გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/188-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8.05.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ვ------- ყ------–---–ი
მოპასუხე მ------ ტ---------–---–ი
წარმომადგენელი ილია დურგლიშვილი
დავის საგანი სესხის დაკისრება, იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ------ ტ---------–---–ისათვის ვ------- ყ------–---–ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 17 700 ლარის გადახდის დაკისრება.
იპოთეკის საგნის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე 2719 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ორი ნაგებობა კოდი 5-----------, ვ------- ყ------–---–ის საკუთრებაში გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 ივნისს სანოტარო ფორმით დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ასესხა 15 000 ლარი. სესხი იყო პროცენტიანი თვეში 3%-ით, სესხის დაბრუნების ვადა შეადგენდა 6 თვეს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე 2719 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ორი ნაგებობა კოდი 5-----------.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს არ დაუბრუნებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის გამოს მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ცნობს ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნას, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის პროცენტი უსამართლოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, იგი ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საბაზრო პროცენტს. იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 ივნისს ვ------- ყ------–---–სა და მ------ ტ---------–---–ს შორის სანოტარო ფორმით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ვ------- ყ------–---–ისაგან ისესხა 15 000 ლარი. სესხი გაიცა 6 თვის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს თვეში 3%-ს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე 2719 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ორი ნაგებობა კოდი 5-----------. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებით აუქციონზე. მოსარჩელის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-19)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 20-21)
- სარჩელი (ს.ფ. 3-6)
- შესაგებელი (ს.ფ. 82-86)
3.1.2. მ------ ტ---------–---–ს არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულება. მან მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და ხელშეკრულებით გათვალიწინებული სარგებლის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-6)
- შესაგებელი (ს.ფ. 82-86)
- მხარეთა განმარტებები (08.05.2018წ სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები სადაო არ არის.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გადახდა, ხოლო იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
– საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623–ე, 625–ე, 361-ე, 54-ე, 62-ე, 316-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის თანახმად 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი; 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა; 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა; 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე; 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
2017 წლის 14 ივნისს წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს სესხი 15 000 ლარი 6 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველთვიურად სარგებლის თვეში 3%-ის დარიცხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხეს სასესხო ვალდებულება არა აქვს შესრულებული, მას სესხად მიღებული თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არ გადაუხდია.
მოპასუხემ ცნო სარჩელი სესხის ძირთადი თანხის დაკისრების ნაწილში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხისათვის 15 000 ლარის დაკისრების საკმარისი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა ამ ნორმით მინიჭებული უფლება და ნაწილობრივ სარჩელი, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ცნობა არის მოპასუხის თანხმობა, შეასრულოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვალდებულება, რის გამოც სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოპასუხის ამ თანხმობის (თუკი დავა მხოლოდ იმ მოპასუხის უფლებებს შეეხება, რომელიც ცნობს სარჩელს) საფუძველზე და საქმის გარემოებებს არ ადგენს მტკიცებულებების შინაარსის კვლევის შედეგად.
სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო მ------ ტ---------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 15 000 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ანაზღაურება, რადგან სარგებლის პროცენტის შემცირების საფუძველი არ არსებობს, ხელშეკრულება ამ ნაწილში ბათილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულია ცხრილი „წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე“, რომლის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოკლევადიანი სესხის ყოველთვიურად არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული შეადგენს 22,85%-ს. 625-ე მუხლით დასაშვებია სესხის პროცენტი შეადგენდეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგ ოდენობას, რაც ამ შემთხვევაში შეადგენს 57,12%-ს, რომლის 1/12 არის 4,76%.
625-ე მუხლის თანახმად, საპროცენტო განაკვეთი იანგარიშება კომერციული ბანკების მიერ წინა წელს გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტი განაკვეთის მაჩვენებლის მიხედვით, რაც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2016 წელს შეადგენს თვეში 4,76%-ს. სადაო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საპროცენტო განაკვეთი თვეში 3%-ის ოდენობით, რაც არის წლიური 36%. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის სარგებელი არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც მოპასუხეს ეკისრება კრედიტორის მოსარჩელე ვ------- ყ------–---–ისათვის სესხის სარგებლის გადახდა ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით. ერთ თვეში გადასახდელი თანხაა 450 ლარი, ხოლო 6 თვის მანძილზე უნდა გადაეხადა 2700 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, გადასახდელი სესხის დავალიანებაა 2680 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამ ნორმის მიხედვით, კრედიტორი მიხეილ ნეფარიძე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის.
საერთო ჯამში მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხაა 17 700 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის იპოთეკის უფლება 2017 წლის 14 ივნისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, იპოთეკა წარმოშობილის კანონის დადგენილი წესით, თუმცა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მხოლოდ იპოთეკის იძულებით რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 300-ე მუხლის თანახმად, 1. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. 2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისათვის არ მოითხოვება ამ შესაძლებლობის პირდაპირი გათვალისწინება იპოთეკის ხელშეკრულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებს სურთ საკუთრების უფლების გადაცემაზე ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღება. ამ შემთხვევაში აუცილებელია მხარეთა პირდაპირი შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულებაში. რადგან სამოქალაქო კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ამ ნორმის საფუძველზე, თუკი ხელშეკრულება ითვალისწინებს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემას, მასში შეთანხმებული უნდა იყოს მოთხოვნის დაკმაყოფილების რა გზაზე თანხდებიან მხარეები, ითვალისწინებენ თუ არა იპოთეკის საგნის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემას. ამ შეთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინების ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ხოლო ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა. გათვალისწინებულია მხოლოდ იპოთეკის რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილება, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 17 700 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის 15000 ლარის მოთხოვნა, რაც არის სადაო თანხის 85%. სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 531 ლარი, რომლის 85% არის 451,35 ლარი. ამ თანხის გადახისგან მოპასუხე თავისუფლდება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 73,65 ლარი. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ვ------- ყ------–---–ის სარჩელი;
1.1. მ------ ტ---------–---–ს დაეკისროს ვ------- ყ------–---–ისათვის 17 700 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
2. მ------ ტ---------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 73,65 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი