განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117002037400
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/172-17 6 მარტი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031230617001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა ჩულუხიძე, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ჯავარაშვილი, ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ ცაგურია
ბრალდებული: რამინ ისმაილოვი
მამის სახელი: ჰასან
დაბადებული: 1981 წლის 27 ივლისი
პირადი ნომერი: 28001008729
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული ნ. ნარიმანოვის ქ.N12
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი, ევგენია კარაპეტიანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი, სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 2731 მუხლის მესამე ნაწილი ,,გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. რამინ ისმაილოვმა ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
რამინ ისმაილოვმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ,,ф-1’’ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა, რომელიც 2017 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, შურისძიების მოტივით ააფეთქა ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა, ჩიხი #12, სახლი #2, რომელსაც ცოლად ყავს მისი ყოფილი მეუღლე ხაილა სადიკოვა.
1.2.რამინ ისმაილოვმა ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა, ჩიხი #12, სახლი #2-ში მდებარე ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, რამინ ისმაილოვი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა უკანონოდ შეძენილ და შენახულ ასაფეთქებელ მოწყობილობას ,,ф-1’’ ტიპის ხელის მსხვრევად ყუმბარას, რომელიც შურისძიების მოტივით ააფეთქა ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ვინაიდან ელდანიზ სადიკოვს ცოლად ყავს მისი ყოფილი მეუღლე ხაილა სადიკოვა.
1.3. რამინ ისმაილოვმა ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ჩიხი #12, სახლი #2-ში მდებარე ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელსაც ცოლად ყავს რამინ ისმაილოვის ყოფილი მეუღლე ხაილა სადიკოვა, რამინ ისმაილოვმა მათზე შურისძიების მოტივით, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა ,,ф-1’’ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი ,,შევროლეტ-კრუზეს’’ მოდელის, ავტომანქანა, სახ/ნომრით TB469TB, ხელის ურიკა, მაგიდა და ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის წინა ფასადზე განლაგებული ფანჯრების და კერების მინები, რის შედეგადაც ელდანიზ სადიკოვს და ხაილა სადიკოვას მიადგათ 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.4. რამინ ისმაილოვმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ან თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, რამინ ისმაილოვი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. მიუხედავად იმისა, რომ რამინ ისმაილოვი ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტზე, მან კვლავ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 23 ივნისს ქალაქ მარნეულში ნარიმანოვის ქუჩა #12-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას წონით- 91.17 გრამს. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოვლენილი იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული რამინ ისმაილოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ხაიალა სადიკოვამ განმარტა, რომ ცხოვრობს მეუღლესთან ელდანიზ სადიკოვთან ერთად. მათი სახლი არის ახალი აშენებული, მდებარეობს გზის პირას, ღობე არ აქვს, სახლში შემოდის გზის გარე განათება. რამინ ისმაილოვი ხაიალა სადიკოვამ დაინახა გზიდან 2 მეტრში, თითქმის აივანთან. ასევე დაინახა, რომ მას მარჯვენა ხელში რაღაც ჰქონდა, სწრაფად დახურა ფანჯარა, რა დროსაც რამინ ისმაილოვმა ხელი ზემოთ ასწია და აივნის მხარეს რაღაც ისროლა, რომელიც აფეთქდა. ხაიალა სადიკოვამ განმარტა, რომ მან დაუძახა მეუღლეს ელდანიზ სადიკოვს და სწრაფად გავიდნენ წინა ოთახში. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ელდანიზ სადიკოვი. მან დაადასტურა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ხაიალა სადიკოვასთან. 2017 წლის 22-23 ივნისის ღამეს, პირველს წუთები აკლდა გაიგო აფეთქების ხმა, დაინახა მეუღლე სხვა ოთახში გაიქცა, უთხრა ჩქარა წაყოლოდა, წინა ოთხაში გასვლისას მეუღლემ უთხრა, რომ მათი სახლის მიმართულებით რამინ ისმაილოვმა რაღაც ისროლა, რომელიც აფეთქდა. ელდანიზ სადიკოვმა განმარტა, რომ გარეთ იყო კვამლი, სუნი, რომელიც აფეთქების შედეგი იყო.
ელდანიზ სადიკომა დაადასტურა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დათვალიერდა მათი სახლის მიმდებარე ტერიტორია, ნანახი იქნა ყუმბარის ნაწილები, ასევე განმარტა, რომ პირადად მას რამინ ისმაილოვი არ დაუნახავს.
2017 წლის 23 ივნისის ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების და ამავე სახლის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ლითონის დეტალი და ლითონის ფრაგმენტები.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ფეთქებადსაშიში საგნების, საინჟინრო და სახანძრო ექსპერტიზის 2017 წლის 25 ივლისის დასკვნის თანახმად 1(ერთი) ერთეული ბრტყელი ფორმის ლითონის საგანი მარკირებით: ,,УЗРГМ“ -77583 წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალიის სასხლეტ ბერკეტს. წარმოდგენილი სახით სასხლეტი ბერკეტი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კეტეგორიას და არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის ფრაგმენტები წარმოადგენენ ქარხნული წესით დამზადებულ ,,Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევებს დარჩენილს მისი აფეთქების შემდეგ. წარმოდგენილი სახით ,, Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ვახტანგ ნიგურიანი. მან განმარტა, რომ ფეთქებადსაშიში საგნების, საინჟინრო და სახანძრო ექსპერტიზის დასკვნა გასცა ექსპერტ ლია კაცოშვილთნ ერთდ. დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერვნული ბიუროს ბიოლოგიური(გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - პაკეტში წარწერით ,,ერთი ცალი ლითონის დეტალი“ მოთავსებულ მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რამინ ისმაილოვს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბიოლოგიურიმა ექსპერტმა ნანი ნანობაშივილმა დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გენეტიკური პროფილი ყველა ადამიანის ინდივიდუალურია და ცდომილება პრაქტიკაში არ არსებობს.
2.2. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ხაიალა სადიკოვამ განმარტა, რომ ბრალდებული რამინ ისმაილოვი არის მისი პირველი მეუღლე. მასთან ჰყავს ორი შვილი 17 წლის გოგონა და 11 წლის ვაჟი. ბავშვები იზრდებიან ბაბუასთან. ხაიალა სადიკოვამ განმარტა, რომ ბრალდებულთან ცხოვრობდა 13 წელი. თანაცხოვრების პერიოდში რამინ ისმაილოვი მას სცემდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც დაშორდა და დაბრუნდა დედასთან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამინ ისმაილოვი იმყოფებოდა ციხეში, რა დროსაც იგი გათხოვდა ელდანიზ სადიკოვზე. მასთან ცხოვრობს დაახლოებით 6 წელია. 2017 წლის 23 ივნისის ღამეს იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, ჯერ არ იყო ჩაძინებული, როდესაც გაიგო ფეხის ხმა, მიუახლოვდა ფანჯარას, რომელიც იყო ღია და დაინახა რამინ ისმაილოვი. დაზარალებულის განმარტებით მათი სახლი არის ახალი აშენებული, მდებარეობს გზის პირას, ღობე არ აქვს, სახლში შემოდის გზის გარე განათება. რამინ ისმაილოვი ხაიალა სადიკოვამ დაინახა გზიდან 2 მეტრში, თითქმის აივანთან. ასევე დაინახა, რომ მას მარჯვენა ხელში რაღაც ჰქონდა, სწრაფად დახურა ფანჯარა, რა დროსაც რამინ ისმაილოვმა ხელი ზემოთ ასწია და აივნის მხარეს რაღაც ისროლა, რომელიც აფეთქდა. ხაიალა სადიკოვამ განმარტა, რომ მან დაუძახა მეუღლეს ელდანიზ სადიკოვს და სწრაფად გავიდნენ წინა ოთახში. ხაიალა სადიკოვამ დაადასტურა, რომ მან აღნიშნულის შემდეგ დაურეკა შვილს და ჰკითხა სად იყო რამინ ისმაილოვი, რომელმაც განუმარტა, რომ არ იცოდა სად იყო მამა. ამის შემდეგ კი გამოიძახეს პოლიცია. ხაიალა სადიკოვამ განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს არაერთხელ დამუქრებია რამინ ისმაილოვი, რომ მოკლავდა. ის რეალურად აღიქვამდა აღნიშნულ მუქარას, ეშინოდა გარეთ გასვლის. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ რამინ ისმაილოვი იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ხაიალა სადიკოვამ შეკითხვაზე ცალსახად დაადასტურა, რომ ხელყუმბარა მათ სახლს ესროლა რამინ ისმაილოვმა, სროლამდე კი მას არაფერი უთქვამს.
2017 წლის 23 ივნისს მოწმე ხაიალა სადიკოვასთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმემ ჩვენების ადგილზე შემოწმებისას მიუთითა ის ადგილი, სადაც დაინახა რამინ ისმაილოვი, როდესაც მან ისროლა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე მიუთითა სახლის იმ ოთახზე და ფანჯარაზე, საიდანაც თავად იყურებოდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ასევე დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის წინ ორივე მხარეს არის გარე განათების ორი ბოძი, რომლებზეც დაყენებულია დიდი ზომის ნათურები, ეზო საკმაოდ განათებულია და თავისუფლადაა შესაძლებელი ადამიანის დანახვა და ცნობა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ იქნა ფოტოები ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა ბეთქილ გერლიანმა, მონაწილეობდნენ ექსპერტები ზურაბ ბაზერაშვილი, დიმიტრი კვირკაშვილი და თარჯიმანი ნანული გოგიანი.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ელდანიზ სადიკოვი. მან დაადასტურა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ხაიალა სადიკოვასთან. ცხოვრობენ მარნეულში. მათ სახლი აქვთ ახალი აშენებული, სახლი მდებარეობს მთავარი გზიდან დაახლოებით 50 მეტრში, სახლს არ აქვს ღობე. ერთი ქუჩა გადის სახლის წინ, მეორე კი მარცხენა მხარეს. გზიდან სახლამდე არის დაახლოებით 5 მეტრი. ელდანიზ სადიკოვის განმარტებით, მისი საძინებელი მდებარეობს სახლის წინა მხარეს, ფანჯრები უყურებს გზას. 22-23 ივნისის ღამეს, პირველს წუთები აკლდა გაიგო აფეთქების ხმა, დაინახა მეუღლე სხვა ოთახში გაიქცა, უთხრა ჩქარა წაყოლოდა, წინა ოთახში გასვლისას მეუღლემ უთხრა, რომ მათი სახლის მიმართულებით რამინ ისმაილოვმა რაღაც ისროლა, რომელიც აფეთქდა. ელდანიზ სადიკოვმა განმარტა, რომ გარეთ იყო კვამლი, სუნი, რომელიც აფეთქების შედეგი იყო. ელდანიზმა დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ დაურეკა შვილს ტელეფონზე, რომელმაც განუცხადა, რომ რამინ ისმაილოვი სახლში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია. ელდანიზ სადიკოვმა განმარტა, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული იყო მისი ავტომაქნა, სახლის შუშები, ზიანი დაახლოებით 1400 ლარის იყო. ელდანიზ სადიკომა დაადატსურა, რომ მას და მის მეუღლეს რამინ ისმაილოვი ხშირად ემუქრებოდა, აშინებდა, იყო საბერძნეთში, ურეკავდა და ეუბნებოდა, სანამ გამოვიდოდა ეცხოვრათ. დაზარალებულის განმარტებით, მუქარის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხაიალა სადიკოვა მისგან წასულიც კი იყო. ელდანიზ სადიკოვის განცხადებით, რამინ ისმაილოვი მას პასუხს სთხოვდა თუ რატომ ითხოვა მისი მეუღლე, ხოლო ხაიალა სადიკოვას პასუხს სთხოვდა მასზე გათხოვებისათვის.
ელდანიზ სადიკომა დაადასტურა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დათვალიერდა მათი სახლის მიმდებარე ტერიტორია, ნანახი იქნა ყუმბარის ნაწილები, ასევე განმარტა, რომ პირადად მას რამინ ისმაილოვი არ დაუნახავს.
სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ იქნენ არასრულწლოვანი მოწმეები ასია ისმაილოვა და რამილ ისმაილოვი, ბრალდებულ რამინ ისმაილოვის შვილები. მათ სასამართლოს მიერ განემარტათ, რომ უფლება ჰქონდათ არ მიეცათ ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აღნიშნული განმარტების მიღების შემდეგ მოწმეებმა ასია ისმაილოვამ და რამილ ისმაილოვმა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხვისას რამინ ალიევმა განაცხადა, რომ ცხოვრობს მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა N4-ში. არის ელდანიზ სადიკოვის მეზობელი. მათ სახლებს შორის დაშორება არის დაახლოებით 40-50 მეტრი. მოწმემ განმარტა, რომ ღამის საათებში შემოესმა აფეთქების ხმა, გავიდა გარეთ, არ ჩანდა არაფერი, შემდეგ კი მეუღლემ დაუძახა და შევიდა.
მოწმე ესმირა ბაირამოვას განმარტებით ცხოვრობს მარნეულში, რუსთაველის N1, ჩიხი N12-ში. ელდანიზ სადიკოვს იცნობს, არის მისი მეზობელი. მან განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ეძინა, გამოაღვიძა აფეთქების ხმამ, ხმა გაისმა ახლო მანძილიდან, შეეშინდა და გარეთ არ გასულა.
2017 წლის 23 ივნისის ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების ოქმით დგინდება რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩა მე-12 ჩიხი ბინა N2- ში მცხოვრებ ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში. საცხოვრებელი სახლის წინ 10 მეტრში გადის ჩიხის საავტომობილო მოასფალტებული გზა. სახლის აღმოსავლეთის მხარეს 3,9 მეტრში მიწის ზედაპირზე საავტომობილო გზიდან 4,13 მეტრში ეზოს მარჯვენა ღობიდან 0,43 მეტრში მიწის ზედაპირზე აღენიშნება 22 სმ. დიამეტრის და 11 სმ სიღრმის პატარა ორმო. აღნიშნულ ორმოსთან დგას ოთხფეხიანი მაგიდა რომელსაც აქვს ფოლადის ოთხი ცალი მილი, წერტილოვანი დაზიანებებით. მიწის თხრილსა და სახლს შორის არის ლითონის მასალის ურიკა, აღნიშნულ ურიკას მიწის თხრილის მხრიდან აქვს წერტილოვანი ნახვრეტები. საცხოვრებელი სახლი არის ერთსართულიანი. აღნიშნულს წინა ეზოს მხრიდან კიბეებთან აქვს მომრგვალებული ჰოლი, რომელსაც აქვს მეტალო პლასტმასის ფანჯრები. ფანჯრებს აქვს წერტილოვანი დაზიანებები. ჰოლის გვერდით აღმოსავლეთის მხრიდან არის საძინებელი ოთახი, პატარა ზომის აივნით და მეტალო პლასტმასის კარები, ფანჯრები რომელსაც ასევე აქვს წერტილოვანი დაზიანებები. ეზოში მიწის თხრილსა და სახლს შორის დგას წითელი ფერის ,,შევროლეტ-კრუზეს’’ მოდელის, ავტომანქანა, სახ.ნომრით TB469TB, აღნიშნულს აქვს ოთხი კარი. ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან აქვს წერტილოვანი ნახვრეტი დაზიანებები, ასევე ავტომანქანის წინა და უკანა საბურავი არის ჩაფუშული. მიწის თხრილი გამნაღმველების მიერ დამუშავდა და სპეციალური მაგნიტით და ჯიპიესით მოიძიებული იქნა ლითონის ნაწილაკები ხოლო ექსპერტ კრმინალისტების მიერ კი ნიადაგის ნიმუში, ორ პაკეტად დაილუქა მოპოვებული მტკიცებულებები და მონაწილე პირების მიერ მოეწერა ხელი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შეადგინა რომან ბოლქვაძემ. მან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე, ასევე განმარტა, რომ პირველადი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იყო ღამე, რის გამოც საჭირო გახდა შემთხვევის ადგილის ხელმეორედ დათვალიერება. ხელმეორედ დათვალიერებამდე კი შემთხევის ადგილი დასუფთავებულ იქნა მარნეულის დასუფთავების სამსახურის მიერ და აფეთქების ადგილიდან 4-5 მეტრის მოშორებით ბალახებთან ნანახი იქნა ფალია.
ექსპერტ კრიმინალისტმა ალექსი ქუქჩიშვილმა განმარტა, რომ მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მეწყვილესთან ერთად, შემთხვევის ადგილი მისი მისვლისას იყო დაცული, დათვალიერება მიმდინარეობდა გამთენიისას და ამოღებულ იქნა ლითონის ფრაგმენტები.
მოწმე დავით გოცაძემ ასევე დაადასტურა, რომ მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, როგორც ექსპერტ-კრიმინალისტი, შემთხვევის ადგილზე გაჭიმულ იქნა ლენტი, ამოღებულ იქნა ნიადაგი და ლითონის ფრაგმენტები.
მოწმის სახლით დაიკითხა ასევე თარჯიმანი ვასილ პარაბაშოვი. მან დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, ასევე განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა მოწმეთა დაკითხვებშიც.
2017 წლის 23 ივნისის ელდანიზ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის ეზოს დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი კობა კურტანიძე, შემთხვევის ადგილზე არსებული ბალახი გაიწმინდა, რის გამოც გაადვილდა დათვალიერება.
დათვალიერებისას ამოღებულ იქნა მაგიდა და ურიკა, რომლებიც დაილუქა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ასევე ამოღებული და დალუქული იქნა, ,,შევროლეტ-კრუზეს’’ მოდელის, ავტომანქანა, სახ.ნომრით TB469TB, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. სახლის ეზოში, ორმოდან ხუთ მეტრში საავტომობილო გზის მხარეს, ბალახებში ნაპოვნი იქნა ლითონის დეტალი, რომელიც არის ხელყუმბარის ფალის მსგავსი. ეს უკანასკნელიც დაილუქა რომელზეც მონაწილე პირებმა გააკეთეს ხელმოწერა. დათვალიერებისას სახლის აღმოსავლეთის მხარეს განთავსებული ქვა ბეტონის ღობიდან, ექსპერტებმა აიღეს ანაფხეკის ნიმუში და შემთხვევის ადგილზე გადაიღეს ფოტოსურათები.
აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობდა ექსპერტ-კრიმინალისტი ზურაბ ბაზერაშვილი, დიმიტრი კვირიკაშვილი, თარჯიმანი ვასილ პარაბაშოვი. ოქმი შედგენილ იქნა რომან ბოლქვაძის მიერ.
მოწმის სახით დაკითხვისას დიმიტრი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის განმეორებით დათვალიერებაში. განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი დაცული იყო ყვითელი ლენტით და გარეშემო იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ზურაბ ბაზერაშვილმაც დაადასტურა მისი მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, განმარტა, რომ ლენტი იყო თუ არა შემთხვევის ადგილას არ ახსოვს.
2017 წლის 26 ივლისის N1040/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა ,,CHEVROLET CRUZE” სახელმწიფო ნომრით TB469TB ექვემდებარება აღდგენას, ხოლო დაზიანებით მიღებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენიოსათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 1050 ლარს. წარმოდგენილი ურიკა ექვემდებარება აღდგენას, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 20(ოცი) ლარს. წარმოდგენილი მაგიდა ექვემდებარებ აღდგენას, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 10 ლარს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა სერგო გაბისონიამ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
დაკავების ოქმის თანახმად ბრალდებული რამინ ისმაილოვი დაკავებულია 2017 წლის 23 ივნისს 05:08 საათზე ქ. მარნეულში ნარიმანოვის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებაში მონაწილეობდნენ მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ბეთქილ გერლიანი და ვასილ ქველაძე. დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ასევე თარჯიმანი ნანული გოგიანი. სასამართლოში დაიკითხნენ ბეთქილ გერლიანი და ვასილ ქველაძე, მათ განმარტეს, რომ დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები დავით ბოჭოიძე, იგორ ქველაძე და როლანდ ბოლქვაძე. მათ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
დავით ბოჭოიძემ განმარტა, რომ მან 2017 წლის 23 ივნისს სისხლის და ანაწმენდის ნიმუშები აუღო ბრალდებულს მისივე თანხმობით.
2.3. ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ან თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა რუსლან იუსუბოვი. მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინმფორმაცია რამინ ისმაილოვის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქბელი ნივთიერებების შესახვის ფაქტთან დაკავშირებით, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.
2016 წლის 23 ივნისის რამინ ისმაილოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად სახლი მდებარეობს ქ. მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა N12-ში. ჩხრეკის შედეგად რამინს ისმაილოვის სარგებლობაში არსებული ოთახიდან ამოღებულ იქნა მცენარეული მასა და მუქი ფერის ნაჭერი, პოლიეთელინის ბოთლი, მომწვანო ფერის მცენარეული ფოთლები. აღნიშნული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.(საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი შეადგინა მამუკა მატიაშილმა, ესწრებოდნენ ჯაფარ ისმაილოვი, ნანული გოგიანი, ელდარ ბოლქვაძე, ამირან დალაქიშვილი)
მამუკა მატიაშილმა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 23 ივნისს მის მიერ გაჩხრეკილ იქნა რამინ ისმაილოვის საცხოვრებელი სახლი. ჩხრეკისას რამინ ისმაილოვის ბაბუამ ჯაფარ ისმაილოვმა მიუთითა ოთახზე, რომელიც ეკუთვნოდა რამინ ისმაილოვს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა გაურკვეველი მასა, ბალახი და კოკა-კოლას ბოთლი. მოწმის განმარტებით ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი ნანული გოგიანი, ელდარ ბოლქვაძე და ამირან დალაქიშვილი.
სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხნენ ელდარ ბოლქვაძე და ამირან დალაქიშვილი. მათ დაადასტურეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა, ასევე მიუთითეს ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე.
2017 წლის 23 ივნისის # 201259 დასკვნის თანახმად, რამინ ისმაილოვი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ლაბორატორიულად დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.
2017 წლის 24 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1217/სქ-1366/ქრ დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მწვანე ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო ფერის სველი დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით-439,32 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქიატრიულ ნივთიერებას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოლურჯო ფერის ქსოვილის ცხვირსახოცის ერთ ზედაპირზე არსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო ფერის გამომშრალი დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით-0,71 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქიატრიულ ნივთიერებას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის ნედლი მცენარეული მასა ფოთლებისა და ყლორტების სახით, წონით-91,17 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერულ ბოთლში, ეტიკეტით ,,კოკა-კოლა’’ მოთავსებული მოყავისფრო სითხე, რაოდენობიტ-2,0 მლ არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ინა თევზაიამ განმარტა, რომ დასკვნა გასცა ექსპერტ გრიგოლ ქურციკიძესთან ერთად. დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით რამინ ისმაილოვსა და სახელმწიფო ბრალდებას შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რამინ ისმაილოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 6(ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. ასაფეთქებელი მოწყობილების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კრიმინალიზებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში იგულისმხება ამ საგნის ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, ნაპოვნის დაუფლება და სხვა. შეძენა დამთავრებულია იმ მომენტიდან რა მომენტიდანაც პირს მიეცა თავის სურვილის მიხედვით მისი განკარგვის შესაძლებლობა. ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვაში კი იგულისხმება, რომ პირს, რომელსაც არ აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობის კანონიერი ფლობის უფლება, მას მიუჩენს ადგილსამყოფელს.
რაც შეეხება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, იგი გამოიხატება ასაფეთქებელ მოწყობილობასთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ტარება შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით ან ხელით.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ფეთქებადსაშიში საგნების, საინჟინრო და სახანძრო ექსპერტიზის 2017 წლის 25 ივლისის დასკვნის თანახმად 1(ერთი) ერთეული ბრტყელი ფორმის ლითონის საგანი მარკირებით: ,,УЗРГМ“ -77583 წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალიის სასხლეტ ბერკეტს. წარმოდგენილი სახით სასხლეტი ბერკეტი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კეტეგორიას და არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის ფრაგმენტები წარმოადგენენ ქარხნული წესით დამზადებულ ,,Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევებს დარჩენილს მისი აფეთქების შემდეგ. შესაბამისად ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ლითონის ფრაგმენტები მიეკუთვნებოდა ,,Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევებს დარჩენილს მისი აფეთქების შემდეგ. ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ლითონის დეტალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რამინ ისმაილოვს. მოწმე ხაიალა სადიკოვამ კი განმარტა, რომ მან დაინახა რამინ ისმაილოვი, რომელსაც მარჯვენა ხელში რაღაც ჰქონდა, ხელი ასწია ისროლა და აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა აფეთქება.
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტირდება, რომ რამინ ისმაილოვმა შეიძინა, შეინახა და ატარებდა ასაფეთქებელ მოწყობილობას. შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
3.2. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით.
საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დასჯადია ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა ხაიალა სადიკოვამ და ელდანიზ სადიკომვა დაადასტურეს, რომ მათ სახლთან მოხდა აფეთქება. ასევე მოწმეებმა რამინ ალიევმა და ესმირა ბაირამოვამ, რომლებიც არიან დაზარალებულების მეზობლები, განმარტეს, რომ შემთხვევის ღამეს გაიგონეს აფეთქების ხმა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ლითონის ფრაგმენტები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენენ ქარხნული წესით დამზადებულ ,,Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევებს დარჩენილს მისი აფეთქების შემდეგ. პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
სასამართლომ შეაფასა რა დაზარალებულთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ურთიერთშესაბამისია დადგენილად მიიჩნია, რომ აფეთქება განახორციელა რამინ ისმაილოვმა.
მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანთან დაკავშრებით სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ ელდანიზ სადიკოვის ჩვენებით აფეთქების შედეგად დაზიანებული იყო მისი ავტომანქანა, სახლის შუშები და 2017 წლის 26 ივლისის N1040/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზიანმა შეადგინა დაახლოებით 1080 ლარი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს დაზარალებულისათვის.
შესაბამისად სასამართლომ შეაფასა რა აღნიშნული მტკიცებულებანი მიიჩნევს, რომ რამინ ისმაილოვი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირევლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3.3. ნარკოტიკური საშუალების მარიხუანა უკანონო შეძენა, შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ქავს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დასჯადია ნარკოტიკური საშუალების მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით რამინ ისმაილოვის სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მის სარგებლობაში არსებული ოთახიდან ამოღებულ იქნა მცენარეული მასა და მუქი ფერის ნაჭერი, პოლიეთელინის ბოთლი, მომწვანო ფერის მცენარეული ფოთლები. 2017 წლის 24 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ექსპერტიზაზე წარდგენილი სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის ნედლი მცენარეული მასა ფოთლებისა და ყლორტების სახით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს მის მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით, ყიდვით, ნაპოვარის მისაკუთრებით, ჩუქებით, ხოლო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რამინ ისმაილოვი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისთვის განკუთვნილ ოთახში ინახავდა უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით რამინ ისმაილოვი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია. იგი ნარკოტიკული საშაულების შეძენა შენახვის პერიოდიში იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მან ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა შეიძინა და შეინახა, როდესაც მას ჩდენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
რამინ ისმაილოვი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
რამინ ისმაილოვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. რამინ ისმაილოვს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა დამნაშავის პიროვნებას. რამინ ისმაილოვი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით რამინ ისმაილოვს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს რეციდივის გათვალისწინებით თანახმად საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილისა, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მესამე ნაწილი ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საერთო წესით, რადგანაც ამ შემთხვევაში რამინ ისმაილოვის ნასამართლობა წარმოადგენს დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს. რაც შეეხება დანაშაულთა ერთობლიობით დასანიშნ სასჯელს, სასამართლო მიიჩნევს, რომ რამინ ისმაილოვს სასჯელი უნდა დაენიშნოს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, რადგანაც სასჯელი არ იყოს ზედმეტად მკაცრი და მიმართული მხოლოდ დასჯის მიზნებისაკენ.
რამინ ისმაილოვს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პირნციპის გათვალისწინებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება ხდენა მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მასზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. სისხლის სამართლის საქმეზე დართულია ნიადაგის ნიმუში, ღობის ანაფხეკის ნიმუში, რამინ ისმაილოვის ხელის, ცხვირის ნესტოების ანაწმენდი, რამინ ისმაილოვის სისხლის ნიმუში, ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევები, ფალიის სასხლეტი ბერკეტი, გუნდისებური მცენარეული მასა, კოკა-კოლას ბოთლი მასში არსებული სითხით, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მუქი ფერის ნაჭერი, ხელის ურიკა, მაგიდა, რამინ ისმაილოვის ტანსაცმელი. თანახმად სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა ნიადაგის ნიმუში, ღობის ანაფხეკის ნიმუში, რამინ ისმაილოვის ხელის, ცხვირის ნესტოების ანაწმენდი, რამინ ისმაილოვის სისხლის ნიმუში, ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევები, ფალიის სასხლეტი ბერკეტი, გუნდისებური მცენარეული მასა, კოკა-კოლას ბოთლი მასში არსებული სითხით, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მუქი ფერის ნაჭერი უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელის ურიკა და მაგიდა უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს კანონით დადგენილი წესით, ხოლო რამინ ისმაილოვის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს რამინ ისმაილოვს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რამინ ისმაილოვი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
რამინ ისმაილოვი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
რამინ ისმაილოვი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
რამინ ისმაილოვი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 220(ორას ოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 6(ექვსი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ვადით. საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რამინ ისმაილოვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4(ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რამინ ისმაილოვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ოდენობით.
რამინ ისმაილოვს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 23 ივნისიდან.
რამინ ისმაილოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნიადაგის ნიმუში, ღობის ანაფხეკის ნიმუში, რამინ ისმაილოვის ხელის, ცხვირის ნესტოების ანაწმენდი, რამის ისმაილოვის სისხლის ნიმუში, ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევები, ფალიის სასხლეტი ბერკეტი, გუნდისებური მცენარეული მასა, კოკა-კოლას ბოთლი მასში არსებული სითხით, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მუქი ფერის ნაჭერი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხელის ურიკა და მაგიდა დაუბრუნდეს დაზარალებულს კანონით დადგენილი წესით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ავტომანქანა ხელწერილით ჩაბარებული აქვს დაზარალებულ ელდანიზ სადიკოვს და დარჩეს მის მფლობელობაში.
რამინ ისმაილოვის ტანსაცმელი დაუბრუნდეს რამინ ისმაილოვს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე