გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050224018002251388
საქმე N2/27-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.05.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
განმცხადებელი: - ენ--რ ბე----ე;
მხარდაჭერის მიმღები პირები:- ის-----ლ ბე----ე;
მხარდაჭერის მიმღები პირების ადვოკატი:-ინ-ა ყი-----ი;
მეურვეობისა და მზრუნ--ლობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრი;
წარმომადგენელი - ირ---–ი კუ-------ე;
მოთხოვნა - მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა;
აღწერილობითი ნაწილი :
1. განმცხადებლის მოთხოვნა:
ის-----ლ ბე----ე (დაბ.02.04.1932წ. პ/ნ 33001028994) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად.
ენ--რ ბე----ე (პ/ნ 33001017629) ცნობილ იქნას მისი ბაბუის - ის-----ლ ბე----ის (დაბ.02.04.1932წ. პ/ნ 33001028994) მხარდამჭერ პირად, შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, მიღებისა და განკარგვის, ასევე ბანკებიდან სოციალური პაკეტის, პენსიის მიღების, აღებისა და განკარგვის, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.
2. სასამართლო სხდომაზე მხარდაჭერის მიმღები პირის ის-----ლ ბე----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ინ-ა ყი-----მა მხარი დაუჭირა მოთხოვნას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ირ---–ი კუ-------ემ მხარი დაუჭირა განმცხადებლის მოთხოვნას სრულად, მისი განმარტებით ის-----ლ ბე----ე აღიარებული უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად და დაენიშნოს მას მხარდამჭერად განმცხადებელი ენ--რ ბე----ე, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და მიღების, ასევე ბანკებიდან პენსიის აღების, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებსა და ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. განმცხადებლის ის-----ლ ბე----ის და ენ--რ ბე----ის პირადობის მოწმობების და დაბადების მოწმობების ასლებით დასტურდება, რომ ის-----ლ ბე----ე არის განმცხადებლის ენ--რ ბე----ის ბაბუა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის მოწმობის ასლები, დაბადების მოწმობის ასლი.
3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 23 მარტის N5001679718 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ის-----ლ ბე----ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვა და სხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ის-----ლ ბე----ის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მნიშვნევლოვნადაა გამოხატული. ის-----ლ ბე----ის მოქმედებები დასაზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია.ის-----ლ ბე----ის გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ის-----ლ ბე----ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული. ის-----ლ ბე----ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაურესების შესაძლებლობა მინიმალურია,შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. ის-----ლ ბე----ეს ესაჭიროება მხარდამჭერი: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და მიღების, ასევე ბანკებიდან პენსიის აღების, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში და ელექტრონული მოწმობის დამზადების სფეროში. ის-----ლ ბე----ეს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სფეროში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა.
3.2.3. ექსპერტმა მერი კონცელიძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მის მიერ ჩატარებული ფსიქიატრიული გამოკვლევა. ასევე განმარტა, რომ ის-----ლ ბე----ისს შეფასება მოხდა დიაგნოზიდან გამომდინარე და მისი მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მერი კონცელიძის ჩვენება.
3.2.4. ფსიქოლოგი ქეთევან დიასამიძე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მის მიერ ჩატარებული გამოკვლევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმი
3.2.5. თერაპევტმა ბელა საბაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მის მიერ ჩატარებული ოკუპაციური თერაპევტის გამოკვლევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბელა საბაძის ჩვენება.
3.2.6. სოციალურმა მუშაკმა ნინო სალუქვაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპრტიზის დასკვნაში მითითებული მის მიერ ჩატარებული სოციალური მუშაკის შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნინო სალუქვაძის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36316-ე, 36318-ე, 36319-ე, 36321-ე მუხლები.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნ--ლყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნ--ლყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ის-----ლ ბე----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო დასწრებოდა სასამართლო სხდომას და მისი მონაწილეობა უზრუნ--ლყოფილი იქნა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნა ამ პირის მოსამართლესთან პირდაპირი კონტაქტი. აღნიშნულის სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა განხორციელდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის თანახმად, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36320-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის შედეგად დადგენილი იქნა რომ ის-----ლ ბე----ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვა და სხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ის-----ლ ბე----ის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მნიშვნევლოვნადაა გამოხატული. ის-----ლ ბე----ის მოქმედებები დასაზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. ის-----ლ ბე----ის გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ის-----ლ ბე----ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული. ის-----ლ ბე----ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაურესების შესაძლებლობა მინიმალურია,შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. ის-----ლ ბე----ეს ესაჭიროება მხარდამჭერი: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და მიღების, ასევე ბანკებიდან პენსიის აღების, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში და ელექტრონული მოწმობის დამზადების სფეროში. ის-----ლ ბე----ეს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სფეროში. რაც ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილე ფსიქიატრმა, თერაპევტმა და სოციალურმა მუშაკმა.
ამდენად, ის-----ლ ბე----ე ცნობილი უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნ--ლობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ენ--რ ბე----ე არის მხარდაჭერის მიმღების ის-----ლ ბე----ის შვილიშვილი, რომელიც განცხადებით ითხოვს ცნობილ იქნას მისი ბაბუის ის-----ლ ბე----ის მხარდამჭერ პირად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, შესაძლებელი იქნა ის-----ლ ბე----ის მოსამართლესთან პირდაპირი კონტაქტი. აღნიშნულის სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა განხორციელდა.
6.7. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ენ--რ ბე----ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 2591-ე, 36313-36324 -ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ენ--რ ბე----ის (პ/ნ 33001017629) განცხადება დაკმაყოფილდეს.
1.2. ის-----ლ ბე----ე (დაბ.02.04.1932წ. პ/ნ 33001028994) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად.
2. ენ--რ ბე----ე (პ/ნ 33001017629) ცნობილ იქნას მისი ბაბუის - ის-----ლ ბე----ის (დაბ.02.04.1932წ. პ/ნ 33001028994) მხარდამჭერ პირად, შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, მიღებისა და განკარგვის, ასევე ბანკებიდან სოციალური პაკეტის, პენსიის მიღების, აღებისა და განკარგვის, სასამართლოსთან, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.
2.1. ენ--რ ბე----ე (პ/ნ 33001017629) დაინიშნოს ის-----ლ ბე----ის (დაბ.02.04.1932წ. პ/ნ 33001028994) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისთვის, მინიჭებული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
3. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნ--ლობის ორგანოს მის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
4.მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნ--ლობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
5. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს აღნიშნული უფლება-მოვალეობები.
6. ის-----ლ ბე----ის მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32) გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნ--ლყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე