გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2259008-2/041-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - ამხანაგობა ,,მ–------–ი’’
წარმომადგენელი - ზ------ კ-----–---ი
მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ----- ძ---–---–-, ზ------ თ-----–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას ამხანაგობა ,,მ–------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 133 380 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 13 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხესთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N2--, რომლის თანახმადაც მას უნდა შეესრულებინა ელექტრონული ტენდერის (NA----------) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაცია. აღნიშნულ სამუშაოთა შესრულებისათვის მოსარჩელეს 2017 წლის 13 ივლისის ხელშეკრულებით განესაზღვრა 90 დღე გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
მოსარჩელემ 2017 წლის 14 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტს წერილობით აცნობა, რომ სოფელ კ-----------ში გზის ერთი მონაკვეთი საჭიროებდა საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, აგრეთვე მოსაწყობი იყო რ/ბ ორი ჭა, რაც აფერხებდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. 2017 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა შესასრულებელი სამუშაოების შემაფერხებელ მიზეზებზე და მოითხოვა წერილობითი პასუხის გაცემა, რაც მოპასუხე მხარემ დატოვა რეაგირების გარეშე.
ამხანაგობა „მ–------–მა“, მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წლის 06 ოქტომბერს წერილობითი ფორმით აცნობა, რომ მის მიერ სამუშაოების წარმოებისას მათგან დამოუკიდებლად შექმნილმა გარემოებებმა გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოების წარმოების შეფერხება, აგრეთვე გარკვეული სამუშაოების გაზრდილი მოცულობით შესრულება, რაც განსაზღვრული არ იყო ტენდერის პირობებით. წერილობითი მიმართვით მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა საკითხების დეტალურად განხილვას, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას და სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევას 30 კალენდარული დღით. თუმცა, უშედეგოდ, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ეს მიმართვები დარჩენილია რეაგირების გარეშე, მოსარჩელეს კი შესრულებული აქვს აღნიშნული დამატებითი სამუშაოები ხარჯთაღრიცხვის გაუზრდელად.
2017 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ კვლავ წერილობითი მიმართა მოპასუხეს, სადაც წარუდგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს 17.10.2017 წლის წერილი ბ---------ის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებზე დაყრდნობით 2017 წლის 02 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ნალექიანობის შესახებ, რაც მისგან დამოუკიდებელ მიზეზებს წარმოადგენდა, ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას (ასფალტის საფარის დაგებას), ამ ხელშემშლელი პირობების გათვალისწინებით მოითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა არანაკლებ 25 კალენდარული დღით, თუმცა ამ საკითხზეც მოპასუხეს საერთოდ არ უმსჯელია.
მოპასუხემ მოსარჩელის ყველა წერილობითი შეტყობინება უპასუხოდ დატოვა, რაც წინააღმდეგობაშია როგორც სატენდერო ხელშეკრულების მე-15 მუხლთან, ასევე მოქმედ კანონმდებლობასთანაც, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა მოსარჩელის წერილობითი მიმართვები და ეპასუხა მათზე, რაც არ მოუხდენია.
მოპასუხემ ხსენებული ტენდერით გათვალისწინებული, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულებული ჩაიბარა, თუმცა გაუგებარი მიზეზით მესამე ეტაპის შესრულებულ სამუშაოების ჩაბარების დროს მოახდინა მეორე ეტაპით გათვალისწინებული უკვე დროულად ჩაბარებულ სამუშაოებზე პირგასამტეხლოს სახით 59850 ლარის უკანონოდ დაკავება და მესამე ეტაპით გათვალისწინებული, შესრულებულ სამუშაოებზე პირგასამტეხლოს სახით 73530 ლარის უკანონოდ დაკავება, მოსარჩელე მხარემ 2017 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რითაც არ დაეთანხმა მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს სახით მითითებულ თანხებს და მიიჩნია, რომ მის მიერ სამუშაოები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი სამივე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით, 2017 წლის 21 დეკემბერის ექსპერტიზის დასკვნით და 2017 წლის 26 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მიუხედავად ამ გარემოებებისა მოპასუხემ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი, ჯამში - 133 380 ლარი და სიტყვიერად მიუთითა, თუ რაიმე პრეტენზიები გააჩნდა მიემართა სასამართლოსათვის, რადგან თავად მიიჩნია, რომ კანონიერად მოახდინა ხსენებული თანხების დაკავება.
მხარეთა შორის დადებულ 2017 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების მე-17 მუხლით განსაზღვრულია სანქციები, ცალმხრივად და მხოლოდ შემსრულებლის მიმართ, სამუშაოების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო და ჯარიმები, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც აშკარად შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოში დადგენილ სასამართლო პრაქტიკას და თავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“.
მოპასუხემ მოსარჩელეს 133 380 ლარი უკანონო და თვითნებურად დაუკავა, რითაც მიაყენა სოლიდარული მატერიალური ზარალი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 13 ივლისს და სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 90 დღე.
2017 წლის 4 აგვისტოს ბ---------ის მუნიციპალიტეტმა წერილით მიმართა ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ და შეატყობინა, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში, სადაც ასრულებდნენ გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს, გაირკვა, რომ დაბა ა---–----აში ა----–-----–-- ქუჩაზე მოსახლეობას თავიანთი სახსრებით გაყვანილი ქონდათ კანალიზაცია და საკანალიზაციო ჭებს არ გააჩნიათ სახურავები, ხოლო სოფელ კ-----------ში ქუჩაზე მიმდინარეობდა სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. შესაბამისად მოსარჩელე წინასწარ იქნა გაფრთხილებული შეფერხებების შესახებ. გაუთვალისწინებელი სამუშაოს ნაწილში მოსარჩელეს ჩაერიცხა 9852.46 ლარი.
ბ---------ის მუნიციპალიტეტმა არ ჩათვალა საჭიროდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 12 ოქტომბერს. მან სამუშაოს შესრულების საბოლოო ფორმა ორები წარადგინა 2017 წლის 13 დეკემბერს. სულ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 62 დღე. მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში სამუშაოების არ დაწყებისათვის დაჯარიმდა 73530 ლარით. სულ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ამხანაგობა მ–------–ს დაეკისრა პირგასამტეხლო 133380 ლარი, რაც გაუქვითეს მოსარჩელეს, მის მიერ შესრულებული სამუშაოების საფასურში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 ივლისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2--. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 570 000 ლარით.
3.1.2. 13.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.3. 13.07.2017წ. N2-- ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღით - 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.
3.1.4. სოფელ კ-----------ის მაცხოვრებლებმა 01.08.2017წ. ერთობლივი განცხადებით მიმართეს ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მიუთითეს, რომ სოფელ კ-----------ში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისას თავი იჩინა პრობლემამ, კერძოდ ბეტონის საფარის ქვეშ გამავალი სასმელი წყლის ჩამკეტი სარქველები ბეტონში ჰყვება, რის გამოც აუცილებელია, რომ წყლის ჩამკეტი სარქველები მოთავსებული იქნეს ე.წ. დახურულ ჭებში. ითხოვეს ჭების მონტაჟს ჩასმა.
3.1.5. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 04.08.2017წ. მიმართა ამხანაგობა მ–------–ს და მიუთითა, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ დაბა ა---–----აში ა----–-----–-- ქუჩაზე მოსახელობას თავიანთი სახსრებით გაყვანილი აქვთ კანალიზაცია და საკანალიზაციო ჭებს არ გააჩნიათ თავსახურები, სოფელ კ-----------ში კი ქუჩაზე სადაც მიმდინარეობს რეაბილიტაცია გაყვანილია სასმელი წყლის ქსელი, წყალსადენის გამშვები-ჩამკეტი ურდულების ბეტონის საფარის ქვეშ მოყოლის თავიდან აცილების და შემდგომში სწორი ექსპლუატაციის მიზნით საჭიროა მოეწყოს დახურული ჭები თავსახურებით. მოსახლეობა ითხოვს დახურული ჭების მოწყობას. ბ---------ის მუნიციპალიტეტმა ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ მიუთითა, რომ აღნიშნული სამუშაოები აწარმოოოს გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯზე.
3.1.6. 2017 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 570 000 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 99647.30 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
3.1.7. 2017 წლის 14 სექტემბერს ამხანაგობა ,,მ–------–ის’’ თავმჯდომარემ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 13.07.2017წ. გაფორმებული N2-- ხელშეკრულების თანახმად, ასრულებს ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ი გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს. სამუშაოების მიმდინარებს პროცესს ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები: სოფელ კ-----------ში გზის ერთი მონაკვეთი საჭიროებს საკანალიზაციო ქსელის მოწყობას და საჭიროა მოეწყოს რ/ბ ორი ჭა. ითხოვა საკითხის გადაწყვეტა.
3.1.8. 2017 წლის 22 სექტემბერს ამხანაგობა ,,მ–------–მა’’ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 13.07.2017წ. გაფორმებული N2-- ხელშეკრულების თანახმად, ასრულებს ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ი გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს. სამუშაოების მიმდინარებს პროცესს ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები:
· რ---------–-- ქუჩაზე მოსახლეობა აწარმოებს საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს, მიმდინარეობს სასმელი წყლის მილის დაერთებითი სამუშაოები;
· დაზიანებულია არსებული სანიაღვრე არხი;
· საპროექტო ნახაზში მოცემულია რ/ბ ორი ცხაური, ხოლო ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებს ერთის მოწყობის სამუშაოებს;
· ვ-–----–----–-- ქუჩაზე მიმდინარეობს სასმელი წყლის მილის მოწყობის სამუშაოები;
· კ----------- უბანში არ დასრულებულა საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები;
ითხოვა საკითხის გადაწყვეტა.
3.1.9. 2017 წლის 22 სექტემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 570 000 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 167742.62 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
3.1.10. 2017 წლის 6 ოქტომბერს ამხანაგობა ,,მ–------–მა’’ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ სამუშაოების წარმოებისას მათგან დამოუკიდებლად შექმნილმა გარემოებებმა გამოიწვია სამუშაოების წარმოების შეფერხება და აგრეთვე გარკვეული სამუშაოების მოცულობითი ზრდა და დამატებითი შესრულება.
1. სოფელ კ-----------ში მოეწყო 4 ცალი კანალიზაციის ჭის თავსახური და ერთი საკანალიზაციო ჭა სრული კომპლექტით, აგრეთვე მოხდა საკანალიზაციო ჭების საპროექტო ნიშნულამდე მიყვანა, რაც სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული.
2. კ----------- უბანში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა, რაც თავიდანვე ხელს უშლიდა მოსარჩელეს სამუშაოების დაწყებაში, ხოლო 2017 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ლაბორატორიული გამოცდის პროცესი არ იყო გავლილი, რის გამოც ვერ ხდებოდა ბეტონის საფარის მოწყობა, უნდა მომხდარიყო არსებული რ/ბ ცხაურის საპროექტო ნიშნულამდე მიყვანა.
3. ა----–-----–-- ქუჩაზე უნდა მოწყობილიყო 14 ცალი ჭის თავსახური და მომხდარიყო
საკანალიზაციო ჭების საპროექტო ნიშნულამდე მიყვანა, ხოლო მოსარჩელის მიერ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მიწის სამუშაოების მოცულობასთან მიმართებაში დამატებით მოხდა 200 კბ.მ გრუნტის დამუშავებისა და
გატანის სამუშაოები.
4. ვ-–----–----–-- ქუჩის პირველ მონაკვეთზე წყლის დაქსელვის სამუშაოები არ იყო დასრულებული.
5. რ--------- უბანში მოსახლეობის თხოვნით მოხდა გზის გარკვეული ნაწილის გაგანიერება.
6. რ---------–-- ჩიხი სამუშაოების დაწყებაზე მთელმა რიგმა ფაქტორებმა იქონია გავლენა მოსახლეობა თვითნებურად აწარმოებდა საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს, რამოდენიმეჯერ დაზიანდა სასმმელი წყლის სისტემა, მოსარჩელის მხრიდან მოხდა დახმარების გაწევა, რაც გამოიხატა გარკვეული რაოდენობით მიწის სამუშაოების შესრულებაში და აგრეთვე მოეწყო ბალასტის ფენაც, მოსახლეობა ითხოვს სანიაღვრე არხის მოწყობას, რომელზედაც ურთიერთშეთნანხმების საფუძველზე უნდა გაკეთდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება დამატება.
7. ვ-–----–----–-- მეორე მონაკვეთზე ერთი საკანალიზაციო ჭა მოსაყვანი იყო საპროექტო
ნიშნულამდე, რაც სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული.
8. დაბა ა---–----აში ორმოულის შეკეთების სამუშაოები სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გაურკვევლად იყო მითითებული ასფალტის საფარის მონაცემები. რადგან, მოსარჩელეს არ ქონდა კონკრეტული მონაცემის საფარის სისქესთან დაკავშირებით და აგრეთვე, კვადრატული მონაცემები რამდენ კვადრატზე უნდა მოწყობილიყო ასფალტის საფარი.
3.1.11. 2017 წლის 20 ოქტომბერს ამხანაგობა ,,მ–------–მა’’ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მეტეოროლოგიური პირობების და მისგან დამოუკიდებელი ხელშემშლელი პირობების გათვალისწინებით ითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა არანაკლებ 25 კალენდარული დღით.
3.1.12. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 17.10.2017წ. მომართვის თანახმად, ქ. ბ---------ში, მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებზე დაყრდნობით 2017 წლის 2 სექტემბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 02,07,22,24,28,29 სექტემბერს, ასევე 01,02,03,10,11,12,13,15,16,17 ოქტომბერს.
3.1.13. 03.11.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ და აცნობა, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგია მოხდეს სოფელ კ-----------ში და დაბა ა---–----აში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება.
3.1.14. 2017 წლის 9 ნოემბერს ამხანაგობა ,,მ–------–მა’’ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 13.07.2017წ. გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით სამშენებლო-სარეაბლიტაციო სამუშაოები დასრულებულია და წარადგინა შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2 და ფარული სამუშაოების აქტები.
3.1.15. 2017 წლის 14 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 570 000 ლარი, შესრულებულია გეგმა-გრაფიკის დარღვევით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 292614.23 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% (35დღე*1710 ლარი), რაც შეადგენს 59850 ლარის, ასევე ხელშეკრულების ეტაპის დარღვევის გამო ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% (43დრე*1710 ლარი), რაც შეადგენს 73530 ლარს.
3.1.16. შპს ,,დ--------------–------–---------------------’’ 21.12.2017წ. ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, ამხანაგობა ,,მ–------–ის’’ მიერ ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოებული ხილული და ფარული სამუშაოების მოცულობების, სატენდერო ხარჯთაღრიცხვით მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 560004.15 ლარს დღგ-ს ჩათვლით. შესრულებული სამუშაოები ხარისხობრივად დამაკმაყოფილებელია.
3.1.17. 2017 წლის 26 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 570 000 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ინსპექტირების თანახმად შეადგენს 560004.15 ლარს დღგ-ს ჩათვლით. შესრულებული სამუშაოები ხარისხობრივად დამაკმაყოფილებელია.
3.1.18. მიმწოდებელმა ამხანაგობა ,,მ–------–მა’’ შეასრულა 133380 ლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტმა არ ჩაურიცხა ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ და იგი დაუკავა დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება;
- 14.09.2017წ. მიმართვა N01-1;
- 22.09.2017წ. მიმართვა N07;
- 06.10.2017წ. მიმართვა N0610_01;
- 20.10.2017წ. მიმართვა N1910-04;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს 17.10.2017წ. წერილი;
- 09.11.2017წ. N0911/01 მიმართვა;
- 17.08.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 22.09.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 14.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 26.12.2017წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
- შპს ,,დ--------------–------–---------------------’’ 21.12.2017წ. ინსპექტირების ანგარიში;
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 03.11.2017წ. N02/8541 მიმართვა;
- სოფელ კ-----------ის მაცხოვრებლების 01.08.2017წ. განცხადება;
- 04.08.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიმართვა N02/5961;
- 30.08.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვადაში არ დაუწყია. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნული ვადის დარღვევის გამო მოპასუხემ დააკისრა პირგასამტეხლო 73530 ლარის ოდენობით. მოსარჩელე სადავოდ ხდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების 7 კალენდარული დღეზე მეტი ვადით გადაცილებისათვის მისთვის პირგასამტეხლოს სახით 73530 ლარის დაკისრების ოდენობას.
ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 14.12.2017წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული 73530 ლარი, პირგასამტეხლოს სახით დააკისრა ამხანაგობა ,,მ–------–ს“ სამუშაოების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულების 5.2 პუნქტში მითითებულია, რომ მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყოს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 17.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ოდენობით. ხელშეკრულების ღირებულებაა 570 000 ლარი, რომლის 0.3% არის 1710 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 17.2. პუნქტიდან გამომდინარე მიმწოდებელს - ამხანაგობა ,,მ–------–ს’’, იმის გამო, რომ მან სამუშაოების შესრულების დაწყება გადააცილა 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 1710 ლარი. შესაბამისად, გაუგებარია საიდან მომდინარეობს ზემოაღნიშნული საფუძვლით მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს 73530 ლარის ოდენობით დაკისრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოდგენილა. უფრო მეტიც მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ 73530 ლარით პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა სამუშაოს დაწყების ვადის გადაცილების გამო, თუმცა ვერ ახსნეს თუ რატომ მოხდა 1710 ლარის ორმოცდასამ დღეზე გადამრავლება.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მიმწოდებელს - ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ სამუშაოების შესრულების დაწყების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,3% დაანაგიშების შემთხვევაში უნდა დაკისრებოდა 1710 ლარი და არა 73530 ლარი.
3.2.2. მიმწოდებელს ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ 2017 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღის ვადაში (12.10.2017წ.) არ შეუსრულებია. ხელშეკრულების (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადა მიმწოდებელმა ამხანაგობა ,,მ–------–მა’’ გადააცილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება;
- 14.09.2017წ. მიმართვა N01-1;
- 22.09.2017წ. მიმართვა N07;
- 06.10.2017წ. მიმართვა N0610_01;
- 20.10.2017წ. მიმართვა N1910-04;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს 17.10.2017წ. წერილი;
- 09.11.2017წ. N0911/01 მიმართვა;
- 17.08.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 22.09.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 14.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 26.12.2017წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
- შპს ,,დ--------------–------–---------------------’’ 21.12.2017წ. ინსპექტირების ანგარიში;
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 03.11.2017წ. N02/8541 მიმართვა;
- სოფელ კ-----------ის მაცხოვრებლების 01.08.2017წ. განცხადება;
- 04.08.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიმართვა N02/5961;
- 30.08.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.3. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც ვადაგადაცილებულ 35 დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 59850 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია, ამასთან ბ---------ის მუნიციპალიტეტს ზიანი არ მისდგომია ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო. გარდა ამისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ დაბა ა---–----ის და სოფელი კ-----------ის ზოგიერთ ქუჩებზე მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის სამუშაოები, საკანალიზაციო ქსელის, სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, ასევე საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რაც არ იყო გათვალისიწინებული ტენდერის პირობებით. ამასთან, სამუშაოების წარმოების პერიოდში იყო უხვი ნალექიანობა, რაც ასევე ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს შეფერხება და იმოქმედა შესასრულებელი ხელშეკრულების ვადაზე. განსახილველ საქმეში მოპასუხის მიერ 35 დღის ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაა 59850 ლარი, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1710 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1710 ლარი არაგონივრულად მაღალია, რაც მისი შემცირების საფუძველია. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 6290 ლარამდე და ბ---------ის მუნიციპალიტეტის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად ჩამოჭრილი თანხის გადახდა ამხანაგობა ,,მ–------–ის’’ სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2017 წლის 13 ივლის თვითმმართევლი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ა---–----აში და სოფელ კ-----------ში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 570 000 ლარით. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღით - 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მიმწოდებელს ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვადაში არ დაუწყია და სამუშაოების შესრულების დაწყება გადააცილა 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 13.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - ამხანაგობა ,,მ–------–მა’’ გადააცილა და მოპასუხემ 35 დღის ვადაგადაცილებისთვის დააკისრა პირგასამტეხლო 59850 ლარი, რაც დაუკავა და გაუქვითა შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის 13.07.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ოდენობით რაც შეადგენს - 1710 ლარი. ხოლო ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო 35 დღის ვადაგადაცილებისთვის, რაც მოპასუხემ დაუკავა მიმწოდებელს, შეადგენს 59850 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. დაკსრებული პირგასამტეხლო არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის 13 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 6290 ლარამდე. ამასთან, მოსარჩელე ამხანაგობა ,,მ–------–ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო პირგასამტეხლოს სახით უნდა განესაზღვროს 1710 ლარი, სულ 8000 ლარი. შესაბამისად, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდ დაეკისროს ზედმეტად დაკავებული თანხის 125380 ლარის გადახდა.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ....... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგარმ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სამოქალაქო კოდექსის 47-ემუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ‘‘...ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას ... დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 4001.4 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3761 ლარის გადახდა. ასევე მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ამხანაგობა ,,მ–------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას ამხანაგობა მ–------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 125380 ლარის გადახდა.
2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას ამხანაგობა მ–------–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3761 ლარის გადახდა, ასევე წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი