გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002347247
(2/229-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.04.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - შპს ,,ევ--------------ი’’ ს/კ 4--------
წარმომადგენელი - თა----ი გე----ე
მოპასუხე - ზა--ა ნო---ა პ/ნ 3----------
მოპასუხე - ელ--ო კა---ე პ/ნ 6----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის - ზა--ა ნო---ასა და ელ--ო კა---ესათვის მოსარჩელე შპს ,,ევ--------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 7604,66 ლარის ანა--ღაურების დაკისრება.
მოსარჩელ-- განმარტებით, მოპასუხეებს, შპს ,,ევ--------------ი’’-ს მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 7454,66 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 4 000 ლარი, სარგებელი - 2 720,66 ლარი, პირგასამტეხლო - 734 ლარი, ამასთან მოსარჩელემ მოითხოვა გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი სა--ღაურის 50 ლარისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების ხარჯის 100 ლარის ოდენობით მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა, წარმოდგენილ შესაგებელში, სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის (კაპიტალის) ნაწილში. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ზა--ა ნო---ა.(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)
2.2. მოპასუხე ელ--ო კა---ე სასა----თლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებაა სესხისა და პირადი თავდებობის ხელშეკრულებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 15 თებერვალს შპს ,,ევ--------------’’-სა და მოპასუხე ზა--ა ნო---ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № K----------- ასევე სესხის ხელშეკრულება № K-----------, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ ზა--ა ნო---ას სესხად გადასცა 4 000 ლარი ყოველთვიურად 5.3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კრედიტის დაბრუნება 36 თვის განმავლობაში, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ილ------–--ის კუთვნილი ავტომობილი (ბ-------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № K----------- ს/ფ. 17-23;
- სესხის ხელშეკრულება - № K----------- ს. ფ. 24;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 25;
3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, თავდებ პირთან ელ--ო კა---ესთან იმავე დღეს 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა ელ--ო კა---ემ მსესხებელ ზა--ა ნო---ასთან ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, შპს ,,ევ--------------ი’’სა და მსესხებელ ზა--ა ნო---ას შორის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № K-----------, სესხის ხელშეკრულება - № K-----------, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ფარგლებში.
თავდებების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისა--ღვრა 19 200 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება; ს/ფ. 26-27;
- თავდების განცხადება ს. ფ. 28;
3.2.3. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობა--ე ს/ფ 29-32; ს/ფ -40-41
- გაფრთხილებები ვალდებულების შესრულება--ე
3.2.4. მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში მათი საკრედიტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 7454,66 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 4 000 ლარი, სარგებელი - 2 720,66 ლარი, პირგასამტეხლო - 734 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაცია
-მოპასუხე ზა--ა ნო---ას განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420–ე, 867-868-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
უდავოა, რომ 2017 წლის 15 თებერვალს შპს ,,ევ--------------’’-სა და მოპასუხე ზა--ა ნო---ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხა--ით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № K----------- ასევე სესხის ხელშეკრულება № K-----------, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ ზა--ა ნო---ას სესხად გადასცა 4 000 ლარი ყოველთვიურად 5.3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კრედიტის დაბრუნება 36 თვის განმავლობაში
სასამართლოს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ დარღვეული იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტები საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოსარჩელე შპს ,,ევ--------------ი’’-ს, სასარგებლოდ სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 734 ლარი უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში ზა--ა ნო---ას ჰყავს თავდები, ელ--ო კა---ე, რომელმაც იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოთხოვნა თავდების მიმართ თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთნ მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ. შესაბამისად, ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მათ მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად, რაც შეადგენ 120 (ას ოცი) ლარს. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (120 ლარი), რომლის გადახდისაგან მოპასუხეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს ლარის შესატყვის თანხას - 84,62 (ოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცდაორი თეთრი), ხოლო 24,38 ლარი კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტიში გადახდილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1-ე მუხლის მიხედვით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების ხარჯი 100 ლარის ოდენობით;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე 243-244, 248-249-ე,257- 259-1 ,364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ”მ------------------------ს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების ზა--ა ნო---ასა და ელ--ო კა---ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხეებს ზა--ა ნო---ას და ელ--ო კა---ეს მოსარჩელე შპს ”მ------------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6820,66 (ექვსიათას რვაასოცი ლარისა და 66 თეთრი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხა არის 4,000 ლარი, სარგებელი 2,720,66 ლარი და პირგასამტეხლო 100 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ზა--ა ნო---ას და ელ--ო კა---ეს მოსარჩელე შპს ”მ------------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 84,62 (ოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარს.
1.3. მოსარჩელე შპს ”მ------------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 120 (ას ოცი) ლარი, მის მიერ 2018 წლის 12 მარტს თიბისი ბანკის მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 229 (ორასოცდაცხრა) ლარიდან (საგადახდო დავალება №1520842381). მოპასუხეებს ზა--ა ნო---ას და ელ--ო კა---ეს მოსარჩელე შპს ”მ------------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი სა--ღაური 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების ხარჯი 100 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეების ზა--ა ნო---ასა და ელ--ო კა---ესაგან თანხების გადახდევინება მოხდეს მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით - პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.
3. გადაწყვეტილება მიეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
4. განემარტოს, მოპასუხე ელ--ო კა---ეს რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასა----თლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე