული გარიგების შინაარსს არ გასცნობია ისე მოაწერა ხელი.
მოსარჩელის მითითებით, მან ხელი დოკუმენტზე მოაწერა მოტყუების შედეგად და სწორედ ამ მოტივით მოითხოვა გარიგების ბათილად ცნობა. მოპასუხე მხარემ კი კატეგორიულად უარყო გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორებული გარიგების შინაარსი იმთავითვე იყო ცნობილი მოპასუხისათვის და გარიგება დაიდო მხარეთა ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე.
სასამართლო, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მოხმობილი სამოქალაქო საპროცესო ნორმებით დადგენილი, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ნოტარიულად დამოწმებული გარიგების მოტყუებით დადების ფაქტის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, თუმცა, სასამართლოს აზრით, მან მტკიცების ტვირთი სათანადოდ ვერ განახორციელა. კერძოდ:
დადგენილია, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომ მოსარჩელე ნამდვილად იმყოფებოდა ნოტარიუსთან გარიგების გაფორმების დროს და სადავო გარიგება დამოწმებულია უშუალოდ მისი ხელმოწერით, დადასტურებულია თავად მოსარჩელე მხარის მიერ და ეს გარემოება სადავო არაა. სასამართლო, მოტყუების ფაქტის დადგენის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე არის სრულწლოვანი პირი, მას არაერთხელ აქვს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება, ამდენად, გააჩნია სათანადო გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა. ნოტარიუსთან ის არ ყოფილა მოკლებული შესაძლებლობას დეტალურად გასცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს. სადავო არ არის, რომ მის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა/იძულება რაიმე ფორმით და ამის შესახებ არ მიუთითებს თავადაც. ასეთ ფონზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოტყუებით გარიგების დადების ფაქტი სასამართლოს წინაშე ვერ დაადასტურა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, რომელსაც ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი გარიგების მოტყუებით დადების შესახებ, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის განხორციელება. მოტყუების ფაქტი - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ვინაიდან მოტყუების ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, წარმოდგენილი ვერ იქნა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----–ი ჯ-----ესა და ო---- ზ----------ს შორის გაფორმებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას.
სასამართლო ბუნებრივია მხედველობაში იღებს მოწმის სახით დაკითხული პირების - ე---------------–-----ის და მ---- ჯ-----ის ჩვენებებს, რომლის მიხედვით ი-----–ი ჯ-----ე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით ცდილობდა სესხის სახით თანხის შოვნას და სწორედ ამ მიზნით, ე---------------–-----ის მეშვეობით, დაუკავშირდა ის ო---- ზ----------ს და რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ი-----–ი ჯ-----ესთან სტუმრობის დროს მათ შორის მოლაპარაკება წარიმართა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებზე, მაგრამ ეს გარემოება არ ადასტურებს ნოტარიუსთან ნასყიდობის გარიგების დადების დროს ი-----–ი ჯ-----ის მოტყუების ფაქტს. დადგენილია, რომ მოწმე მ---- ჯ-----ე სადავო გარიგების გაფორმების ფაქტს არ დასწრებია. ხოლო ე---------------–-----ი, მართალია მიუთითებს, რომ ი-----–ი ჯ-----ეს უძრავი ნივთის გასხვისების განზრახვა არ ქონია და სურდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ არ მიუთითებს, რომ სანოტარო ფორმით ნასყიდობის გარიგების დადებისას ი-----–ი ჯ-----ე გარიგების შინაარსს არ გასცნობია ან/და მისთვის ამ გარიგების არსი არ განუმარტავთ. უდავოა, რომ ნასყიდობის გარიგება მხარეებმა ნებაყოფლობით დაადასტურეს ხელმოწერებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება (გარიგება) დაიდო მოტყუებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 50-ე, 54-ე, 56-ე, 81-82-ე, 180-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელს სასამართლო იხილავს მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში და უფლებამოსილი არ არის შეცვალოს ან გააფართოოს ის. სასამართლო, ასევე, შეზღუდულია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით.
6.2. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ო---- ზ----------თან დადებული ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ გარიგება დაიდო მოტყუებით.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეებს - მოსარჩელე ი-----–ი ჯ-----ესა და (გამყიდველს) და მოპასუხე ო---- ზ----------ს (მყიდველს) შორის 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარიგება დაიდო მოტყუებით და ითხოვს მის ბათილად ცნობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხი დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, აშკარად დასტურდებოდეს, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (სუსგ საქმე №ას-182-171-2014, საქმე №ას-1117-1051-2015).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–ი ჯაბიძემ ხელშეკრულების დადების თაობაზე ნება გამოხატა ნოტარიუსთან, ნოტარიუსმა მას წარუდგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელემ თავისი ნება დაადასტურა ხელმოწერით. მართალია, მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულება არ წაუკითხავს და ხელმოწერისას მისთვის არავის განუმარტავს ხელშეკრულების შინაარსი, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, უდავოა ის გარემოება, რომ ნების გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, ყველა სუბიექტური და ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, თავად გასცნობოდა იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დოკუმენტის შინაარსის ცოდნა ან არცოდნა სუბიექტური კრიტერიუმია, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს პრეზუმფციებით, ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში კი ივარაუდება, რომ პირი დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს იცნობდა დოკუმენტის შინაარსს, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში კი, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მოსარჩელე უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა მოპასუხისადმი ნდობის არსებობის ან სხვა ფაქტორების გამო.
მოტყუების ფაქტის ანალიზის დროს მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოტყუებულის სოციალური სტატუსი, მისი ადეკვატურობა მიწოდებული ინფორმაციის მიმართ. კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებას, რომელზე ხელმოწერითაც მოსარჩელემ თავისი ნება გამოხატა, გარკვევით და მკვეთრად არის აღნიშნული, რომ იგი არის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში დეტალურად არის აღწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები, ამასთან საყურადღებოა რომ ხელშეკრულების ყველა პუნქტი შეიცავს მითითებას ხელშეკრულების მხარეებზე (მაგ. გამყიდველი ი-----–ი ჯ-----ე, მყიდველი ო---- ზ----------ი), ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ უშუალოდ ხელმოწერის ადგილზეც, ხელშეკრულება შემოფარგლული არ არის მხოლოდ მხარის სახელისა და გვარის მითითებით, არამედ მასში ბეჭდური ფორმით მითითებულია, რომ ი-----–ი ჯ-----ე არის "გამყიდველი" , ხოლო ო---- ზ----------ი "მყიდველი".
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელემ იმ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, მოსარჩელის განმარტება, რომ ის არ იყო ინფორმირებული გარიგების შინაარსზე და მისი ნდობით ბოროტად ისარგებლა მოპასუხემ, ვერ განიხილება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოტყუებად გარიგების შინაარსში. სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. ამდენად, ვინაიდან სახეზე არ არის მოტყუებით გარიგების დადების ფაქტი, არ არსებობს ამ მოტივით გარიგების (02.08.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების) ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი ფაქტობრივად თავადაც უარყო მოსარჩელემ, როცა სადავო გარიგება შეაფასა როგორც თვალთმაქცური გარიგება. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ მოტყუებით გარიგების დადებისას ერთერთ მხარეს რეალურად არ აქვს მის მიერ გამოვლენილი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა, თვალთმაქცური გარიგების დადების დროს, პირიქით, გარიგების მონაწილე სუბიექტთა ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სადავო გარიგების მოტყუებით დადების ფაქტის დამტკიცება.
6.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მიუთითა ი-----–ი ჯ-----ესა და ო---- ზ----------ს შორის 02.08.2011 წელს დადებული გარიგების თვალთმაქცურ ხასიათზეც და მოითხოვა ამ მოტივით გარიგების ბათილად ცნობა. შესაბამისად, სასამართლო სადავო გარიგებას შეაფასებს ამ თვალსაზრისითაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია, გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური) გარიგება.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ თვალთმაქცურია გარიგება, როდესაც გარიგება იდება მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ მისით სხვა გარიგება დაიფაროს. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის მქონე სუბიექტთა ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.
სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ზოგადად ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ნასყიდობის ხელშეკრულება საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. სასამართლოს განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მხარეებს არ სურდათ გარიგებიდან გამომდინარე იურიდიული შედეგის დადგომა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ მითითებული გარემოებები ასეთი სახის გარიგების არსებობას ვერ ადასტურებს. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მყიდველს (ო---- ზ----------ს) იმთავითვე ჰქონდა განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგიც რეალურად დადგა - მოპასუხე ო---- ზ----------ი (შემძენი) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ და არა მხოლოდ დარეგისტრირდა, არამედ ფაქტობრივადაც დაეუფლა ნასყიდობის საგანს - დადგენილია, რომ მესაკუთრის მოთხოვნით ი-----–ი ჯ-----ემ უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგო----ეობაში გადასცა შემძენს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს წარმოეშვათ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
6.4. ამდენად, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ი-----–ი ჯ-----ესა და ო---- ზ----------ს შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულება ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც თვალთმაქცური გარიგება და მის მიმართ ვერ გავრცელდება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი ნორმები, კერძოდ, ამ შემთხვევაში, დაფარულ გარიგებას არ წარმოადგენს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობისა და მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება არ შეესაბამება ნასყიდობის საგნის რეალურ საბაზრო ღირებულებას ასევე ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილობის კანონიერი საფუძველი. გარიგების თვალთმაქცურობის მოტივად ამგვარ გარემოებაზე მითითება ვერ იქნება გაზიარებული, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია 46000 აშშ დოლარად, რაც არ ქმნის ნასყიდობის ღირებულების ნივთის საბაზრო ღირებულებასთან აშკარა შეუსაბამობის ვარაუდის საფუძველს, მით უფრო, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში მხარეები თავად განსაზღვრავენ ნასყიდობის ფასს და გასაყიდი საგნის ფასი მთლიანად ხელშემკვრელ მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეს გარდა სიტყვიერი განმარტებისა, სადავო უძრავი ნივთის რეალური საბაზრო ღირებულების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
6.6. ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ასევე ვერ გახდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ო---- ზ----------ს მისთვის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასის სრულად არ გადაუცია. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ო---- ზ----------ს მისთვის დღემდე არ გადაუცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 9732.75 ლარის ოდენობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, ის მოსარჩელეს წარმოუშობს ნასყიდობის ღირებულების სრულად ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, მაგრამ ის ვერ გახდება გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობა, რადგან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება სამოქალაქო კანონმდებლობით არ წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.
6.7. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეებს ო---- ზ----------სა და თ----ა კ-------ეს, თ----ა კ-------ის წარმომადგენელ ო---- ზ----------სა და თ---რ კ-------ეს, თ---რ კ-------ეს და შ---ი ზ----------ს შორის უძრავი ნივთთან (ს/კ 0-----------) დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაფორმებული ნასყიდობის გარიგებების, ასევე შ---ი ზ----------ის მიერ უძრავი ნივთის (ს/კ 0-----------) ლ---–ა ზ----------ისათვის ჩუქების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იმ მოტივით, რომ ყველა ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ახლო ნათესაურ ურთიერთობაში მყოფ პირთა შორის გაფორმებულ მოჩვენებითი ხასიათის გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა რეალური იურიდიული შედეგების წარმოშობას. არამედ, მისი მიზანი მდგო----ეობდა, კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების სამართლებრივი დაცვის მექანიზმის ამოქმედებით, დაებრკოლებინათ მოსარჩელე საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე დავის წარმოებისას.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ო---- ზ----------ი რეალურად არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ ხელშეკრულების დადებისას ისინი მოქმედებდნენ იმ განზრახვით, რომ მოსარჩელე მხარეს შექმნოდა სამართლებრივი დაბრკოლება უძრავ ნივთთან დაკავშირებით საკუთრების უფლების აღდგენასთან დაკავშირებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნები აღიარებით შინაარსისაა, აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მო----თა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენაა, რაც მიღწევადი არ არის ი-----–ი ჯ-----ესა და ო---- ზ----------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობაზე უარის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ კმაყოფილდება სარჩელი 2011 წლის 2 აგვისტოს ი-----–ი ჯ-----ესა და ო---- ზ----------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლო აღარ იმსჯელებს სადავოდ მიჩნეულ, შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულებების ბათილობაზე, იმდენად რამდენადაც 2011 წლის 2 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმა, გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას შემდგომში გაფორმებული გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც. ანუ ი-----–ი ჯ-----ესა და ო---- ზ----------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე უარის თქმა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას თანმდევ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.8. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხე მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ასევე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით - არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუნარიანობას.
სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებსაც. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა 2011 წლის 2 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამ გარიგების თვალთმაქცურ ხასიათზე მითითებით. სასამართლოს კი სარჩელით მო----თა 2017 წლის 11 სექტემბერს ანუ 6 წლის შემდეგ.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამოწურულად უნდა ჩაითვალოს 02.08.2017 წლიდან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიდან გამომდინარე მასზე უნდა გავრცელდეს არა უძრავ ნივთებზე სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარე ექვს წლიანი, არამედ ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა.
მოჩვენებითი გარიგების საფუძვლით მოთხოვნის წარმოდგენისას მოსარჩელე სადავოდ ხდის ხელშეკრულების დადებისას ნების გამოვლენის ნამდვილობას, რასაც სასამართლო ვერ მიიჩნევს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნად. სახელშეკრულებო მოთხოვნად შეიძლება მივიჩნიოთ ხელშეკრულების შესრულების, მისი დარღვევის შემდეგ წარმოშობილი მეორადი შესრულების მოთხოვნის უფლება და ა.შ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი - გარიგების მოჩვენებითობა არ წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნას და მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგების დადებიდან (02.08.2011 წელი) სარჩელის აღძვრამდე (11.09.2017 წელი) გასული არ არის 10 წელი, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულად არ ჩაითვლება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ი-----–ი ჯ-----ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ლ---–ა ზ----------ს (პ/ნ 45001000022) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული - ქ. ბათუმში, ჩიხი ა-----ს II, N3-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ი-----–ი ჯ-----ის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების ო---- ზვიდაურის, თ----ა კურაძის, თ---რ კ-------ის, შ---ი ზ----------ისა და ლ---–ა ზ----------ის მიმართ.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.09.2017 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ---–ა ზ----------ს (პ/ნ 45001000022) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული - ქ. ბათუმში, ჩიხი ა-----ს II, N3-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი